საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეპორტაჟი ზვიად გამსახურდიას ფოტოგრაფის ფოტოატელიედან
რეპორტაჟი ზვიად გამსახურდიას ფოტოგრაფის ფოტოატელიედან

აკა­კი ყუ­ფუ­ნია, ცნო­ბი­ლი პერ­სო­ნაა იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის, ვინც ფო­ტოგ­რა­ფი­ით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი. 60-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა და ათა­სო­ბით ფოტო - ეს მისი მთა­ვა­რი სიმ­დიდ­რეა 80 წლის ასაკ­ში. უმოგ­ზა­უ­რია თით­ქმის ყველ­გან, სა­დაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს ხერ­ხდე­ბო­და წას­ვლა.

...ახლა ზუგ­დი­დის ცენ­ტრში პა­ტა­რა ოთა­ხი აქვს, სა­დაც მსურ­ვე­ლებს სა­მახ­სოვ­რო თუ სა­პას­პორ­ტო ფო­ტო­ებს უღებს. შემ­დეგ ამ­ჟღავ­ნებს და ამით ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბის სურ­ვილს იკ­ლავს.

"ციფ­რულ ფო­ტო­ა­პა­რატ­ზე გა­და­ვე­დი, ჩემ­მა შვილ­მა მა­ჩუ­ქა, თო­რემ ჩემი ფო­ტო­ა­პა­რა­ტე­ბი მი­დევს სახ­ლში 30-მდე მექ­ნე­ბა". 80 წლის ფო­ტოგ­რა­ფი ამ­ბობს, "რომ შე­მეძ­ლოს თა­ვი­დან ავირ­ჩიო პრო­ფე­სია, ისევ იგი­ვეს ვი­ზამ­დიო".

"პირ­ვე­ლი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი ჩემ­მა ძმამ მა­ჩუ­ქა, 35 კად­რი­დან, რო­მე­ლიც გა­ვამ­ჟღავ­ნე 27 კარ­გი გა­მო­ვი­და, არა­ვის სჯე­რო­და რომ ჩემი გა­და­ღე­ბუ­ლი იყო. მშობ­ლებს უნ­დო­დათ ბუ­ღალ­ტე­რი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ფო­ტოგ­რა­ფი­ის სიყ­ვა­რულ­მა მძლია. მას შემ­დეგ სულ ფო­ტო­ებს ვი­ღებ­დი, იმ­დე­ნი ფოტო მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი, ვერც კი და­ვით­ვლი. ყველ­გან დავ­დი­ო­დი, ყვე­ლა­ფერს ვი­ღებ­დი, ად­გი­ლობ­რი­ვი რე­დაქ­ცი­ის­თვის სა­ი­დუმ­ლო კად­რებ­საც კი ვი­ღებ­დი, მა­შინ ყვე­ლა მიც­ნობ­და, რა­ი­კო­მის მდივ­ნე­ბიც კი.

იმ დრო­ში რთუ­ლი იყო, ფო­ტოს გა­და­ი­ღებ­დი და მხო­ლოდ მი­ახ­ლო­ე­ბით შე­გეძ­ლო წარ­მო­გედ­გი­ნა, რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბო­და გა­მო­სუ­ლი­ყო, ან გა­მო­ვი­დო­და ან არა. ახლა მარ­ტი­ვია ყვე­ლა­ფე­რი, უამ­რა­ვი პროგ­რა­მაა, თუ არ გა­მო­გი­ვა გა­მო­ას­წო­რებ, ყვე­ლა­ფერს ხე­დავ რა­საც იღებ, მაგ­რამ ესეც მომ­წონს, კარ­გია ახა­ლი რა­ღა­ცე­ე­ბი. აი, მეც ციფ­რუ­ლი აპა­რა­ტი მაქვს, გა­და­ვუ­ღებ ფო­ტოს და ვამ­ჟღავ­ნებ. აღარ შე­მიძ­ლია გა­და­ღე­ბა, ვე­ღარ ვი­ღებ ისეთ ფო­ტო­ებს, რო­გორ­საც ვი­ღებ­დი, მაგ­რამ კი­დევ ვა­ხა­რებ ადა­მი­ა­ნებს. ექ­სკურ­სი­ებ­ზეც დავ­ყვე­ბი ბავ­შვებს, ფო­ტო­ებს ვუ­ღებ. ადრე ყვე­ლა მიც­ნობ­და, ახლა მარ­ტო ძვე­ლე­ბი, ვინც დარ­ჩნენ ზუგ­დიდ­ში" - გვიყ­ვე­ბა აკა­კი ყუ­ფუ­ნია.

ზუგ­დიდ­ში ჩა­სუ­ლი ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბის ორი ფო­ტოგ­რა­ფი შე­ვახ­ვედ­რეთ ერ­თმა­ნეთს: ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ფო­ტოგ­რა­ფი აკა­კი ყუ­ფუ­ნია და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი ფო­ტოგ­რა­ფი ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე - ორი სხვა­დას­ხვა დრო­ის ფო­ტოგ­რა­ფი, ორი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და რაც ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა, ორი­ვე ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ფო­ტოგ­რა­ფი... ნა­ხეთ მეტი ვი­დე­ო­ში

ესა­უბ­რა მა­რი­ამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რეპორტაჟი ზვიად გამსახურდიას ფოტოგრაფის ფოტოატელიედან

რეპორტაჟი ზვიად გამსახურდიას ფოტოგრაფის ფოტოატელიედან

აკაკი ყუფუნია, ცნობილი პერსონაა იმ ადამიანებისათვის, ვინც ფოტოგრაფიით არის გატაცებული. 60-წლიანი გამოცდილება და ათასობით ფოტო - ეს მისი მთავარი სიმდიდრეა 80 წლის ასაკში. უმოგზაურია თითქმის ყველგან, სადაც საბჭოთა კავშირის დროს ხერხდებოდა წასვლა.

...ახლა ზუგდიდის ცენტრში პატარა ოთახი აქვს, სადაც მსურველებს სამახსოვრო თუ საპასპორტო ფოტოებს უღებს. შემდეგ ამჟღავნებს და ამით ფოტოების გადაღების სურვილს იკლავს.

"ციფრულ ფოტოაპარატზე გადავედი, ჩემმა შვილმა მაჩუქა, თორემ ჩემი ფოტოაპარატები მიდევს სახლში 30-მდე მექნება". 80 წლის ფოტოგრაფი ამბობს, "რომ შემეძლოს თავიდან ავირჩიო პროფესია, ისევ იგივეს ვიზამდიო".

"პირველი ფოტოაპარატი ჩემმა ძმამ მაჩუქა, 35 კადრიდან, რომელიც გავამჟღავნე 27 კარგი გამოვიდა, არავის სჯეროდა რომ ჩემი გადაღებული იყო. მშობლებს უნდოდათ ბუღალტერი გამოვსულიყავი, მაგრამ ფოტოგრაფიის სიყვარულმა მძლია. მას შემდეგ სულ ფოტოებს ვიღებდი, იმდენი ფოტო მაქვს გადაღებული, ვერც კი დავითვლი. ყველგან დავდიოდი, ყველაფერს ვიღებდი, ადგილობრივი რედაქციისთვის საიდუმლო კადრებსაც კი ვიღებდი, მაშინ ყველა მიცნობდა, რაიკომის მდივნებიც კი.

იმ დროში რთული იყო, ფოტოს გადაიღებდი და მხოლოდ მიახლოებით შეგეძლო წარმოგედგინა, როგორი შეიძლებოდა გამოსულიყო, ან გამოვიდოდა ან არა. ახლა მარტივია ყველაფერი, უამრავი პროგრამაა, თუ არ გამოგივა გამოასწორებ, ყველაფერს ხედავ რასაც იღებ, მაგრამ ესეც მომწონს, კარგია ახალი რაღაცეები. აი, მეც ციფრული აპარატი მაქვს, გადავუღებ ფოტოს და ვამჟღავნებ. აღარ შემიძლია გადაღება, ვეღარ ვიღებ ისეთ ფოტოებს, როგორსაც ვიღებდი, მაგრამ კიდევ ვახარებ ადამიანებს. ექსკურსიებზეც დავყვები ბავშვებს, ფოტოებს ვუღებ. ადრე ყველა მიცნობდა, ახლა მარტო ძველები, ვინც დარჩნენ ზუგდიდში" - გვიყვება აკაკი ყუფუნია.

ზუგდიდში ჩასული ყოფილი პრეზიდენტების ორი ფოტოგრაფი შევახვედრეთ ერთმანეთს: ზვიად გამსახურდიას ფოტოგრაფი აკაკი ყუფუნია და მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე - ორი სხვადასხვა დროის ფოტოგრაფი, ორი პროფესიონალი და რაც ყველაზე საინტერესოა, ორივე ყოფილი პრეზიდენტის ფოტოგრაფი... ნახეთ მეტი ვიდეოში

ესაუბრა მარიამ ლორთქიფანიძე, AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი