სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იანოშ ჰერმანი ვიზალიბერალიზაციაზე - ეს თარიღი უკვე ახლოსაა
იანოშ ჰერმანი ვიზალიბერალიზაციაზე - ეს თარიღი უკვე ახლოსაა

თუ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის კონ­კრე­ტულ შე­დე­გებ­ზე მკი­თხავთ, ვერ გი­პა­სუ­ხებთ, მაგ­რამ თუ მე­კი­თხე­ბით იმე­დი მაქვს თუ არა, რომ ეს თა­რი­ღი უკვე ახ­ლო­საა, გე­ტყვით რომ ახ­ლო­საა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში ია­ნოშ ჰერ­მან­მა გა­ნუ­ცხა­და.

ჰერ­მა­ნი მო­ხა­რუ­ლია, რომ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მუდ­მივ წარ­მო­მად­გე­ნელ­თა კო­მი­ტეტ­მა გუ­შინ მხა­რი და­უ­ჭი­რა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბას.

"მი­ვე­სალ­მე­ბი იმ ფაქტს, რომ სა­ქარ­თვე­ლო და ევ­რო­კავ­ში­რი სულ უფრო უახ­ლოვ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს და ვიცი, რამ­დენ ქარ­თველს სურს ეს. ასე რომ, მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ პრო­ცე­სი წინ მი­ი­წევს. მაგ­რამ გუ­შინ­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის მხო­ლოდ ერთი ნა­ბი­ჯი, თუმ­ცა ნა­ბი­ჯი რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან გვა­ახ­ლო­ვებს. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა მო­თხოვ­ნა შე­ას­რუ­ლა, პრო­ცე­სი წინ მი­ი­წევს. კონ­კრე­ტულ თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვე­რა­ფერს გე­ტყვით, თუმ­ცა შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სა­კი­თხის მნიშ­ვნე­ლო­ბას სრუ­ლად ვაც­ნო­ბი­ე­რებთ. კონ­კრე­ტულ თა­რიღ­ზე თუ მე­კი­თხე­ბით ვე­რა­ფერს გი­პა­სუ­ხებთ, მაგ­რამ თუ მე­კი­თხე­ბით იმე­დი მაქვს თუ არა რომ ეს თა­რი­ღი უკვე ახ­ლო­საა, გე­ტყვით რომ ახ­ლო­საა", - გა­ნა­ცხა­და ია­ნოშ ჰერ­მან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

იანოშ ჰერმანი ვიზალიბერალიზაციაზე - ეს თარიღი უკვე ახლოსაა

იანოშ ჰერმანი ვიზალიბერალიზაციაზე - ეს თარიღი უკვე ახლოსაა

თუ ვიზალიბერალიზაციის კონკრეტულ შედეგებზე მკითხავთ, ვერ გიპასუხებთ, მაგრამ თუ მეკითხებით იმედი მაქვს თუ არა, რომ ეს თარიღი უკვე ახლოსაა, გეტყვით რომ ახლოსაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა განუცხადა.

ჰერმანი მოხარულია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა გუშინ მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას.

"მივესალმები იმ ფაქტს, რომ საქართველო და ევროკავშირი სულ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს და ვიცი, რამდენ ქართველს სურს ეს. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ პროცესი წინ მიიწევს. მაგრამ გუშინდელი გადაწყვეტილება არის მხოლოდ ერთი ნაბიჯი, თუმცა ნაბიჯი რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებასთან გვაახლოვებს. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შეასრულა, პროცესი წინ მიიწევს. კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ საკითხის მნიშვნელობას სრულად ვაცნობიერებთ. კონკრეტულ თარიღზე თუ მეკითხებით ვერაფერს გიპასუხებთ, მაგრამ თუ მეკითხებით იმედი მაქვს თუ არა რომ ეს თარიღი უკვე ახლოსაა, გეტყვით რომ ახლოსაა", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."