სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარიკიტას" ხელნაკეთი წიგნები პირველად ქართველი ბავშვებისთვის
"მარიკიტას" ხელნაკეთი წიგნები პირველად ქართველი ბავშვებისთვის

ხელ­ნა­კე­თი მოძ­რა­ვი წიგ­ნე­ბი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, ახლა კი ეს სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­გო­ნე­ბა ქარ­თვე­ლი პა­ტა­რე­ბის­თვი­სა­ცაა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. მა­რი­ამ ბოლ­ქვა­ძემ გა­და­წყვი­ტა, ხელ­ნა­კე­თი წიგ­ნე­ბი, სა­ხე­ლად "მა­რი­კი­ტა" (Mariquita) ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გა­ეც­ნო. ორი­გი­ნა­ლუ­რი წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნა უკვე თქვე­ნი შვი­ლე­ბის­თვი­საც შე­გიძ­ლი­ათ. სა­ბავ­შვო ფსი­ქო­ლო­გი­ის დარ­გში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა ამ პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად მა­რი­ა­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა.

სი­ტყვა "მა­რი­კი­ტა" ეს­პა­ნურ ენა­ზე ჭი­ა­მა­ი­ას ნიშ­ნავს. ბრენ­დი სხვა­დას­ხვა ნივ­თებს აწარ­მო­ებს რბი­ლი მა­სა­ლის­გან. ნა­მუ­შევ­რე­ბი მო­ი­ცავს წიგ­ნებს, ჩან­თებს, ყუ­თებს, კე­დელ­ზე და­სა­კიდ ნივ­თებს. ისი­ნი ხელ­ნა­კე­თია და დამ­კვე­თის გე­მოვ­ნე­ბით მზად­დე­ბა.

ამ ნივ­თე­ბის შექ­მნი­სას ფსი­ქო­ლო­გე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს და თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მსგავ­სი ნივ­თე­ბი ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. წიგნ­ში ოცი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­კი­თხია - ფე­რე­ბი, ფი­გუ­რე­ბი, ფორ­მე­ბი, თა­მა­შე­ბი, კა­ტე­გო­რი­ზა­ცია, გა­სარ­თო­ბი ვარ­ჯი­შე­ბი, ეპი­ზო­დე­ბი ცნო­ბი­ლი ზღაპ­რე­ბი­დან და ა.შ. ყვე­ლა გვერ­დზე ბავ­შვს შე­უძ­ლია გა­და­ად­გი­ლოს ფი­გუ­რე­ბი და მის­ცეს მათ შე­სა­ფე­რი­სი ფორ­მე­ბი. ეს გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი მულ­ტფილ­მი ან ტე­ლე­ვი­ზორ­ში ნა­ნა­ხი ზღა­პა­რი.

"გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სი იქ­ნე­ბო­და მრა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო და გა­სარ­თო­ბი აქ­ტი­ვო­ბის ერთ წიგნ­ში თავ­მოყ­რა. დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას გვა­ნი­ჭებს მსგავ­სი წიგ­ნე­ბის შექ­მნის ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს რა­ღაც ახა­ლი შევ­ძი­ნოთ, თუნ­დაც თე­მა­ტუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მხრივ", - ამ­ბობს "მა­რი­კი­ტას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­რი­ამ ბოლ­ქვა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, წიგ­ნე­ბი არ არის სე­რი­ულ წარ­მო­ე­ბა­ში და თი­თო­ე­უ­ლი წიგ­ნი კონ­კრე­ტუ­ლი ბავ­შვის­თვის იქ­მნე­ბა. შექ­მნი­სას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია პა­ტა­რას ასა­კი, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და გან­ვი­თა­რე­ბის დონე. ყო­ვე­ლი წიგ­ნის გა­რე­კა­ნი გა­ფორ­მე­ბუ­ლია მა­ხა­სი­ა­თებ­ლით, რო­მე­ლიც მის მო­მა­ვალ პატ­რონს შე­ე­ფე­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, მისი თმის ფერი ან სა­ხე­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია georgianjournal.ge-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"მარიკიტას" ხელნაკეთი წიგნები პირველად ქართველი ბავშვებისთვის

"მარიკიტას" ხელნაკეთი წიგნები პირველად ქართველი ბავშვებისთვის

ხელნაკეთი მოძრავი წიგნები ძალიან პოპულარულია მსოფლიოს მასშტაბით, ახლა კი ეს საინტერესო გამოგონება ქართველი პატარებისთვისაცაა ხელმისაწვდომი. მარიამ ბოლქვაძემ გადაწყვიტა, ხელნაკეთი წიგნები, სახელად "მარიკიტა" (Mariquita) ქართული საზოგადოებისთვის გაეცნო. ორიგინალური წიგნების შეძენა უკვე თქვენი შვილებისთვისაც შეგიძლიათ. საბავშვო ფსიქოლოგიის დარგში მიღებული განათლება და გამოცდილება ამ პროექტის განსახორციელებლად მარიამისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

სიტყვა "მარიკიტა" ესპანურ ენაზე ჭიამაიას ნიშნავს. ბრენდი სხვადასხვა ნივთებს აწარმოებს რბილი მასალისგან. ნამუშევრები მოიცავს წიგნებს, ჩანთებს, ყუთებს, კედელზე დასაკიდ ნივთებს. ისინი ხელნაკეთია და დამკვეთის გემოვნებით მზადდება.

ამ ნივთების შექმნისას ფსიქოლოგების შეხედულებები გაითვალისწინეს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ნივთები ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წიგნში ოცი განსხვავებული საკითხია - ფერები, ფიგურები, ფორმები, თამაშები, კატეგორიზაცია, გასართობი ვარჯიშები, ეპიზოდები ცნობილი ზღაპრებიდან და ა.შ. ყველა გვერდზე ბავშვს შეუძლია გადაადგილოს ფიგურები და მისცეს მათ შესაფერისი ფორმები. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის, ვიდრე ნებისმიერი მულტფილმი ან ტელევიზორში ნანახი ზღაპარი.

"გადავწყვიტეთ, რომ ქართული წარმოებისთვის შესაფერისი იქნებოდა მრავალი საინტერესო და გასართობი აქტივობის ერთ წიგნში თავმოყრა. დიდ სიამოვნებას გვანიჭებს მსგავსი წიგნების შექმნის ისტორიის შესწავლა, რაც საშუალებას გვაძლევს რაღაც ახალი შევძინოთ, თუნდაც თემატური შეხედულებების მხრივ", - ამბობს "მარიკიტას" დამფუძნებელი მარიამ ბოლქვაძე.

მისივე თქმით, წიგნები არ არის სერიულ წარმოებაში და თითოეული წიგნი კონკრეტული ბავშვისთვის იქმნება. შექმნისას გათვალისწინებულია პატარას ასაკი, შესაძლებლობები და განვითარების დონე. ყოველი წიგნის გარეკანი გაფორმებულია მახასიათებლით, რომელიც მის მომავალ პატრონს შეეფერება. მაგალითად, მისი თმის ფერი ან სახელი.

მომზადებულია georgianjournal.ge-ს მიხედვით

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს