სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ გია ლორთქიფანიძეს დაუსწრებლად ბრალი წაუყენა
პროკურატურამ გია ლორთქიფანიძეს დაუსწრებლად ბრალი წაუყენა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის და ამ­ჟა­მად ოდე­სის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან აც­ნო­ბეს, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს ბრა­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნა.

"ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2011 წლის 26 მა­ისს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შეკ­რე­ბი­ლი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის დარ­ბე­ვა და მათი მა­სობ­რი­ვი და­კა­ვე­ბა, შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბით და­ე­ვა­ლა მის მო­ად­გი­ლეს გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს.

და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნის მიზ­ნით, 2011 წლის 25 მა­ისს, ჯერ კი­დევ მი­ტინ­გის­თვის სან­ქცი­რე­ბუ­ლი ვა­დის გას­ვლამ­დე, პო­ლი­ცი­ამ წი­ნას­წარ გა­და­კე­ტა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი და მის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი ქუ­ჩე­ბი, ხოლო თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი გა­და­ი­კე­ტა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და შს სა­მი­ნის­ტროს სხვა და­ნა­ყო­ფე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მელ­თაც ად­გილ­ზე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და და­ვით ახა­ლა­ია. სწო­რედ და­სა­ხე­ლე­ბულ პირ­თა მე­თა­უ­რო­ბით, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ყე­ნე­ბულ იქნა გა­უ­მარ­თლებ­ლად არა­თა­ნა­ზო­მი­ე­რი და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ძალა. შე­დე­გად, გარ­და­იც­ვა­ლა ორი ადა­მი­ა­ნი, და­სა­ხიჩ­რდა და ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო 250-მა ადა­მი­ან­მა, უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა 800-მდე მო­მი­ტინ­გე.

ვი­ნა­ი­დან, გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე თავს არი­დებს გა­მო­ძი­ე­ბას, და­უს­წრებ­ლად გა­მო­ტა­ნი­ლია დად­გე­ნი­ლე­ბა მისი ბრალ­დე­ბუ­ლად პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის შე­სა­ხებ, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით. ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნის მიზ­ნით იგი და­ბა­რე­ბუ­ლია სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში 2016 წლის 22 სექ­ტემ­ბერს 17:00 სა­ათ­ზე.

ასე­ვე პრო­კუ­რა­ტუ­რა მი­მარ­თავს სა­სა­მარ­თლოს და­უს­წრებ­ლად ლორ­თქი­ფა­ნი­ძის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით. გ.ლორ­თქი­ფა­ნი­ძის გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­თა­ნა­დო პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დეგ მის მი­მართ გა­მო­ცხად­დე­ბა ძებ­ნა.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ ით­ვა­ლის­წი­ნებს 5-დან 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას", - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

პროკურატურამ გია ლორთქიფანიძეს დაუსწრებლად ბრალი წაუყენა

პროკურატურამ გია ლორთქიფანიძეს დაუსწრებლად ბრალი წაუყენა

საქართველოს პროკურატურამ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის და ამჟამად ოდესის პოლიციის უფროსის გია ლორთქიფანიძის ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, გია ლორთქიფანიძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინა.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების დარბევა და მათი მასობრივი დაკავება, შს ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ბრძანებით დაევალა მის მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს.

დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2011 წლის 25 მაისს, ჯერ კიდევ მიტინგისთვის სანქცირებული ვადის გასვლამდე, პოლიციამ წინასწარ გადაკეტა რუსთაველის გამზირი და მის მიმდებარედ არსებული ქუჩები, ხოლო თავისუფლების მოედანი გადაიკეტა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და შს სამინისტროს სხვა დანაყოფების მეშვეობით, რომელთაც ადგილზე ხელმძღვანელობდნენ გიორგი ლორთქიფანიძე და დავით ახალაია. სწორედ დასახელებულ პირთა მეთაურობით, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა გაუმართლებლად არათანაზომიერი და გადაჭარბებული ძალა. შედეგად, გარდაიცვალა ორი ადამიანი, დასახიჩრდა და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 250-მა ადამიანმა, უკანონოდ დაკავებული იქნა 800-მდე მომიტინგე.

ვინაიდან, გიორგი ლორთქიფანიძე თავს არიდებს გამოძიებას, დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით. ბრალდების წარდგენის მიზნით იგი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში 2016 წლის 22 სექტემბერს 17:00 საათზე.

ასევე პროკურატურა მიმართავს სასამართლოს დაუსწრებლად ლორთქიფანიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. გ.ლორთქიფანიძის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სათანადო პროცედურების განხორციელების შემდეგ მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას", - აცხადებენ პროკურატურაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ