სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხუთი შვილის დედამ ქუთაისის მერიასთან შიმშილობა დაიწყო
ხუთი შვილის დედამ ქუთაისის მერიასთან შიმშილობა დაიწყო

ქუ­თა­ის­ში ხუთი შვი­ლის დე­დამ მე­რი­ას­თან შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო. ნანა დე­ი­სა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ის თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის მსხვერ­პლია, 2008 წელს იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი სახ­ლი ისე გა­უ­ყი­დეს, რომ მას არ გა­უ­გია. ნანა დე­ი­სა­ძეს კერ­ძო მე­ვახ­შე დღეს ბი­ნის დაც­ლას თხოვს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში იძუ­ლე­ბის წე­სით გა­მო­სახ­ლე­ბით ემუქ­რე­ბა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი დე­ი­სა­ძის მტკი­ცე­ბით, ის გუ­შინ და­ი­ბა­რეს პო­ლი­ცი­ის მე­ო­რე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და სახ­ლის დაც­ლის გან­ცხა­დე­ბა­ზე ხელი ზე­წო­ლით მო­ა­წე­რი­ნეს.

"გუ­შინ ვი­ყა­ვი პო­ლი­ცი­ის მე­ო­რე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. მი­თხრეს, რომ სხვის სახ­ლში ვარ შეჭ­რი­ლი და უნდა დავ­ცა­ლო. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, და­მი­ჭერ­დნენ და ჩემ შვი­ლებს ბავ­შვთა სახ­ლში გა­და­იყ­ვან­დნენ. "რა­ტომ იფუ­ჭებ თავს, რად გინ­და ნა­სა­მარ­თლე­ო­ბა და შენს შვი­ლებს რა­ტომ ამ­წა­რე­ბო" - მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი ხელი მო­მე­წე­რა, რომ დღეს დავ­ცლი­დი ბი­ნას. მო­ვე­დი მე­რი­ას­თან და თუ და­სა­ჭე­რი ვარ, მო­ვიდ­ნენ და აქვე და­მი­ჭი­რონ, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი მა­ინც არ მაქვს", - გა­ნა­ცხა­და დე­ი­სა­ძემ.

იხი­ლეთ ვრცლად

"ახა­ლი გა­ზე­თი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ხუთი შვილის დედამ ქუთაისის მერიასთან შიმშილობა დაიწყო

ხუთი შვილის დედამ ქუთაისის მერიასთან შიმშილობა დაიწყო

ქუთაისში ხუთი შვილის დედამ მერიასთან შიმშილობა დაიწყო. ნანა დეისაძის განცხადებით, ის თაღლითური სქემის მსხვერპლია, 2008 წელს იპოთეკით დატვირთული სახლი ისე გაუყიდეს, რომ მას არ გაუგია. ნანა დეისაძეს კერძო მევახშე დღეს ბინის დაცლას თხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულების წესით გამოსახლებით ემუქრება. დაზარალებული დეისაძის მტკიცებით, ის გუშინ დაიბარეს პოლიციის მეორე განყოფილებაში და სახლის დაცლის განცხადებაზე ხელი ზეწოლით მოაწერინეს.

"გუშინ ვიყავი პოლიციის მეორე განყოფილებაში. მითხრეს, რომ სხვის სახლში ვარ შეჭრილი და უნდა დავცალო. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამიჭერდნენ და ჩემ შვილებს ბავშვთა სახლში გადაიყვანდნენ. "რატომ იფუჭებ თავს, რად გინდა ნასამართლეობა და შენს შვილებს რატომ ამწარებო" - მეუბნებოდნენ პოლიციის თანამშრომლები და იძულებული გავხდი ხელი მომეწერა, რომ დღეს დავცლიდი ბინას. მოვედი მერიასთან და თუ დასაჭერი ვარ, მოვიდნენ და აქვე დამიჭირონ, სხვა გამოსავალი მაინც არ მაქვს", - განაცხადა დეისაძემ.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა