სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კილოგრამების გამო, თავს დაჩაგრულად არ უნდა გრძნობდე!"
"კილოგრამების გამო, თავს დაჩაგრულად არ უნდა გრძნობდე!"

მსა­ხი­ობ ნინო მუმ­ლა­ძეს მოთ­მი­ნე­ბა და ტაქ­ტი ეყო, ჩემი ალო­გი­კუ­რი შე­კი­თხვე­ბის­თვის ეპა­სუ­ხა, უფრო მე­ტიც - საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტერ­ვიუ გა­მოგ­ვი­ვი­და: ნი­ნომ წარ­მა­ტე­ბით და­აღ­წია თავი თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რის სა­სიყ­ვა­რუ­ლო იე­რიშს, სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით პო­ზი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­თა­ვა­ზე­ბა­საც შეგ­ნე­ბუ­ლად მი­უდ­გა, პან­დე­ბის ოჯახ­შიც შე­ი­პა­რა და დიდი შე­მოქ­მე­დის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო შე­კი­თხვაც მო­ი­ფიქ­რა... თავ­შე­კა­ვე­ბამ მხო­ლოდ მა­შინ უმტყუ­ნა, როცა საგ­რი­მი­ო­რო­ში "სა­შიშ­მა და სის­ხლის­მსმელ­მა" ფრთო­სან­მა მი­ა­კი­თხა...

- ნინო, ვთქვათ, სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რამ­დე, რო­გორ­ღაც, საგ­რი­მი­ო­რო­ში ქა­თა­მი შე­მო­ვი­და. რო­გორ მო­იქ­ცე­ვი?

- ამ დროს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, სად ვარ და რო­გორ ვარ - ის­ტე­რი­კულ კი­ვილს ავ­ტეხ და ხვეწ­ნას და­ვი­წყებ, ქა­თა­მი გა­იყ­ვა­ნონ ან თუ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მექ­ნე­ბა, თა­ვად გა­მო­ვიქ­ცე­ვი იქი­დან, სცე­ნა­ზე ჩა­ვალ! ვინ­მეს ვთხოვ, რომ ტან­საც­მე­ლი ჩა­მო­მი­ტა­ნოს... ისე კი, ცოტა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია - თე­ატ­რში ქა­თამს რა უნდა (იცი­ნის)?!

- ვიცი, რომ დიდი ხა­ნია, ქათ­მე­ბის ფო­ბია გაქვს და ისიც ვიცი, რომ ფსი­ქო­ლო­გი­ით ხარ გა­ტა­ცე­ბუ­ლი. რო­გორ მოხ­და, რომ ქათ­მე­ბის მი­მართ შიში ვერ დას­ძლიე?

- ალ­ბათ, ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლი არ ვარ, რომ ეს ფო­ბია დავძლიო, რად­გან ცხოვ­რე­ბა­ში ქათ­მებ­თან შეხ­ვედ­რა იშ­ვი­ა­თად მიხ­დე­ბა - მა­ინც, ქა­ლაქ­ში ვცხოვ­რობ (იცი­ნის)... ზა­ფხუ­ლო­ბით, აგა­რაკ­ზე როცა მივ­დი­ვარ, მე­ზობ­ლებ­მა ჩემი ში­შის შე­სა­ხებ იცი­ან და ქათ­მე­ბი "დაბ­მუ­ლი" ჰყავთ - სა­ქათ­მი­დან იშ­ვი­ა­თად უშ­ვე­ბენ.

- ვთქვათ, თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რის­გან სა­სიყ­ვა­რუ­ლო შე­ტყო­ბი­ნე­ბას იღებ...

- ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­დე­ბა (იცი­ნის). ერ­თმა­ნეთს პი­რა­დად არ ვიც­ნობთ, ამი­ტომ არ ვიცი, მის შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე რო­გო­რი რე­აქ­ცია მექ­ნე­ბა. ისე, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი, ადეკ­ვა­ტუ­რი და კარ­გი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს. ამი­ტომ მის­გან ჩემ­თვის სა­სიყ­ვა­რუ­ლო შე­ტყო­ბი­ნე­ბის გა­მოგ­ზავ­ნა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია... ალ­ბათ, მად­ლო­ბას ვე­ტყვი, რომ მა­ფა­სებს, სხვას ვე­რა­ფერს.

- მის­გან პა­ე­მან­ზე მი­პა­ტი­ჟე­ბას თუ დას­თან­ხმდე­ბო­დი?

- რა თქმა უნდა, არა. ჯერ ერთი, რო­გორც ვიცი, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია; პლუს, ადა­მი­ანს, რო­მელ­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ ვიც­ნობ და არ მა­ინ­ტე­რე­სებს, პა­ე­მან­ზე რა­ტომ უნდა დავ­თან­ხმდე?!

- უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ხში­რად იღებ რო­მან­ტი­კულ შე­ტყო­ბი­ნე­ბას?

- "ლა­ივ­ში" - უფრო იშ­ვი­ა­თად. ძი­რი­თა­დად, ადა­მი­ა­ნე­ბი სი­თა­მა­მეს ინ­ტერ­ნეტ­ში იჩე­ნენ. ვცდი­ლობ, "გა­ვა­ტა­რო", ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ვაქ­ციო... თუ უბ­რა­ლოდ, ლა­მაზ ქა­თი­ნა­უ­რებს მე­უბ­ნე­ბი­ან, მად­ლო­ბას მეც ვწერ.

- პო­ლი­ტი­კოს­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნია?

- სა­ერ­თოდ, თუ ადა­მი­ა­ნი მოგ­წონს, გიყ­ვარს, მას­თან თავს კარ­გად გრძნობ, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რა პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია? ჩემ­თვის ეს მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია - პრო­ფე­სია და საქ­მი­ა­ნო­ბა ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნუ­ლო­ბას არ გან­სა­ზღვრავს. თუ ისე მოხ­და, რომ გა­ვი­ცა­ნი ადა­მი­ა­ნი, ვინც შე­მიყ­ვარ­და, ვის­თა­ნაც თა­ნა­ცხოვ­რე­ბა მინ­და, პო­ლი­ტი­კო­სი იქ­ნე­ბა, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი თუ მე­ე­ზო­ვე, ამას არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს.

- დრო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა რომ შე­გეძ­ლოს, რო­მელ გა­მო­ჩე­ნილ ადა­მი­ან­თან შეხ­ვედ­რას ისურ­ვებ­დი?

- უიმე, ძა­ლი­ან ბევრთან. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ალ­ბათ, სალ­ვა­დორ და­ლის გა­ვიც­ნობ­დი, რად­გან ეს ადა­მი­ა­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ეპა­ტა­ჟუ­რი და იმავდრო­უ­ლად, დიდი შე­მოქ­მე­დი იყო. მისი შე­მოქ­მე­დე­ბა ძა­ლი­ან მომ­წონს. თან, შარ­შან ბარ­სე­ლო­ნა­ში ვი­მოგ­ზა­უ­რე, სალ­ვა­დორ და­ლის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ გა­ვი­გე, მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვნა­ხე. სალ­ვა­დორ და­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის ფანი ყო­ველ­თვის ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მისი ხე­ლოვ­ნე­ბით, პი­როვ­ნე­ბით კი­დევ უფრო აღვფრ­თო­ვან­დი და თან, ეს ადა­მი­ა­ნი ჩემ­თვის კი­დევ უფრო ამო­უც­ნო­ბი გახ­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი იყო სი­ნამ­დვი­ლე­ში?..

- რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნია თქვე­ნი დი­ა­ლო­გი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"კილოგრამების გამო, თავს დაჩაგრულად არ უნდა გრძნობდე!"

"კილოგრამების გამო, თავს დაჩაგრულად არ უნდა გრძნობდე!"

მსახიობ ნინო მუმლაძეს მოთმინება და ტაქტი ეყო, ჩემი ალოგიკური შეკითხვებისთვის ეპასუხა, უფრო მეტიც - საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა: ნინომ წარმატებით დააღწია თავი თამაზ მეჭიაურის სასიყვარულო იერიშს, საცურაო კოსტიუმით პოზირებასთან დაკავშირებულ შეთავაზებასაც შეგნებულად მიუდგა, პანდების ოჯახშიც შეიპარა და დიდი შემოქმედისთვის საინტერესო შეკითხვაც მოიფიქრა... თავშეკავებამ მხოლოდ მაშინ უმტყუნა, როცა საგრიმიოროში "საშიშმა და სისხლისმსმელმა" ფრთოსანმა მიაკითხა...

- ნინო, ვთქვათ, სპექტაკლის პრემიერამდე, როგორღაც, საგრიმიოროში ქათამი შემოვიდა. როგორ მოიქცევი?

- ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს, სად ვარ და როგორ ვარ - ისტერიკულ კივილს ავტეხ და ხვეწნას დავიწყებ, ქათამი გაიყვანონ ან თუ ამის შესაძლებლობა მექნება, თავად გამოვიქცევი იქიდან, სცენაზე ჩავალ! ვინმეს ვთხოვ, რომ ტანსაცმელი ჩამომიტანოს... ისე კი, ცოტა წარმოუდგენელია - თეატრში ქათამს რა უნდა (იცინის)?!

- ვიცი, რომ დიდი ხანია, ქათმების ფობია გაქვს და ისიც ვიცი, რომ ფსიქოლოგიით ხარ გატაცებული. როგორ მოხდა, რომ ქათმების მიმართ შიში ვერ დასძლიე?

- ალბათ, ძალიან მონდომებული არ ვარ, რომ ეს ფობია დავძლიო, რადგან ცხოვრებაში ქათმებთან შეხვედრა იშვიათად მიხდება - მაინც, ქალაქში ვცხოვრობ (იცინის)... ზაფხულობით, აგარაკზე როცა მივდივარ, მეზობლებმა ჩემი შიშის შესახებ იციან და ქათმები "დაბმული" ჰყავთ - საქათმიდან იშვიათად უშვებენ.

- ვთქვათ, თამაზ მეჭიაურისგან სასიყვარულო შეტყობინებას იღებ...

- ძალიან გამიკვირდება (იცინის). ერთმანეთს პირადად არ ვიცნობთ, ამიტომ არ ვიცი, მის შეტყობინებაზე როგორი რეაქცია მექნება. ისე, ძალიან სერიოზული, ადეკვატური და კარგი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომ მისგან ჩემთვის სასიყვარულო შეტყობინების გამოგზავნა წარმოუდგენელია... ალბათ, მადლობას ვეტყვი, რომ მაფასებს, სხვას ვერაფერს.

- მისგან პაემანზე მიპატიჟებას თუ დასთანხმდებოდი?

- რა თქმა უნდა, არა. ჯერ ერთი, როგორც ვიცი, დაოჯახებულია; პლუს, ადამიანს, რომელსაც აბსოლუტურად არ ვიცნობ და არ მაინტერესებს, პაემანზე რატომ უნდა დავთანხმდე?!

- უცნობი ადამიანებისგან ხშირად იღებ რომანტიკულ შეტყობინებას?

- "ლაივში" - უფრო იშვიათად. ძირითადად, ადამიანები სითამამეს ინტერნეტში იჩენენ. ვცდილობ, "გავატარო", ყურადღება არ მივაქციო... თუ უბრალოდ, ლამაზ ქათინაურებს მეუბნებიან, მადლობას მეც ვწერ.

- პოლიტიკოსთან თანაცხოვრება როგორ წარმოგიდგენია?

- საერთოდ, თუ ადამიანი მოგწონს, გიყვარს, მასთან თავს კარგად გრძნობ, რა მნიშვნელობა აქვს, რა პროფესიის წარმომადგენელია? ჩემთვის ეს მეორეხარისხოვანია - პროფესია და საქმიანობა ადამიანის პიროვნულობას არ განსაზღვრავს. თუ ისე მოხდა, რომ გავიცანი ადამიანი, ვინც შემიყვარდა, ვისთანაც თანაცხოვრება მინდა, პოლიტიკოსი იქნება, პარლამენტის წევრი თუ მეეზოვე, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

- დროში მოგზაურობა რომ შეგეძლოს, რომელ გამოჩენილ ადამიანთან შეხვედრას ისურვებდი?

- უიმე, ძალიან ბევრთან. უპირველეს ყოვლისა, ალბათ, სალვადორ დალის გავიცნობდი, რადგან ეს ადამიანი განსხვავებული, ეპატაჟური და იმავდროულად, დიდი შემოქმედი იყო. მისი შემოქმედება ძალიან მომწონს. თან, შარშან ბარსელონაში ვიმოგზაურე, სალვადორ დალის შესახებ ბევრი რამ გავიგე, მისი ნამუშევრები საკუთარი თვალით ვნახე. სალვადორ დალის შემოქმედების ფანი ყოველთვის ვიყავი, მაგრამ მისი ხელოვნებით, პიროვნებით კიდევ უფრო აღვფრთოვანდი და თან, ეს ადამიანი ჩემთვის კიდევ უფრო ამოუცნობი გახდა. საინტერესოა, როგორი ადამიანი იყო სინამდვილეში?..

- როგორ წარმოგიდგენია თქვენი დიალოგი?

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება