პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო მერაბიშვილი დუმილს არღვევს - ღია წერილი ციხიდან
ვანო მერაბიშვილი დუმილს არღვევს - ღია წერილი ციხიდან

ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რომ­ლი­თაც ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს ეხ­მა­უ­რე­ბა. გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მე არ გა­მი­კე­თე­ბია არც ერთი გან­ცხა­დე­ბა და არ და­მი­ფიქ­სი­რე­ბია ჩემი პო­ზი­ცია თუ შე­ხე­დუ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ჩემი დუ­მი­ლი მხო­ლოდ ერთი მი­ზე­ზით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, მე ვე­ლო­დე­ბო­დი ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას - ევ­რო­პის ად­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩენს. 14 ივ­ნისს გა­მოქ­ვეყ­ნდა სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, და მეშ­ვი­დედ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს ის­ტო­რი­ა­ში, დად­გინ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ის 18-ე მუხ­ლის დარ­ღვე­ვა.

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნის შე­სა­ხებ

მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს ად­ვო­კა­ტებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ოთო კა­ხი­ძეს და პრო­ფე­სორ ფი­ლიპ ლიჩს, რო­მელ­თა მა­ღალ­მა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მმა გა­ნა­პი­რო­ბა ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მარ­ჯვე­ბა.

ოთო კა­ხი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი არის, რო­გორც მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის იუ­რის­ტი. მას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი მი­უ­ძღვის სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ნე­ბის­მი­ერ­მა იუ­რის­ტმა იცის, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში გა­მარ­ჯვე­ბა დიდი წარ­მა­ტე­ბაა. ამას­თან კონ­ვენ­ცი­ის 18-ე მუხ­ლის მო­გე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ წარ­მა­ტე­ბად ით­ვლე­ბა, ვი­ნა­ი­დან აქამ­დე სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს ის­ტო­რი­ა­ში მხო­ლოდ ექ­ვსი მსგავ­სი შემ­თხვე­ვა არ­სე­ბობ­და.

მე ვა­მა­ყობ, რომ მო­მი­წია ოთო კა­ხი­ძეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და მი­მაჩ­ნია, რომ იგი სა­ქარ­თვე­ლოს დიდი პატ­რი­ო­ტია. მისი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის იუ­რისტს, გან­სა­კუთ­რე­ბით სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში 18-ე მუხ­ლის მო­გე­ბის შემ­დეგ, ნე­ბის­მი­ერ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვს ძა­ლი­ან მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა. თუმ­ცა, მან მა­ინც გა­და­წყვი­ტა სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას ემ­სა­ხუ­როს. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ის წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევს ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში, გახ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარლ­მენ­ტის წევ­რი და გა­ნაგ­რძობს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბას ჩვე­ნი ქვეყ­ნის რე­ფორ­მი­რე­ბის და გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში.

ასე­ვე მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო პრო­ფე­სორ ფი­ლიპ ლიჩს, რო­მელ­მაც ჩემი დაც­ვა ოთო კა­ხი­ძის შე­თა­ვა­ზე­ბით გა­და­წყვი­ტა. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მას ჩემ­გან არც ერთი ფუნ­ტის ანა­ზღა­უ­რე­ბა არ მო­უ­თხო­ვია და სრუ­ლი­ად უან­გა­როდ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ჩემი დაც­ვა.

ორი წლის წინ, რო­დე­საც სტრას­ბურ­გის სარ­ჩელს ვამ­ზა­დებ­დით, მშვე­ნივ­რად მეს­მო­და, რომ 18-ე მუხ­ლის დარ­ღვე­ვის გა­სა­ჩივ­რე­ბა ძა­ლი­ან სა­რის­კო იყო. ვი­ცო­დი, რომ ამ მუხ­ლის მო­გე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მე არ მი­ყოყ­მა­ნია, რად­გან ჩემ­თვის მხო­ლოდ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო მი­სა­ღე­ბი. მე ან გა­ვი­მარ­ჯვებ­დი და ამით ყვე­ლა შე­კი­თხვა­ზე მექ­ნე­ბო­და პა­სუ­ხი გა­ცე­მუ­ლი, ან წა­ვა­გებ­დი და მარ­ცხს შე­ვე­გუ­ე­ბო­დი.

მი­უ­ხე­და­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა, და­ე­მორ­ჩი­ლოს ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლოს და მო­იქ­ცეს ისე, რო­გორც სხვა ქვეყ­ნე­ბი მო­იქ­ცნენ 18-ე მუხ­ლის წა­გე­ბის შემ­დეგ, ანუ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს სტრას­ბურ­გის მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი, მე ცოტა ხან­ში მა­ინც დავ­ტო­ვებ სა­პყრო­ბი­ლეს. სამ­წუ­ხა­როა ის, რომ რაც უფრო გვი­ან მოხ­დე­ბა ეს, მით მეტი ზი­ა­ნი მი­ად­გე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის იმიჯს ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­ში.

სწო­რედ ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბა მაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას თა­მა­მად გა­ვაგ­რძე­ლო ჩემი ბრძო­ლა და შრო­მა ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ.

სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ

დღეს სა­ერ­თა­შო­რი­სო მოვ­ლე­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ძა­ლი­ან მომ­გე­ბი­ა­ნად ვი­თარ­დე­ბა. რუ­სე­თის მხრი­დან უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა აგ­რე­სი­ამ კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რი გა­ხა­და და­სავ­ლე­თი რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის შე­კა­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პა­რა­ლე­ლუ­რად ამ პრო­ცეს­მა და­აჩ­ქა­რა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პას­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა და იმე­დია უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ევ­რო­პას­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა­ზეც იქ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ასე­ვე სა­ხე­ზეა ნატო-ს კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­უ­რე­ბა.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უნი­ა­თო­ბა და ხში­რად ანტი-და­სავ­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბი, ამ პრო­ცესს სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს ვერ შე­უქ­მნის და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გა­ნაგ­რძობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბას.

ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ

ზოგი ექ­სპერ­ტი თვლის, რომ ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად, ვერ­ცერ­თი პარ­ტია შეძ­ლებს უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბას და მხო­ლოდ კო­ა­ლი­ცი­უ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ვფიქ­რობ, რომ ეს შე­ხე­დუ­ლე­ბა უფრო სურ­ვი­ლე­ბია, ვიდ­რე რე­ა­ლო­ბის აღ­ქმა.

დღეს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ლან­დშაფ­ტი სამ თა­ნა­ბარ ჯგუ­ფა­დაა და­ყო­ფი­ლი. ყვე­ლა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" თა­ნა­ბა­რი პო­ზი­ცი­ე­ბი აქვს, ხოლო სხვა და­ნარ­ჩე­ნი პარ­ტი­ე­ბის რე­ი­ტინ­გე­ბის ჯამი, ორი ლი­დე­რის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის ტო­ლია. მოქ­მე­დი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა პარ­ლა­მენ­ტის წევრთა ნა­ხევ­რის მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მით არ­ჩე­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს და თა­ნაც 50%-იან ბა­რი­ერს აწე­სებს. არ­სე­ბუ­ლი რე­ი­ტინ­გე­ბი და წარ­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს თა­მა­მად გან­ვა­ცხა­დო, რომ მე­ო­რე ტურ­ში თით­ქმის ყველ­გან "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ამი­ტომ, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ერთი პარ­ტია შეძ­ლებს უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბას და მიმ­ჩნია, რომ ეს პარ­ტია გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" იქ­ნე­ბა.

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" შე­სა­ხებ

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" უნი­კა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ ის­ტო­რი­ა­ში. ამ მოვ­ლე­ნის მთა­ვა­რი შე­მოქ­მე­დი, რა თქმა უნდა, მისი ლი­დე­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია. მე მისი მე­გო­ბა­რი ვი­ყა­ვი, ვარ და ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბი და კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რომ მას­თან ერ­თად ბევ­რი შრო­მა და გა­მარ­ჯვე­ბა მო­მი­წია. ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კი­დევ ბევრ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევს, რო­გორც ქარ­თულ, ასე­ვე ევ­რო­პულ პო­ლი­ტი­კა­ში.

ენმ არ არის მხო­ლოდ ლი­დე­რე­ბის პარ­ტია. ეს არის რე­ა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა, რო­მელ­საც პატ­რი­ო­ტიზ­მი, თვით­რე­ა­ლი­ზა­ცია, წარ­მა­ტე­ბუ­ლი შრო­მა, წი­ნა­ღო­ბე­ბის გა­და­ლახ­ვა, მარ­ცხის ღირ­სე­უ­ლად გა­და­ტა­ნა, მო­მავ­ლის რწმე­ნა და სხვა მრა­ვა­ლი ფა­სე­უ­ლო­ბა აერ­თი­ა­ნებს.

"ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" აქვს რო­გორც გა­მარ­ჯვე­ბის, ასე­ვე მარ­ცხის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა. 2003-2012 წლე­ბის უნი­კა­ლურ­მა რე­ფორ­მებ­მა სა­ქარ­თვე­ლო "არ­შემ­დგა­რი სა­ხელ­მწი­ფო­დან" მო­წი­ნა­ვე რე­ფორ­მა­ტორ ქვე­ყა­ნად აქ­ცია. 2012 წლის შემ­დეგ, პარ­ტი­ის ძი­რი­თა­დი ჯგუ­ფი პი­რა­დი შუ­რის­ძი­ე­ბი­სა და დევ­ნის ობი­ექ­ტი გახ­და. ყვე­ლა ეს გა­მოწ­ვე­ვა "ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ღირ­სე­უ­ლად გა­და­ი­ტა­ნა.

მე მი­ხა­რია, რომ ჩემი მე­გობ­რე­ბი ყვე­ლა ფრონტზე ინარ­ჩუ­ნე­ბენ ღირ­სე­ბას, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას და შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას - იქ­ნე­ბა ეს პარ­ლა­მენ­ტში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­სა და ცი­ხე­შიც კი.

დღეს ენმ კი­დევ უფრო გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია. პარ­ტი­ა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­ნახ­ლე­ბა. მო­ვიდ­ნენ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და ენერ­გი­უ­ლი ახა­ლი ლი­დე­რე­ბი. მათი პრინ­ცი­პუ­ლო­ბა და გან­ვლი­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა პარ­ტი­ის ახალ, უფრო მა­ღალ დო­ნე­ზე გა­დას­ვლის გა­რან­ტი­ას იძ­ლე­ვა. ეს მხო­ლოდ ჩვე­ნი პარ­ტი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა არ არის. უპირ­ვე­ლე­სად ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის წინსვლის გა­რან­ტი­აა, რად­გან ამ ახალ ლი­დე­რებს მო­უ­წევთ ქვეყ­ნის მარ­თვა.

ან­გა­რიშს­წო­რე­ბის საფრ­თხის შე­სა­ხებ

"ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ან­გა­რიშს­წო­რე­ბას და შუ­რის­ძი­ე­ბას არა­ვის მი­მართ არ ექ­ნე­ბა ად­გი­ლი. მათ შო­რის არც მათ მი­მართ, ვინც კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის დევ­ნა, რო­გორც ლი­დე­რე­ბის, ასე­ვე პარ­ტი­ის რი­გი­თი აქ­ტი­ვის­ტე­ბის და სა­ერ­თოდ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

მე პი­რა­დად სრუ­ლე­ბით ვუ­ერ­თდე­ბი ამ პო­ზი­ცი­ას. პი­რა­დად არც ერთი ადა­მი­ა­ნის მი­მართ არ გა­მაჩ­ნია მტრო­ბის და მით უმე­ტეს შუ­რის­ძი­ე­ბის გან­ცდა. უფრო მე­ტიც, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც პი­რა­დად მი­ი­ღეს ჩემი მე­გობ­რე­ბის, პარ­ტი­ის აქ­ტი­ვის­ტე­ბის, პატ­რი­ო­ტი და თავ­და­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის და სხვა­თა წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ჩემ­ში მხო­ლოდ შე­ცო­დე­ბის გრძნო­ბას იწ­ვე­ვენ. თუნ­დაც იმით, რომ ასეთ უღირს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­უ­წი­ათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, ისი­ნი უკვე საკ­მა­რის­ზე მე­ტად არი­ან მო­რა­ლუ­რად "დას­ჯი­ლე­ბი". მინ­და ვუ­სურ­ვო მათ, რომ სა­კუ­თარ თავ­ში იპო­ვონ ძალა და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ღირ­სე­უ­ლი როლი იტ­ვირ­თონ.

პო­ლი­ცი­ის რე­ფორ­მის შე­სა­ხებ

ჩემი ცხოვ­რე­ბის წე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში პირ­ვე­ლად მის­ვლა მხო­ლოდ მი­ნის­ტრის რან­გში მო­მი­წია. სა­წყის ეტაპ­ზე, არც თუ მთლად ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვი­ყა­ვი გან­წყო­ბი­ლი პო­ლი­ცი­ის რე­ფორ­მის წარ­მა­ტე­ბის მი­მართ. ვთვლი­დი, რომ გრძელ­ვა­დი­ა­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებ­ში თით­ქმის შე­უძ­ლე­ბელს ხდი­და პო­ლი­ცი­ა­ში მოკ­ლე ვა­და­ში კო­რუფ­ცი­ის აღ­მო­ფხვრას. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ პო­ლი­ცი­ი­სად­მი ნდო­ბის მკვეთრ ზრდას კი სა­ერ­თოდ გა­მოვ­რი­ცხავ­დი.

ჩვე­ნი გუნ­დი არ იც­ნობ­და არც ერთ მსგავს პრე­ცე­დენტს. ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში ყვე­ლა მსგავ­სი რე­ფორ­მა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი მხო­ლოდ უამ­რა­ვი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის, რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის და მრა­ვალ­წლი­ა­ნი პროგ­რე­სის შე­დე­გად შენ­დე­ბო­და. უფრო მე­ტიც, პო­ლი­ცია მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ნდო­ბით ევ­რო­პა­შიც კი მხო­ლოდ ერ­თე­ულ ქვეყ­ნებ­ში სარ­გებ­ლობ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვი­დან­ვე ძი­რე­უ­ლი რე­ფორ­მე­ბი დავ­გეგ­მეთ, ვთვლი­დი, რომ მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით ნორ­მა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის შექ­მნა უკვე წარ­მა­ტე­ბა იქ­ნე­ბო­და.

მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ იმ­დე­ნად დიდი იყო სრუ­ლი­ად სა­ზო­გა­დო­ე­ბის სურ­ვი­ლი მი­ე­ღოთ კარ­გი პო­ლი­ცია და იმ­დე­ნად დიდი იყო ძვე­ლი და ახა­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცია მოს­წო­ნე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ რე­ფორ­მა ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად ძა­ლი­ან სწრა­ფად და წარ­მა­ტე­ბუ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­და. გა­მოჩ­ნდა უამ­რა­ვი იდე­ა­ლის­ტი, ღირ­სე­უ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­მაც მო­ინ­დო­მა და რაც მთა­ვა­რია და­ი­ჯე­რა, რომ თვი­თონ არის ამ პრო­ცე­სის ნა­წი­ლი და შე­მოქ­მე­დი. შე­დე­გად მი­ვი­ღეთ ის, რომ ყვე­ლა­ზე არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტი­დან, პო­ლი­ცია იქცა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ნდო­ბის მქო­ნე ორ­გა­ნოდ. ამ პრო­ცეს­ში მე ერთი რი­გი­თი ენ­თუ­ზი­ას­ტი ვი­ყა­ვი და ლო­მის წილი დამ­სა­ხუ­რე­ბა რამ­დე­ნი­მე ასე­ულ პო­ლი­ცი­ელს ეკუთ­ვნის, რომ­ლე­ბიც თავ­თა­ვი­ანთ ფრონტზე ქმნიდ­ნენ ახალ პრე­ცე­დენ­ტებს. მათ თავი ამ პრო­ცე­სის მთა­ვარ მო­ნა­წი­ლე­ე­ბად ჩათ­ვა­ლეს და ამ პრო­ცეს­ში თვით­რე­ა­ლი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნეს.

ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცი­ის რე­ფორ­მა უნი­კა­ლურ და სა­მა­გა­ლი­თოდ იქცა. დღეს უკვე ბევ­რი სხვა ქვე­ყა­ნა სა­კუ­თარ რე­ფორ­მებ­ში ჩვენს გა­მოც­დი­ლე­ბას იყე­ნებს.

დღე­ვან­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის მთა­ვა­რი დარ­ტყმა სწო­რედ არ­სე­ბულ წარ­მა­ტე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებ­ზე მი­ი­ტა­ნა. ამ პრო­ცეს­მა სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ზა­რა­ლა და და­აკ­ნი­ნა პო­ლი­ცი­ის რე­ფორ­მის შე­დე­გე­ბი. ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი ჩა­მო­ა­ცი­ლა რე­ფორ­მე­ბის პრო­ცესს.

ყვე­ლა­ზე და­სა­ნა­ნია, რომ დღე­ვან­დელ პო­ლი­ცი­ე­ლებს არ აქვთ გან­ცდა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის რე­ფორ­მა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია. ვერ გრძნო­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან თა­ნად­გო­მას, ვერც მო­რა­ლუ­რი და ვერც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­ხით. პო­ლი­ცი­ე­ლებს აქვთ გან­ცდა, რომ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პო­ლი­ცი­ას გა­ნი­ხი­ლავს რო­გორც ბრძო­ლა­ში მო­გე­ბულ ნა­დავლს. პო­ლი­ცი­ის რე­ფორ­მე­ბის შე­მოქ­მე­დებ­სა და მო­ნა­წი­ლე­ებს, მათ მი­მართ და­უ­ფა­სებ­ლო­ბის გან­ცდა აქვთ. მინ­და მათ მხნე­ო­ბის­კენ მო­ვუ­წო­დო. მათი შრო­მის მი­ზა­ნი ქვეყ­ნის წინსვლა და სა­კუ­თა­რი თა­ვის თვით­რე­ა­ლი­ზა­ცია იყო და ამ მხრივ მათ უკვე დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს.

რამ­დე­ნი­მე თვე­ში რეგ­რე­სი დას­რულ­დე­ბა. მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ და­უბ­რუნ­დნენ საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბას და დღეს მოქ­მედ უამ­რავ პა­ტი­ო­სან და პატ­რი­ოტ პო­ლი­ცი­ელ­თან ერ­თად გა­ნაგ­რძონ ამ ინ­სტი­ტუ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა და სრულ­ყო­ფა.

დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის შე­სა­ხებ

დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის ჩა­მოთ­ვლას და მათ შე­ფა­სე­ბას რამ­დე­ნი­მე გვერ­დი დას­ჭირ­დე­ბა. უფრო მე­ტიც, ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის უფრო მეტი ნა­წი­ლი სწო­რედ შეც­დო­მე­ბი იყო, რად­გან რა­საც მე ვა­კე­თებ­დი ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­ახ­ლე იყო და არ არ­სე­ბობ­და მსგავ­სი პრე­ცე­დენ­ტე­ბი, მა­გა­ლი­თე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბი­თაც უნდა მი­მე­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა უფრო კონ­სტრუქ­ტო­რის საქ­მი­ა­ნო­ბას ჰგავ­და, ვიდ­რე ხე­ლოს­ნის, რო­მელ­საც მზა ნა­ხა­ზე­ბი და თვალ­სა­ჩი­ნო მა­კე­ტი აქვს. როცა ახალს აკე­თებ, წი­ნას­წარ ყვე­ლაფ­რის გათ­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ვი­ღა­ცა ყო­ველ­თვის პირ­ვე­ლად იწყებს, რათა შემ­დეგ მისი გა­მოც­დი­ლე­ბა სხვის­თვის მა­გა­ლი­თი იყოს. მე ვი­ცო­დი, რომ ყვე­ლა სი­ახ­ლე კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი ხდე­ბა. ეს არ­ჩე­ვა­ნი შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ვა­კე­თე და ერთი წუ­თი­თაც არ ვთვლი, რომ სხვა გზა უნდა ამერ­ჩია. არ­სე­ბობს გა­მოთ­ქმა, რომ ბრძე­ნი სხვის შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლობს. მე არ მქო­ნია ამ ფუ­ფუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სხვის შეც­დო­მებ­ზე მეს­წავ­ლა, რად­გან არ მქონ­და მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბის მგა­ლი­თი და სწო­რედ სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლა მი­წევ­და.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ მქონ­და უფ­ლე­ბა ჩემი შეც­დო­მე­ბით საფრ­თხის წი­ნა­შე და­მე­ყე­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი წინსვლა და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა. ვთვლი, რომ უფრო მეტი მო­მე­თხო­ვე­ბო­და და მე­ტის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და. მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­მექ­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ობი­ექ­ტუ­რი კრი­ტი­კის­თვის. ბევ­რი ჩვე­ნი კრი­ტი­კო­სი არ იყო რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის ან კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს ინ­ტე­რე­სე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. მათი დიდი ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტი იყო და მა­თაც ჩვენ­სა­ვით უნ­დო­დათ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს შე­ნე­ბა. მათი კრი­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, მათ­თან აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, ჩვე­ნი სა­ერ­თო საქ­მის და ქვეყ­ნის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყობ­და ხელს.

დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ან­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ დიდი გაკ­ვე­თი­ლი მომ­ცა. ზუს­ტად ვიცი, რომ რა­საც ისი­ნი აკე­თე­ბენ, მსგავ­სი არა­ვინ არა­სო­დეს უნდა გა­ა­კე­თოს და შე­სა­ბა­მი­სად არც მე ვა­პი­რებ ჩემი და მათი შეც­დო­მე­ბის გა­მე­ო­რე­ბას.

დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­გორც ნე­გა­ტი­უ­რი, ასე­ვე პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ფა­სე­ბის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ სა­ზო­გა­დო­ე­ბა სწორ არ­ჩე­ვანს გა­ა­კე­თებს",- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ვანო მერაბიშვილი დუმილს არღვევს - ღია წერილი ციხიდან

ვანო მერაბიშვილი დუმილს არღვევს - ღია წერილი ციხიდან

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო ორი წლის განმავლობაში, მე არ გამიკეთებია არც ერთი განცხადება და არ დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია თუ შეხედულება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ჩემი დუმილი მხოლოდ ერთი მიზეზით იყო გამოწვეული, მე ველოდებოდი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას - ევროპის ადმიანის უფლებათა სასამართლოს განაჩენს. 14 ივნისს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც პირველად საქართველოს ისტორიაში, და მეშვიდედ სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში, დადგინდა ხელისუფლების მხრიდან ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის 18-ე მუხლის დარღვევა.

სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის შესახებ

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ადვოკატებს, განსაკუთრებით ოთო კახიძეს და პროფესორ ფილიპ ლიჩს, რომელთა მაღალმა პროფესიონალიზმმა განაპირობა ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება.

ოთო კახიძე საზოგადოებისთვის ცნობილი არის, როგორც მაღალი კვალიფიკაციის იურისტი. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოში სამართლებრივი რეფორმების განხორციელებაში და დიდი გამოცდილება აქვს საადვოკატო საქმიანობაში. ნებისმიერმა იურისტმა იცის, რომ სტრასბურგის სასამართლოში გამარჯვება დიდი წარმატებაა. ამასთან კონვენციის 18-ე მუხლის მოგება განსაკუთრებულ წარმატებად ითვლება, ვინაიდან აქამდე სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში მხოლოდ ექვსი მსგავსი შემთხვევა არსებობდა.

მე ვამაყობ, რომ მომიწია ოთო კახიძესთან ურთიერთობა და მიმაჩნია, რომ იგი საქართველოს დიდი პატრიოტია. მისი კვალიფიკაციის იურისტს, განსაკუთრებით სტრასბურგის სასამართლოში 18-ე მუხლის მოგების შემდეგ, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში გარანტირებული აქვს ძალიან მაღალანაზღაურებადი თანამდებობის დაკავება. თუმცა, მან მაინც გადაწყვიტა საკუთარ ქვეყანას ემსახუროს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის წარმატებას მიაღწევს ოქტომბრის არჩევნებში, გახდება საქართველოს პარლმენტის წევრი და განაგრძობს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას ჩვენი ქვეყნის რეფორმირების და განვითარების პროცესში.

ასევე მადლობა მინდა გადავუხადო პროფესორ ფილიპ ლიჩს, რომელმაც ჩემი დაცვა ოთო კახიძის შეთავაზებით გადაწყვიტა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მას ჩემგან არც ერთი ფუნტის ანაზღაურება არ მოუთხოვია და სრულიად უანგაროდ განახორციელა ჩემი დაცვა.

ორი წლის წინ, როდესაც სტრასბურგის სარჩელს ვამზადებდით, მშვენივრად მესმოდა, რომ 18-ე მუხლის დარღვევის გასაჩივრება ძალიან სარისკო იყო. ვიცოდი, რომ ამ მუხლის მოგება ძალიან რთული იქნებოდა. მიუხედავად ამისა, მე არ მიყოყმანია, რადგან ჩემთვის მხოლოდ ასეთი გადაწყვეტილება იყო მისაღები. მე ან გავიმარჯვებდი და ამით ყველა შეკითხვაზე მექნებოდა პასუხი გაცემული, ან წავაგებდი და მარცხს შევეგუებოდი.

მიუხედავად ხელისუფლების წინააღმდეგობისა, დაემორჩილოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და მოიქცეს ისე, როგორც სხვა ქვეყნები მოიქცნენ 18-ე მუხლის წაგების შემდეგ, ანუ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სტრასბურგის მიერ აღიარებული პოლიტპატიმარი, მე ცოტა ხანში მაინც დავტოვებ საპყრობილეს. სამწუხაროა ის, რომ რაც უფრო გვიან მოხდება ეს, მით მეტი ზიანი მიადგება ჩვენი ქვეყნის იმიჯს ცივილიზებულ სამყაროში.

სწორედ ეს მნიშვნელოვანი წარმატება მაძლევს საშუალებას თამამად გავაგრძელო ჩემი ბრძოლა და შრომა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის შესახებ

დღეს საერთაშორისო მოვლენები საქართველოსთვის ძალიან მომგებიანად ვითარდება. რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ კიდევ უფრო აქტიური გახადა დასავლეთი რუსეთის აგრესიის შეკავების მიმართულებით. პარალელურად ამ პროცესმა დააჩქარა საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება და იმედია უახლოეს მომავალში ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის საშუალებაზეც იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ასევე სახეზეა ნატო-ს კიდევ უფრო გააქტიურება.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების უნიათობა და ხშირად ანტი-დასავლური ქმედებები, ამ პროცესს სერიოზულ საფრთხეს ვერ შეუქმნის და ჩვენი ქვეყანა განაგრძობს ამ მიმართულებით განვითარებას.

ოქტომბრის არჩევნების შესახებ

ზოგი ექსპერტი თვლის, რომ ამ არჩევნების შედეგად, ვერცერთი პარტია შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას და მხოლოდ კოალიციური ხელისუფლება იქნება შესაძლებელი. ვფიქრობ, რომ ეს შეხედულება უფრო სურვილებია, ვიდრე რეალობის აღქმა.

დღეს პოლიტიკური პარტიების ლანდშაფტი სამ თანაბარ ჯგუფადაა დაყოფილი. ყველა დამოუკიდებელი და ავტორიტეტული კვლევა აჩვენებს, რომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას" თანაბარი პოზიციები აქვს, ხოლო სხვა დანარჩენი პარტიების რეიტინგების ჯამი, ორი ლიდერის მაჩვენებლების ტოლია. მოქმედი საარჩევნო სისტემა პარლამენტის წევრთა ნახევრის მაჟორიტარული სისტემით არჩევას ითვალისწინებს და თანაც 50%-იან ბარიერს აწესებს. არსებული რეიტინგები და წარსული გამოცდილება საშუალებას მაძლევს თამამად განვაცხადო, რომ მეორე ტურში თითქმის ყველგან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ან "ქართული ოცნების" კანდიდატები იქნებიან. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში ერთი პარტია შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას და მიმჩნია, რომ ეს პარტია გარანტირებულად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იქნება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შესახებ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უნიკალური მოვლენაა თანამედროვე ქართულ ისტორიაში. ამ მოვლენის მთავარი შემოქმედი, რა თქმა უნდა, მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილია. მე მისი მეგობარი ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები და კმაყოფილი ვარ, რომ მასთან ერთად ბევრი შრომა და გამარჯვება მომიწია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს, როგორც ქართულ, ასევე ევროპულ პოლიტიკაში.

ენმ არ არის მხოლოდ ლიდერების პარტია. ეს არის რეალური საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც პატრიოტიზმი, თვითრეალიზაცია, წარმატებული შრომა, წინაღობების გადალახვა, მარცხის ღირსეულად გადატანა, მომავლის რწმენა და სხვა მრავალი ფასეულობა აერთიანებს.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვს როგორც გამარჯვების, ასევე მარცხის დიდი გამოცდილება. 2003-2012 წლების უნიკალურმა რეფორმებმა საქართველო "არშემდგარი სახელმწიფოდან" მოწინავე რეფორმატორ ქვეყანად აქცია. 2012 წლის შემდეგ, პარტიის ძირითადი ჯგუფი პირადი შურისძიებისა და დევნის ობიექტი გახდა. ყველა ეს გამოწვევა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ღირსეულად გადაიტანა.

მე მიხარია, რომ ჩემი მეგობრები ყველა ფრონტზე ინარჩუნებენ ღირსებას, კვალიფიკაციას და შრომისუნარიანობას - იქნება ეს პარლამენტში, საზოგადოებაში, საერთაშორისო არენასა და ციხეშიც კი.

დღეს ენმ კიდევ უფრო გაძლიერებულია. პარტიაში განხორციელდა უპრეცედენტო განახლება. მოვიდნენ ძალიან ნიჭიერი, პროფესიონალი და ენერგიული ახალი ლიდერები. მათი პრინციპულობა და განვლილი საქმიანობა პარტიის ახალ, უფრო მაღალ დონეზე გადასვლის გარანტიას იძლევა. ეს მხოლოდ ჩვენი პარტიის გაძლიერება არ არის. უპირველესად ეს ჩვენი ქვეყნის წინსვლის გარანტიაა, რადგან ამ ახალ ლიდერებს მოუწევთ ქვეყნის მართვა.

ანგარიშსწორების საფრთხის შესახებ

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" არაერთხელ განაცხადა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისა და ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ანგარიშსწორებას და შურისძიებას არავის მიმართ არ ექნება ადგილი. მათ შორის არც მათ მიმართ, ვინც კანონის დარღვევით განახორციელა უამრავი ადამიანის დევნა, როგორც ლიდერების, ასევე პარტიის რიგითი აქტივისტების და საერთოდ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ.

მე პირადად სრულებით ვუერთდები ამ პოზიციას. პირადად არც ერთი ადამიანის მიმართ არ გამაჩნია მტრობის და მით უმეტეს შურისძიების განცდა. უფრო მეტიც, ის ადამიანები, რომლებმაც პირადად მიიღეს ჩემი მეგობრების, პარტიის აქტივისტების, პატრიოტი და თავდადებული პოლიციელების და სხვათა წინააღმდეგ განხორციელებულ მოქმედებებში მონაწილეობა, ჩემში მხოლოდ შეცოდების გრძნობას იწვევენ. თუნდაც იმით, რომ ასეთ უღირს საქმიანობაში მოუწიათ მონაწილეობის მიღება, ისინი უკვე საკმარისზე მეტად არიან მორალურად "დასჯილები". მინდა ვუსურვო მათ, რომ საკუთარ თავში იპოვონ ძალა და ქვეყნის განვითარებაში ღირსეული როლი იტვირთონ.

პოლიციის რეფორმის შესახებ

ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, პოლიციის შენობაში პირველად მისვლა მხოლოდ მინისტრის რანგში მომიწია. საწყის ეტაპზე, არც თუ მთლად ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი პოლიციის რეფორმის წარმატების მიმართ. ვთვლიდი, რომ გრძელვადიანი ტრადიციები საქართველოში და ჩვენი რეგიონის ქვეყნებში თითქმის შეუძლებელს ხდიდა პოლიციაში მოკლე ვადაში კორუფციის აღმოფხვრას. საზოგადოების მიერ პოლიციისადმი ნდობის მკვეთრ ზრდას კი საერთოდ გამოვრიცხავდი.

ჩვენი გუნდი არ იცნობდა არც ერთ მსგავს პრეცედენტს. ევროპულ ქვეყნებში ყველა მსგავსი რეფორმა საუკუნეების განმავლობაში ხორციელდებოდა და სახელმწიფო ინსტიტუტები მხოლოდ უამრავი კატაკლიზმების, რევოლუციების და მრავალწლიანი პროგრესის შედეგად შენდებოდა. უფრო მეტიც, პოლიცია მაღალი საზოგადოებრივი ნდობით ევროპაშიც კი მხოლოდ ერთეულ ქვეყნებში სარგებლობდა.

მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ძირეული რეფორმები დავგეგმეთ, ვთვლიდი, რომ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ნორმალური პოლიციის შექმნა უკვე წარმატება იქნებოდა.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ იმდენად დიდი იყო სრულიად საზოგადოების სურვილი მიეღოთ კარგი პოლიცია და იმდენად დიდი იყო ძველი და ახალი პოლიციელების მოტივაცია მოსწონებოდა საზოგადოებას, რომ რეფორმა ჩემთვის მოულოდნელად ძალიან სწრაფად და წარმატებულად განხორციელდა. გამოჩნდა უამრავი იდეალისტი, ღირსეული პოლიციელი, რომელმაც მოინდომა და რაც მთავარია დაიჯერა, რომ თვითონ არის ამ პროცესის ნაწილი და შემოქმედი. შედეგად მივიღეთ ის, რომ ყველაზე არაპოპულარული სახელმწიფო ინსტიტუტიდან, პოლიცია იქცა ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ორგანოდ. ამ პროცესში მე ერთი რიგითი ენთუზიასტი ვიყავი და ლომის წილი დამსახურება რამდენიმე ასეულ პოლიციელს ეკუთვნის, რომლებიც თავთავიანთ ფრონტზე ქმნიდნენ ახალ პრეცედენტებს. მათ თავი ამ პროცესის მთავარ მონაწილეებად ჩათვალეს და ამ პროცესში თვითრეალიზაცია მოახდინეს.

ქართული პოლიციის რეფორმა უნიკალურ და სამაგალითოდ იქცა. დღეს უკვე ბევრი სხვა ქვეყანა საკუთარ რეფორმებში ჩვენს გამოცდილებას იყენებს.

დღევანდელმა ხელისუფლებამ პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის მთავარი დარტყმა სწორედ არსებულ წარმატებულ სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიიტანა. ამ პროცესმა სერიოზულად დააზარალა და დააკნინა პოლიციის რეფორმის შედეგები. ბევრი ღირსეული პოლიციელი ჩამოაცილა რეფორმების პროცესს.

ყველაზე დასანანია, რომ დღევანდელ პოლიციელებს არ აქვთ განცდა, რომ ხელისუფლებისთვის რეფორმა პრიორიტეტულია. ვერ გრძნობენ ხელისუფლებისგან თანადგომას, ვერც მორალური და ვერც მატერიალური სახით. პოლიციელებს აქვთ განცდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება პოლიციას განიხილავს როგორც ბრძოლაში მოგებულ ნადავლს. პოლიციის რეფორმების შემოქმედებსა და მონაწილეებს, მათ მიმართ დაუფასებლობის განცდა აქვთ. მინდა მათ მხნეობისკენ მოვუწოდო. მათი შრომის მიზანი ქვეყნის წინსვლა და საკუთარი თავის თვითრეალიზაცია იყო და ამ მხრივ მათ უკვე დიდ წარმატებას მიაღწიეს.

რამდენიმე თვეში რეგრესი დასრულდება. მათ უმრავლესობას საშუალება მიეცემათ დაუბრუნდნენ საყვარელ საქმიანობას და დღეს მოქმედ უამრავ პატიოსან და პატრიოტ პოლიციელთან ერთად განაგრძონ ამ ინსტიტუტის განვითარება და სრულყოფა.

დაშვებული შეცდომების შესახებ

დაშვებული შეცდომების ჩამოთვლას და მათ შეფასებას რამდენიმე გვერდი დასჭირდება. უფრო მეტიც, ჩემი საქმიანობის უფრო მეტი ნაწილი სწორედ შეცდომები იყო, რადგან რასაც მე ვაკეთებდი ეს ყველაფერი სიახლე იყო და არ არსებობდა მსგავსი პრეცედენტები, მაგალითები და გამოცდილება, რომლებზე დაყრდნობითაც უნდა მიმეღო გადაწყვეტილებები. ჩემი საქმიანობა უფრო კონსტრუქტორის საქმიანობას ჰგავდა, ვიდრე ხელოსნის, რომელსაც მზა ნახაზები და თვალსაჩინო მაკეტი აქვს. როცა ახალს აკეთებ, წინასწარ ყველაფრის გათვლა შეუძლებელია. ვიღაცა ყოველთვის პირველად იწყებს, რათა შემდეგ მისი გამოცდილება სხვისთვის მაგალითი იყოს. მე ვიცოდი, რომ ყველა სიახლე კრიტიკის ობიექტი ხდება. ეს არჩევანი შეგნებულად გავაკეთე და ერთი წუთითაც არ ვთვლი, რომ სხვა გზა უნდა ამერჩია. არსებობს გამოთქმა, რომ ბრძენი სხვის შეცდომებზე სწავლობს. მე არ მქონია ამ ფუფუნების საშუალება, რომ სხვის შეცდომებზე მესწავლა, რადგან არ მქონდა მსგავსი გამოცდილების მგალითი და სწორედ საკუთარ შეცდომებზე სწავლა მიწევდა.

მიუხედავად ამისა, არ მქონდა უფლება ჩემი შეცდომებით საფრთხის წინაშე დამეყენებინა ჩვენი წინსვლა და ქვეყნის განვითარება. ვთვლი, რომ უფრო მეტი მომეთხოვებოდა და მეტის გაკეთების საშუალება მქონდა. მეტი ყურადღება უნდა მიმექცია საზოგადოების მხრიდან ობიექტური კრიტიკისთვის. ბევრი ჩვენი კრიტიკოსი არ იყო რუსული პროპაგანდის ან კრიმინალური სამყაროს ინტერესების წარმომადგენელი. მათი დიდი ნაწილი საქართველოს პატრიოტი იყო და მათაც ჩვენსავით უნდოდათ განვითარებული და დემოკრატიული საქართველოს შენება. მათი კრიტიკის გათვალისწინება, მათთან აქტიური თანამშრომლობა, ჩვენი საერთო საქმის და ქვეყნის შემდგომ განვითარებას შეუწყობდა ხელს.

დღევანდელი ხელისუფლების რამდენიმეწლიანმა საქმიანობამ დიდი გაკვეთილი მომცა. ზუსტად ვიცი, რომ რასაც ისინი აკეთებენ, მსგავსი არავინ არასოდეს უნდა გააკეთოს და შესაბამისად არც მე ვაპირებ ჩემი და მათი შეცდომების გამეორებას.

დღეს საზოგადოებას აქვს საშუალება, როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური გამოცდილების შეფასების. დარწმუნებული ვარ საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს",- ნათქვამია განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."