სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატი: ოჯახისთვის უცნობია, სად იმყოფება გუკა რჩეულიშვილი
ადვოკატი: ოჯახისთვის უცნობია, სად იმყოფება გუკა რჩეულიშვილი

გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, მა­მუ­კა ჭა­ბაშ­ვი­ლის­თვის უც­ნო­ბია, თუ სად იმ­ყო­ფე­ბა მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი. რო­გორც ჭა­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მას­თან და­კავ­ში­რე­ბას მშობ­ლე­ბი ამ დრომ­დე ვერ ახერ­ხე­ბენ.

"ჯერ და­ვუ­კავ­შირ­დე­ბით გუ­კას, შემ­დეგ ალ­ბათ თვი­თონ გა­და­წყვეტს გა­მო­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩაგ­ვა­ბა­რე­ბენ დო­კუ­მენ­ტებს და ვნა­ხავთ თუ რას გვე­და­ვე­ბი­ან. არ ვიცი სად არის, ვერ და­უ­კავ­შირ­დნენ მისი მშობ­ლე­ბი. ბა­ტო­ნი ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი ვნა­ხე. მან მი­თხრა, რომ შე­ეც­დე­ბი­ან და­კავ­ში­რე­ბას და ეტყვი­ან, რომ გა­მო­ცხად­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. რო­გორც ვიცი, აქამ­დე ვერ და­უ­კავ­შირ­დნენ", - გა­ნა­ცხა­და ჭა­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბა გა­ცე­მუ­ლი აქვს სამი პი­რის და­კა­ვე­ბა­ზე - გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილ­ზე, ირაკ­ლი მინ­დელ­ზე და სა­ლო­მე ჩარ­კვი­ან­ზე.

"სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბა გა­უ­ცია სამი პი­როვ­ნე­ბის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ, მათ შო­რის ერთ-ერთი გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლია. ის სახ­ლში არ იმ­ყო­ფე­ბო­და რო­დე­საც მას­თან პო­ლი­ცია მი­ვი­და, და­მი­რე­კეს მის­მა მშობ­ლებ­მა. მი­ვე­დი და ზე­პი­რად, გა­მომ­ძი­ებ­ლის­გან გა­ვარ­კვი­ეთ, რომ "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" ბა­თუ­მის ერთ-ერთი ობი­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არის სა­ვა­რა­უ­დოდ და­კა­ვე­ბის გან­ჩი­ნე­ბა გა­ცე­მუ­ლი. გუ­კას­თან ერ­თად ედა­ვე­ბი­ან და და­კა­ვე­ბის გან­ჩი­ნე­ბა არის გა­ცე­მუ­ლი ირაკ­ლი მინ­დელ­ზე და სა­ლო­მე ჩარ­კვი­ან­ზე. ეს პი­რე­ბი და­უ­კა­ვე­ბი­ათ რო­გორც ვი­ცით", - გა­ნა­ცხა­და ჭა­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ პი­რე­ბის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­უ­გე­ბა­რია.

"კონ­კრე­ტუ­ლად ბრალ­დე­ბა რას შე­ე­ხე­ბა, დო­კუ­მენ­ტე­ბი ჯერ არ გვაქვს წარ­დგე­ნი­ლი. "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა მე­ო­თხე წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა­ღაც ეპი­ზო­დებ­ზე საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში იხი­ლე­ბა, და­ნარ­ჩენ ნა­წილ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ისევ მიმ­დი­ნა­რე­ობს, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­ვო­კა­ტებს თუ "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" თა­ნამ­შრომ­ლებს მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი გვაქვს გა­მო­ძი­ე­ბას­თან და გა­უ­გე­ბა­რია თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე მი­იჩ­ნია სა­სა­მარ­თლომ, რომ ამ პი­რე­ბის და­კა­ვე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო. ან პრო­კუ­რა­ტუ­რამ რა­ტომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სა­სა­მარ­თლოს­გან წი­ნას­წარ და­კა­ვე­ბის გან­ჩი­ნე­ბა მი­ე­ღო. პრო­კუ­რა­ტუ­რა თუ და­ი­ბა­რებ­და, ერ­თიც, მე­ო­რეც და მე­სა­მეც უპ­რობ­ლე­მოდ მი­ვი­დოდ­ნენ. და­ნარ­ჩენს და­ვე­ლო­დე­ბით", - აღ­ნიშ­ნა ჭა­ბაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ადვოკატი: ოჯახისთვის უცნობია, სად იმყოფება გუკა რჩეულიშვილი

ადვოკატი: ოჯახისთვის უცნობია, სად იმყოფება გუკა რჩეულიშვილი

გუკა რჩეულიშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილისთვის უცნობია, თუ სად იმყოფება მისი დაცვის ქვეშ მყოფი. როგორც ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მასთან დაკავშირებას მშობლები ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

"ჯერ დავუკავშირდებით გუკას, შემდეგ ალბათ თვითონ გადაწყვეტს გამოცხადებასთან დაკავშირებით, ჩაგვაბარებენ დოკუმენტებს და ვნახავთ თუ რას გვედავებიან. არ ვიცი სად არის, ვერ დაუკავშირდნენ მისი მშობლები. ბატონი ვახტანგ რჩეულიშვილი ვნახე. მან მითხრა, რომ შეეცდებიან დაკავშირებას და ეტყვიან, რომ გამოცხადდეს პროკურატურაში. როგორც ვიცი, აქამდე ვერ დაუკავშირდნენ", - განაცხადა ჭაბაშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლოს განჩინება გაცემული აქვს სამი პირის დაკავებაზე - გუკა რჩეულიშვილზე, ირაკლი მინდელზე და სალომე ჩარკვიანზე.

"სასამართლოს განჩინება გაუცია სამი პიროვნების დაკავების შესახებ, მათ შორის ერთ-ერთი გუკა რჩეულიშვილია. ის სახლში არ იმყოფებოდა როდესაც მასთან პოლიცია მივიდა, დამირეკეს მისმა მშობლებმა. მივედი და ზეპირად, გამომძიებლისგან გავარკვიეთ, რომ "ცენტრ პოინტის" ბათუმის ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით არის სავარაუდოდ დაკავების განჩინება გაცემული. გუკასთან ერთად ედავებიან და დაკავების განჩინება არის გაცემული ირაკლი მინდელზე და სალომე ჩარკვიანზე. ეს პირები დაუკავებიათ როგორც ვიცით", - განაცხადა ჭაბაშვილმა.

მისივე თქმით, პროკურატურის გადაწყვეტილება ამ პირების დაკავების შესახებ გაუგებარია.

"კონკრეტულად ბრალდება რას შეეხება, დოკუმენტები ჯერ არ გვაქვს წარდგენილი. "ცენტრ პოინტის" საქმის გამოძიება მეოთხე წელია მიმდინარეობს, რაღაც ეპიზოდებზე საქმე სასამართლოში იხილება, დანარჩენ ნაწილზე გამოძიება ისევ მიმდინარეობს, ამ ხნის განმავლობაში ადვოკატებს თუ "ცენტრ პოინტის" თანამშრომლებს მუდმივი კონტაქტი გვაქვს გამოძიებასთან და გაუგებარია თუ რის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ, რომ ამ პირების დაკავება აუცილებელი იყო. ან პროკურატურამ რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასამართლოსგან წინასწარ დაკავების განჩინება მიეღო. პროკურატურა თუ დაიბარებდა, ერთიც, მეორეც და მესამეც უპრობლემოდ მივიდოდნენ. დანარჩენს დაველოდებით", - აღნიშნა ჭაბაშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ