სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვიდი თვე საზოგადოება ამ ქალს ყოველდღე ცოცხლად მარხავდა..."
"შვიდი თვე საზოგადოება ამ ქალს ყოველდღე ცოცხლად მარხავდა..."

ჟურ­ნა­ლისტ მზე­ვი­ნარ ხუ­ციშ­ვი­ლის ბლო­გი - "გა­ნა­ჩე­ნი: ქალი!!!", მაგ­და პა­პი­ძის გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ზე

"როცა ჩეჩ­ნეთ­ში პო­ლი­ცი­ამ გაგ­ვა­ჩე­რა, მან­ქა­ნა­ში შვიდ­ნი ვის­ხე­დით. ექ­ვსი მათ­გა­ნის სა­ბუ­თე­ბი შე­ა­მოწ­მეს, ჩემი არა. ბი­ჭებ­მა მა­შინ­ვე აღი­ა­რეს: "ეს სექ­სიზ­მია". მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს ისი­ნი ცო­ტა­ნი არი­ან: ექ­ვსი, ათი, ოცი... მე გა­მე­ხარ­და, ეს აღი­ა­რე­ბა. მათი შვი­ლე­ბი ისე არ მო­იქ­ცე­ვი­ან, რო­გორც ის პო­ლი­ცი­ე­ლი. მათი შვი­ლე­ბი სხვა­ნა­ი­რად იაზ­როვ­ნე­ბენ და შეც­ვლი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მაგ­რამ, ეს იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში, ოდეს­მე, ოდეს­ღაც, ჩემ­თვის უცხო, სხვა სა­ქარ­თვე­ლო­ში. დღეს კი, ერთ წრე­ზე ვტრი­ა­ლებთ. წრე­ზე, სა­დაც კაცს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა აქვს.

დღეს, მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მაგ­და პა­პი­ძეს უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, მა­შინ, როცა საქ­მე­ში ჯერ კი­დევ უამ­რა­ვი კი­თხვა არ­სე­ბობს. კი­თხვე­ბი, რომ­ლებ­ზეც პა­სუ­ხი არც გა­მო­ძი­ე­ბას აქვს და არც ექ­სპერ­ტი­ზას. გან­სა­კუთ­რე­ბით შემ­ზა­რა­ვია ყო­ველ­დღი­უ­რად შეც­ვლი­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით თუ მოწ­მე ბრალ­დე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ შეც­ვლის ჩვე­ნე­ბას, მას პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბა არ ეკის­რე­ბა, ხოლო თუ მოწ­მე დაც­ვის სა­სარ­გებ­ლოდ შეც­ვლის ჩვე­ნე­ბას მას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა. ამ კუ­თხით სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნერ­გილ მა­ხინჯ პრაქ­ტი­კას, ხომ არა­და არ ეშ­ვე­ლა. არა­ვის უნა­ხავს, არა­ვინ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ მაგ­და პა­პი­ძემ ქმარ-შვი­ლი მოკ­ლა. მაგ­რამ ის დამ­ნა­შა­ვეა, იმი­ტომ რომ დე­დამ­თილს ასე სურს. პა­ტა­რა საქ­მე ხომ არ არის, მოკ­ლა კაცი, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნა უნდა და­ეც­ვა, როცა ერთი უსუ­სუ­რი ქა­ლის­გან სა­კუ­თა­რი თავი ვერ და­იც­ვა.

შვი­დი თვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ ქალს ყო­ველ­დღე ცო­ცხლად მარ­ხავ­და, ისე რომ, არა­ვინ კი­თხუ­ლობ­და: რა­ტომ? რის­თვის? რო­გორ? არა­და, მის შე­სა­ხებ მხო­ლოდ, ერთი რამ ვი­ცო­დით: ის, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი იყო ქმარ-შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში. მაგ­რამ, ის, მა­ინც დამ­ნა­შა­ვე და მკვლე­ლი იყო, იმი­ტომ, რომ დე­დამ­თილ­მა და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე ერთი თვის შემ­დეგ, აღ­მო­ა­ჩი­ნა ნივთმტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი­ვე დღეს ად­გილ­ზე მი­სულ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

არა­ვინ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა, არა­ვის უკი­თხავს, არ არ­სე­ბობს სტა­ტის­ტი­კა იმის შე­სა­ხებ, თუნ­დაც, ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­მა ქმარ­მა მოკ­ლა ცოლი. მაგ­რამ, ვი­ცით, რომ თით­ქმის ყო­ველ­დღე ქმა­რი კლავს ცოლს, ტო­ვებს შვი­ლებს დე­დის გა­რე­შე და უმა­ხინ­ჯებს მათ ცხოვ­რე­ბას. თუმ­ცა, არც ერთი საქ­მე არ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა. არც ერთი და­ნა­შა­უ­ლი არ გამ­ხდა­რა სა­ჯა­რო და ყო­ველ­დღი­უ­რი გან­სჯის სა­კი­თხი. არა­ვის შე­უ­ხე­დავს, ამ ქმრე­ბის ბინ­ძურ თეთ­რე­ულ­ში. არც ერთი მათ­გა­ნის­თვის არ მი­უს­ჯი­ათ უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა. ისი­ნი, კა­ცე­ბი არი­ან და მათ ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა აქვთ!? მაგ­და კი, ქა­ლია!?

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: მაგ­და პა­პი­ძე რომ უდა­ნა­შა­უ­ლო ყო­ფი­ლი­ყო...

მაგ­და ქა­ლია, რო­მელ­საც, ის, რაც ფე­ხებ­შუა აქვს ცოდ­ვა და და­ნა­შა­უ­ლია. მაგ­და თა­ვი­დან­ვე დამ­ნა­შა­ვე შვი­ლი იყო, იმი­ტომ რომ, მას არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა არ ქონ­და, კავ­კა­სი­უ­რი ოჯა­ხე­ბის­თვის არც ისე, სა­სურ­ვე­ლი შვი­ლი - გოგო და­ი­ბა­და და ოჯა­ხი დი­დად ვერ გა­ა­ხა­რა (გვარს ვერ გა­აგ­რძე­ლებ­და). მაგ­და ქა­ლია და ის, ვალ­დე­ბუ­ლი იყო, ჯერ მშობ­ლებს და­მორ­ჩი­ლე­ბო­და, ოჯა­ხი არ შე­ერ­ცხვი­ნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის "წმინ­და" ქალი ყო­ფი­ლი­ყო, მერე კი, ქმრის­თვის მორ­ჩი­ლი ცოლი, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ად­გი­ლი უნდა იცო­დეს. დე­დამ­თი­ლის­თვის, მა­მამ­თი­ლის­თვის, მაზ­ლის­თვის, მუ­ლის­თვის დამ­ჯე­რე რძა­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით, დე­დამ­თილ­თან და მულ­თან არ უნდა ამო­ე­ღო ხმა, რად­გან ისი­ნი ყო­ველ­თვის მარ­თლე­ბი არი­ან და მერე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას რა პა­სუხს გას­ცემ­და? სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ნა­ჩე­ნი და კავ­კა­სი­უ­რი კა­ნო­ნე­ბი ხომ, ყო­ველ­თვის სწო­რი და უტყუ­ა­რია!? კავ­კა­სი­უ­რი კა­ნო­ნე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც დე­დო­ბის უფ­ლე­ბაც კი არ გაქვს, თუ ოჯახს და ქმარს არ და­უ­ჯე­რე.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა გა­ნათ­ლე­ბუ­ლია, ყვე­ლა რა­ღა­ცის ექ­სპერ­ტია, მაგ­რამ ჯერ რა­ტომ­ღაც არა­ვინ არ და­ი­ბა­და ადა­მი­ა­ნუ­რო­ბის ექ­სპერ­ტად. არა­ვინ ეკი­თხე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს, რა­ტომ არ­ღვევ­დნენ ამ ქა­ლის უფ­ლე­ბებს და გას­ცემ­დნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, როცა გა­მო­ძი­ე­ბა არ იყო დას­რუ­ლე­ბუ­ლი. არა­ვინ, ეკი­თხე­ბო­და მე­დი­ას, რა­ტომ არ­ღვევ­დნენ პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კის კო­დექსს და უსირ­ცხვი­ლოდ, აშუ­ქე­ბებ­დნენ თი­თო­ე­ულ წვრილ­მანს. არა­ვინ ეკი­თხე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რა უფ­ლე­ბით გა­მოჰ­ქონ­დათ გა­ნა­ჩე­ნი, თუნ­დაც ეს ქალი დამ­ნა­შა­ვე ყო­ფი­ლი­ყო. თუმ­ცა, არც მა­შინ არა­ვის უკი­თხავს არა­ფე­რი, როცა მა­რი­ტა ჩავ­ქო­ლეთ. ასე­თი იყო, მთის კა­ნო­ნი და ასე­თია დღეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კა­ნო­ნი და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, რო­მელ­მაც არა ერთი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა და­ან­გრია. რო­მე­ლიც, ისე ლა­ხავს ადა­მი­ა­ნის თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას, რომ ერთხე­ლაც არ იკი­თხავს - იქ­ნებ ვცდე­ბი? და თუ ვცდე­ბი, ვინ და­უბ­რუ­ნებს ამ ქალს ღირ­სე­ბას, რო­მე­ლიც წა­ვარ­თვი?

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რა ხდე­ბო­და დარ­ბაზ­ში, მაგ­და პა­პი­ძის გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის დროს - ფო­ტო­ე­ბი ბოლო პრო­ცე­სი­დან

დღეს, მაგ­და დამ­ნა­შა­ვეა, რად­გან ის, ქალი-ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა და­უშ­ვას შეც­დო­მა, იმი­ტომ რომ, ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ არ აქვს შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა, იმი­ტომ რომ, ქა­ლია. იმი­ტომ რომ, დე­დამ­თილს და ქმარს არ და­უ­ჯე­რა. ერ­თა­დერთ ნუ­გე­შად ის დარ­ჩა, რომ ღმერ­თმა მისი შვი­ლი მა­ინც შე­იბ­რა­ლა და ბავ­შვი ვერ ხე­დავს, ჯერ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის ნამ­დვილ სა­ხეს, მერე კი, სი­ძულ­ვი­ლით სავ­სე სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მელ­საც ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა აქვს, იმი­ტომ რომ, დამ­ნა­შა­ვე და სა­ნა­ხა­ო­ბა სჭირ­დე­ბა.

შვი­დი თვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა უსაქ­მუ­რად არ იყო, მას სა­ლა­პა­რა­კო ჰქონ­და. შვი­დი თვე მაგ­და­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი რამ­დე­ნად რე­ი­ტინ­გუ­ლი იქ­ნე­ბო­და მე­დია. შვი­დი თვე მაგ­და­ზე იყო ამო­ფა­რე­ბუ­ლი მთე­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ცდი­ლობ­და მთე­ლი თა­ვი­სი სი­ბინ­ძუ­რე მის­თვის და­ებ­რა­ლე­ბი­ნა. არ­ჩე­ვან­ში არც შეც­და. ვინ და­ი­ცავ­და ქალს, რომ­ლის მო­წი­ნა­აღ­მდე­გეც დე­დამ­თი­ლი იყო. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ხომ, მა­შინ მი­ა­ტო­ვა ხალ­ხი, როცა კა­ნო­ნე­ბი სა­კუ­თარ თავ­ზე მო­ირ­გო.

კი­დევ ერთი ქალი შე­ე­წი­რა, ვი­ღა­ცე­ე­ბის სუ­ლე­ლურ ამ­ბი­ცი­ებს. მაგ­რამ მე მე­ცო­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­მაც კი­დევ ერთხელ ჩა­მო­იხ­სნა ნი­ღა­ბი და დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ადა­მი­ა­ნი ცხო­ვე­ლის­გან შე­იქ­მნა და მის შექ­მნა­ში ღმერ­თის ხელი ნამ­დვი­ლად არ ურე­ვია; მე­ცო­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც მხო­ლოდ დამ­ნა­შა­ვე სჭირ­დე­ბა; მე­ცო­დე­ბა მე­დია, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი რე­ი­ტინ­გის გარ­და არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს; მე­ცო­დე­ბა მაგ­დას დე­დამ­თი­ლი, რო­მელ­მაც შვი­ლი ვერ გა­ზარ­და; მე­ცო­დე­ბა ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ტა­შით შეხ­ვდა ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის ვერ­დიქტს; მე­ცო­დე­ბა მო­სა­მარ­თლეც და ის 12 ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლიც, რომ­ლე­ბიც ვი­ღა­ცის ინ­ტრი­გე­ბის მსხვერ­პლნი არი­ან და სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ას ბო­რო­ტად იყე­ნე­ბენ. მათ უსა­მარ­თლო­ბას შე­წი­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი, კი­დეც ცალ­კე თე­მაა."

წყა­რო: mzeoxucishvili.blogspot.com

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"შვიდი თვე საზოგადოება ამ ქალს ყოველდღე ცოცხლად მარხავდა..."

"შვიდი თვე საზოგადოება ამ ქალს ყოველდღე ცოცხლად მარხავდა..."

ჟურნალისტ მზევინარ ხუციშვილის ბლოგი - "განაჩენი: ქალი!!!", მაგდა პაპიძის გახმაურებულ საქმეზე

"როცა ჩეჩნეთში პოლიციამ გაგვაჩერა, მანქანაში შვიდნი ვისხედით. ექვსი მათგანის საბუთები შეამოწმეს, ჩემი არა. ბიჭებმა მაშინვე აღიარეს: "ეს სექსიზმია". მიუხედავად იმისა, რომ დღეს ისინი ცოტანი არიან: ექვსი, ათი, ოცი... მე გამეხარდა, ეს აღიარება. მათი შვილები ისე არ მოიქცევიან, როგორც ის პოლიციელი. მათი შვილები სხვანაირად იაზროვნებენ და შეცვლიან საზოგადოებას, მაგრამ, ეს იქნება მომავალში, ოდესმე, ოდესღაც, ჩემთვის უცხო, სხვა საქართველოში. დღეს კი, ერთ წრეზე ვტრიალებთ. წრეზე, სადაც კაცს და საზოგადოებას ყველაფრის უფლება აქვს.

დღეს, მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, მაშინ, როცა საქმეში ჯერ კიდევ უამრავი კითხვა არსებობს. კითხვები, რომლებზეც პასუხი არც გამოძიებას აქვს და არც ექსპერტიზას. განსაკუთრებით შემზარავია ყოველდღიურად შეცვლილი ჩვენებები. საქართველოს კანონმდებლობით თუ მოწმე ბრალდების სასარგებლოდ შეცვლის ჩვენებას, მას პასუხიმგებლობა არ ეკისრება, ხოლო თუ მოწმე დაცვის სასარგებლოდ შეცვლის ჩვენებას მას პასუხისმგებლობა ეკისრება. ამ კუთხით საქართველოში დანერგილ მახინჯ პრაქტიკას, ხომ არადა არ ეშველა. არავის უნახავს, არავინ არის დარწმუნებული, რომ მაგდა პაპიძემ ქმარ-შვილი მოკლა. მაგრამ ის დამნაშავეა, იმიტომ რომ დედამთილს ასე სურს. პატარა საქმე ხომ არ არის, მოკლა კაცი, რომელსაც ქვეყანა უნდა დაეცვა, როცა ერთი უსუსური ქალისგან საკუთარი თავი ვერ დაიცვა.

შვიდი თვე საზოგადოება ამ ქალს ყოველდღე ცოცხლად მარხავდა, ისე რომ, არავინ კითხულობდა: რატომ? რისთვის? როგორ? არადა, მის შესახებ მხოლოდ, ერთი რამ ვიცოდით: ის, ეჭვმიტანილი იყო ქმარ-შვილის მკვლელობაში. მაგრამ, ის, მაინც დამნაშავე და მკვლელი იყო, იმიტომ, რომ დედამთილმა დანაშაულის ადგილზე ერთი თვის შემდეგ, აღმოაჩინა ნივთმტკიცებულება, რომელიც პირველივე დღეს ადგილზე მისულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ აღმოაჩინეს.

არავინ დაინტერესებულა, არავის უკითხავს, არ არსებობს სტატისტიკა იმის შესახებ, თუნდაც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენმა ქმარმა მოკლა ცოლი. მაგრამ, ვიცით, რომ თითქმის ყოველდღე ქმარი კლავს ცოლს, ტოვებს შვილებს დედის გარეშე და უმახინჯებს მათ ცხოვრებას. თუმცა, არც ერთი საქმე არ გახმაურებულა. არც ერთი დანაშაული არ გამხდარა საჯარო და ყოველდღიური განსჯის საკითხი. არავის შეუხედავს, ამ ქმრების ბინძურ თეთრეულში. არც ერთი მათგანისთვის არ მიუსჯიათ უვადო პატიმრობა. ისინი, კაცები არიან და მათ ყველაფრის უფლება აქვთ!? მაგდა კი, ქალია!?

ასევე წაიკითხეთ: მაგდა პაპიძე რომ უდანაშაულო ყოფილიყო...

მაგდა ქალია, რომელსაც, ის, რაც ფეხებშუა აქვს ცოდვა და დანაშაულია. მაგდა თავიდანვე დამნაშავე შვილი იყო, იმიტომ რომ, მას არჩევანის უფლება არ ქონდა, კავკასიური ოჯახებისთვის არც ისე, სასურველი შვილი - გოგო დაიბადა და ოჯახი დიდად ვერ გაახარა (გვარს ვერ გააგრძელებდა). მაგდა ქალია და ის, ვალდებული იყო, ჯერ მშობლებს დამორჩილებოდა, ოჯახი არ შეერცხვინა, საზოგადოებისთვის "წმინდა" ქალი ყოფილიყო, მერე კი, ქმრისთვის მორჩილი ცოლი, რომელმაც თავისი ადგილი უნდა იცოდეს. დედამთილისთვის, მამამთილისთვის, მაზლისთვის, მულისთვის დამჯერე რძალი. განსაკუთრებით, დედამთილთან და მულთან არ უნდა ამოეღო ხმა, რადგან ისინი ყოველთვის მართლები არიან და მერე, საზოგადოებას რა პასუხს გასცემდა? საზოგადოების განაჩენი და კავკასიური კანონები ხომ, ყოველთვის სწორი და უტყუარია!? კავკასიური კანონები, რომლის მიხედვითაც დედობის უფლებაც კი არ გაქვს, თუ ოჯახს და ქმარს არ დაუჯერე.

საქართველოში ყველა განათლებულია, ყველა რაღაცის ექსპერტია, მაგრამ ჯერ რატომღაც არავინ არ დაიბადა ადამიანურობის ექსპერტად. არავინ ეკითხება სამართალდამცავ ორგანოებს, რატომ არღვევდნენ ამ ქალის უფლებებს და გასცემდნენ ინფორმაციას, როცა გამოძიება არ იყო დასრულებული. არავინ, ეკითხებოდა მედიას, რატომ არღვევდნენ პროფესიული ეთიკის კოდექსს და უსირცხვილოდ, აშუქებებდნენ თითოეულ წვრილმანს. არავინ ეკითხებოდა საზოგადოებას, რა უფლებით გამოჰქონდათ განაჩენი, თუნდაც ეს ქალი დამნაშავე ყოფილიყო. თუმცა, არც მაშინ არავის უკითხავს არაფერი, როცა მარიტა ჩავქოლეთ. ასეთი იყო, მთის კანონი და ასეთია დღეს საზოგადოებრივი კანონი და მართლმსაჯულება, რომელმაც არა ერთი ქალის ცხოვრება დაანგრია. რომელიც, ისე ლახავს ადამიანის თავმოყვარეობას, რომ ერთხელაც არ იკითხავს - იქნებ ვცდები? და თუ ვცდები, ვინ დაუბრუნებს ამ ქალს ღირსებას, რომელიც წავართვი?

ასევე წაიკითხეთ: რა ხდებოდა დარბაზში, მაგდა პაპიძის განაჩენის გამოცხადების დროს - ფოტოები ბოლო პროცესიდან

დღეს, მაგდა დამნაშავეა, რადგან ის, ქალი-ადამიანია, რომელმაც შეიძლება დაუშვას შეცდომა, იმიტომ რომ, ადამიანია, მაგრამ არ აქვს შეცდომის დაშვების უფლება, იმიტომ რომ, ქალია. იმიტომ რომ, დედამთილს და ქმარს არ დაუჯერა. ერთადერთ ნუგეშად ის დარჩა, რომ ღმერთმა მისი შვილი მაინც შეიბრალა და ბავშვი ვერ ხედავს, ჯერ საკუთარი ოჯახის ნამდვილ სახეს, მერე კი, სიძულვილით სავსე საზოგადოებას, რომელსაც ყველაფრის უფლება აქვს, იმიტომ რომ, დამნაშავე და სანახაობა სჭირდება.

შვიდი თვე საზოგადოება უსაქმურად არ იყო, მას სალაპარაკო ჰქონდა. შვიდი თვე მაგდაზე იყო დამოკიდებული რამდენად რეიტინგული იქნებოდა მედია. შვიდი თვე მაგდაზე იყო ამოფარებული მთელი ქვეყანა, რომელიც ცდილობდა მთელი თავისი სიბინძურე მისთვის დაებრალებინა. არჩევანში არც შეცდა. ვინ დაიცავდა ქალს, რომლის მოწინააღმდეგეც დედამთილი იყო. ხელისუფლებამ ხომ, მაშინ მიატოვა ხალხი, როცა კანონები საკუთარ თავზე მოირგო.

კიდევ ერთი ქალი შეეწირა, ვიღაცეების სულელურ ამბიციებს. მაგრამ მე მეცოდება საზოგადოება, რომელმაც კიდევ ერთხელ ჩამოიხსნა ნიღაბი და დაგვანახა, რომ ადამიანი ცხოველისგან შეიქმნა და მის შექმნაში ღმერთის ხელი ნამდვილად არ ურევია; მეცოდება ხელისუფლება, რომელსაც მხოლოდ დამნაშავე სჭირდება; მეცოდება მედია, რომელსაც საკუთარი რეიტინგის გარდა არაფერი აინტერესებს; მეცოდება მაგდას დედამთილი, რომელმაც შვილი ვერ გაზარდა; მეცოდება ყველა ის ადამიანი, ვინც ტაშით შეხვდა ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტს; მეცოდება მოსამართლეც და ის 12 ნაფიცი მსაჯულიც, რომლებიც ვიღაცის ინტრიგების მსხვერპლნი არიან და საკუთარ პროფესიას ბოროტად იყენებენ. მათ უსამართლობას შეწირული ადამიანების რიცხვი, კიდეც ცალკე თემაა."

წყარო: mzeoxucishvili.blogspot.com

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი