პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვილის დაღუპვის შემდეგ, 14 წლის განმავლობაში დიდი დეპრესია მქონდა" - "როცა აყვავდა ნუშის" ულამაზესი მსახიობის ტკივილიანი ცხოვრება
"შვილის დაღუპვის შემდეგ, 14 წლის განმავლობაში დიდი დეპრესია მქონდა" - "როცა აყვავდა ნუშის" ულამაზესი მსახიობის ტკივილიანი ცხოვრება

რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­ვი­ცა­ნი. შინ ვეწ­ვიე. და­ახ­ლო­ე­ბით, ისე­თი იყო, რო­გო­რიც "გა­მომ­ყვა" ბავ­შვო­ბი­დან და რო­გო­რიც წარ­მო­მედ­გი­ნა დი­დო­ბა­ში - ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და ღი­მი­ლი­ა­ნი თინა ვარ­და­ნაშ­ვი­ლი. უბ­რა­ლოდ ღი­მი­ლი­ა­ნი კი არა, მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი ღი­მი­ლით. განა, თქვენც ასე არ ჩა­გე­ბეჭ­დათ მეხ­სი­ე­რე­ბა­ში?! უბ­რა­ლოდ, გა­მი­ხარ­და, რომ "ნამ­დვი­ლიც" ისე­თი­ვე იყო, რო­გორც დიდი ხნის წინ, უფრო სწო­რად - ყო­ველ­თვის, გა­ზა­ფხულ­ზე, "ნუ­შის ყვა­ვი­ლო­ბი­სას"...

"ადრე გავ­თხოვ­დიო, - მიყ­ვე­ბო­და, - 20 წლი­სა მხატ­ვარ სერ­გო ქო­ბუ­ლა­ძის რძა­ლი გავ­ხდი და ჩემი ხე­ლოვ­ნე­ბაც მთლი­ა­ნად და­იჩ­რდი­ლა... სერ­გო სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო, თა­ვი­სე­ბუ­რი. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და მო­წი­წე­ბას იმ­სა­ხუ­რებ­და. სულ სა­ხე­ლოს­ნო­ში მუ­შა­ობ­და. მთელ დღეს ყა­ვა­სა და ჩაის სმას ჯერ­დე­ბო­და, მხო­ლოდ ერთხელ სა­დი­ლობ­და. ბავ­შვებ­ზე კი გიჟ­დე­ბო­და. დე­დამ­თი­ლი მყავ­და ან­გე­ლო­ზი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი.

თინა ვარ­და­ნაშ­ვი­ლი­სა და მე­რაბ ქო­ბუ­ლა­ძის ქორ­წი­ლი

ჩემი მე­უღ­ლე - მე­რაბ ქო­ბუ­ლა­ძე მხატ­ვა­რია, კე­რა­მი­კო­სი. ორი შვი­ლი შეგ­ვე­ძი­ნა. ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით. მერე... 16 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი - სა­ლო­მე და­მე­ღუ­პა ავა­რი­ა­ში. ახლა ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი დამ­რჩა, ლიზა. კარ­გი მე­უღ­ლე ჰყავს და ორი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლი. შვი­ლის და­ღუპ­ვის შემ­დეგ, 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდი დეპ­რე­სია მქონ­და. სულ ვი­წე­ქი, არა­ფე­რი მინ­დო­და. ამ პა­ტა­რებ­მა - შვი­ლიშ­ვი­ლებ­მა კი სი­ცო­ცხლე და­მიბ­რუ­ნეს, ფეხ­ზე წა­მო­მა­ყე­ნეს და სულ სხვა ადა­მი­ა­ნად ვი­ქე­ციო"...

მერე და­ი­ჩივ­ლა­სა­ვით: რაც ასაკ­ში შე­ვე­დი, წო­ნა­ში მო­ვი­მა­ტე და არ მომ­წონს. ვფიქ­რობ, სა­მოცს რომ გა­და­ვა­ბი­ჯებ, ახალ ცხოვ­რე­ბას და­ვი­წყებ და უფრო მივ­ხე­დავ თავ­სო... სა­მოცს გა­და­ა­ბი­ჯა ცო­ტა­თი და... შარ­შან მე­უღ­ლე გარ­და­ეც­ვა­ლა, წლე­ვან­დე­ლი გა­ზა­ფხუ­ლის მა­ის­ში უკვე 64 წლის გახ­და, ივ­ნი­სი­დან კი... მარ­თლაც ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო... ოღონდ ის არა, რა­საც გუ­ლის­ხმობ­და. სულ სხვა, მე და თქვენ რომ არ ვი­ცით, ისე­თი - მა­რა­დი­უ­ლი რომ ჰქვია.

მე კი ისევ მას­თან შეხ­ვედ­რას და­ვუბ­რუნ­დე­ბი, ერ­თა­დერ­თს და ჩემ­თვის სა­ოც­რად შთამ­ბეჭ­დავ შეხ­ვედ­რას ქალ­ბა­ტონ თინა ვარ­და­ნაშ­ვილ­თან, რო­მელ­საც თვა­ლე­ბი უბრწყი­ნავ­და, თა­ვის ბედ­ნი­ერ და უდარ­დელ ახალ­გაზ­რდო­ბა­სა და იმ ამ­ბებს რომ იხ­სე­ნებ­და, რო­მელ­მაც ადა­მი­ა­ნებს მისი სახე დღემ­დე არ და­ა­ვი­წყა.

"როცა აყ­ვავ­და ნუში"

- ისეთ ასაკ­ში ვი­ყა­ვი, ყვე­ლა რომ ოც­ნე­ბობს კი­ნო­ში გა­და­ღე­ბას. ფილ­მის­თვის სკო­ლებ­ში და­ე­ძებ­დნენ ახალ­გაზ­რდებს. მეც და­მი­ბა­რეს სინ­ჯებ­ზე და მა­ლე­ვე და­მამ­ტკი­ცეს მთა­ვარ - ხა­თუ­ნას როლ­ზე. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, თუმ­ცა მე­ში­ნო­და... კა­მე­რა რომ ირ­თვე­ბო­და, ვიბ­ნე­ო­დი, გული მი­ფარ­თხა­ლებ­და, ვა­ი­თუ, რა­ღაც ვერ გა­მო­მი­ვი­დეს-მეთ­ქი. სა­ერ­თოდ, რთუ­ლია მსა­ხი­ო­ბო­ბა, მით უმე­ტეს, პა­ტა­რა და გა­მო­უც­დე­ლი გო­გო­ნას­თვის. მერე კი ნელ-ნელა მო­მეხ­სნა და­ძა­ბუ­ლო­ბა.

ფილ­მს სა­ფუძ­ვლად თბი­ლის­ში რე­ა­ლუ­რად მომ­ხდა­რი ორი ამ­ბა­ვი და­ე­დო. პირ­ვე­ლი შე­ჯიბ­რე­ბის ამ­ბა­ვი იყო - სი­ნამ­დვი­ლე­შიც ასე მოხ­და, რომ ვი­ღა­ცამ სხვის მა­გივ­რად აიღო პირ­ვე­ლი ად­გი­ლი, მე­ო­რე იყო - ავა­რი­ის. სულ ახალ­გაზ­რდე­ბი ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ჯგუ­ფი შე­იკ­რა.

"როცა აყ­ვავ­და ნუში" - თინა ვარ­და­ნაშ­ვი­ლი და ზურა ყიფ­ში­ძე

არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მო­გო­ნე­ბად დამ­რჩა ბიჭ­ვინ­თა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი 24 დღე. პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი უფ­რო­სე­ბის - ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­რე­შე, რა­საც გვინ­დო­და, იმას ვა­კე­თებ­დით. ცუდს კი არა­ფერს, მაგ­რამ გა­და­ღე­ბის შემ­დეგ შინ რომ ვბრუნ­დე­ბო­დით, ხე­ლო­ვან­თა და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლში, ცო­ტას მარ­თლაც ვის­ვე­ნებ­დით და მერე ბოლო სარ­თულ­ზე, ბარ­ში ავ­დი­ო­დით, ვცეკ­ვავ­დით, "ვიკ­ლავ­დით" თავს, ღა­მე­ებს ვა­თე­ნებ­დით და მაგ­რად ვერ­თო­ბო­დით. მთა­ვა­რი იყო, მე­ო­რე დღეს ფორ­მა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, თუ არა­და, დაგ­ვსჯიდ­ნენ ალ­ბათ. მაგ­რამ ახალ­გაზ­რდე­ბი ვი­ყა­ვით და ყვე­ლა­ფერს ვუძ­ლებ­დით. ერთი-ორ­ჯერ იყო, რომ ბი­ჭებ­მა და­ლი­ეს და ცოტა "აუ­რი­ეს", რის გა­მოც შე­ნიშ­ვნა მი­ვი­ღეთ, თო­რემ უპ­რობ­ლე­მო ბავ­შვე­ბი ვი­ყა­ვით...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინა
14

რა ლამაზები არიან. რა ნაღვლიანი ისტორიაა ..

საწყენია რომ ულამაზეს ზურას ორი შეუხედავი შვილი ჰყავს )))

ქეთინო
7

როგორი სევდიანი წერილია, ეჰ რა არის ბედისწერა.....

"შვილის დაღუპვის შემდეგ, 14 წლის განმავლობაში დიდი დეპრესია მქონდა" - "როცა აყვავდა ნუშის" ულამაზესი მსახიობის ტკივილიანი ცხოვრება

"შვილის დაღუპვის შემდეგ, 14 წლის განმავლობაში დიდი დეპრესია მქონდა" - "როცა აყვავდა ნუშის" ულამაზესი მსახიობის ტკივილიანი ცხოვრება

რამდენიმე წლის წინ გავიცანი. შინ ვეწვიე. დაახლოებით, ისეთი იყო, როგორიც "გამომყვა" ბავშვობიდან და როგორიც წარმომედგინა დიდობაში - ძალიან ლამაზი და ღიმილიანი თინა ვარდანაშვილი. უბრალოდ ღიმილიანი კი არა, მომაჯადოებელი ღიმილით. განა, თქვენც ასე არ ჩაგებეჭდათ მეხსიერებაში?! უბრალოდ, გამიხარდა, რომ "ნამდვილიც" ისეთივე იყო, როგორც დიდი ხნის წინ, უფრო სწორად - ყოველთვის, გაზაფხულზე, "ნუშის ყვავილობისას"...

"ადრე გავთხოვდიო, - მიყვებოდა, - 20 წლისა მხატვარ სერგო ქობულაძის რძალი გავხდი და ჩემი ხელოვნებაც მთლიანად დაიჩრდილა... სერგო საოცარი ადამიანი იყო, თავისებური. პირველი შეხვედრისთანავე პატივისცემასა და მოწიწებას იმსახურებდა. სულ სახელოსნოში მუშაობდა. მთელ დღეს ყავასა და ჩაის სმას ჯერდებოდა, მხოლოდ ერთხელ სადილობდა. ბავშვებზე კი გიჟდებოდა. დედამთილი მყავდა ანგელოზი, არაჩვეულებრივი ადამიანი.

თინა ვარდანაშვილისა და მერაბ ქობულაძის ქორწილი

ჩემი მეუღლე - მერაბ ქობულაძე მხატვარია, კერამიკოსი. ორი შვილი შეგვეძინა. ბედნიერები ვიყავით. მერე... 16 წლის ქალიშვილი - სალომე დამეღუპა ავარიაში. ახლა ერთი ქალიშვილი დამრჩა, ლიზა. კარგი მეუღლე ჰყავს და ორი არაჩვეულებრივი შვილი. შვილის დაღუპვის შემდეგ, 14 წლის განმავლობაში დიდი დეპრესია მქონდა. სულ ვიწექი, არაფერი მინდოდა. ამ პატარებმა - შვილიშვილებმა კი სიცოცხლე დამიბრუნეს, ფეხზე წამომაყენეს და სულ სხვა ადამიანად ვიქეციო"...

მერე დაიჩივლასავით: რაც ასაკში შევედი, წონაში მოვიმატე და არ მომწონს. ვფიქრობ, სამოცს რომ გადავაბიჯებ, ახალ ცხოვრებას დავიწყებ და უფრო მივხედავ თავსო... სამოცს გადააბიჯა ცოტათი და... შარშან მეუღლე გარდაეცვალა, წლევანდელი გაზაფხულის მაისში უკვე 64 წლის გახდა, ივნისიდან კი... მართლაც ახალი ცხოვრება დაიწყო... ოღონდ ის არა, რასაც გულისხმობდა. სულ სხვა, მე და თქვენ რომ არ ვიცით, ისეთი - მარადიული რომ ჰქვია.

მე კი ისევ მასთან შეხვედრას დავუბრუნდები, ერთადერთს და ჩემთვის საოცრად შთამბეჭდავ შეხვედრას ქალბატონ თინა ვარდანაშვილთან, რომელსაც თვალები უბრწყინავდა, თავის ბედნიერ და უდარდელ ახალგაზრდობასა და იმ ამბებს რომ იხსენებდა, რომელმაც ადამიანებს მისი სახე დღემდე არ დაავიწყა.

"როცა აყვავდა ნუში"

- ისეთ ასაკში ვიყავი, ყველა რომ ოცნებობს კინოში გადაღებას. ფილმისთვის სკოლებში დაეძებდნენ ახალგაზრდებს. მეც დამიბარეს სინჯებზე და მალევე დამამტკიცეს მთავარ - ხათუნას როლზე. ძალიან გამიხარდა, თუმცა მეშინოდა... კამერა რომ ირთვებოდა, ვიბნეოდი, გული მიფართხალებდა, ვაითუ, რაღაც ვერ გამომივიდეს-მეთქი. საერთოდ, რთულია მსახიობობა, მით უმეტეს, პატარა და გამოუცდელი გოგონასთვის. მერე კი ნელ-ნელა მომეხსნა დაძაბულობა.

ფილმს საფუძვლად თბილისში რეალურად მომხდარი ორი ამბავი დაედო. პირველი შეჯიბრების ამბავი იყო - სინამდვილეშიც ასე მოხდა, რომ ვიღაცამ სხვის მაგივრად აიღო პირველი ადგილი, მეორე იყო - ავარიის. სულ ახალგაზრდები ვმონაწილეობდით და შესანიშნავი ჯგუფი შეიკრა.

"როცა აყვავდა ნუში" - თინა ვარდანაშვილი და ზურა ყიფშიძე

არაჩვეულებრივ მოგონებად დამრჩა ბიჭვინთაში გატარებული 24 დღე. პირველად ვიყავი უფროსების - ოჯახის წევრების გარეშე, რასაც გვინდოდა, იმას ვაკეთებდით. ცუდს კი არაფერს, მაგრამ გადაღების შემდეგ შინ რომ ვბრუნდებოდით, ხელოვანთა დასასვენებელ სახლში, ცოტას მართლაც ვისვენებდით და მერე ბოლო სართულზე, ბარში ავდიოდით, ვცეკვავდით, "ვიკლავდით" თავს, ღამეებს ვათენებდით და მაგრად ვერთობოდით. მთავარი იყო, მეორე დღეს ფორმაში ვყოფილიყავით, თუ არადა, დაგვსჯიდნენ ალბათ. მაგრამ ახალგაზრდები ვიყავით და ყველაფერს ვუძლებდით. ერთი-ორჯერ იყო, რომ ბიჭებმა დალიეს და ცოტა "აურიეს", რის გამოც შენიშვნა მივიღეთ, თორემ უპრობლემო ბავშვები ვიყავით...განაგრძეთ კითხვა