სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ჯაჯანიძეს მეგობარმა საოცნებო, სამსართულიანი სახლი აჩუქა
გია ჯაჯანიძეს მეგობარმა საოცნებო, სამსართულიანი სახლი აჩუქა

ცოტა ხნის წინ ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გია ჯა­ჯა­ნი­ძე სა­ცხოვ­რებ­ლად ახალ სახ­ლში გა­და­ვი­და. სა­ოც­ნე­ბო, სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი მტკვრის პი­რას მე­გობ­რის სა­ჩუ­ქა­რია.

"ასე­თი დიდი და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სახ­ლის ყიდ­ვას, ნამ­დვი­ლად ვერ შევ­ძლებ­დი. მაგ­რამ, ერთ დღეს, მე­გო­ბარ­მა, რო­მე­ლიც უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობს, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი აქვს და იცო­და ჩემი ოც­ნე­ბის შე­სა­ხებ, მი­თხრა, რომ ჩემ­თვის სახ­ლის ყიდ­ვას აპი­რებ­და და სახ­ლი მო­მე­ძებ­ნა", - ყვე­ბა "სხვა რა­კურ­სის" წამ­ყვა­ნი "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

- ამ სახლზე არ­ჩე­ვა­ნი რა­ტომ გა­ა­კე­თე?

- არ ვიცი, თვი­თონ "და­მი­ძა­ხა". ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მა­ლე­ბუ­ლი ვე­ძებ­დი სახ­ლს. დღე­ში სამ სახ­ლს მა­ინც ვნა­ხუ­ლობ­დი. მო­ვი­ა­რე თბი­ლი­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, ოქ­რო­ყა­ნა, წყნე­თი...

ეზო მაქვს და­სამ­თავ­რე­ბე­ლი და პირ­ველ სარ­თულ­ზეა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. აქ იქ­ნე­ბა აზი­უ­რი ოთა­ხი, რო­მელ­საც თა­ვი­სი დატ­ვირ­თვა აქვს ჩემ­თვის. მე­ო­რე სარ­თულ­ზე - სას­ტუმ­რო ოთა­ხი, სამ­ზა­რე­უ­ლო, აბა­ზა­ნა და ჰო­ლია; მე­სა­მე სარ­თულ­ზე კი - სამი სა­ძი­ნე­ბე­ლი და კა­ბი­ნე­ტი. ფარ­თი არ მკი­თხოთ, რამ­დე­ნია. ასეთ სა­კი­თხებ­ში ვერ ვერ­კვე­ვი...

ამ სახ­ლს უკეთ­დე­ბა ლიფ­ტი, რომ­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ას­ვლა სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე, სა­დაც იდე­ა­ში, აუზი უნდა იყოს. თუმ­ცა, მას ფუნ­ქცი­ას შე­ვუც­ვლი და ბაღს გა­ვა­კე­თებ. რომ წარ­მო­ვიდ­გენ, მძი­ნავს სახ­ლში, რო­მელ­საც სუხ­რავ­ზე წყლით სავ­სე "ბა­სე­ი­ნი" აქვს, ში­შით გული გა­მის­კდე­ბა. ეზო­ში "ბა­სე­ი­ნი" არაა და არც ვდარ­დობ. რად მინ­და "ბა­სე­ი­ნი", აგერ მტკვრის პი­რას ვარ და­ბა­ნა­კე­ბუ­ლი, თუმ­ცა, ჭყუმ­პა­ლა­ო­ბის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი არ ვარ. "ბა­სე­ი­ნი" მიყ­ვარს სხვის ეზო­ში. სა­მა­გი­ე­როდ, ნა­ხეთ რა კაკ­ლის ხე მაქვს, რო­გორ ას­ხია და რო­გო­რი ბოს­ტა­ნია. სამი კვი­რაა, არც მწვა­ნი­ლი გვი­ყი­დია და არც ბოსტნე­უ­ლი. დე­და­ჩემ­მა გული იჯე­რა, ყვე­ლა­ფე­რი დარ­გო და და­თე­სა, რისი დარ­გვაც შე­იძ­ლე­ბო­და. ამ ბოსტნით დე­და­ჩე­მი ისე­თი ბედ­ნი­ე­რია, მე ეს მა­ბედ­ნი­ე­რებს. ჩემს ეზო­ში იქ­ნე­ბა ბევ­რი ყვა­ვი­ლი, ვარ­დე­ბი და კი­დევ ძა­ლი­ან მინ­და, ეზო­ში და­დი­ო­დეს სი­რაქ­ლე­მა..."

თა­მუ­ნა ნი­ჟა­რა­ძე

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ძვე­ლი ნივ­თე­ბი­სა და ძვირ­ფა­სი ქვე­ბის გია ჯა­ჯა­ნი­ძი­სე­უ­ლი კო­ლექ­ცია - რო­გორ სახ­ლში ცხოვ­რობს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გია ჯაჯანიძეს მეგობარმა საოცნებო, სამსართულიანი სახლი აჩუქა

გია ჯაჯანიძეს მეგობარმა საოცნებო, სამსართულიანი სახლი აჩუქა

ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საცხოვრებლად ახალ სახლში გადავიდა. საოცნებო, სამსართულიანი სახლი მტკვრის პირას მეგობრის საჩუქარია.

"ასეთი დიდი და ძვირად ღირებული სახლის ყიდვას, ნამდვილად ვერ შევძლებდი. მაგრამ, ერთ დღეს, მეგობარმა, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს, წარმატებული ბიზნესი აქვს და იცოდა ჩემი ოცნების შესახებ, მითხრა, რომ ჩემთვის სახლის ყიდვას აპირებდა და სახლი მომეძებნა", - ყვება "სხვა რაკურსის" წამყვანი "თბილისელებთან" ინტერვიუში.

- ამ სახლზე არჩევანი რატომ გააკეთე?

- არ ვიცი, თვითონ "დამიძახა". ოთხი თვის განმავლობაში გამალებული ვეძებდი სახლს. დღეში სამ სახლს მაინც ვნახულობდი. მოვიარე თბილისის მიმდებარე ტერიტორიები, ოქროყანა, წყნეთი...

ეზო მაქვს დასამთავრებელი და პირველ სართულზეა ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოები. აქ იქნება აზიური ოთახი, რომელსაც თავისი დატვირთვა აქვს ჩემთვის. მეორე სართულზე - სასტუმრო ოთახი, სამზარეულო, აბაზანა და ჰოლია; მესამე სართულზე კი - სამი საძინებელი და კაბინეტი. ფართი არ მკითხოთ, რამდენია. ასეთ საკითხებში ვერ ვერკვევი...

ამ სახლს უკეთდება ლიფტი, რომლითაც შესაძლებელია ასვლა სახლის სახურავზე, სადაც იდეაში, აუზი უნდა იყოს. თუმცა, მას ფუნქციას შევუცვლი და ბაღს გავაკეთებ. რომ წარმოვიდგენ, მძინავს სახლში, რომელსაც სუხრავზე წყლით სავსე "ბასეინი" აქვს, შიშით გული გამისკდება. ეზოში "ბასეინი" არაა და არც ვდარდობ. რად მინდა "ბასეინი", აგერ მტკვრის პირას ვარ დაბანაკებული, თუმცა, ჭყუმპალაობის დიდი მოყვარული არ ვარ. "ბასეინი" მიყვარს სხვის ეზოში. სამაგიეროდ, ნახეთ რა კაკლის ხე მაქვს, როგორ ასხია და როგორი ბოსტანია. სამი კვირაა, არც მწვანილი გვიყიდია და არც ბოსტნეული. დედაჩემმა გული იჯერა, ყველაფერი დარგო და დათესა, რისი დარგვაც შეიძლებოდა. ამ ბოსტნით დედაჩემი ისეთი ბედნიერია, მე ეს მაბედნიერებს. ჩემს ეზოში იქნება ბევრი ყვავილი, ვარდები და კიდევ ძალიან მინდა, ეზოში დადიოდეს სირაქლემა..."

თამუნა ნიჟარაძე

ჟურნალი "თბილისელები"

ასევე წაიკითხეთ: ძველი ნივთებისა და ძვირფასი ქვების გია ჯაჯანიძისეული კოლექცია - როგორ სახლში ცხოვრობს ტელეწამყვანი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია