სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მგელძაღლას" მიერ ჩადენილი სადისტური მკვლელობის დეტალები
"მგელძაღლას" მიერ ჩადენილი სადისტური მკვლელობის დეტალები

58 წლის ელზა გე­ლაშ­ვილს ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი 2 დღე და ღამე უშე­დე­გოდ ეძებ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქა­ლის ცხე­და­რი ქა­ლაქ სიღ­ნა­ღი­დან მო­შო­რე­ბით, სო­ფელ ერი­სი­მე­დის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მდი­ნა­რის ნა­პი­რას იპო­ვეს. ქალს სა­ფეთ­ქელ­თან ბლაგ­ვი საგ­ნით ჰქონ­და ჭრი­ლო­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მალე გახ­სნეს და­ნა­შა­უ­ლი და ელზა გე­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლიც და­ა­კა­ვეს. იგი სო­ფელ ბოდ­ბის­ხევ­ში მცხოვ­რე­ბი, 50 წლის მა­მუ­კა ნა­დი­რაშ­ვი­ლია, მეტ­სა­ხე­ლად - მგელ­ძაღ­ლა, რო­მე­ლიც ცი­ხი­დან ერთი თვის გა­მო­სუ­ლია. ნა­დი­რაშ­ვილ­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლია მისი თა­ნა­სოფ­ლე­ლი, გელა ყა­ჯრიშ­ვი­ლი.

გე­ლაშ­ვი­ლე­ბის­თვის უც­ნო­ბია, რა ბრალ­დე­ბა აქვს ყა­ჯრიშ­ვილს წა­ყე­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ჭი­რი­სუ­ფა­ლი ორი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხოვს და თვლის, რომ და­ნა­შა­უ­ლი ჯგუ­ფუ­რად არის ჩა­დე­ნი­ლი. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ქალი მკვლელ­მა ჯერ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა და მერე მოკ­ლა, თუმ­ცა ქალი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლი იყო თუ არა, ამას ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ნა­დი­რაშ­ვი­ლი არა­ერ­თხელ იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი. რო­გორც სიღ­ნაღ­ში ამ­ბო­ბენ, ბო­ლოს სწო­რედ ქა­ლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის იხ­დი­და სას­ჯელს.

მოკ­ლუ­ლი ელზა გე­ლაშ­ვი­ლი წნო­რის ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. და­ახ­ლო­ე­ბით 13:00 სა­ათ­ზე წნო­რის ცენ­ტრი­დან და­ი­კარ­გა. ახ­ლობ­ლე­ბი თა­ვი­დან ქა­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის მი­ზე­ზად ყა­ჩა­ღო­ბას გა­ნი­ხი­ლავ­დნენ. იმა­საც ამ­ბობ­დნენ, ელ­ზას ბან­კი­დან თან­ხის გა­მო­ტა­ნა სურ­და, რათა წყლის გა­მათ­ბო­ბე­ლი ეყი­დაო, მაგ­რამ ეს ვერ­სია მალე გა­მო­ი­რი­ცხა: გა­ირ­კვა, რომ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ ქალს ბან­კში თან­ხა აღე­ბუ­ლი არ ჰქონ­და.

ქა­ლის ძებ­ნა ახ­ლობ­ლებ­მა სიღ­ნაღ­სა და წნორს შო­რის ტყე­ში და­ი­წყეს. სწო­რედ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმა­ვე ღა­მით, ქა­ლის ფეხ­საც­მე­ლი იპო­ვეს. ამან უფრო გა­ა­ჩი­ნა ეჭ­ვე­ბი და საქ­მე­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბიც ჩა­ებ­ნენ.

ელი­სა­ბედ გე­ლაშ­ვი­ლი, ელზა გე­ლაშ­ვი­ლის მული:

- იმ დღეს ელზა სამ­სა­ხურ­ში იყო წა­სუ­ლი. 3 სა­ათ­ზე ვუ­რე­კავ­დი, რა­ღაც მინ­დო­და მე­კი­თხა, ტე­ლე­ფონს არ პა­სუ­ხობ­და. ეს უჩ­ვე­უ­ლოდ მო­მეჩ­ვე­ნა, მაგ­რამ რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, იმ დროს ელზა ცო­ცხა­ლი რომ არ იქ­ნე­ბო­და და ნა­ძი­რა­ლას მიჰ­ქონ­და მისი ცხე­და­რი სა­დღაც გა­და­საგ­დე­ბად. ელ­ზას არა­სო­დეს და­უგ­ვი­ა­ნია, სულ სახ­ლში მო­იჩ­ქა­რო­და. რომ არ გა­მოჩ­ნდა, მის მთა­ვარ ბუ­ღალ­ტერს და­ვუ­რე­კე. მი­თხრა, - დღეს პირ­ველ სა­ათ­ზე წა­ვი­და სამ­სა­ხუ­რი­და­ნო. ტე­ლე­ფო­ნიც გა­თი­შუ­ლი იყო, ამი­ტომ ძა­ლი­ან შევ­შფოთ­დი. ვი­ფიქ­რე, რა­ღაც უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვაა-მეთ­ქი. წნო­რი­დან სიღ­ნა­ღამ­დე შვიდ კი­ლო­მეტრს ხში­რად ფე­ხით გა­დი­ო­და, მან­ქა­ნა ხომ არ და­ე­ჯა­ხა-მეთ­ქი?!. ჩემს ძმას­თან მი­ვე­დი და ერ­თად წა­ვე­დით ელ­ზას სა­ძებ­ნე­ლად. ამ დროს ჩემ­მა ბი­ძაშ­ვილ­მა და­მი­რე­კა, - მეც გა­ვი­კი­თხე და ერთ ჩვენს ნაც­ნობ ტაქ­სის მძღოლს 13 სა­ათ­სა და 20 წუთ­ზე ელზა წნო­რის გა­ჩე­რე­ბა­ზე უნა­ხავ­სო. ის ტაქ­სის მძღო­ლი წნორ­ში მი­დი­ო­და, სა­ნამ მგზავ­რე­ბი ჩა­მოს­ვა და უკან მობ­რუნ­და, იქ ელზა აღარ დახ­ვდა. სე­რი­ო­ზუ­ლად შევ­შინ­დით, წნო­რის პო­ლი­ცი­ას მი­ვა­კი­თხეთ. მთე­ლი სამი სა­ა­თი გვკი­თხავ­დნენ და დაგვპირ­დნენ, ძებ­ნას და­ვი­წყებ­თო. სიღ­ნაღ­ში ჩემი ძმი­სა და ძმის­შვი­ლე­ბის მე­გობ­რე­ბი სამ ჯგუ­ფად და­იყ­ვნენ და იმ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და­ი­წყეს, სა­დაც ჩემს რძალს უნდა გა­ევ­ლო. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"მგელძაღლას" მიერ ჩადენილი სადისტური მკვლელობის დეტალები

"მგელძაღლას" მიერ ჩადენილი სადისტური მკვლელობის დეტალები

58 წლის ელზა გელაშვილს ოჯახის წევრები და ახლობლები 2 დღე და ღამე უშედეგოდ ეძებდნენ. მოგვიანებით ქალის ცხედარი ქალაქ სიღნაღიდან მოშორებით, სოფელ ერისიმედის ტერიტორიაზე, მდინარის ნაპირას იპოვეს. ქალს საფეთქელთან ბლაგვი საგნით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. სამართალდამცავებმა მალე გახსნეს დანაშაული და ელზა გელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულიც დააკავეს. იგი სოფელ ბოდბისხევში მცხოვრები, 50 წლის მამუკა ნადირაშვილია, მეტსახელად - მგელძაღლა, რომელიც ციხიდან ერთი თვის გამოსულია. ნადირაშვილთან ერთად დაკავებულია მისი თანასოფლელი, გელა ყაჯრიშვილი.

გელაშვილებისთვის უცნობია, რა ბრალდება აქვს ყაჯრიშვილს წაყენებული, მაგრამ ჭირისუფალი ორივე დაკავებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვს და თვლის, რომ დანაშაული ჯგუფურად არის ჩადენილი. ერთ-ერთი ვერსიით, ქალი მკვლელმა ჯერ გააუპატიურა და მერე მოკლა, თუმცა ქალი გაუპატიურებული იყო თუ არა, ამას ექსპერტიზა დაადგენს. მკვლელობაში ბრალდებული ნადირაშვილი არაერთხელ იყო ნასამართლევი. როგორც სიღნაღში ამბობენ, ბოლოს სწორედ ქალის გაუპატიურებისთვის იხდიდა სასჯელს.

მოკლული ელზა გელაშვილი წნორის ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი იყო. დაახლოებით 13:00 საათზე წნორის ცენტრიდან დაიკარგა. ახლობლები თავიდან ქალის გაუჩინარების მიზეზად ყაჩაღობას განიხილავდნენ. იმასაც ამბობდნენ, ელზას ბანკიდან თანხის გამოტანა სურდა, რათა წყლის გამათბობელი ეყიდაო, მაგრამ ეს ვერსია მალე გამოირიცხა: გაირკვა, რომ გაუჩინარებულ ქალს ბანკში თანხა აღებული არ ჰქონდა.

ქალის ძებნა ახლობლებმა სიღნაღსა და წნორს შორის ტყეში დაიწყეს. სწორედ ამ ტერიტორიაზე იმავე ღამით, ქალის ფეხსაცმელი იპოვეს. ამან უფრო გააჩინა ეჭვები და საქმეში სამართალდამცავებიც ჩაებნენ.

ელისაბედ გელაშვილი, ელზა გელაშვილის მული:

- იმ დღეს ელზა სამსახურში იყო წასული. 3 საათზე ვურეკავდი, რაღაც მინდოდა მეკითხა, ტელეფონს არ პასუხობდა. ეს უჩვეულოდ მომეჩვენა, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, იმ დროს ელზა ცოცხალი რომ არ იქნებოდა და ნაძირალას მიჰქონდა მისი ცხედარი სადღაც გადასაგდებად. ელზას არასოდეს დაუგვიანია, სულ სახლში მოიჩქაროდა. რომ არ გამოჩნდა, მის მთავარ ბუღალტერს დავურეკე. მითხრა, - დღეს პირველ საათზე წავიდა სამსახურიდანო. ტელეფონიც გათიშული იყო, ამიტომ ძალიან შევშფოთდი. ვიფიქრე, რაღაც უბედური შემთხვევაა-მეთქი. წნორიდან სიღნაღამდე შვიდ კილომეტრს ხშირად ფეხით გადიოდა, მანქანა ხომ არ დაეჯახა-მეთქი?!. ჩემს ძმასთან მივედი და ერთად წავედით ელზას საძებნელად. ამ დროს ჩემმა ბიძაშვილმა დამირეკა, - მეც გავიკითხე და ერთ ჩვენს ნაცნობ ტაქსის მძღოლს 13 საათსა და 20 წუთზე ელზა წნორის გაჩერებაზე უნახავსო. ის ტაქსის მძღოლი წნორში მიდიოდა, სანამ მგზავრები ჩამოსვა და უკან მობრუნდა, იქ ელზა აღარ დახვდა. სერიოზულად შევშინდით, წნორის პოლიციას მივაკითხეთ. მთელი სამი საათი გვკითხავდნენ და დაგვპირდნენ, ძებნას დავიწყებთო. სიღნაღში ჩემი ძმისა და ძმისშვილების მეგობრები სამ ჯგუფად დაიყვნენ და იმ ტერიტორიების დათვალიერება დაიწყეს, სადაც ჩემს რძალს უნდა გაევლო.  განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ