დღეს, 23 მაისს, ტელეკომპანია PALITRANEWS-ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ "360 გრადუსის" სტუმარი საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი იქნება.
პირველი ბლოკი: "ღირსეული პარტნიორი 2016" - მასშტაბური ქართულ-ამერიკული სწავლება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, ვარშავის სამიტი, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე "რესპუბლიკური პარტიისა" და თავდაცვის მინისტრის გეგმები - თინა ხიდაშელი მისი და თავდაცვის უწყების მიმართ არსებულ ყველა შეკითხვას უპასუხებს.
მეორე ბლოკი: საკრებულოს შუალედური "არჩევნები ბერძნულ-რომაულ სტილში" - მხარეების შეფასებები კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაზე. სტუმრად ეთერში: "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით დარჩიაშვილი და "ქართული ოცნების" წევრი შოთა ხაბარელი.
მაყურებელს შესაძლებლობა აქვს დასვას სასურველი შეკითხვა, რომელსაც "360 გრადუსის" წამყვანი გიორგი მიქანაძე პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სოციალურ ქსელ "Facebook-ის" გვერდზე "360 გრადუსი". გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.