საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
CNN – 9 მიზეზი, თუ რატომ უნდა იმოგზაუროთ საქართველოში
CNN – 9 მიზეზი, თუ რატომ უნდა იმოგზაუროთ საქართველოში

"შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რა, უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რა და სა­ო­ცა­რი პე­ი­ზა­ჟე­ბი - სა­ქარ­თვე­ლო გა­სა­ო­ცა­რი ქვე­ყა­ნაა", - წერს CNN-ის ჟურ­ნა­ლის­ტი სტა­ტი­ა­ში, რო­მელ­შიც იმ 9 მი­ზეზს ასა­ხე­ლებს, რის გა­მოც ყვე­ლამ უნდა მო­ი­ნა­ხუ­ლოს სა­ქარ­თვე­ლო.

1. თბი­ლი­სის არ­ქი­ტექ­ტუ­რა

და­კი­დე­ბუ­ლი აივ­ნე­ბი ძვე­ლი ქა­ლა­ქის უბან­ში და სპარ­სუ­ლი სტი­ლის აბა­ნო­ე­ბი თურ­ქუ­ლი მო­ზა­ი­კით, უნი­კა­ლუ­რი არტ ნუვო შე­ნო­ბე­ბი ფუ­ტუ­რის­ტუ­ლი შუ­შის ნა­გე­ბო­ბე­ბის პი­რის­პირ - ერთი სი­ტყვით, თბი­ლი­სი შთა­გო­ნე­ბე­ბის ქა­ლა­ქია.

2. უშ­გუ­ლი

ევ­რო­პის უმაღ­ლე­სი სო­ფე­ლი ზღვის დო­ნი­დან 2 200 მეტრზე კავ­კა­სი­ურ მთებ­ში მდე­ბა­რე­ობს, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად უმაღ­ლე­სი და­სახ­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლია ევ­რო­პა­ში. უშ­გუ­ლი ცნო­ბი­ლია შუ­ა­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი თავ­დაც­ვი­თი კოშ­კე­ბით, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ სახ­ლთა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

3. ღვი­ნის სამ­შობ­ლო

რო­დე­საც ღვი­ნის წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე ვფიქ­რობთ, გვახ­სენ­დე­ბა საფ­რან­გე­თი, იტა­ლია, სა­ბერ­ძნე­თი ან სპარ­სე­თი, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი ღვი­ნის რე­გი­ო­ნია. 2003 წელს არ­ქე­ო­ლო­გებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ აქ ჯერ კი­დევ 8 000 წლის წინ მზა­დე­ბო­და ღვი­ნო.

4. მის­ტი­კუ­რი გა­მოქ­ვა­ბუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი

სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მის­ტი­კუ­რი გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბია მთელ ევ­რო­პა­ში. მარ­ტო ამის გამო ღირს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­ხუ­ლე­ბა. უძ­ვე­ლე­სი გა­მოქ­ვა­ბუ­ლი ქა­ლა­ქე­ბია უფ­ლის­ცი­ხე, მთა გა­რე­ჯა და ვარ­ძია, მი­წის­ქვე­შა ქა­ლა­ქი, სა­დაც ადრე 2 000 ბერი ცხოვ­რობ­და.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

CNN – 9 მიზეზი, თუ რატომ უნდა იმოგზაუროთ საქართველოში

CNN – 9 მიზეზი, თუ რატომ უნდა იმოგზაუროთ საქართველოში

"შუასაუკუნეების არქიტექტურა, უძველესი კულტურა და საოცარი პეიზაჟები - საქართველო გასაოცარი ქვეყანაა", - წერს CNN-ის ჟურნალისტი სტატიაში, რომელშიც იმ 9 მიზეზს ასახელებს, რის გამოც ყველამ უნდა მოინახულოს საქართველო.

1. თბილისის არქიტექტურა

დაკიდებული აივნები ძველი ქალაქის უბანში და სპარსული სტილის აბანოები თურქული მოზაიკით, უნიკალური არტ ნუვო შენობები ფუტურისტული შუშის ნაგებობების პირისპირ - ერთი სიტყვით, თბილისი შთაგონებების ქალაქია.

2. უშგული

ევროპის უმაღლესი სოფელი ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე კავკასიურ მთებში მდებარეობს, რომელიც ოფიციალურად უმაღლესი დასახლებული ადგილია ევროპაში. უშგული ცნობილია შუასაუკუნოვანი თავდაცვითი კოშკებით, რომელიც თითოეულ სახლთანაა დაკავშირებული.

3. ღვინის სამშობლო

როდესაც ღვინის წარმომავლობაზე ვფიქრობთ, გვახსენდება საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი ან სპარსეთი, მაგრამ სინამდვილეში საქართველო ერთ-ერთი უძველესი ღვინის რეგიონია. 2003 წელს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომ აქ ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ მზადებოდა ღვინო.

4. მისტიკური გამოქვაბული ქალაქები

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური გამოქვაბულებია მთელ ევროპაში. მარტო ამის გამო ღირს საქართველოს მონახულება. უძველესი გამოქვაბული ქალაქებია უფლისციხე, მთა გარეჯა და ვარძია, მიწისქვეშა ქალაქი, სადაც ადრე 2 000 ბერი ცხოვრობდა.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს