საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 ქართველი მოდელი Vogue-ის ონლაინ-გამოცემაში მოხვდა
5 ქართველი მოდელი Vogue-ის ონლაინ-გამოცემაში მოხვდა

5-9 მა­ისს თბი­ლის­ში Mercedes-Benz Fashion Week გა­ი­მარ­თა. მო­დის კვი­რე­ულს სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუმ­რის სტა­ტუ­სით სტუმ­რობ­დნენ ლე­გენ­და­რუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი Herve Leger, ჰელ­მუტ ნი­უ­ტო­ნის მუ­ზად ქცე­უ­ლი მო­დე­ლი Sylvia Gobbel და მსოფ­ლი­ოს სამი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან მო­დის ბლო­გერ­თა შო­რის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი Diane Pernet.

მო­დის კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი გა­შუქ­და Vogue.com-ის Modemonline Nowfashion ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მებ­ში. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­ვიდ­ნენ მო­დის კრი­ტი­კო­სე­ბი და წამ­ყვა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც დე­ტა­ლუ­რად გა­ა­შუ­ქეს თბი­ლის­ში გა­მარ­თუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მო­დის კვი­რე­უ­ლის გა­მო­ძა­ხი­ლია სტა­ტია გავ­ლე­ნი­ა­ნი გა­მო­ცე­მა Vogue-ის ონ­ლა­ინ-გვერ­დზე, რო­მელ­შიც Mercedes-Benz Fashion week-ის 5 სა­უ­კე­თეს ქარ­თველ მო­დელ­ზე ვკი­თხუ­ლობთ:

"სა­ქარ­თვე­ლო სავ­სეა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის მო­დე­ლე­ბით, თუ ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბა გჭირ­დე­ბათ, გა­და­ხე­დეთ თბი­ლი­სუ­რი Mercedes-Benz Fashion Week-ის პო­დი­უ­მებს, ამ მო­დე­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ლი უნდა იცო­დეთ. ელე­ნე მა­ხა­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ნელ-ნელა სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბებ­ზე გა­დის; ლიკა რიგ­ვა­ვა - კლა­სი­კუ­რი ქარ­თუ­ლი სი­ლა­მა­ზის მო­დე­ლი; მა­რი­ამ სა­ნო­გო - ცე­ცხლო­ვა­ნი მზე­რით და თა­თია ახა­ლა­ია, რომ­ლის სა­ხის მოყ­ვა­ნი­ლო­ბა აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია. თუმ­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რა­დღე­ბას იმ­სა­ხუ­რებს მა­რი­შა ურუ­შა­ძე: ხვე­უ­ლი თმით, ნაზი გა­მო­ხედ­ვით. თო­ჯი­ნის მსგავ­სი გა­რეგ­ნო­ბის გო­გო­ნა ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­თხოვ­ნა­დი მო­დე­ლია ქვე­ყა­ნა­ში. ასე რომ, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ აღ­მო­სავ­ლეთს. აქ უფრო მეტი სა­მო­დე­ლო თვალ­საზ­რი­სით, ვიდ­რე ნიუ იორკში, პა­რიზ­სა თუ მი­ლან­ში" - წერს მი­მომ­ხილ­ვე­ლი ლი­ა­ნა სა­ტენშტა­ი­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

5 ქართველი მოდელი Vogue-ის ონლაინ-გამოცემაში მოხვდა

5 ქართველი მოდელი Vogue-ის ონლაინ-გამოცემაში მოხვდა

5-9 მაისს თბილისში Mercedes-Benz Fashion Week გაიმართა. მოდის კვირეულს სპეციალური სტუმრის სტატუსით სტუმრობდნენ ლეგენდარული დიზაინერი Herve Leger, ჰელმუტ ნიუტონის მუზად ქცეული მოდელი Sylvia Gobbel და მსოფლიოს სამი ყველაზე გავლენიან მოდის ბლოგერთა შორის დასახელებული Diane Pernet.

მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენებები გაშუქდა Vogue.com-ის Modemonline Nowfashion ონლაინ გამოცემებში. ღონისძიებაზე სპეციალურად ჩამოვიდნენ მოდის კრიტიკოსები და წამყვანი ჟურნალისტები, რომლებმაც დეტალურად გააშუქეს თბილისში გამართული ჩვენებები.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

მოდის კვირეულის გამოძახილია სტატია გავლენიანი გამოცემა Vogue-ის ონლაინ-გვერდზე, რომელშიც Mercedes-Benz Fashion week-ის 5 საუკეთეს ქართველ მოდელზე ვკითხულობთ:

"საქართველო სავსეა მომავალი თაობის მოდელებით, თუ ამაში დარწმუნება გჭირდებათ, გადახედეთ თბილისური Mercedes-Benz Fashion Week-ის პოდიუმებს, ამ მოდელებიდან რამდენიმე სახელი უნდა იცოდეთ. ელენე მახარაშვილი, რომელიც ნელ-ნელა საერთაშორისო მასშტაბებზე გადის; ლიკა რიგვავა - კლასიკური ქართული სილამაზის მოდელი; მარიამ სანოგო - ცეცხლოვანი მზერით და თათია ახალაია, რომლის სახის მოყვანილობა აღნიშვნის ღირსია. თუმცა, განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს მარიშა ურუშაძე: ხვეული თმით, ნაზი გამოხედვით. თოჯინის მსგავსი გარეგნობის გოგონა ყველაზე მეტად მოთხოვნადი მოდელია ქვეყანაში. ასე რომ, ყურადღება მიაქციეთ აღმოსავლეთს. აქ უფრო მეტი სამოდელო თვალსაზრისით, ვიდრე ნიუ იორკში, პარიზსა თუ მილანში" - წერს მიმომხილველი ლიანა სატენშტაინი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია