საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა

ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გარ­და­მოხ­სნის წესი შეს­რულ­და. გარ­და­მოხ­სნა სა­კურ­თხევ­ლი­დან სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს- პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან ერ­თად გა­მო­აბ­რძა­ნა. გარ­და­მოხ­სნა დიდ ქსო­ვილს წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­ზე­დაც საფ­ლავ­ში ჩას­ვე­ნე­ბუ­ლი მა­ცხო­ვა­რია ამო­ქარ­გუ­ლი. გარ­და­მოხ­სნა უწ­მინ­დესს თავ­ზე ჰქონ­და გა­და­ფა­რე­ბუ­ლი და სა­კურ­თხევ­ლი­დან მსვლე­ლო­ბით ერთხელ მოხ­და ტაძ­რის შუ­ა­გულ­ში შე­მო­ტა­რე­ბა, რის შემ­დე­გაც გარ­და­მოხ­სნა მის­თვის მომ­ზა­დე­ბულ სპე­ცი­ა­ლურ სად­გამ­ზე - "საფ­ლავ­ზე" და­ას­ვე­ნეს. იგი ტა­ძარ­ში არას­რუ­ლი სამი დღე დარ­ჩე­ბა, რაც იმის სიმ­ბო­ლოა, რომ მა­ცხო­ვა­რი აღ­დგო­მამ­დე სწო­რედ სამი დღე იყო საფ­ლავ­ში.

გარ­და­მოხ­სნის წი­ნა­შე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა და მრევ­ლმა დიდი მე­ტა­ნი­ე­ბი შე­ას­რუ­ლეს და მას ემ­თხვივ­ნენ. მა­ნამ­დე ტა­ძარ­ში წა­ი­კი­თხეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ლოც­ვე­ბი, ასე­ვე წმინ­და სა­ხა­რე­ბი­დან წა­ი­კი­თხეს ად­გი­ლი უფ­ლის გა­ცე­მის, პი­ლა­ტეს სამ­სჯავ­რო­ზე წარ­დგო­მის, წა­მე­ბის, ჯვრაც­მის და საფ­ლა­ვად და­დე­ბის შე­სა­ხებ.

მსა­ხუ­რე­ბის ბო­ლომ­დე წა­ი­კი­თხეს ღვთის­მშობ­ლის და­ტი­რე­ბა და მრევლს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა მო­ეს­მი­ნა სა­გა­ლო­ბე­ლი, რო­მე­ლიც და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლის ლექსზეა შექ­მნი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა

სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა. გარდამოხსნა საკურთხევლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სასულიერო პირებთან ერთად გამოაბრძანა. გარდამოხსნა დიდ ქსოვილს წარმოადგენს, რომელზედაც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული. გარდამოხსნა უწმინდესს თავზე ჰქონდა გადაფარებული და საკურთხევლიდან მსვლელობით ერთხელ მოხდა ტაძრის შუაგულში შემოტარება, რის შემდეგაც გარდამოხსნა მისთვის მომზადებულ სპეციალურ სადგამზე - "საფლავზე" დაასვენეს. იგი ტაძარში არასრული სამი დღე დარჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.

გარდამოხსნის წინაშე სასულიერო პირებმა და მრევლმა დიდი მეტანიები შეასრულეს და მას ემთხვივნენ. მანამდე ტაძარში წაიკითხეს სპეციალური ლოცვები, ასევე წმინდა სახარებიდან წაიკითხეს ადგილი უფლის გაცემის, პილატეს სამსჯავროზე წარდგომის, წამების, ჯვრაცმის და საფლავად დადების შესახებ.

მსახურების ბოლომდე წაიკითხეს ღვთისმშობლის დატირება და მრევლს საშუალება მიეცა მოესმინა საგალობელი, რომელიც დავით გურამიშვილის ლექსზეა შექმნილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია