საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

18

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე, მთვარე მორიელში იქნება 04:19-დან დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს.
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ვნების შვიდეულის შესახებ
რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ვნების შვიდეულის შესახებ

ვნე­ბის კვი­რა დიდი მარ­ხვის ბოლო, აღ­დგო­მის­წი­ნა კვი­რას ჰქვია. ეს კვი­რა (უფრო სწო­რად, 6 დღე) იესო ქრის­ტეს ვნე­ბის, ჯვარ­ცმი­სა და და­საფ­ლა­ვე­ბის მო­გო­ნე­ბას ეძღვნე­ბა. ქრის­ტი­ა­ნებ­მა მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი მარ­ხვა­სა და ლოც­ვა­ში უნდა გა­ა­ტა­რონ. ეს გლო­ვის დღე­ე­ბია და ღვთის­მსა­ხუ­რებ­საც ტა­ძარ­ში სამ­გლო­ვი­ა­რო, შავი სა­მო­სი აც­ვი­ათ.

მო­სა­გო­ნე­ბე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბის გამო ვნე­ბის კვი­რის ყო­ველ დღეს დიდს ვუ­წო­დებთ.

ორ­შა­ბა­თი, სამ­შა­ბა­თი და ოთხშა­ბა­თი იესო ქრის­ტეს მო­წა­ფე­ებ­სა და ხალ­ხთან უკა­ნას­კნე­ლი სა­უბ­რე­ბის გახ­სე­ნე­ბას ეძღვნე­ბა. ამ დღე­ებ­ში მსხვერ­პლშე­წირ­ვა არ ხდე­ბა და აღევ­ლი­ნე­ბა მხო­ლოდ პირ­ველ­შე­წი­რულ ძღვენ­თა ლი­ტურ­გია, რო­მელ­თა დრო­საც სა­ხა­რე­ბა სრუ­ლად იკი­თხე­ბა.

ვნე­ბის შვი­დე­უ­ლის ოთხშა­ბა­თი­დან, პირ­ველ­შე­წი­რუ­ლის ლი­ტურ­გი­ის შემ­დეგ, წყდე­ბა მუხლთა დრე­კა და დიდი მე­ტა­ნი­ე­ბი. აღარ იკი­თხე­ბა ასე­ვე ეფ­რემ ასუ­რის ლოც­ვა "უფა­ლო და მე­უ­ფეო..." და ფსალ­მუნ­თა კა­ნო­ნე­ბი. ფსალ­მუ­ნე­ბის კი­თხვა გა­ნახ­ლდე­ბა თო­მას კვი­რის მწუხ­რი­დან.

დიდი ორ­შა­ბა­თი

დიდ ორ­შა­ბათს ეკ­ლე­სია უნა­ყო­ფო ლეღ­ვის გახ­მო­ბას იხ­სე­ნებს. ეს ლეღ­ვი იმ იუ­დე­ველ­თა სა­ხეა, რო­მელ­თა გულ­შიც იესო ქრის­ტემ ჭეშ­მა­რი­ტი ნა­ყო­ფი ვერ პოვა - იქ მხო­ლოდ კა­ნო­ნე­ბის მშრა­ლი აღ­სრუ­ლე­ბა დახ­ვდა. ამი­ტო­მაც ამ­ხი­ლა ისი­ნი და დაგ­მო. მაგ­რამ უნა­ყო­ფო ლეღ­ვი ასე­ვე ყვე­ლა იმ ქრის­ტი­ა­ნის სუ­ლის სიმ­ბო­ლო­ცაა, რო­მე­ლიც სი­ნა­ნუ­ლის ნა­ყოფს არ ის­ხამს. ეკ­ლე­სი­აც დიდ ორ­შა­ბათს სწო­რედ სი­ნა­ნუ­ლის­კენ მოგ­ვი­წო­დებს.

ლი­ტურ­გი­ა­ზე წა­სა­კი­თხი სა­ხა­რე­ბით წმინ­და ეკ­ლე­სია ღვთი­სა­გან გამ­დგო­მი­ლი იუ­დე­ვე­ლე­ბის ბედ­სა და იესო ქრის­ტეს მიერ აღ­წე­რილ სამ­ყა­როს აღ­სას­რულს გვახ­სე­ნებს. დიდ და მრა­ვალ­რი­ცო­ვან გან­საც­დელ­თა, იე­რუ­სა­ლი­მის დან­გრე­ვი­სა და სამ­ყა­როს აღ­სას­რუ­ლის ნიშ­ნე­ბის აღ­წე­რით ეკ­ლე­სია მორ­წმუ­ნე­ებს ამ­ქვეყ­ნი­ურ ბო­რო­ტე­ბა­ზე ამაღ­ლე­ბის­კენ, სულ­გრძე­ლო­ბის­კენ, სიმ­შვი­დის­კენ, მოთ­მი­ნე­ბის­კენ, ლოც­ვი­სა და სუ­ლი­ე­რი სი­ფხიზ­ლის­კენ მო­უ­წო­დებს და მა­ცხოვ­რის მიერ სა­ხა­რე­ბის მთელ ქვე­ყე­ნა­ზე გავ­რცე­ლე­ბი­სა და რჩე­ულ­თა გუ­ლის­თვის გან­საც­დელ­თა შე­წყვე­ტის აღ­თქმით ანუ­გე­შებს (მთ. 24,14-22).

დიდი სამ­შა­ბა­თი

დიდი სამ­შა­ბა­თის მსა­ხუ­რე­ბა­ზე ვიხ­სე­ნებთ იგავს ათი ქალ­წუ­ლი­სა და ტა­ლან­ტე­ბის შე­სა­ხებ და გრძელ­დე­ბა მა­თეს სა­ხა­რე­ბის ორ­შა­ბათს და­წყე­ბუ­ლი სა­კი­თხა­ვი იესო ქრის­ტეს მე­ო­რედ მოს­ვლის შე­სა­ხებ. ამით წმინ­და ეკ­ლე­სია კი­დევ ერთხელ და სა­გან­გე­ბოდ მო­უ­წო­დებს მორ­წმუ­ნე­ებს სუ­ლი­ე­რი სი­ფხიზ­ლის­კენ, ჩვენ­თვის ბო­ძე­ბუ­ლი ნი­ჭი­სა და ძა­ლე­ბის მარ­თე­ბუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბი­კენ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი - მო­წყა­ლე­ბის­კენ, რა­საც უფა­ლი პი­რა­დად მის წი­ნა­შე ჩა­დე­ნილ ღვაწ­ლად გვით­ვლის; როცა გვე­უბ­ნე­ბა: "რა­ო­დე­ნი უყავთ ერ­თსა ამას მცი­რე­თა­გან­სა ძმა­თა ჩემ­თა­სა, იგი მე მი­ყავთ" (მთ. 25,40).

დიდი ოთხშა­ბა­თი

ეს იუ­დას მიერ იესო ქრის­ტეს გა­ცე­მის დღეა.

ოთხშა­ბა­თის ღამე მა­ცხო­ვარ­მა ბე­თა­ნი­ა­ში გა­ა­ტა­რა. აქ, სი­მონ კეთ­როვ­ნის სახ­ლში, იმ დროს, როცა მღვდელმთავ­რებს, მწიგ­ნობ­რებ­სა და უხუ­ცე­სებს იესო ქრის­ტეს მო­ტყუ­ე­ბით შე­პყრო­ბა და მოკ­ვდი­ნე­ბა ჰქონ­დათ გა­და­წყვე­ტი­ლი, უცხო დე­და­კაც­მა ძვირ­ფა­სი ნელ­სა­ცხე­ბე­ლი ინა­ხით მჯდომ მა­ცხო­ვარს უხ­ვად და­ას­ხა თავ­ზე, რი­თაც რო­გორც თა­ვად მა­ცხო­ვარ­მა ბრძა­ნა, იგი და­საფლვე­ლად მო­ამ­ზა­და.

აქვე, დე­და­კა­ცის უან­გა­რო საქ­ცი­ე­ლის სა­პი­რის­პი­როდ, იესო ქრის­ტეს თორ­მეტ­თა­გან ერთ-ერთი მო­წა­ფის, იუდა ის­კრი­ო­ტე­ლის უმა­დურ სულ­ში ჩა­ი­სა­ხა ბო­რო­ტი აზრი, თა­ვი­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი და უფა­ლი იუ­დე­ველ­თა უკა­ნო­ნო საბ­ჭოს­თვის მი­ე­ცა. ამი­ტომ დიდი ოთხშა­ბა­თის სა­ეკ­ლე­სიო მსა­ხუ­რე­ბა გა­ნა­დი­დებს იმ დე­და­კაცს, რო­მელ­მაც მა­ცხო­ვარს ნელ­სა­ცხე­ბე­ლი სცხო, იუ­დას ვერ­ცხლის­მოყ­ვა­რე­ბას და გამ­ცემ­ლო­ბას კი კი­ცხავს და გმობს.

დიდ ოთხშა­ბათს წყდე­ბა დიდი მე­ტა­ნი­ე­ბი, რო­მელ­თაც ეფ­რემ ასუ­რის ლოც­ვის: "უფა­ლო და მე­უ­ფეო ცხოვ­რე­ბი­სა ჩე­მი­საო..." - დროს ვას­რუ­ლებთ. ამის შემ­დეგ, პა­რას­კე­ვამ­დე, ამ ლოც­ვას მხო­ლოდ მო­ნაზვნე­ბი

ას­რუ­ლე­ბენ სე­ნა­კებ­ში. ამ­გვა­რად, ეფ­რემ ასუ­რის ლოც­ვა ყვე­ლი­ე­რის კვი­რის ოთხშა­ბათს იწყე­ბა და ვნე­ბის კვი­რის ოთხშა­ბათს სრულ­დე­ბა.

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები, როგორ დაუშინეს გიორგი გახარიას კვერცხები თბილისის აეროპორტში

რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ვნების შვიდეულის შესახებ

რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ვნების შვიდეულის შესახებ

ვნების კვირა დიდი მარხვის ბოლო, აღდგომისწინა კვირას ჰქვია. ეს კვირა (უფრო სწორად, 6 დღე) იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ. ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებსაც ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ.

მოსაგონებელი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო ვნების კვირის ყოველ დღეს დიდს ვუწოდებთ.

ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებსა და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება. ამ დღეებში მსხვერპლშეწირვა არ ხდება და აღევლინება მხოლოდ პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურგია, რომელთა დროსაც სახარება სრულად იკითხება.

ვნების შვიდეულის ოთხშაბათიდან, პირველშეწირულის ლიტურგიის შემდეგ, წყდება მუხლთა დრეკა და დიდი მეტანიები. აღარ იკითხება ასევე ეფრემ ასურის ლოცვა "უფალო და მეუფეო..." და ფსალმუნთა კანონები. ფსალმუნების კითხვა განახლდება თომას კვირის მწუხრიდან.

დიდი ორშაბათი

დიდ ორშაბათს ეკლესია უნაყოფო ლეღვის გახმობას იხსენებს. ეს ლეღვი იმ იუდეველთა სახეა, რომელთა გულშიც იესო ქრისტემ ჭეშმარიტი ნაყოფი ვერ პოვა - იქ მხოლოდ კანონების მშრალი აღსრულება დახვდა. ამიტომაც ამხილა ისინი და დაგმო. მაგრამ უნაყოფო ლეღვი ასევე ყველა იმ ქრისტიანის სულის სიმბოლოცაა, რომელიც სინანულის ნაყოფს არ ისხამს. ეკლესიაც დიდ ორშაბათს სწორედ სინანულისკენ მოგვიწოდებს.

ლიტურგიაზე წასაკითხი სახარებით წმინდა ეკლესია ღვთისაგან გამდგომილი იუდეველების ბედსა და იესო ქრისტეს მიერ აღწერილ სამყაროს აღსასრულს გვახსენებს. დიდ და მრავალრიცოვან განსაცდელთა, იერუსალიმის დანგრევისა და სამყაროს აღსასრულის ნიშნების აღწერით ეკლესია მორწმუნეებს ამქვეყნიურ ბოროტებაზე ამაღლებისკენ, სულგრძელობისკენ, სიმშვიდისკენ, მოთმინებისკენ, ლოცვისა და სულიერი სიფხიზლისკენ მოუწოდებს და მაცხოვრის მიერ სახარების მთელ ქვეყენაზე გავრცელებისა და რჩეულთა გულისთვის განსაცდელთა შეწყვეტის აღთქმით ანუგეშებს (მთ. 24,14-22).

დიდი სამშაბათი

დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათი ქალწულისა და ტალანტების შესახებ და გრძელდება მათეს სახარების ორშაბათს დაწყებული საკითხავი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. ამით წმინდა ეკლესია კიდევ ერთხელ და საგანგებოდ მოუწოდებს მორწმუნეებს სულიერი სიფხიზლისკენ, ჩვენთვის ბოძებული ნიჭისა და ძალების მართებული გამოყენებიკენ, განსაკუთრებით კი - მოწყალებისკენ, რასაც უფალი პირადად მის წინაშე ჩადენილ ღვაწლად გვითვლის; როცა გვეუბნება: "რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მთ. 25,40).

დიდი ოთხშაბათი

ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა.

ოთხშაბათის ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს, როცა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და უხუცესებს იესო ქრისტეს მოტყუებით შეპყრობა და მოკვდინება ჰქონდათ გადაწყვეტილი, უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი ინახით მჯდომ მაცხოვარს უხვად დაასხა თავზე, რითაც როგორც თავად მაცხოვარმა ბრძანა, იგი დასაფლველად მოამზადა.

აქვე, დედაკაცის უანგარო საქციელის საპირისპიროდ, იესო ქრისტეს თორმეტთაგან ერთ-ერთი მოწაფის, იუდა ისკრიოტელის უმადურ სულში ჩაისახა ბოროტი აზრი, თავისი მასწავლებელი და უფალი იუდეველთა უკანონო საბჭოსთვის მიეცა. ამიტომ დიდი ოთხშაბათის საეკლესიო მსახურება განადიდებს იმ დედაკაცს, რომელმაც მაცხოვარს ნელსაცხებელი სცხო, იუდას ვერცხლისმოყვარებას და გამცემლობას კი კიცხავს და გმობს.

დიდ ოთხშაბათს წყდება დიდი მეტანიები, რომელთაც ეფრემ ასურის ლოცვის: "უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო..." - დროს ვასრულებთ. ამის შემდეგ, პარასკევამდე, ამ ლოცვას მხოლოდ მონაზვნები

ასრულებენ სენაკებში. ამგვარად, ეფრემ ასურის ლოცვა ყველიერის კვირის ოთხშაბათს იწყება და ვნების კვირის ოთხშაბათს სრულდება.

წაიკითხეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია