საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბელგიის პოლიციამ სპეცოპერაციის დროს ექვსი პირი დააკავა
ბელგიის პოლიციამ სპეცოპერაციის დროს ექვსი პირი დააკავა

ბელ­გი­ის პო­ლი­ცი­ამ სხარ­ბე­კის რა­ი­ონ­ში ექ­ვსი პირი და­ა­კა­ვა. "ბი­ბი­სის" ცნო­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი არ ასა­ხე­ლე­ბენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბას და არ აკონ­კრე­ტე­ბენ, აქვთ თუ არა და­კა­ვე­ბუ­ლებს რამ­დე­ნი­მე დღის წინ მომ­ხდარ ტე­რაქ­ტებ­თან კავ­ში­რი.

სპე­ცო­პე­რა­ცია გუ­შინ სა­ღა­მოს ჩა­ტარ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მათ ოპე­რა­ცი­ის დროს გა­ი­გო­ნეს აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა, თუმ­ცა, მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი არ იცი­ან.

პა­რა­ლე­ლუ­რად, საფ­რან­გე­თის პო­ლი­ცი­ამ პა­რიზ­ში ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა. და­ა­კა­ვეს ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თავ­დას­ხმის მცდე­ლო­ბა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი. რო­გორც საფ­რან­გე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ბერ­ნარ კაზ­ნი­ოვ­მა გა­ნა­ცხა­და, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი წარ­მო­შო­ბით ფრან­გია და იგი თავ­დას­ხმის მცდე­ლო­ბის დროს და­ა­კა­ვეს. თუმ­ცა, აქვს თუ არა კავ­ში­რი და­კა­ვე­ბულს ბრი­უ­სე­ლის ან პა­რი­ზის ტე­რაქ­ტებ­თან, უც­ნო­ბია.

გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში პა­რიზ­ში მომ­ხდარ ტე­რაქ­ტებს 130 ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბრი­უ­სელ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმებს კი ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 31 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ორი­ვე ტე­რაქ­ტის სე­რი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ე.წ. "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" აიღო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ბელგიის პოლიციამ სპეცოპერაციის დროს ექვსი პირი დააკავა

ბელგიის პოლიციამ სპეცოპერაციის დროს ექვსი პირი დააკავა

ბელგიის პოლიციამ სხარბეკის რაიონში ექვსი პირი დააკავა. "ბიბისის" ცნობით, სამართალდამცველები არ ასახელებენ დაკავებულების ვინაობას და არ აკონკრეტებენ, აქვთ თუ არა დაკავებულებს რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტერაქტებთან კავშირი.

სპეცოპერაცია გუშინ საღამოს ჩატარდა. ადგილობრივების თქმით, მათ ოპერაციის დროს გაიგონეს აფეთქებების ხმა, თუმცა, მისი გამომწვევი მიზეზები არ იციან.

პარალელურად, საფრანგეთის პოლიციამ პარიზში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარა. დააკავეს ერთი ადამიანი, რომელიც თავდასხმის მცდელობაშია ეჭვმიტანილი. როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კაზნიოვმა განაცხადა, ეჭვმიტანილი წარმოშობით ფრანგია და იგი თავდასხმის მცდელობის დროს დააკავეს. თუმცა, აქვს თუ არა კავშირი დაკავებულს ბრიუსელის ან პარიზის ტერაქტებთან, უცნობია.

გასული წლის ნოემბერში პარიზში მომხდარ ტერაქტებს 130 ადამიანი შეეწირა, რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში განხორციელებულ თავდასხმებს კი ბოლო მონაცემებით, 31 ადამიანი ემსხვერპლა. ორივე ტერაქტის სერიაზე პასუხისმგებლობა ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა