საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა რჩევებს აძლევს პლასტიკური ქირურგი გარუჯვის მოყვარულებს
რა რჩევებს აძლევს პლასტიკური ქირურგი გარუჯვის მოყვარულებს

თბი­ლი­სის ერთ-ერთ სო­ლა­რი­უმ­ში გა­სულ წელს უც­ნა­უ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და - 26 წლის გო­გო­ნამ სხე­უ­ლის დამ­წვრო­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი გა­რუ­ჯვის შე­დე­გად მი­ი­ღო. პა­ცი­ენ­ტი თერ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბი­სა და აღ­დგე­ნი­თი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის ცენ­ტრში მო­ა­თავ­სეს, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­და.

რო­გორც პლას­ტი­კურ­მა ქი­რურ­გმა გუგა ქა­ში­ბა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ხე­ლოვ­ნუ­რი გა­რუ­ჯვის შე­დე­გად პა­ცი­ენ­ტმა სხე­უ­ლის 80 პრო­ცენ­ტის დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო (I-II ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბა). იმის­თვის რომ, მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი თა­ვი­დან აი­ცი­ლონ, დამ­წვრო­ბის ცენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი გა­რუ­ჯვის მოყ­ვა­რულ ქარ­თვე­ლებს რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას აძ­ლევს.

"ჩემს პრაქ­ტი­კა­ში ად­რეც ყო­ფი­ლა ფაქ­ტე­ბი, რო­დე­საც ხე­ლოვ­ნუ­რი გა­რუ­ჯვის შე­დე­გად პა­ცი­ენ­ტებ­მა სხე­უ­ლის დამ­წვრო­ბა მი­ი­ღეს. ადა­მი­ა­ნებს მეტი ყუ­რა­დღე­ბა მარ­თებთ, სიფრ­თხი­ლე - ასი თვა­ლი და ასი ყური. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, უც­ნო­ბია, სო­ლა­რი­უმ­ში შეს­თა­ვა­ზეს გო­გო­ნას ის დრო, თუ თვი­თონ იჯი­უ­ტა. თუმ­ცა, ამ ტრავ­მის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბო­და და აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კი იყო.სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა მი­ი­ღო, ჩვენ­თან დღე­ნა­ხე­ვა­რი დაჰ­ყო და მერე რე­ა­ნი­მა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან გა­ე­წე­რა. მოკ­ლედ, გა­დარ­ჩა.

- აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სო­ლა­რი­უმ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი რა დო­ზით უნდა გა­ი­რუ­ჯონ?

- მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის მიერ ეს ყვე­ლა­ფე­რი ნე­ბა­დარ­თუ­ლია. არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა არ მაქვს, ვინ­მეს ავუკ­რძა­ლო, თუმ­ცა თვი­თონ სო­ლა­რი­უმ­ში არ წა­ვალ, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნებს გარ­კვე­ულ რე­კო­მენ­და­ცი­ას მივ­ცემ: წა­ვიდ­ნენ ნორ­მა­ლურ ცენ­ტრში, სა­დაც ასე­თი­ვე აპა­რა­ტუ­რა დგას, ამა­ზე ვე­რა­ვინ შე­მე­და­ვე­ბა. იქ უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბიც მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა იყოს და­ცუ­ლი.

ნამ­ზე­უ­რი, დღეს­დღე­ო­ბით, გვინ­და თუ არა, მო­და­შია, რაც წლე­ბის წინ პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ნამ­დვი­ლად არ იყო, გა­მოთ­ქმაც კი არ­სე­ბობ­და, - ცის­ფერ­სის­ხლი­ა­ნი, ამას იმა­ზე იტყოდ­ნენ, ვი­საც ისე­თი თეთ­რი ფე­რის კანი ჰქონ­და, რომ ვე­ნე­ბი ეტყო­ბო­და. ამის გამო ასე­თი "ცის­ფერ­სის­ხლი­ა­ნო­ბა" მო­და­ში იყო. მინ­დორ­ში მო­მუ­შა­ვე ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც მზე­ზე ყოფ­ნის­გან კანი გა­რუ­ჯუ­ლი ჰქონ­და, თავ­სა­ფარს იფა­რებ­და და სა­ხე­ზე ფე­რუ­მა­რილს ის­ვამ­და, რომ თა­ვა­დებს დამ­სგავ­სე­ბო­და.

ბოლო წლე­ბია, რო­გორც ვთქვი, რაც ეს ნამ­ზე­უ­რი მო­და­ში შე­მო­ვი­და, მეს­მის, რა­ტო­მაც ეტა­ნე­ბი­ან მას, რომ უფრო გამ­ხდრე­ბი გა­მოჩ­დნენ, კა­ნის გარ­კვე­უ­ლი დე­ფექ­ტე­ბი, სი­ლუ­ე­ტი და­ფა­რონ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მის ფარ­გლებ­შია და­საშ­ვე­ბი და მი­სა­ღე­ბი, ანუ ჯან­მრთე­ლი, ჯან­სა­ღი სპორ­ტუ­ლი ნამ­ზე­უ­რი და არა ისე­თი, რომ შე­ხე­დავ და გული შე­გი­წუხ­დე­ბა: ზო­გი­ერ­თი სო­ლა­რი­უ­მის შემ­დეგ გა­მომ­ჭკნარ-და­ჩა­მი­ჩე­ბუ­ლებს ჰგვს. მერე ყვე­ლა და­ჟი­ნე­ბით უყუ­რებს, მათ კი ამის ჰგო­ნი­ათ, იმი­ტომ უყუ­რე­ბენ, რომ კარ­გად და ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან.

- სი­ლა­მა­ზე ხომ მსხვერ­პლს მო­ი­თხოვს?..

- ფაქ­ტია, რომ ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­და­სა­წყვე­ტი სა­კი­თხია, მი­ი­ღონ თუ არა ნამ­ზე­უ­რი, მაგ­რამ როცა ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ზღვარ­ზე გა­დის, თან, ისე, რომ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ხვდე­ბი, აბა, რა გი­თხრათ?! ერთი ცოტა კუ­რი­ო­ზუ­ლი ფაქ­ტიც გა­მახ­სენ­და, რო­მელ­თა­ნაც ჩემს პრაქ­ტი­კა­ში შე­ხე­ბა მქონ­და: (სო­ლა­რი­უმ­ში პირ­ვე­ლი მის­ვლი­სას, მი­ნი­მა­ლუ­რი დრო აქვთ ვი­ზი­ტო­რებს, მე­ო­რე­ზე დროს უზ­რდი­ან, რად­გა­ნაც კანი რომ ირუ­ჯე­ბა, სხი­ვებს მე­ტად უძ­ლებს) ის პა­ცი­ენ­ტი პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე ვი­ზი­ტი­სას ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტრუ­სე­ბით იღებ­და ნამ­ზე­ურს, ბო­ლოს კი ტან­გით შე­ვი­და. ცხა­დია, დუნ­დუ­ლე­ბი თეთ­რი ჰქონ­და, რად­გა­ნაც სხი­ვე­ბი არ ჰქონ­და მა­ნამ­დე იქ მი­კა­რე­ბუ­ლი და ორი­ვე დუნ­დუ­ლის დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო...

- ზა­ფხუ­ლი მო­დის, - ლეღ­ვის ფოთ­ლის ნა­ხარ­შის­გან მი­ღე­ბულ დამ­წვრო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა მო­ლო­დი­ნე­ბი გაქვთ?

- წელს აღარ იქ­ნე­ბა. თუმ­ცა უკვე 7 წე­ლია, ასე­თი მო­ლო­დი­ნი მაქვს, მაგ­რამ ეს ფაქ­ტე­ბი არ ილე­ვა.ვერც ერთ ჩემს უცხო­ელ კო­ლე­გას ამ სა­კი­თხზე ვერ ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, ვე­რა­ფერს ვე­კი­თხე­ბი, არა­და, მსოფ­ლი­ოს 14 დამ­წვრო­ბის ცენ­ტრთან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. რა ვუ­პა­სუ­ხო, როცა მკი­თა­ვენ, - რა­ტომ იყე­ნე­ბენ ლეღ­ვის ფოთ­ლე­ბის ნა­ხარშს, ვის მო­უ­ვი­და თავ­ში აზ­რა­დო? არა­და, ფოთ­ლებს ემა­ლი­რე­ბულ ქვაბ­ში ხარ­შა­ვენ, რომ თვი­სე­ბე­ბი ბო­ლომ­დე კარ­გად ჰქონ­დეს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი.

მო­დით, მო­მა­ვა­ლი ზა­ფხუ­ლი, ლეღ­ვის ხი­ლად გა­მო­ყე­ნე­ბის სე­ზო­ნად გა­მო­ვა­ცხა­დოთ და მისი ნა­ხარ­ში სხე­ულ­ზე არ წა­ვის­ვათ!!!

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

რა რჩევებს აძლევს პლასტიკური ქირურგი გარუჯვის მოყვარულებს

რა რჩევებს აძლევს პლასტიკური ქირურგი გარუჯვის მოყვარულებს

თბილისის ერთ-ერთ სოლარიუმში გასულ წელს უცნაური შემთხვევა მოხდა - 26 წლის გოგონამ სხეულის დამწვრობა ხელოვნური გარუჯვის შედეგად მიიღო. პაციენტი თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრში მოათავსეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

როგორც პლასტიკურმა ქირურგმა გუგა ქაშიბაძემ აღნიშნა, ხელოვნური გარუჯვის შედეგად პაციენტმა სხეულის 80 პროცენტის დამწვრობა მიიღო (I-II ხარისხის დამწვრობა). იმისთვის რომ, მსგავსი შემთხვევები თავიდან აიცილონ, დამწვრობის ცენტის ხელმძღვანელი გარუჯვის მოყვარულ ქართველებს რამდენიმე რჩევას აძლევს.

"ჩემს პრაქტიკაში ადრეც ყოფილა ფაქტები, როდესაც ხელოვნური გარუჯვის შედეგად პაციენტებმა სხეულის დამწვრობა მიიღეს. ადამიანებს მეტი ყურადღება მართებთ, სიფრთხილე - ასი თვალი და ასი ყური. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უცნობია, სოლარიუმში შესთავაზეს გოგონას ის დრო, თუ თვითონ იჯიუტა. თუმცა, ამ ტრავმის თავიდან აცილება თავისუფლად შეიძლებოდა და აუცილებელიც კი იყო. სერიოზული ტრავმა მიიღო, ჩვენთან დღენახევარი დაჰყო და მერე რეანიმაციის განყოფილებიდან გაეწერა. მოკლედ, გადარჩა.

- აქედან გამომდინარე, სოლარიუმში ადამიანები რა დოზით უნდა გაირუჯონ?

- მსოფლიო ჯანდაცვის მიერ ეს ყველაფერი ნებადართულია. არანაირი უფლება არ მაქვს, ვინმეს ავუკრძალო, თუმცა თვითონ სოლარიუმში არ წავალ, მაგრამ ადამიანებს გარკვეულ რეკომენდაციას მივცემ: წავიდნენ ნორმალურ ცენტრში, სადაც ასეთივე აპარატურა დგას, ამაზე ვერავინ შემედავება. იქ უსაფრთხოების წესებიც მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.

ნამზეური, დღესდღეობით, გვინდა თუ არა, მოდაშია, რაც წლების წინ პრიორიტეტული ნამდვილად არ იყო, გამოთქმაც კი არსებობდა, - ცისფერსისხლიანი, ამას იმაზე იტყოდნენ, ვისაც ისეთი თეთრი ფერის კანი ჰქონდა, რომ ვენები ეტყობოდა. ამის გამო ასეთი "ცისფერსისხლიანობა" მოდაში იყო. მინდორში მომუშავე ქალბატონი, რომელსაც მზეზე ყოფნისგან კანი გარუჯული ჰქონდა, თავსაფარს იფარებდა და სახეზე ფერუმარილს ისვამდა, რომ თავადებს დამსგავსებოდა.

ბოლო წლებია, როგორც ვთქვი, რაც ეს ნამზეური მოდაში შემოვიდა, მესმის, რატომაც ეტანებიან მას, რომ უფრო გამხდრები გამოჩდნენ, კანის გარკვეული დეფექტები, სილუეტი დაფარონ, მაგრამ ყველაფერი ნორმის ფარგლებშია დასაშვები და მისაღები, ანუ ჯანმრთელი, ჯანსაღი სპორტული ნამზეური და არა ისეთი, რომ შეხედავ და გული შეგიწუხდება: ზოგიერთი სოლარიუმის შემდეგ გამომჭკნარ-დაჩამიჩებულებს ჰგვს. მერე ყველა დაჟინებით უყურებს, მათ კი ამის ჰგონიათ, იმიტომ უყურებენ, რომ კარგად და ლამაზად გამოიყურებიან.

- სილამაზე ხომ მსხვერპლს მოითხოვს?..

- ფაქტია, რომ ეს ინდივიდუალურად გადასაწყვეტი საკითხია, მიიღონ თუ არა ნამზეური, მაგრამ როცა ეს ყველაფერი ჯანმრთელობის ზღვარზე გადის, თან, ისე, რომ რეანიმაციაში ხვდები, აბა, რა გითხრათ?! ერთი ცოტა კურიოზული ფაქტიც გამახსენდა, რომელთანაც ჩემს პრაქტიკაში შეხება მქონდა: (სოლარიუმში პირველი მისვლისას, მინიმალური დრო აქვთ ვიზიტორებს, მეორეზე დროს უზრდიან, რადგანაც კანი რომ ირუჯება, სხივებს მეტად უძლებს) ის პაციენტი პირველი რამდენიმე ვიზიტისას ჩვეულებრივი ტრუსებით იღებდა ნამზეურს, ბოლოს კი ტანგით შევიდა. ცხადია, დუნდულები თეთრი ჰქონდა, რადგანაც სხივები არ ჰქონდა მანამდე იქ მიკარებული და ორივე დუნდულის დამწვრობა მიიღო...

- ზაფხული მოდის, - ლეღვის ფოთლის ნახარშისგან მიღებულ დამწვრობების მიმართულებით რა მოლოდინები გაქვთ?

- წელს აღარ იქნება. თუმცა უკვე 7 წელია, ასეთი მოლოდინი მაქვს, მაგრამ ეს ფაქტები არ ილევა. ვერც ერთ ჩემს უცხოელ კოლეგას ამ საკითხზე ვერ ველაპარაკები, ვერაფერს ვეკითხები, არადა, მსოფლიოს 14 დამწვრობის ცენტრთან მაქვს ურთიერთობა. რა ვუპასუხო, როცა მკითავენ, - რატომ იყენებენ ლეღვის ფოთლების ნახარშს, ვის მოუვიდა თავში აზრადო? არადა, ფოთლებს ემალირებულ ქვაბში ხარშავენ, რომ თვისებები ბოლომდე კარგად ჰქონდეს შენარჩუნებული.

მოდით, მომავალი ზაფხული, ლეღვის ხილად გამოყენების სეზონად გამოვაცხადოთ და მისი ნახარში სხეულზე არ წავისვათ!!!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია