სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"
"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

ამაზ­რზე­ნი და­ნა­შა­უ­ლი, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა, 22 თე­ბერ­ვალს, ზემო ფო­ნი­ჭა­ლა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, დი­ლის სა­ა­თებ­ში მოხ­და. მამ­ფო­რი­ე­ბის მე­ზობ­ლებ­მა გან­გა­ში მა­შინ­ვე ატე­ხეს, როცა ბი­ნა­ში კვამ­ლი შე­ნიშ­ნეს. ისი­ნი მე­ზობ­ლის კარ­ზე აბ­რა­ხუ­ნებ­დნენ, მაგ­რამ არც ტე­ლე­ფო­ნის ზარს პა­სუ­ხობ­და ვინ­მე და არც კარს აღებ­დნენ. სას­წრა­ფოდ სა­ხან­ძრო ბრი­გა­და გა­მო­ი­ძა­ხეს. ად­გილ­ზე მი­სულ მე­ხან­ძრე­ებს კი სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დახ­ვდათ: ახალ­გაზ­რდა ქალი, ნინო ომა­ნა­ძე მი­სა­ღებ ოთახ­ში ყელ­გა­მოჭ­რი­ლი ეგდო, ხოლო სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს მისი პა­ტა­რა გო­გო­ნა, რო­მე­ლიც დამ­ნა­შა­ვეს ცე­ცხლში და­ეწ­ვა. შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით გა­უხ­სნე­ლია. უც­ნო­ბია, ვინ და რა­ტომ და­ხო­ცა ასე სა­დის­ტუ­რად დედა-შვი­ლი. მომ­ხდა­რის სა­ვა­რა­უ­დო ვერ­სი­ებ­ზე სტა­ტი­ას 25 თე­ბერ­ვლის ნო­მერ­ში ჟურ­ნა­ლი "გზა" აქ­ვეყ­ნებს. ჟურ­ნა­ლის­ტმა თეა ხურ­ცი­ლა­ვამ ინ­ტერ­ვიუ ნინო ომა­ნა­ძის მე­უღ­ლე­თან, ოთარ მამ­ფო­რი­ას­თა­ნაც ჩა­წე­რა, გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს სტა­ტი­ი­დან:

ოთარ მამ­ფო­რია:

- დი­ლით სახ­ლში მძი­ნა­რე ცოლ-შვი­ლი დავ­ტო­ვე და წა­ვე­დი სამ­სა­ხურ­ში. უფ­რო­სი ვაჟი მე წა­ვიყ­ვა­ნე სკო­ლა­ში. სამ­სა­ხურ­ში და­მი­რე­კეს და იქ გა­ვი­გე, რაც მოხ­და. არ ვიცი, ვინ მოკ­ლა ჩემი ცოლ-შვი­ლი. ვერ­სია არ მაქვს. სახ­ლში ფული რომ ინა­ხე­ბო­და, ეს ბევ­რმა იცო­და. იცო­და

ჩემ­მა მა­მი­დაშ­ვილ­მა, მე­ზო­ბელ­მაც. თა­ვი­დან მე­გო­ნა, ყა­ჩა­ღო­ბის მიზ­ნით მოხ­და თავ­დას­ხმა, მაგ­რამ ფული არ არის წა­ღე­ბუ­ლი. რამ­დე­ნი­მე სა­ათს გაგ­რძელ­და ჩემი და­კი­თხვა. გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მე­კი­თხე­ბო­და, - მტე­რი ვინ გყავ­და­თო? არ გვყო­ლია მტე­რი. ჩემი და­კი­თხვით რომ ვე­რა­ფე­რი გა­ი­გეს, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, შენ და­ხო­ცე ისი­ნიო. გავ­გიჟ­დი, - ამას რო­გორ მე­უბ­ნე­ბით-მეთ­ქი? - ვე­რა­ფერს მაძ­ლევ ხელ­ჩა­სა­ჭიდს, მტე­რი ან ვინ­მე გიჟი ხომ არ გყავთ გა­რე­მოც­ვა­ში, მი­თხა­რი, ვის შე­ეძ­ლო ეს და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ე­დი­ნაო? არ მაქვს ამა­ზე პა­სუ­ხი და რა მეთ­ქვა? ამის მერე მი­თხრეს რამ­დენ­ჯერ­მე, - შენ მო­კა­ლიო, მაგ­რამ მერე მიხ­ვდნენ, რომ ეს ჩემი ჩა­დე­ნი­ლი არ არის. მი­ზე­ზი უც­ნო­ბია ჩემ­თვის, არ ვიცი, ვინ ჩა­ი­დი­ნა.

სტა­ტია იხი­ლეთ სრუ­ლად ჟურ­ნალ "გზის" 25 თე­ბერ­ვლის ნო­მერ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

ამაზრზენი დანაშაული, რომელმაც საზოგადოება შეძრა, 22 თებერვალს, ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, დილის საათებში მოხდა. მამფორიების მეზობლებმა განგაში მაშინვე ატეხეს, როცა ბინაში კვამლი შენიშნეს. ისინი მეზობლის კარზე აბრახუნებდნენ, მაგრამ არც ტელეფონის ზარს პასუხობდა ვინმე და არც კარს აღებდნენ. სასწრაფოდ სახანძრო ბრიგადა გამოიძახეს. ადგილზე მისულ მეხანძრეებს კი საშინელი სურათი დახვდათ: ახალგაზრდა ქალი, ნინო ომანაძე მისაღებ ოთახში ყელგამოჭრილი ეგდო, ხოლო საძინებელ ოთახში აღმოაჩინეს მისი პატარა გოგონა, რომელიც დამნაშავეს ცეცხლში დაეწვა. შემზარავი დანაშაული ჯერჯერობით გაუხსნელია. უცნობია, ვინ და რატომ დახოცა ასე სადისტურად დედა-შვილი. მომხდარის სავარაუდო ვერსიებზე სტატიას 25 თებერვლის ნომერში ჟურნალი "გზა" აქვეყნებს. ჟურნალისტმა თეა ხურცილავამ ინტერვიუ ნინო ომანაძის მეუღლეთან, ოთარ მამფორიასთანაც ჩაწერა, გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

ოთარ მამფორია:

- დილით სახლში მძინარე ცოლ-შვილი დავტოვე და წავედი სამსახურში. უფროსი ვაჟი მე წავიყვანე სკოლაში. სამსახურში დამირეკეს და იქ გავიგე, რაც მოხდა. არ ვიცი, ვინ მოკლა ჩემი ცოლ-შვილი. ვერსია არ მაქვს. სახლში ფული რომ ინახებოდა, ეს ბევრმა იცოდა. იცოდა

ჩემმა მამიდაშვილმა, მეზობელმაც. თავიდან მეგონა, ყაჩაღობის მიზნით მოხდა თავდასხმა, მაგრამ ფული არ არის წაღებული. რამდენიმე საათს გაგრძელდა ჩემი დაკითხვა. გამომძიებელი მეკითხებოდა, - მტერი ვინ გყავდათო? არ გვყოლია მტერი. ჩემი დაკითხვით რომ ვერაფერი გაიგეს, მეუბნებოდნენ, შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით-მეთქი? - ვერაფერს მაძლევ ხელჩასაჭიდს, მტერი ან ვინმე გიჟი ხომ არ გყავთ გარემოცვაში, მითხარი, ვის შეეძლო ეს დანაშაული ჩაედინაო? არ მაქვს ამაზე პასუხი და რა მეთქვა? ამის მერე მითხრეს რამდენჯერმე, - შენ მოკალიო, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ ეს ჩემი ჩადენილი არ არის. მიზეზი უცნობია ჩემთვის, არ ვიცი, ვინ ჩაიდინა.

სტატია იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 25 თებერვლის ნომერში

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?

"ასავალ-დასავალის" კრიტიკული წერილი "კომედი შოუს" მოშიმშილე ირმა ინაშვილის პაროდიის გამო