სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც საუკეთესოდ ეწყობიან სექსში
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც საუკეთესოდ ეწყობიან სექსში

ნე­ბის­მი­ე­რი ას­ტრო­ლო­გი გე­ტყვით, რომ კონ­კრე­ტუ­ლი წყვი­ლის ინ­ტი­მურ თავ­სე­ბა­დო­ბა­ზე მარ­ტო­ო­დენ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით ვერ ვიმ­სჯე­ლებთ. შე­სა­ბა­მი­სად, მხო­ლოდ და მხო­ლოდ ორი ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი რუ­კე­ბის დე­ტა­ლუ­რი გან­ხილ­ვით შე­იძ­ლე­ბა "დი­აგ­ნო­ზის" დას­მა ამ მხრივ. ამი­ტომ ნურც ქვე­მოთ მოყ­ვა­ნილ სტა­ტი­ას მი­ი­ღებთ კა­ნო­ნად. ეს მარ­ტო­ო­დენ ზო­გა­დი ვა­რა­უ­დე­ბია. თქვენ კი უბ­რა­ლოდ გა­და­ხე­დეთ და გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ას­ტრო­ლოგ­თა მო­საზ­რე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ თუ ზო­დი­ა­ქოს რო­მე­ლი ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ეწყო­ბი­ან ერ­თმა­ნეთს სა­უ­კე­თე­სოდ სექსში:

ვერ­ძი – მო­რი­ე­ლი

ვერ­ძი მარ­სით მარ­თუ­ლი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია, ისე­ვე რო­გორც მო­რი­ე­ლი (მის­თვის მარ­სი თა­ნამ­მარ­თველ პლა­ნე­ტად ით­ვლე­ბა). ამი­ტომ ამ ორს ხა­სი­ათ­სა და ტემ­პე­რა­მენ­ტში ბევ­რი სა­ერ­თო აქვს. ორი­ვე მათ­გა­ნი აგ­რე­სი­უ­ლი, ძლი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი პარტნი­ო­რის­კენ მი­ილ­ტვის. მო­რი­ე­ლი ად­ვი­ლად იხიბ­ლე­ბა ვერ­ძის ცე­ცხლო­ვა­ნი ტემ­პე­რა­მენ­ტით და გა­მოკ­ვე­თი­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბით. ვერძს კი თა­ვის მხრივ მო­რი­ე­ლის სი­ხის­ტე და იდუ­მა­ლე­ბა ახ­ვევს თავ­ბრუს. ერ­თიც და მე­ო­რეც გა­მო­ირ­ჩე­ვა დიდი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბით და ენერ­გი­ის მა­რა­გით, რა­საც თან ერ­თვის სექსში სხვა­დას­ხვა სა­ხის ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, რაც ვერძს და მო­რი­ელს ერ­თმა­ნე­თის­თვის შე­უც­ვლელ პარტნი­ო­რე­ბად აქ­ცევს ამ კუ­თხით.

კურო – სას­წო­რი

კუ­როს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, სექ­სუ­ა­ლურ მა­დას ნამ­დვი­ლად არ უჩი­ვი­ან. თუმ­ცა, კურო სექ­სუ­ა­ლუ­რი კუ­თხით მხო­ლოდ კომ­ფორ­ტულ და სტა­ბი­ლურ პარტნი­ორ­თან იხ­სნე­ბა ბო­ლომ­დე. სას­წო­რი მის­თვის იდე­ა­ლუ­რი წყვი­ლია იმ მხრივ, რომ ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დიპ­ლო­მა­ტი­ის გრძნო­ბი­თა და კომ­პრო­მი­სის ხე­ლოვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. სას­წო­რის რბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე ბუ­ნე­ბა ად­ვი­ლად ხსნის კუ­როს გუ­ლის­კენ მი­მა­ვალ ცხრაკ­ლი­ტულ კარს, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში სა­უ­კე­თე­სო სექ­სუ­ა­ლუ­რი თავ­სე­ბა­დო­ბის სა­წინ­და­რი ხდე­ბა.

გარ­და ამი­სა, სას­წო­რიც და კუ­როც პლა­ნე­ტა ვე­ნე­რას გავ­ლე­ნის ქვეშ მყოფ ნი­შა­ნებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან. რის ხარ­ჯზეც ორი­ვე მათ­გა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს პარტნი­ო­რის ვი­ზუ­ა­ლურ-ჰი­გი­ე­ნურ მო­ნა­ცე­მებს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ორს ერ­თმა­ნეთ­თან ეს ფაქ­ტო­რიც და­ა­კავ­ში­რებს. კურო ყო­ველ­თვის აღ­ფრთო­ვან­დე­ბა სას­წო­რის სი­ლა­მა­ზით, სას­წო­რი კი თა­ვის მხრივ მის­ცემს კუ­როს იმ ემო­ცი­ურ სით­ბოს, რაც ამ უკა­ნას­კნე­ლის სექ­სუ­ა­ლუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის ბო­ლომ­დე გა­მო­სავ­ლე­ნა­დაა სა­ჭი­რო.

ლომი – ტყუ­პი

ტყუ­პი უზო­მოდ მომ­ხიბ­ვლე­ლი, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი და მოქ­ნი­ლი ხალ­ხის ზო­დი­ა­ქოა. ტყუ­პი მუდ­მი­ვად ცვა­ლე­ბა­დია, რო­გორც ში­ნა­გა­ნად, ისე ვი­ზუ­ა­ლუ­რად. ამი­ტომ ლომი ად­ვი­ლად იხიბ­ლე­ბა მისი ბავ­შვუ­რო­ბით და კრე­ა­ტი­უ­ლი ჭკუ­ით. ამას­თან, ლო­მის თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას ერთი ორად ამაღ­ლებს, ტყუ­პის მხრი­დან აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი კომ­პლი­მენ­ტე­ბის ზღვა, რო­მელ­საც ეს უკა­ნას­კნე­ლი პარტნი­ო­რის მი­მართ უხ­ვად არი­გებს. გარ­და ამი­სა, ბუ­ნე­ბით ექ­სპე­რი­მენ­ტა­ტო­რი ტყუ­პი იმა­საც კარ­გად შეს­ძლებს, რომ ლომს სი­ა­მოვ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტი­თა და სი­ურპრი­ზი­თაც მი­ა­ნი­ჭოს. რა­საც იგი გუ­ლუხ­ვი სა­ჩუქ­რე­ბით, ზრუნ­ვი­თა და დიდი სით­ბო­თი უპა­სუ­ხებს წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც საუკეთესოდ ეწყობიან სექსში

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც საუკეთესოდ ეწყობიან სექსში

ნებისმიერი ასტროლოგი გეტყვით, რომ კონკრეტული წყვილის ინტიმურ თავსებადობაზე მარტოოდენ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ვერ ვიმსჯელებთ. შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ ორი ადამიანის პირადი რუკების დეტალური განხილვით შეიძლება "დიაგნოზის" დასმა ამ მხრივ. ამიტომ ნურც ქვემოთ მოყვანილ სტატიას მიიღებთ კანონად. ეს მარტოოდენ ზოგადი ვარაუდებია. თქვენ კი უბრალოდ გადახედეთ და გაითვალისწინეთ ასტროლოგთა მოსაზრებები იმის შესახებ თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები ეწყობიან ერთმანეთს საუკეთესოდ სექსში:

ვერძი – მორიელი

ვერძი მარსით მართული ზოდიაქოს ნიშანია, ისევე როგორც მორიელი (მისთვის მარსი თანამმართველ პლანეტად ითვლება). ამიტომ ამ ორს ხასიათსა და ტემპერამენტში ბევრი საერთო აქვს. ორივე მათგანი აგრესიული, ძლიერი და ფიზიკურად აქტიური პარტნიორისკენ მიილტვის. მორიელი ადვილად იხიბლება ვერძის ცეცხლოვანი ტემპერამენტით და გამოკვეთილი სექსუალურობით. ვერძს კი თავის მხრივ მორიელის სიხისტე და იდუმალება ახვევს თავბრუს. ერთიც და მეორეც გამოირჩევა დიდი ფიზიკური აქტივობით და ენერგიის მარაგით, რასაც თან ერთვის სექსში სხვადასხვა სახის ექსპერიმენტების სიყვარული, რაც ვერძს და მორიელს ერთმანეთისთვის შეუცვლელ პარტნიორებად აქცევს ამ კუთხით.

კურო – სასწორი

კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები, სექსუალურ მადას ნამდვილად არ უჩივიან. თუმცა, კურო სექსუალური კუთხით მხოლოდ კომფორტულ და სტაბილურ პარტნიორთან იხსნება ბოლომდე. სასწორი მისთვის იდეალური წყვილია იმ მხრივ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები დიპლომატიის გრძნობითა და კომპრომისის ხელოვნებით გამოირჩევიან. სასწორის რბილი, მოსიყვარულე ბუნება ადვილად ხსნის კუროს გულისკენ მიმავალ ცხრაკლიტულ კარს, რაც საბოლოო ჯამში საუკეთესო სექსუალური თავსებადობის საწინდარი ხდება.

გარდა ამისა, სასწორიც და კუროც პლანეტა ვენერას გავლენის ქვეშ მყოფ ნიშანებს განეკუთვნებიან. რის ხარჯზეც ორივე მათგანი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პარტნიორის ვიზუალურ-ჰიგიენურ მონაცემებს. შესაბამისად, ამ ორს ერთმანეთთან ეს ფაქტორიც დააკავშირებს. კურო ყოველთვის აღფრთოვანდება სასწორის სილამაზით, სასწორი კი თავის მხრივ მისცემს კუროს იმ ემოციურ სითბოს, რაც ამ უკანასკნელის სექსუალური პოტენციალის ბოლომდე გამოსავლენადაა საჭირო.

ლომი – ტყუპი

ტყუპი უზომოდ მომხიბვლელი, ქარიზმატული და მოქნილი ხალხის ზოდიაქოა. ტყუპი მუდმივად ცვალებადია, როგორც შინაგანად, ისე ვიზუალურად. ამიტომ ლომი ადვილად იხიბლება მისი ბავშვურობით და კრეატიული ჭკუით. ამასთან, ლომის თავმოყვარეობას ერთი ორად ამაღლებს, ტყუპის მხრიდან აღფრთოვანებული კომპლიმენტების ზღვა, რომელსაც ეს უკანასკნელი პარტნიორის მიმართ უხვად არიგებს. გარდა ამისა, ბუნებით ექსპერიმენტატორი ტყუპი იმასაც კარგად შესძლებს, რომ ლომს სიამოვნება სხვადასხვა სექსუალური ექსპერიმენტითა და სიურპრიზითაც მიანიჭოს. რასაც იგი გულუხვი საჩუქრებით, ზრუნვითა და დიდი სითბოთი უპასუხებს წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს