სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უჯდება სახელმწიფოს ყოფილი თანამდებობის პირების შენახვა
რა უჯდება სახელმწიფოს ყოფილი თანამდებობის პირების შენახვა

სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ხში­რად ის­მის კრი­ტი­კა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­სა­ხებ. მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­შიც ხში­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლა ინ­ფორ­მა­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­მელ მი­ნისტრს ან პარ­ლა­მენ­ტარს რამ­დე­ნი აქვთ ანა­ზღა­უ­რე­ბა, და­ნა­მა­ტი და ა.შ.

AMBEBI.GE იმის გარ­კვე­ვას შე­ე­ცა­და, თუ რა უჯ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს უკვე ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა შე­ნახ­ვა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბი­სა და პრე­ზი­დენ­ტე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დით.

რო­გორც იუ­რის­ტმა ლე­ვან ალა­ფიშ­ვილ­მა გვი­თხრა, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბი არ იღე­ბენ ფუ­ლად დახ­მა­რე­ბას, მათ მხო­ლოდ პი­რა­დი დაც­ვა უნარ­ჩუნ­დე­ბათ, ხოლო პრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხი იმ შემ­თხვე­ვა­ში იღებს დახ­მა­რე­ბას, თუ ეს უკა­ნას­კნე­ლი გარ­დაც­ვლი­ლია ან ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვს და ოჯა­ხის რჩე­ნა არ შე­უძ­ლია.

"ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, თუ ის არის ცო­ცხა­ლი, ჯან­მრთე­ლი და შე­უძ­ლია მუ­შა­ო­ბა, არა­ნა­ირ დახ­მა­რე­ბას არ იღებს სა­ხელ­მწი­ფოს­გან, მაგ­რამ თუ არის გარ­დაც­ვლი­ლი ან ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს ცუდი, მისი ოჯა­ხი სა­ხელ­მწი­ფოს­გან იღებს დახ­მა­რე­ბას", - ამ­ბობს ლე­ვან ალა­ფიშ­ვი­ლი.

"სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­თა სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვი­სა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის შე­სა­ხებ" მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსაც და პრე­ზი­დენ­ტსაც თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ პი­რა­დი დაც­ვა უნარ­ჩუნ­დე­ბათ სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე. დაც­ვით უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი არი­ან მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­თა ანა­ზღა­უ­რე­ბას, ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი­სი­სა და უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბა 2500 ლა­რია, ცვლის უფ­რო­სი იღებს 2000 ლარს, დაც­ვის უფ­რო­სი ოფი­ცე­რის ანა­ზღა­უ­რე­ბა 1800 ლა­რია, ხოლო დაც­ვის ოფი­ცე­რის 1600 ლარი. პრე­ზი­დენ­ტის პი­რა­დი დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის ანა­ზღა­უ­რე­ბა 2400 ლარს შე­ად­გენს, დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლი­სა კი 2100 ლარს. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დაც­ვის უფ­რო­სი ოფიც­რის ანა­ზღა­უ­რე­ბა 1500 ლა­რია, ხოლო დაც­ვის ოფიც­რის 1300 ლარი.

რაც შე­ე­ხე­ბა ყო­ფილ პარ­ლა­მენ­ტა­რებს, რო­გორც პარ­ლა­მენ­ტში გვი­თხრეს, ყო­ფილ დე­პუ­ტა­ტებს ენიშ­ნე­ბათ სა­ხელ­მწი­ფო კომ­პენ­სა­ცია, ანუ ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი პენ­სია და აკა­დე­მი­უ­რი სტი­პენ­დია.

"პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს ენიშ­ნე­ბა კომ­პენ­სა­ცია, ანუ ის, რა­საც ჩვენ პენ­სი­ას ვე­ძა­ხით. ეს ენიშ­ნე­ბათ ჩვე­უ­ლებ­რივ 65 წლის, ანუ სა­პენ­სიო ასაკ­ში. სა­პენ­სიო თან­ხა შე­ად­გენს არა­უ­მე­ტეს 560 ლარს. გარ­და ამი­სა, არის მე­ო­რე შემ­თხვე­ვა, როცა ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი იყო პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი და აქვს 25-წლი­ა­ნი სტა­ჟი, როცა ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბია, აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის ის ადა­მი­ა­ნი იყოს 65 წლის, შე­იძ­ლე­ბა იყოს უფრო ახალ­გაზ­რდაც. ამ შემ­თხვე­ვა­შიც იგი­ვე თან­ხა ინიშ­ნე­ბა, ანუ 560 ლარი, ამ ოდე­ნო­ბა­ზე მა­ღა­ლი არ ენიშ­ნე­ბათ არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში", - გა­ნა­ცხა­დეს პარ­ლა­მენ­ტის პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რა უჯდება სახელმწიფოს ყოფილი თანამდებობის პირების შენახვა

რა უჯდება სახელმწიფოს ყოფილი თანამდებობის პირების შენახვა

საზოგადოების მხრიდან ხშირად ისმის კრიტიკა მაღალი თანამდებობის პირთა ანაზღაურების შესახებ. მედიასაშუალებებშიც ხშირად გავრცელებულა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ მინისტრს ან პარლამენტარს რამდენი აქვთ ანაზღაურება, დანამატი და ა.შ.

AMBEBI.GE იმის გარკვევას შეეცადა, თუ რა უჯდება სახელმწიფოს უკვე ყოფილი თანამდებობის პირთა შენახვა. ამ შემთხვევაში ყოფილი პარლამენტარების, პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტების ანაზღაურებით დავინტერესდით.

როგორც იურისტმა ლევან ალაფიშვილმა გვითხრა, ყოფილი პრეზიდენტები არ იღებენ ფულად დახმარებას, მათ მხოლოდ პირადი დაცვა უნარჩუნდებათ, ხოლო პრეზიდენტის ოჯახი იმ შემთხვევაში იღებს დახმარებას, თუ ეს უკანასკნელი გარდაცვლილია ან ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ოჯახის რჩენა არ შეუძლია.

"ყოფილი პრეზიდენტი, თუ ის არის ცოცხალი, ჯანმრთელი და შეუძლია მუშაობა, არანაირ დახმარებას არ იღებს სახელმწიფოსგან, მაგრამ თუ არის გარდაცვლილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს ცუდი, მისი ოჯახი სახელმწიფოსგან იღებს დახმარებას", - ამბობს ლევან ალაფიშვილი.

"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" მთავრობის დადგენილების თანახმად, პრემიერ-მინისტრსაც და პრეზიდენტსაც თანამდებობის დატოვების შემდეგ პირადი დაცვა უნარჩუნდებათ სიცოცხლის ბოლომდე. დაცვით უზრუნველყოფილნი არიან მათი ოჯახის წევრებიც.

რაც შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ანაზღაურებას, ზემოთაღნიშნული დადგენილების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსისისა და უფროსის მოადგილის ანაზღაურება 2500 ლარია, ცვლის უფროსი იღებს 2000 ლარს, დაცვის უფროსი ოფიცერის ანაზღაურება 1800 ლარია, ხოლო დაცვის ოფიცერის 1600 ლარი. პრეზიდენტის პირადი დაცვის დეპარტამენტის უფროსის ანაზღაურება 2400 ლარს შეადგენს, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა კი 2100 ლარს. პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსი ოფიცრის ანაზღაურება 1500 ლარია, ხოლო დაცვის ოფიცრის 1300 ლარი.

რაც შეეხება ყოფილ პარლამენტარებს, როგორც პარლამენტში გვითხრეს, ყოფილ დეპუტატებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია, ანუ ყველასათვის ცნობილი პენსია და აკადემიური სტიპენდია.

"პარლამენტის წევრს ენიშნება კომპენსაცია, ანუ ის, რასაც ჩვენ პენსიას ვეძახით. ეს ენიშნებათ ჩვეულებრივ 65 წლის, ანუ საპენსიო ასაკში. საპენსიო თანხა შეადგენს არაუმეტეს 560 ლარს. გარდა ამისა, არის მეორე შემთხვევა, როცა ყოფილი დეპუტატი იყო პარლამენტის წევრი და აქვს 25-წლიანი სტაჟი, როცა ასეთი შემთხვევებია, აუცილებელი არ არის ის ადამიანი იყოს 65 წლის, შეიძლება იყოს უფრო ახალგაზრდაც. ამ შემთხვევაშიც იგივე თანხა ინიშნება, ანუ 560 ლარი, ამ ოდენობაზე მაღალი არ ენიშნებათ არცერთ შემთხვევაში", - განაცხადეს პარლამენტის პრესსამსახურში.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

LIVE: "პალიტრანიუსის" სპეციალური გამოშვება - გიორგი შაქარაშვილის საქმე

ოქრიაშვილის მხარდაჭერის გამო დმანისის მერი "ქართული ოცნების" რიგებიდან გარიცხეს

"აშანტაჟებენ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და მისთვის 5 მლნ დოლარის გამოძალვას ცდილობდნენ" - ენზელ მკოიანის ადვოკატი