პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძე - "გაზპრომი" საქართველოს ულტიმატუმს უყენებს
კახა კალაძე - "გაზპრომი" საქართველოს ულტიმატუმს უყენებს

ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრ კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, "გა­ზპ­რო­მი" სა­ქარ­თვე­ლოს ულ­ტი­მა­ტუმს უყე­ნებს. რო­გორც კა­ლა­ძემ გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვან­ში" გა­ნა­ცხა­და, ქარ­თულ­მა მხა­რემ კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და­ა­ფიქ­სი­რა "გა­ზპ­რო­მის" მო­თხოვ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ტა­რე­ბუ­ლი აი­რის სა­ფა­სუ­რი არა ნედ­ლე­უ­ლის სა­ხით, არა­მედ თან­ხით გა­და­უ­ხა­დოს, თუმ­ცა კომ­პა­ნი­ამ ღიად მი­უ­თი­თა, რომ წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში სომ­ხე­თის გაზ­მო­მა­რა­გე­ბას ირა­ნის მეშ­ვე­ო­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს.

"თა­ვად "გა­ზპ­რო­მის" მხრი­დან იქნა და­ყე­ნე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა, რომ გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით ფი­ნან­სურ ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე - თქვენ იცით, რომ გა­ტა­რე­ბუ­ლი მო­ცუ­ლო­ბის 10 პრო­ცენ­ტი დღეს რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რა­საც ვი­ღებთ ნედ­ლე­უ­ლის სა­ხით. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ­თვის სი­ახ­ლე იყო. რო­დე­საც ეს მო­თხოვ­ნა გა­კეთ­და, ჩვე­ნი მხრი­დან იქნა კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა შეხ­ვედ­რა­ზე ასე­ვე პირ­და­პირ იქნა გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი, რომ მათ რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, სომ­ხეთს გაზი ირა­ნის მეშ­ვე­ო­ბით მი­ა­წო­დოს - შე­იძ­ლე­ბა პირ­ველ წელს მთლი­ა­ნი მო­ცუ­ლო­ბის მი­წო­დე­ბა გა­უ­ჭირ­დეს, თუმ­ცა მო­მა­ვა­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "გა­ზპ­რომს" ამის ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­აჩ­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ვა­კე­თეთ ანა­ლი­ზი, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია გან­ხორ­ცი­ელ­დეს მათი მხრი­დან წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ულ­ტი­მა­ტუ­მი და მი­ვი­ღეთ შემ­დე­გი შე­დე­გი: დღეს "გა­ზპ­რომს" შე­უძ­ლია 1 მი­ლი­არ­დი კუ­ბუ­რი მეტ­რის მო­ცუ­ლო­ბის აირი მი­ა­წო­დოს სომ­ხეთს ირა­ნი­დან, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დეგ, მას აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა სომ­ხე­თის ბა­ზა­რი სრუ­ლი­ად და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს. ეს სა­შიშ­რო­ე­ბა და საფრ­თხე, რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს და ჩვენ­თვის ენერ­გე­ტი­კუ­ლად მისი შე­დე­გი ძა­ლი­ან მძი­მე იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

"გა­ზპ­რომ­თან" მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დე­გი რა­უნ­დი დღეს ავ­სტრი­ა­ში გა­ი­მარ­თე­ბა. მი­ნის­ტრის თქმით, მო­ლა­პა­რა­კე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბას დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბა.

"მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რა ავ­სტრი­ის დე­და­ქა­ლაქ ვე­ნა­ში გა­ი­მარ­თე­ბა. შეხ­ვედ­რა­ში მე მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვეც­დე­ბით, ჩა­მო­ვი­ტა­ნოთ ის შე­დე­გი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და ჩვე­ნი დარ­გის­თვის იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. შეხ­ვედ­რა­ზე არ იქ­ნე­ბა ბა­ტო­ნი მი­ლე­რი და რო­გორც ვიცი იქ­ნე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ბურ­მის­ტრო­ვა. შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­გაც­ნობთ დე­ტა­ლებს, თუ რა თე­მა­ზე იყო და რო­გორ დას­რულ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბა", - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ბუ­ნებ­რივ აირ­ზე ფა­სის ზრდა გა­მო­რი­ცხუ­ლია.

"დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ზის ფა­სის ზრდა არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი. თქვენ იცით ტენ­დენ­ცია რო­გო­რია, რო­გორ ეცე­მა ნავ­თო­ბის ფასი და გარ­კვე­უ­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ფა­სიც მის­დევს ვარ­დნას ნავ­თო­ბი­სა და ამ ეტაპ­ზე მე გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ფასი გა­ი­ზარ­დოს", - გან­მარ­ტა მი­ნის­ტრმა.

კახა კალაძე - "გაზპრომი" საქართველოს ულტიმატუმს უყენებს

კახა კალაძე - "გაზპრომი" საქართველოს ულტიმატუმს უყენებს

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, "გაზპრომი" საქართველოს ულტიმატუმს უყენებს. როგორც კალაძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, ქართულმა მხარემ კატეგორიული წინააღმდეგობა დააფიქსირა "გაზპრომის" მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გატარებული აირის საფასური არა ნედლეულის სახით, არამედ თანხით გადაუხადოს, თუმცა კომპანიამ ღიად მიუთითა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სომხეთის გაზმომარაგებას ირანის მეშვეობით უზრუნველყოფს.

"თავად "გაზპრომის" მხრიდან იქნა დაყენებული წინადადება, რომ გადავსულიყავით ფინანსურ ანაზღაურებაზე - თქვენ იცით, რომ გატარებული მოცულობის 10 პროცენტი დღეს რჩება საქართველოში, რასაც ვიღებთ ნედლეულის სახით. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის სიახლე იყო. როდესაც ეს მოთხოვნა გაკეთდა, ჩვენი მხრიდან იქნა კატეგორიული წინააღმდეგობა დაფიქსირებული, თუმცა შეხვედრაზე ასევე პირდაპირ იქნა გაჟღერებული, რომ მათ რეალური შესაძლებლობა აქვთ, სომხეთს გაზი ირანის მეშვეობით მიაწოდოს - შეიძლება პირველ წელს მთლიანი მოცულობის მიწოდება გაუჭირდეს, თუმცა მომავალი წლების განმავლობაში "გაზპრომს" ამის ტექნიკური შესაძლებლობა გააჩნია. შესაბამისად, ჩვენ სამინისტროში გავაკეთეთ ანალიზი, რამდენად შესაძლებელია განხორციელდეს მათი მხრიდან წამოყენებული ულტიმატუმი და მივიღეთ შემდეგი შედეგი: დღეს "გაზპრომს" შეუძლია 1 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის აირი მიაწოდოს სომხეთს ირანიდან, თუმცა გარკვეული ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, მას აქვთ შესაძლებლობა სომხეთის ბაზარი სრულიად დააკმაყოფილოს. ეს საშიშროება და საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს და ჩვენთვის ენერგეტიკულად მისი შედეგი ძალიან მძიმე იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.

"გაზპრომთან" მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი დღეს ავსტრიაში გაიმართება. მინისტრის თქმით, მოლაპარაკების დასრულების შემდეგ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.

"მომდევნო შეხვედრა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართება. შეხვედრაში მე მივიღებ მონაწილეობას და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ჩამოვიტანოთ ის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი დარგისთვის იქნება მისაღები და მნიშვნელოვანი. შეხვედრაზე არ იქნება ბატონი მილერი და როგორც ვიცი იქნება ქალბატონი ბურმისტროვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაგაცნობთ დეტალებს, თუ რა თემაზე იყო და როგორ დასრულდა მოლაპარაკება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში ბუნებრივ აირზე ფასის ზრდა გამორიცხულია.

"დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე გაზის ფასის ზრდა არ არის მოსალოდნელი. თქვენ იცით ტენდენცია როგორია, როგორ ეცემა ნავთობის ფასი და გარკვეული თვეების განმავლობაში ბუნებრივი აირის ფასიც მისდევს ვარდნას ნავთობისა და ამ ეტაპზე მე გამოვრიცხავ, რომ ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდოს", - განმარტა მინისტრმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."