საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოგების გადასახადის ესტონური მოდელის მთავარი საიდუმლო
მოგების გადასახადის ესტონური მოდელის მთავარი საიდუმლო

მო­გე­ბის გა­და­სა­ხა­დის ეს­ტო­ნუ­რი მო­დე­ლის შე­მო­ღე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში მსჯე­ლო­ბა შარ­შან და­ი­წყეს. ამ სა­კი­თხზე ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფიც მუ­შა­ობ­და, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მთავ­რო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ მო­დელს და­ნერ­გავს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­დე­ლის სამ­შობ­ლო ეს­ტო­ნე­თია, თუმ­ცა სა­ხეც­ვლი­ლი ფორ­მით ის სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­შიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ეს­ტო­ნე­თი ამ მო­დელ­ზე 15 წლის წინ გა­და­ვი­და და საკ­მა­ოდ კარ­გი შე­დე­გი მი­ი­ღო. ეკო­ნო­მის­ტე­ბის აზ­რით, ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის­თვის კარ­გი იქ­ნე­ბო­და სწო­რედ ეს­ტო­ნუ­რი მო­დე­ლის გად­მო­ღე­ბა, რად­გან ეს ქვე­ყა­ნა და­ახ­ლო­ე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ზო­მი­საა და ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბაც ბევ­რი რა­მით ჰგავს ერ­თმა­ნეთს. ეს­ტო­ნუ­რი მო­დე­ლის სის­წო­რე იმა­შიც გა­მოვ­ლინ­და, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სე­ბის მი­მართ ეს პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა სხვებ­ზე უფრო მდგრა­დი აღ­მოჩ­ნდა. საქ­მე ის არის, რომ ეს­ტო­ნუ­რი მო­დე­ლის მოქ­მე­დე­ბი­სას, კომ­პა­ნი­ამ წი­ნას­წარ იცის, რომ მისი მო­გე­ბა არ და­ი­ბეგ­რე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ბიზ­ნესს გა­ფარ­თო­ე­ბის და გან­ვი­თა­რე­ბის მეტი სტი­მუ­ლი ეძ­ლე­ვა, ეს კი, თა­ვის­თა­ვად იწ­ვევს ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას, უფრო მეტი ადა­მი­ა­ნის და­საქ­მე­ბას, უმუ­შევ­რო­ბის პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვას...

გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდელ­თა კავ­ში­რის დი­რექ­ტო­რი გიგ­ლა მი­ქა­უ­ტა­ძე ამ­ბობს, რომ მათი ორ­გა­ნი­ზა­ცია ამ მო­დელს თა­ვი­დან­ვე ლო­ბი­რებ­და.

გიგ­ლა მი­ქა­უ­ტა­ძე: "ჩვენ ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დით, რომ ეს კარ­გი სტი­მუ­ლი იქ­ნე­ბო­და ეკო­ნო­მი­კის­თვის. ამ მო­დე­ლის და­ნერგვით შემ­ცირ­დე­ბა სა­გა­და­სა­ხა­დო წნე­ხი კერ­ძო სექ­ტორ­ზე და გარ­კვე­უ­ლი თან­ხა, და­ახ­ლო­ე­ბით 400-500 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე, კერ­ძო სექ­ტორ­ში დარ­ჩე­ბა, რაც შიდა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ერ­თგვა­რი წა­ხა­ლი­სე­ბა იქ­ნე­ბა. ამი­ტომ, ეს­ტო­ნუ­რი მო­დე­ლი პირ­ველ რიგ­ში ეკო­ნო­მი­კის წა­ხა­ლი­სე­ბის­თვის არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. მე­ო­რე - ის გა­ა­მარ­ტი­ვებს სა­გა­და­სა­ხა­დო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას. გან­სხვა­ვე­ბა დღეს არ­სე­ბულ მო­დელ­სა და ეს­ტო­ნურ მო­დელს შო­რის ის არის, რომ კომ­პა­ნია და­ი­ბეგ­რე­ბა მა­შინ, რო­დე­საც მისი მო­გე­ბა კომ­პა­ნი­ი­დან გავა, თუ ეს მო­გე­ბა კომ­პა­ნი­ა­ში დარ­ჩე­ბა, მა­შინ კომ­პა­ნია ამ თან­ხა­ზე მო­გე­ბის გა­და­სა­ხადს არ გა­და­იხ­დის ანუ მთავ­რო­ბა ეუბ­ნე­ბა კომ­პა­ნი­ას, რომ თან­ხა, რომ­ლის აკუ­მუ­ლი­რე­ბა მან მო­ა­ხერ­ხა, უნდა დარ­ჩეს კომ­პა­ნი­ა­ში, რათა ბიზ­ნე­სი გა­ფარ­თოვ­დეს. ეს ძა­ლი­ან კარ­გი შე­ღა­ვა­თი იქ­ნე­ბა იმ კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­წლი­უ­რად მო­გე­ბა­ზე გა­დი­ან, რად­გან მათ რე­ინ­ვეს­ტი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ. და­დე­ბი­თი მო­მენ­ტია ისიც, რომ კომ­პა­ნი­ამ თა­ვი­სი მო­გე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს - ეს არის ამ მო­დე­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი".

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

მოგების გადასახადის ესტონური მოდელის მთავარი საიდუმლო

მოგების გადასახადის ესტონური მოდელის მთავარი საიდუმლო

მოგების გადასახადის ესტონური მოდელის შემოღებაზე საქართველოში მსჯელობა შარშან დაიწყეს. ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროში სპეციალური ჯგუფიც მუშაობდა, რამდენიმე დღის წინ კი, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა, სავარაუდოდ, ამ მოდელს დანერგავს. აღნიშნული მოდელის სამშობლო ესტონეთია, თუმცა სახეცვლილი ფორმით ის სხვა სახელმწიფოებშიც გამოიყენება. ესტონეთი ამ მოდელზე 15 წლის წინ გადავიდა და საკმაოდ კარგი შედეგი მიიღო. ეკონომისტების აზრით, ჩვენი ეკონომიკისთვის კარგი იქნებოდა სწორედ ესტონური მოდელის გადმოღება, რადგან ეს ქვეყანა დაახლოებით საქართველოს ზომისაა და ჩვენი მდგომარეობაც ბევრი რამით ჰგავს ერთმანეთს. ესტონური მოდელის სისწორე იმაშიც გამოვლინდა, რომ ეკონომიკური კრიზისების მიმართ ეს პატარა ქვეყანა სხვებზე უფრო მდგრადი აღმოჩნდა. საქმე ის არის, რომ ესტონური მოდელის მოქმედებისას, კომპანიამ წინასწარ იცის, რომ მისი მოგება არ დაიბეგრება, შესაბამისად, ბიზნესს გაფართოების და განვითარების მეტი სტიმული ეძლევა, ეს კი, თავისთავად იწვევს ეკონომიკის განვითარებას, უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას, უმუშევრობის პრობლემის დაძლევას...

გადასახადის გადამხდელთა კავშირის დირექტორი გიგლა მიქაუტაძე ამბობს, რომ მათი ორგანიზაცია ამ მოდელს თავიდანვე ლობირებდა.

გიგლა მიქაუტაძე: "ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს კარგი სტიმული იქნებოდა ეკონომიკისთვის. ამ მოდელის დანერგვით შემცირდება საგადასახადო წნეხი კერძო სექტორზე და გარკვეული თანხა, დაახლოებით 400-500 მილიონ ლარამდე, კერძო სექტორში დარჩება, რაც შიდა ინვესტიციების ერთგვარი წახალისება იქნება. ამიტომ, ესტონური მოდელი პირველ რიგში ეკონომიკის წახალისებისთვის არის აუცილებელი. მეორე - ის გაამარტივებს საგადასახადო ადმინისტრირებას. განსხვავება დღეს არსებულ მოდელსა და ესტონურ მოდელს შორის ის არის, რომ კომპანია დაიბეგრება მაშინ, როდესაც მისი მოგება კომპანიიდან გავა, თუ ეს მოგება კომპანიაში დარჩება, მაშინ კომპანია ამ თანხაზე მოგების გადასახადს არ გადაიხდის ანუ მთავრობა ეუბნება კომპანიას, რომ თანხა, რომლის აკუმულირება მან მოახერხა, უნდა დარჩეს კომპანიაში, რათა ბიზნესი გაფართოვდეს. ეს ძალიან კარგი შეღავათი იქნება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ყოველწლიურად მოგებაზე გადიან, რადგან მათ რეინვესტირების საშუალება მიეცემათ. დადებითი მომენტია ისიც, რომ კომპანიამ თავისი მოგება ეკონომიკური საქმიანობისთვის უნდა გამოიყენოს - ეს არის ამ მოდელის მთავარი მიზანი".

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია