საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბუტა რობაქიძის მამა საქმის მოსამართლის აცილებას ითხოვს
ბუტა რობაქიძის მამა საქმის მოსამართლის აცილებას ითხოვს

ბუტა რო­ბა­ქი­ძის მამა, სოსო რო­ბა­ქი­ძე მო­სა­მარ­თლე და­ვით მგე­ლი­აშ­ვილს უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს და მის აცი­ლე­ბას ითხოვს, - შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა სოსო რო­ბა­ქი­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ა­კე­თა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მო­სა­მარ­თლე და­ვით მგე­ლი­აშ­ვი­ლი საქ­მის გან­ხილ­ვას აჭი­ა­ნუ­რებს.

"სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს იშ­ვი­ათდ, 5 თვე­ში ერთხელ ატა­რებს, დო­ნა­ძი­სა და მი­ქა­ძის დაც­ვის მხა­რეს კი, უფრო მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე, პი­რა­დად მე კი, პრო­ცეს­ზე რა­ი­მე უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვის შემ­თხვე­ვა­ში მო­სა­მარ­თლე დარ­ბაზს მა­ტო­ვე­ბი­ნებს", - გა­ნა­ცხა­და მან.

სოსო რო­ბა­ქი­ძემ ისა­უბ­რა უშუ­ა­ლოდ 11 დე­კემ­ბრის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზეც. კერ­ძოდ, მისი თქმით, პრო­ცეს­ზე და­ი­კი­თხა მოწ­მე, "რო­მელ­საც სამი კვი­რის წინ დამ­ბლა და­ე­მარ­თა და ვერ მე­ტყვე­ლებ­და".

"მო­სა­მარ­თლემ მოწ­მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­ცეს­ზე არა­ფე­რი გა­ნა­ცხა­და. ამის გამო მე მისი მი­სა­მარ­თით ემო­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ვა­კე­თე და მხო­ლოდ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე რა იყო იმის მი­ზე­ზი, რომ მოწ­მეს მე­ტყვე­ლე­ბა უჭირ­და", - აღ­ნიშ­ნა რო­ბა­ქი­ძემ.

გარ­დაც­ვლი­ლის მამა ეჭ­ვობს, რომ მო­სა­მარ­თლე მგე­ლი­აშ­ვი­ლი, საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის - დო­ნა­ძი­სა და მი­ქა­ძის მი­მართ პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას აპი­რებს.

"რო­გორც ჩემ­თვის არის ცნო­ბი­ლი, დო­ნა­ძე­სა და მი­ქა­ძეს ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნა გა­აჩ­ნი­ათ", - აღ­ნიშ­ნა მან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ბუტა რობაქიძის მამა საქმის მოსამართლის აცილებას ითხოვს

ბუტა რობაქიძის მამა საქმის მოსამართლის აცილებას ითხოვს

ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე მოსამართლე დავით მგელიაშვილს უნდობლობას უცხადებს და მის აცილებას ითხოვს, - შესაბამისი განცხადება სოსო რობაქიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, მოსამართლე დავით მგელიაშვილი საქმის განხილვას აჭიანურებს.

"სასამართლო პროცესებს იშვიათდ, 5 თვეში ერთხელ ატარებს, დონაძისა და მიქაძის დაცვის მხარეს კი, უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს სასამართლო პროცესებზე, პირადად მე კი, პროცესზე რაიმე უკმაყოფილების გამოხატვის შემთხვევაში მოსამართლე დარბაზს მატოვებინებს", - განაცხადა მან.

სოსო რობაქიძემ ისაუბრა უშუალოდ 11 დეკემბრის სასამართლო პროცესზეც. კერძოდ, მისი თქმით, პროცესზე დაიკითხა მოწმე, "რომელსაც სამი კვირის წინ დამბლა დაემართა და ვერ მეტყველებდა".

"მოსამართლემ მოწმის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პროცესზე არაფერი განაცხადა. ამის გამო მე მისი მისამართით ემოციური განცხადებები გავაკეთე და მხოლოდ მოგვიანებით გავიგე რა იყო იმის მიზეზი, რომ მოწმეს მეტყველება უჭირდა", - აღნიშნა რობაქიძემ.

გარდაცვლილის მამა ეჭვობს, რომ მოსამართლე მგელიაშვილი, საქმეში ბრალდებულების - დონაძისა და მიქაძის მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენებას აპირებს.

"როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დონაძესა და მიქაძეს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნა გააჩნიათ", - აღნიშნა მან.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ