სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფაქტებით გადაფარული სტატისტიკა - კრიმინალური ქრონიკა გურიაში
ფაქტებით გადაფარული სტატისტიკა - კრიმინალური ქრონიკა გურიაში

"გუ­რი­ის მო­ამ­ბემ" მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რი­ლის თვე­ში, რე­გი­ო­ნის სა­მი­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ გა­სუ­ლი 6 თვის სტა­ტის­ტი­კა გა­მო­აქ­ვეყ­ნა (2014 ნო­ემ­ბე­რი -2015 აპ­რი­ლი).

აპ­რი­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე გუ­რი­ა­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბის რი­ცხვი რომ გაზ­რდი­ლია, ამას მკვლე­ლო­ბის, ყა­ჩა­ღო­ბის, ქურ­დო­ბის, ძარ­ცვის ფაქ­ტებ­ზე ჩვენს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ოფი­ცი­ა­ლურ კო­მენ­ტა­რებ­ში შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბიც მოწ­მობს.

ის, რომ კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გუ­რი­ა­შიც ისე­თი­ვე მძი­მეა, რო­გორც მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნა­ში, ამას ჩვენს მიერ ბოლო 6 თვე­ში გა­შუ­ქე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბიც ადას­ტუ­რებს. მივ­ყვეთ თან­მიმ­დევ­რო­ბას მა­ი­სის თვი­დან:

07 მა­ი­სი - ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ესე ს. ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის ერთ-ერთი მო­ად­გი­ლის სა­ხე­ლით მო­ქა­ლა­ქეს ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი 402 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თის იჯა­რით გა­და­ცე­მა­ში დახ­მა­რე­ბას დაჰ­პირ­და, რის სა­ნაც­ვლო­დაც, ქრთა­მის სა­ხით მო­ი­თხო­ვა და აიღო 3000 ლარი. გა­მო­ძი­ე­ბა ქრთა­მის აღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25-338-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, რაც 6-დან 9 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს).

16 მა­ი­სი - სო­ფელ ოზურ­გე­თი­ში ერთ დღე­ში რამ­დე­ნი­მე საფ­ლა­ვი და­ა­ზი­ა­ნეს. წი­თე­ლი სა­ღე­ბა­ვე­ბით მოს­ვრი­ლი მიც­ვა­ლებლთა ფო­ტო­ე­ბი, მონ­გრე­უ­ლი საფ­ლა­ვე­ბი, გა­და­ტე­ხი­ლი ჯვრე­ბი და მარ­მა­რი­ლოს ქვე­ბი, დამ­ტვრე­უ­ლი ლარ­ნა­კე­ბი და ყვა­ვი­ლე­ბი - ასე­თი სი­ტუ­ა­ცია დახ­ვდათ სო­ფელ ოზურ­გე­თის სა­საფ­ლა­ო­ზე მი­სულ ად­გი­ლობ­რი­ვებს. "ად­გილ­ზე 15 -მდე პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და, მუ­შა­ობ­დნენ ექ­სპერ­ტე­ბი."გუ­რი­ის მო­ამ­ბეს" შსს პრეს­ცენ­ტრი­დან აც­ნო­ბეს, რომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 258-ე მუხ­ლის 1 ნა­წი­ლით (მიც­ვა­ლე­ბუ­ლი­სად­მი უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა; 1 ნა­წი­ლი - ცხედ­რის ან საფ­ლა­ვის წა­ბილწვა, აგ­რეთ­ვე საფ­ლა­ვის ძეგლის ან მისი სხვა მი­წის­ზე­და ნა­გე­ბო­ბის დან­გრე­ვა ან და­ზი­ა­ნე­ბა).

19 მა­ი­სი - ქურ­დო­ბე­ბის სე­რია ძი­მით­ში. ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ძი­მით­ში ზე­დი­ზედ 4 ქურ­დო­ბა მოხ­და.

რო­გორც "გუ­რი­ის მო­ამ­ბეს" ძი­მი­თი­დან აც­ნო­ბეს, პირ­ვე­ლად გა­ი­ქურ­და სო­ფე­ლის ცენ­ტრში არ­სე­ბუ­ლი "ლელა ხი­ნი­კა­ძის მა­ღა­ზია", იმ ღა­მეს­ვე "ლი­ბერ­თი ბან­კის" "ფეი ცენ­ტრი" და კომ­პი­უ­ტე­რის ცოდ­ნის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მე­ო­რე დღეს, სო­ფელ­ში მცხოვ­რე­ბი გენო სა­ლუქ­ვა­ძის და ად­გი­ლობ­რი­ვი კბი­ლაშ­ვი­ლის სახ­ლე­ბის ქურ­დო­ბა მოხ­და. შსს-მ მხო­ლოდ კომ­პი­უ­ტე­რის ცოდ­ნის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ქურდვის ფაქ­ტი და­ა­დას­ტუ­რა: "და­ნარ­ჩე­ნენ ქურ­დო­ბებს სო­ფელ ძი­მით­ში ად­გი­ლი არ ჰქო­ნია - ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, ან 112-ში ამის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ შე­მო­სუ­ლა"

რო­გორც "გუ­რი­ის მო­ამ­ბეს" გა­ნუ­ცხა­დეს, აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 177 მუხ­ლით, ქურ­დო­ბა - და მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.

მე­ო­რე დღეს დაბა ნა­სა­კი­რა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბამ მოგ­ვა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მოხ­და სა­ქონ­ლის ქურ­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი. მათ არ მი­უ­მარ­თავთ პო­ლი­ცი­ის­თვის, ამი­ტო­მაც არ გვაქვს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, მსგავს ფაქტს ჰქონ­და თუ არა ად­გი­ლი და­ბა­ში.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ფაქტებით გადაფარული სტატისტიკა - კრიმინალური ქრონიკა გურიაში

ფაქტებით გადაფარული სტატისტიკა - კრიმინალური ქრონიკა გურიაში

"გურიის მოამბემ" მიმდინარე წლის აპრილის თვეში, რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში მომხდარი დანაშაულებების შესახებ გასული 6 თვის სტატისტიკა გამოაქვეყნა (2014 ნოემბერი -2015 აპრილი).

აპრილიდან მოყოლებული დღემდე გურიაში ჩადენილი დანაშაულებების რიცხვი რომ გაზრდილია, ამას მკვლელობის, ყაჩაღობის, ქურდობის, ძარცვის ფაქტებზე ჩვენს მიერ გავრცელებული და ოფიციალურ კომენტარებში შსს-ს პრესსამსახურის მიერ დადასტურებული ინფორმაციებიც მოწმობს.

ის, რომ კრიმინოგენული მდგომარეობა გურიაშიც ისეთივე მძიმეა, როგორც მთლიანად ქვეყანაში, ამას ჩვენს მიერ ბოლო 6 თვეში გაშუქებული ფაქტებიც ადასტურებს. მივყვეთ თანმიმდევრობას მაისის თვიდან:

07 მაისი - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ესე ს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ერთ-ერთი მოადგილის სახელით მოქალაქეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 402 კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 3000 ლარი. გამოძიება ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

16 მაისი - სოფელ ოზურგეთიში ერთ დღეში რამდენიმე საფლავი დააზიანეს. წითელი საღებავებით მოსვრილი მიცვალებლთა ფოტოები, მონგრეული საფლავები, გადატეხილი ჯვრები და მარმარილოს ქვები, დამტვრეული ლარნაკები და ყვავილები - ასეთი სიტუაცია დახვდათ სოფელ ოზურგეთის სასაფლაოზე მისულ ადგილობრივებს. "ადგილზე 15 -მდე პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდა, მუშაობდნენ ექსპერტები."გურიის მოამბეს" შსს პრესცენტრიდან აცნობეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის 1 ნაწილით (მიცვალებულისადმი უპატივცემულობა; 1 ნაწილი  - ცხედრის ან საფლავის წაბილწვა, აგრეთვე საფლავის ძეგლის ან მისი სხვა მიწისზედა ნაგებობის დანგრევა ან დაზიანება).

19 მაისი - ქურდობების სერია ძიმითში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ზედიზედ 4 ქურდობა მოხდა.

როგორც "გურიის მოამბეს" ძიმითიდან აცნობეს, პირველად გაიქურდა სოფელის ცენტრში არსებული "ლელა ხინიკაძის მაღაზია", იმ ღამესვე "ლიბერთი ბანკის" "ფეი ცენტრი" და კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება, მეორე დღეს, სოფელში მცხოვრები გენო სალუქვაძის და ადგილობრივი კბილაშვილის სახლების ქურდობა მოხდა. შსს-მ მხოლოდ კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების გაქურდვის ფაქტი დაადასტურა: "დანარჩენენ ქურდობებს სოფელ ძიმითში ადგილი არ ჰქონია - ყოველ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროში, ან 112-ში ამის შესახებ შეტყობინება არ შემოსულა"

როგორც "გურიის მოამბეს" განუცხადეს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 177 მუხლით, ქურდობა - და მიმდინარეობს გამოძიება.

მეორე დღეს დაბა ნასაკირალის მოსახლეობამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მოხდა საქონლის ქურდობის რამდენიმე ფაქტი. მათ არ მიუმართავთ პოლიციისთვის, ამიტომაც არ გვაქვს ოფიციალური ინფორმაცია, მსგავს ფაქტს ჰქონდა თუ არა ადგილი დაბაში.

გაგრძელება

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა