სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კალაძის გასაჭირი: საქართველოს ენერგეტიკულ ომში ითრევენ
კალაძის გასაჭირი: საქართველოს ენერგეტიკულ ომში ითრევენ

რე­გი­ონ­ში ენერ­გე­ტი­კუ­ლი რე­სურ­სე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა ახალ ფა­ზა­ში შე­დის. ამე­რი­კა ევ­რო­პა­ში თხე­ვა­დი გა­ზის ექ­სპორტზე კონ­ტრაქ­ტებს აფორ­მებს, რუ­სე­თი ცდი­ლობს აზი­ი­დან რაც შე­იძ­ლე­ბა დიდი მო­ცუ­ლო­ბის გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და­ი­ბე­ვოს და ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე მო­ნო­პო­ლი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა კი დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აქ­ტი­ურ­და, ვი­ნა­ი­დან რუ­სე­თი მის­თვის არა­სა­ი­მე­დო ქვე­ყა­ნა გახ­და. ამ დროს სა­ქარ­თვე­ლო, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, "ორ ცე­ცხლს" შუაა ჩა­ვარ­დნი­ლი.

ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრ კახა კა­ლა­ძე­სა და "გა­ზპ­რო­მის" ხელ­მძღვა­ნელს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბა 2016 წელს გაგ­რძელ­დე­ბა. ოფი­ცი­ა­ლუ­რად შეხ­ვედ­რის თემა - ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის რუ­სულ გაზ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბაა. არა­ერ­თი ანა­ლი­ტი­კო­სი აღ­ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ირა­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით გა­ზის ტრან­ზი­ტია, რაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია და­სავ­ლე­თის­თვის. ამ დრო­ის­თვის ირა­ნი გა­ზის ექ­სპორ­ტს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერ ახორ­ცი­ე­ლებს. იგი ბუ­ნებ­რივ აირს მი­ნი­მა­ლუ­რი ოდე­ნო­ბით ყი­დის. არა­და, ირანს სურს, რომ გა­მო­ვი­დეს სან­ქცი­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან და გახ­დეს აქ­ტი­უ­რი მო­თა­მა­შე გა­ზის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე.

უცხო­უ­რი მე­დია წერს, რომ რუ­სე­თის ენერ­გო­კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა ირან­ში ვი­ზიტს მო­უხ­ში­რეს. პა­რა­ლე­ლუ­რად "გა­ზპ­რო­მის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ალექ­სეი მი­ლე­რი უკვე სამ­ჯერ შეხ­ვდა კახა კა­ლა­ძეს. თან­და­თან ცხა­დი ხდე­ბა, რომ რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ზის გა­ყიდ­ვა არ არის. ეს ბა­ზა­რი მის­თვის იმ­დე­ნად მცი­რეა, რომ ქსელ­ში კარ­გავს იმა­ზე მეტი ოდე­ნო­ბის გაზს, რა­საც სა­ქარ­თვე­ლო მო­იხ­მარს. ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, რუ­სე­თი შე­ცე­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო მისი დე­რეფ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე და­ი­თან­ხოს და ამის­თვის არც შან­ტა­ჟია გა­მო­რი­ცხუ­ლი. კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბოლო შეხ­ვედ­რი­სას, მი­ლერ­მა მას მი­ა­ნიშ­ნა, რომ შე­იძ­ლე­ბა სომ­ხეთ­მა ბუ­ნებ­რი­ვი აირი ირა­ნის­გან მი­ი­ღოს და სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით რუ­სე­თი­დან იმ­პორ­ტი შე­წყდეს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

კალაძის გასაჭირი: საქართველოს ენერგეტიკულ ომში ითრევენ

კალაძის გასაჭირი: საქართველოს ენერგეტიკულ ომში ითრევენ

რეგიონში ენერგეტიკული რესურსების განაწილებისთვის ბრძოლა ახალ ფაზაში შედის. ამერიკა ევროპაში თხევადი გაზის ექსპორტზე კონტრაქტებს აფორმებს, რუსეთი ცდილობს აზიიდან რაც შეიძლება დიდი მოცულობის გაზის ტრანსპორტირება დაიბევოს და ევროპის ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობა შეინარჩუნოს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, თურქეთის მთავრობა კი დივერსიფიკაციის მიმართულებით გააქტიურდა, ვინაიდან რუსეთი მისთვის არასაიმედო ქვეყანა გახდა. ამ დროს საქართველო, შეიძლება ითქვას, "ორ ცეცხლს" შუაა ჩავარდნილი.

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესა და "გაზპრომის" ხელმძღვანელს შორის მოლაპარაკება 2016 წელს გაგრძელდება. ოფიციალურად შეხვედრის თემა - ქართული კომპანიებისთვის რუსულ გაზზე ხელმისაწვდომობაა. არაერთი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ რუსეთის მთავარი მიზანი ირანიდან საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტია, რაც კატეგორიულად მიუღებელია დასავლეთისთვის. ამ დროისთვის ირანი გაზის ექსპორტს, ფაქტობრივად, ვერ ახორციელებს. იგი ბუნებრივ აირს მინიმალური ოდენობით ყიდის. არადა, ირანს სურს, რომ გამოვიდეს სანქციების მდგომარეობიდან და გახდეს აქტიური მოთამაშე გაზის საერთაშორისო ბაზარზე.

უცხოური მედია წერს, რომ რუსეთის ენერგოკომპანიების ხელმძღვანელებმა ირანში ვიზიტს მოუხშირეს. პარალელურად "გაზპრომის" ხელმძღვანელი ალექსეი მილერი უკვე სამჯერ შეხვდა კახა კალაძეს. თანდათან ცხადი ხდება, რომ რუსეთის ინტერესი საქართველოში გაზის გაყიდვა არ არის. ეს ბაზარი მისთვის იმდენად მცირეა, რომ ქსელში კარგავს იმაზე მეტი ოდენობის გაზს, რასაც საქართველო მოიხმარს. ექსპერტების აზრით, რუსეთი შეცედება, რომ საქართველო მისი დერეფნის გამოყენებაზე დაითანხოს და ამისთვის არც შანტაჟია გამორიცხული. კალაძის განცხადებით, ბოლო შეხვედრისას, მილერმა მას მიანიშნა, რომ შეიძლება სომხეთმა ბუნებრივი აირი ირანისგან მიიღოს და საქართველოს გავლით რუსეთიდან იმპორტი შეწყდეს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია