სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა მახარაძის მკვლელობის მოწმე "კანონიერი ქურდის" შვილია?
ლაშა მახარაძის მკვლელობის მოწმე "კანონიერი ქურდის" შვილია?

მოწ­მე არ­ჩილ და­თუ­ნაშ­ვილ­მა არ და­ა­დას­ტუ­რა მოკ­ლუ­ლი ლაშა მა­ხა­რა­ძის დე­დის ინ­ფორ­მა­ცია, რომ იგი მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბას შე­ეს­წრო.

და­თუ­ნაშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მის სტა­ტუ­სით სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­კი­თხა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლი­დან, იმ მო­მენ­ტში რო­დე­საც მა­ხა­რა­ძე მოკ­ლეს, გა­სუ­ლი იყო. მისი თქმით, მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტში იქვე ე.წ. ბე­სეტ­კა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ორ­ჯერ გას­რო­ლის ხმა გა­ი­გო, თუმ­ცა ასა­ფეთ­ქებ­ლის ხმა ეგო­ნა.

პრო­კუ­რო­რის დას­მულ შე­კი­თხვა­ზე, ადას­ტუ­რებს თუ არა იმ ფაქტს, რომ იგი აგ­ვის­ტო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და მოკ­ლუ­ლის დე­დას­თან ნინო დი­დე­ბუ­ლი­ძეს­თან, და­თუ­ნაშ­ვილ­მა არც უარ­ყო და არც და­ა­დას­ტუ­რა. ასე­ვე პრო­კუ­რორ­მა მოწ­მეს შე­კი­თხვა და­უს­ვა, მა­მა­მისს, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა, აქვს თუ არა "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" სტა­ტუ­სი. მოწ­მემ არც ამ შე­კი­თხვას უპა­სუ­ხა.

მოკ­ლუ­ლი ლაშა მა­ხა­რა­ძის დე­დამ, რო­მე­ლიც დღეს პირ­ველ მოწ­მედ და­ი­კი­თხა, აღ­ნიშ­ნა, რომ აგ­ვის­ტო­ში მას­თან და­თუ­ნაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­მაც უთხრა, რომ მკვლე­ლო­ბის თვითმხილ­ვე­ლია. ნინო დი­დე­ბუ­ლი­ძის თქმით, და­თუ­ნაშ­ვილ­მა მას უთხრა, რომ და­ი­ნა­ხა რო­გორ ეს­რო­ლა მა­ხა­რა­ძეს გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძემ. ასე­ვე მოკ­ლუ­ლის დე­დამ აღ­ნიშ­ნა, რომ და­თუ­ნაშ­ვილ­მა ისიც უთხრა, რომ მას მენ­ტა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ სურს ოქ­რო­პი­რი­ძის და­კა­ვე­ბა, რად­გან პი­რა­დად უნდა შუ­რის­ძი­ე­ბა.

და­თუ­ნაშ­ვი­ლის გარ­და ბრალ­დე­ბის მხა­რემ და­კი­თხა კი­დევ ერთი მოწ­მე, ლაშა მა­ხა­რა­ძის მე­გო­ბა­რი ლაშა ვა­შა­კი­ძე, რომ­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლი­თაც ლაშა მა­ხა­რა­ძე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ლაშა მახარაძის მკვლელობის მოწმე "კანონიერი ქურდის" შვილია?

ლაშა მახარაძის მკვლელობის მოწმე "კანონიერი ქურდის" შვილია?

მოწმე არჩილ დათუნაშვილმა არ დაადასტურა მოკლული ლაშა მახარაძის დედის ინფორმაცია, რომ იგი მახარაძის მკვლელობას შეესწრო.

დათუნაშვილი ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით საქალაქო სასამართლომ დაკითხა. მისი ინფორმაციით, მკვლელობის ადგილიდან, იმ მომენტში როდესაც მახარაძე მოკლეს, გასული იყო. მისი თქმით, მახარაძის მკვლელობის მომენტში იქვე ე.წ. ბესეტკაში იმყოფებოდა და ორჯერ გასროლის ხმა გაიგო, თუმცა ასაფეთქებლის ხმა ეგონა.

პროკურორის დასმულ შეკითხვაზე, ადასტურებს თუ არა იმ ფაქტს, რომ იგი აგვისტოში იმყოფებოდა მოკლულის დედასთან ნინო დიდებულიძესთან, დათუნაშვილმა არც უარყო და არც დაადასტურა. ასევე პროკურორმა მოწმეს შეკითხვა დაუსვა, მამამისს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და რუსეთის მოქალაქეა, აქვს თუ არა "კანონიერი ქურდის" სტატუსი. მოწმემ არც ამ შეკითხვას უპასუხა.

მოკლული ლაშა მახარაძის დედამ, რომელიც დღეს პირველ მოწმედ დაიკითხა, აღნიშნა, რომ აგვისტოში მასთან დათუნაშვილი იმყოფებოდა, რომელმაც უთხრა, რომ მკვლელობის თვითმხილველია. ნინო დიდებულიძის თქმით, დათუნაშვილმა მას უთხრა, რომ დაინახა როგორ ესროლა მახარაძეს გიორგი ოქროპირიძემ. ასევე მოკლულის დედამ აღნიშნა, რომ დათუნაშვილმა ისიც უთხრა, რომ მას მენტალობიდან გამომდინარე არ სურს ოქროპირიძის დაკავება, რადგან პირადად უნდა შურისძიება.

დათუნაშვილის გარდა ბრალდების მხარემ დაკითხა კიდევ ერთი მოწმე, ლაშა მახარაძის მეგობარი ლაშა ვაშაკიძე, რომლის ავტომობილითაც ლაშა მახარაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ