სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
SMS რეკლამების უკანონოდ გაგზავნის გამო 16 კომპანია დააჯარიმეს
SMS რეკლამების უკანონოდ გაგზავნის გამო 16 კომპანია დააჯარიმეს

ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი ყო­ველ­დღე სხვა­დას­ხვა ში­ნა­არ­სის სა­რეკ­ლა­მო sms-შე­ტყო­ბი­ნე­ბას იღებს. კომ­პა­ნი­ე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, მათი ავ­ტო­რე­ბის მსგავ­სად, საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, ჩა­მო­ნათ­ვა­ლი კი ვრცე­ლი: ბან­კე­ბი, ტექ­ნი­კი­სა თუ ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ბუ­რა­ვე­ბის მა­ღა­ზი­ე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კე­ბი, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი თუ ბოლო დროს ასე გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ სეს­ხე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბი ხში­რად მი­მარ­თა­ვენ პრო­დუქ­ცი­ი­სა თუ სერ­ვი­სის რეკ­ლა­მი­რე­ბის ამ­გვარ ფორ­მას. რო­გორც ჩანს, რამ­დე­ნა­დაც გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი და ხე­ლის­შემ­შლე­ლიც არ უნდა იყოს სა­რეკ­ლა­მო sms-ს შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბა, მომ­ხმა­რე­ბე­ლი ხში­რად არ აგ­ზავ­ნის სა­პა­სუ­ხოდ ასე­თი სა­ხის შე­ტყო­ბი­ნე­ბის აკ­რძალ­ვის "მე­სიჯს". კომ­პა­ნი­ებს კი ამ ტი­პის რეკ­ლა­მა გა­ცი­ლე­ბით იაფი უჯ­დე­ბათ.

სა­ქონ­ლი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის და­ჟი­ნე­ბულ შე­თა­ვა­ზე­ბას ტე­ლე­ფო­ნით, ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტით ან სხვა სა­შუ­ა­ლე­ბით, მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვად გა­ნი­ხი­ლავს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის მომ­ხმა­რე­ბელ­თა დაც­ვის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ლია თო­დუა.

"რა თქმა უნდა, ეს არის მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა, თუ ადა­მი­ანს არ გა­მო­უთ­ქვამს სურ­ვი­ლი, რომ მი­ი­ღოს სა­რეკ­ლა­მო შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, არც უნდა მი­ი­ღოს. როცა ამოქ­მედ­დე­ბა ევ­რო­პუ­ლი წე­სე­ბი, ეს ასეც იქ­ნე­ბა. ევ­რო­კავ­შირ­ში აკ­რძა­ლუ­ლია იძუ­ლე­ბი­თი სა­რეკ­ლა­მო შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც არ გა­მო­უთ­ქვამთ მათი მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი.

მომ­ხმა­რე­ბელ­თა დაც­ვის მიზ­ნით პი­რი­ქით უნდა ხდე­ბო­დეს - თუ პი­როვ­ნე­ბას სურს მი­ი­ღოს სა­რეკ­ლა­მო შე­ტყო­ბი­ნე­ბა, მხო­ლოდ მა­შინ უნდა ეგ­ზავ­ნე­ბო­დეს. ბიზ­ნეს­მა თა­ვი­სი ჯიბე თა­ვად უკეთ იცის, მაგ­რამ რად­გან ამა­ში თან­ხას ხარ­ჯავს, სა­ვა­რა­უ­დოა, რომ სა­რეკ­ლა­მო შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნით გა­ყიდ­ვე­ბი ეზ­რდე­ბათ,"- აღ­ნიშ­ნა ლია თო­დუ­ამ.

2014 წლის ნო­ემ­ბრი­დან კერ­ძო სექ­ტო­რის მი­მართ სრუ­ლად ამოქ­მედ­და პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც სა­რეკ­ლა­მო შე­ტყო­ბი­ნე­ბის გაგ­ზავ­ნა­ზე რე­გუ­ლა­ცი­ებს აწე­სებს. შე­სა­ბა­მი­სად, პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა – გა­ნი­ხი­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა გან­ცხა­დე­ბე­ბი ან შე­ა­მოწ­მოს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, სა­რეკ­ლა­მო შე­ტყო­ბი­ნე­ბის გაგ­ზავ­ნის კა­ნო­ნი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სწო­რედ მას შემ­დეგ შე­ვი­და ძა­ლა­ში.

პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის აპა­რა­ტის იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, სა­ლო­მე ბახ­სო­ლი­ა­ნის თქმით, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დაშ­ვე­ბუ­ლია, რო­გორც მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბით, ასე­ვე ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის, ან სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რით სხვა­დას­ხვა სერ­ვი­სის, ან პრო­დუქ­ტის შე­თა­ვა­ზე­ბა, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბი მოქ­მე­დებს და ეს წე­სე­ბი უნდა და­იც­ვან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა.

"ზო­გა­დად, მარ­კე­ტინ­გი sms-ის სა­შუ­ა­ლე­ბით და­საშ­ვე­ბია, თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ სა­რეკ­ლა­მო შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­ი­ცავ­დეს მი­თი­თე­ბას, რომ აბო­ნენტს, ად­რე­სატს უფ­ლე­ბა აქვს მო­მა­ვალ­ში უარი თქვას ასე­თი სა­რეკ­ლა­მო შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბა­ზე. ახა­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ამოქ­მე­დე­ბამ­დე სა­ჭი­რო იყო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის წე­რი­ლო­ბი­თი მი­მარ­თვა, რაც ძა­ლი­ან ბევრ დაბ­რკო­ლე­ბას ქმნი­და და შე­სა­ბა­მი­სად, მომ­ხმა­რებ­ლის­თვის მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი იყო. ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის პრო­ცე­სი გა­ცი­ლე­ბით გა­მარ­ტივ­და და და­ი­ნერ­გა ე.წ. "სმს-ოფის"მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც ტერ­მი­ნად დამ­კვიდ­რდა, რო­გორც სა­რეკ­ლა­მო შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე უა­რის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბა," – ამ­ბობს სა­ლო­მე ბახ­სო­ლი­ა­ნი.

გაგ­რძე­ლე­ბა

გა­მოგ­ვყე­ვით, თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია.

გა­მო­ი­წე­რეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/სა­ზო­გა­დო­ე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

SMS რეკლამების უკანონოდ გაგზავნის გამო 16 კომპანია დააჯარიმეს

SMS რეკლამების უკანონოდ გაგზავნის გამო 16 კომპანია დააჯარიმეს

ყოველი ჩვენგანი ყოველდღე სხვადასხვა შინაარსის სარეკლამო sms-შეტყობინებას იღებს. კომპანიების შემოთავაზებები, მათი ავტორების მსგავსად, საკმაოდ მრავალფეროვანია, ჩამონათვალი კი ვრცელი: ბანკები, ტექნიკისა თუ ავტომანქანის საბურავების მაღაზიები, სამედიცინო კლინიკები, ფარმაცევტული თუ ბოლო დროს ასე გააქტიურებული ონლაინ სესხების კომპანიები ხშირად მიმართავენ პროდუქციისა თუ სერვისის რეკლამირების ამგვარ ფორმას. როგორც ჩანს, რამდენადაც გამაღიზიანებელი და ხელისშემშლელიც არ უნდა იყოს სარეკლამო sms-ს შეტყობინების მიღება, მომხმარებელი ხშირად არ აგზავნის საპასუხოდ ასეთი სახის შეტყობინების აკრძალვის "მესიჯს". კომპანიებს კი ამ ტიპის რეკლამა გაცილებით იაფი უჯდებათ.

საქონლისა და მომსახურების დაჟინებულ შეთავაზებას ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით, მომხმარებელთა უფლებების დარღვევად განიხილავს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი, ლია თოდუა.

"რა თქმა უნდა, ეს არის მომხმარებლის უფლებების დარღვევა, თუ ადამიანს არ გამოუთქვამს სურვილი, რომ მიიღოს სარეკლამო შეტყობინებები, არც უნდა მიიღოს. როცა ამოქმედდება ევროპული წესები, ეს ასეც იქნება. ევროკავშირში აკრძალულია იძულებითი სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ გამოუთქვამთ მათი მიღების სურვილი.

მომხმარებელთა დაცვის მიზნით პირიქით უნდა ხდებოდეს - თუ პიროვნებას სურს მიიღოს სარეკლამო შეტყობინება, მხოლოდ მაშინ უნდა ეგზავნებოდეს. ბიზნესმა თავისი ჯიბე თავად უკეთ იცის, მაგრამ რადგან ამაში თანხას ხარჯავს, სავარაუდოა, რომ სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნით გაყიდვები ეზრდებათ,"- აღნიშნა ლია თოდუამ.

2014 წლის ნოემბრიდან კერძო სექტორის მიმართ სრულად ამოქმედდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი, რომელიც სარეკლამო შეტყობინების გაგზავნაზე რეგულაციებს აწესებს. შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილება – განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები ან შეამოწმოს ორგანიზაციები, სარეკლამო შეტყობინების გაგზავნის კანონიერებასთან დაკავშირებით, სწორედ მას შემდეგ შევიდა ძალაში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, სალომე ბახსოლიანის თქმით, კანონმდებლობით დაშვებულია, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ასევე ელექტრონული ფოსტის, ან სატელეფონო ზარით სხვადასხვა სერვისის, ან პროდუქტის შეთავაზება, თუმცა გარკვეული წესები მოქმედებს და ეს წესები უნდა დაიცვან ორგანიზაციებმა.

"ზოგადად, მარკეტინგი sms-ის საშუალებით დასაშვებია, თუმცა აუცილებელია, რომ სარეკლამო შეტყობინება შეიცავდეს მითითებას, რომ აბონენტს, ადრესატს უფლება აქვს მომავალში უარი თქვას ასეთი სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე. ახალი კანონმდებლობის ამოქმედებამდე საჭირო იყო ორგანიზაციისთვის წერილობითი მიმართვა, რაც ძალიან ბევრ დაბრკოლებას ქმნიდა და შესაბამისად, მომხმარებლისთვის მოუხერხებელი იყო. ცვლილებების შედეგად მოქალაქეებისთვის პროცესი გაცილებით გამარტივდა და დაინერგა ე.წ. "სმს-ოფის"მექანიზმი, რომელიც ტერმინად დამკვიდრდა, როგორც სარეკლამო შეტყობინებაზე უარის თქმის საშუალება," – ამბობს სალომე ბახსოლიანი.

გაგრძელება

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია