სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
The People: რატომ ლანძღავენ ქართველი მამაკაცები ქართველ ქალებს
The People: რატომ ლანძღავენ ქართველი მამაკაცები ქართველ ქალებს

ეს სტა­ტია საიტ The People-ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. ავ­ტო­რი იუ­ლია დრი­ნია, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, ბევ­რჯერ ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში. მის სტა­ტი­ას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას და რა­ტომ ფიქ­რო­ბენ ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც იუ­ლი­ამ მო­ძებ­ნა და რა­ტომ­ღაც, რბი­ლად რომ ვთქვათ, გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი არი­ან ქარ­თველ ქა­ლებ­ზე. რაც ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­როა, ისი­ნი არ­წმუ­ნე­ბენ სლა­ვებს, რომ ქარ­თველ ქა­ლებს ბევ­რად ჯო­ბი­ან და ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი თურ­მე გა­ცი­ლე­ბით მეტი მი­ნუ­სით არი­ან აღ­ჭურ­ვი­ლი, ვიდ­რე პლუ­სით:

"ქარ­თველ­მა მა­მა­კა­ცებ­მა The People-ს უამ­ბეს, რომ სლა­ვი ქა­ლე­ბი, მათი აზ­რით, ქარ­თველ ქა­ლებს ჯო­ბი­ან, თურ­მე სლა­ვი ცო­ლის ყოლა ისე­ვე პრეს­ტი­ჟუ­ლი ყო­ფი­ლა, რო­გორც "ბენტლის" ყოლა და თურ­მე სლავ ქალ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი ერთი წელი ქარ­თველ ქალ­თან გა­ტა­რე­ბულ ხუთ წელს ჯობს.

აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა სლა­ვი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ფი­ლა (გან­სა­კუთ­რე­ბით ქე­რათ­მი­ა­ნე­ბი) და­ა­დას­ტუ­რებს, რომ ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი მათ­და­მი გულ­გრი­ლე­ბი არ არი­ან. ჩვენ ყო­ველ­თვის გვიკ­ლე­ბენ ფასს "ლა­მა­ზი თვა­ლე­ბის გამო" და ისე გვი­ყუ­რე­ბენ, რო­გორც მწყურ­ვა­ლე ადა­მი­ა­ნი ყი­ნუ­ლი­ან წყალს. ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რა­ტომ ვიწ­ვევ­დით ასეთ ყუ­რა­დღე­ბას? ჩემ­სკენ მო­მარ­თუ­ლი მო­რი­გი ჯი­გი­ტის ყვე­ლა მზე­რა მა­ო­ცებ­და: "ნუთუ მათ თა­ვი­ან­თი ქა­ლე­ბი არ ყოფ­ნით?" ცოტა ხნის წინ ხა­ჭა­პუ­რი­სა და ხინ­კლის სამ­შობ­ლო­ში მყოფ­მა ვი­სარ­გებ­ლე შემ­თხვე­ვით და ვი­პო­ვე მა­მა­ცი ბი­ჭე­ბი, რომ­ლებ­მაც ამიხ­სნეს, რა­ტომ არ მოს­წონთ ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი.

სან­დრო ნემ­სა­ძე, 27 წლის (3 წელი ჰყავ­და რუსი ცოლი): "ჩემს რუს ცოლს თურ­ქეთ­ში შევ­ხვდი (იქ ვმუ­შა­ობ­დი, ის კი თა­ვის შეყ­ვა­რე­ბულ­თან ჩა­მო­ვი­და სტუმ­რად). ყვე­ლა­ფერს თუ და­ვარ­ქმევთ თა­ვის სა­ხელს, მე ის შეყ­ვა­რე­ბულს წა­ვარ­თვი (ასე­თე­ბი არი­ან სლა­ვი ქა­ლე­ბი - მათ გამო შე­იძ­ლე­ბა თა­ვიც და­კარ­გო და მე­გო­ბა­რიც გა­ი­მე­ტო). რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ქორ­წი­ნეთ. დღემ­დე მახ­სოვს, რო­გორ და­უ­რე­კა მშობ­ლებს რუ­სეთ­ში და უთხრა: "დედა, ქარ­თველს გავ­ყე­ვი ცო­ლად". სამ­წუ­ხა­როდ, სამი წელი ვი­ყა­ვით მხო­ლოდ ერ­თად, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ის კარ­გი გო­გო­ნა, მე­გო­ბა­რი და კარ­გი ცოლი იყო (და ყო­ველ­თვის ვი­ეჭ­ვი­ა­ნებ მას­ზე). მო­მა­ვალ­ში კი (თუ ბედ­მა კი­დევ მო­მიმ­ზა­და ერთი ქორ­წი­ნე­ბა), ალ­ბათ ისევ სლავ­ზე ვი­ქორ­წი­ნებ­დი. და­მი­ჯე­რეთ, ჯობს ერთი წელი სლავ­თან იცხოვ­რო, ვიდ­რე ხუთი - ქარ­თველ­თან.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ho
1

და ქართველი ქალები ევროპაში რომ მიდიან და მერე სლავებს უჯოკრავენ ,,დიმპიტაურში'' მაგაზეც დაწერეთ ერთი ორი სტატია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

The People: რატომ ლანძღავენ ქართველი მამაკაცები ქართველ ქალებს

The People: რატომ ლანძღავენ ქართველი მამაკაცები ქართველ ქალებს

ეს სტატია საიტ The People-ზე გამოქვეყნდა. ავტორი იულია დრინია, რომელიც, როგორც ჩანს, ბევრჯერ ყოფილა საქართველოში. მის სტატიას უცვლელად გთავაზობთ. საინტერესოა, რას და რატომ ფიქრობენ ქართველი მამაკაცები, რომლებიც იულიამ მოძებნა და რატომღაც, რბილად რომ ვთქვათ, განაწყენებული არიან ქართველ ქალებზე. რაც ყველაზე სამწუხაროა, ისინი არწმუნებენ სლავებს, რომ ქართველ ქალებს ბევრად ჯობიან და ქართველი ქალები თურმე გაცილებით მეტი მინუსით არიან აღჭურვილი, ვიდრე პლუსით:

"ქართველმა მამაკაცებმა The People-ს უამბეს, რომ სლავი ქალები, მათი აზრით, ქართველ ქალებს ჯობიან, თურმე სლავი ცოლის ყოლა ისევე პრესტიჟული ყოფილა, როგორც "ბენტლის" ყოლა და თურმე სლავ ქალთან გატარებული ერთი წელი ქართველ ქალთან გატარებულ ხუთ წელს ჯობს.

აბსოლუტურად ყველა სლავი გოგონა, რომელიც საქართველოში ყოფილა (განსაკუთრებით ქერათმიანები) დაადასტურებს, რომ ქართველი მამაკაცები მათდამი გულგრილები არ არიან. ჩვენ ყოველთვის გვიკლებენ ფასს "ლამაზი თვალების გამო" და ისე გვიყურებენ, როგორც მწყურვალე ადამიანი ყინულიან წყალს. ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ ვიწვევდით ასეთ ყურადღებას? ჩემსკენ მომართული მორიგი ჯიგიტის ყველა მზერა მაოცებდა: "ნუთუ მათ თავიანთი ქალები არ ყოფნით?" ცოტა ხნის წინ ხაჭაპურისა და ხინკლის სამშობლოში მყოფმა ვისარგებლე შემთხვევით და ვიპოვე მამაცი ბიჭები, რომლებმაც ამიხსნეს, რატომ არ მოსწონთ ქართველი ქალები.

სანდრო ნემსაძე, 27 წლის (3 წელი ჰყავდა რუსი ცოლი): "ჩემს რუს ცოლს თურქეთში შევხვდი (იქ ვმუშაობდი, ის კი თავის შეყვარებულთან ჩამოვიდა სტუმრად). ყველაფერს თუ დავარქმევთ თავის სახელს, მე ის შეყვარებულს წავართვი (ასეთები არიან სლავი ქალები - მათ გამო შეიძლება თავიც დაკარგო და მეგობარიც გაიმეტო). რამდენიმეთვიანი შეხვედრების შემდეგ საქართველოში ვიქორწინეთ. დღემდე მახსოვს, როგორ დაურეკა მშობლებს რუსეთში და უთხრა: "დედა, ქართველს გავყევი ცოლად". სამწუხაროდ, სამი წელი ვიყავით მხოლოდ ერთად, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის კარგი გოგონა, მეგობარი და კარგი ცოლი იყო (და ყოველთვის ვიეჭვიანებ მასზე). მომავალში კი (თუ ბედმა კიდევ მომიმზადა ერთი ქორწინება), ალბათ ისევ სლავზე ვიქორწინებდი. დამიჯერეთ, ჯობს ერთი წელი სლავთან იცხოვრო, ვიდრე ხუთი - ქართველთან.

განაგრძეთ კითხვა

"ბევრი კვლევის მიუხედავად, "ხელჩასაჭიდი“ ვერ ვიპოვნეთ. ვინერვიულეთ ბევრი" - რა პრობლემა აქვს ვახო სანაიას და თამუნა ყურაშვილის სრულიად ჯანმრთელ ბიჭს?

რატომ აჩუქა მაკა ასათიანის ქმარმა პაატა იმნაძეს სახლი - იმნაძე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულს იხსენიებს - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდანის შესახებ