სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გასული ოცი წლის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტერაქტები
გასული ოცი წლის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტერაქტები

მსოფ­ლი­ო­ში ტე­რაქ­ტე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სამ­წუ­ხა­რო სტა­ტის­ტი­კა ყო­ველ წელს იზ­რდე­ბა. AMBEBI.GE გთა­ვა­ზობთ გა­სუ­ლი 20 წლის მან­ძილ­ზე მომ­ხდა­რი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ტე­რაქ­ტე­ბის რეტ­როს­პექ­ტი­ვას.

1986 წელს ბერ­ლი­ნურ დის­კო­ტე­კა­ზე "ლა ბელ" ტე­რაქ­ტი ლი­ბა­ნურ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მო­ა­წყეს, რის შე­დე­გა­დაც სამი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. დის­კო­თე­კა­ზე თავ­დას­ხმა, რო­მელ­საც ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ, მიზ­ნად ისა­ხავ­და ლი­ბა­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ძა­ლის დე­მონ­სტრა­ცი­ას.

1988 წლის 27 დე­კემ­ბე­რი, რომი, ვენა. ერ­თდრო­უ­ლი ტე­რაქ­ტე­ბი ორი ქვეყ­ნის აე­რო­პორ­ტში. პა­ლეს­ტი­ნუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "აბუ ნი­და­ლის" ბო­ე­ვი­კებ­მა მგზავ­რე­ბი და­ცხრი­ლეს. და­ი­ღუ­პა 16 ადა­მი­ა­ნი, და­შავ­და 120-ზე მეტი.

1994 წლის 24 დე­კემ­ბერს ალ­ჟი­რუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "ის­ლა­მუ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის" ოთხმა წევ­რმა ალ­ჟი­რის აე­რო­პორ­ტში ფრან­გუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი შე­ი­პყრო. ამ დროს 2 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. რო­გორც გა­ირ­კვა, დამ­ნა­შა­ვე­ებს ბრძა­ნე­ბა ჰქონ­დათ, აე­ფეთ­ქე­ბი­ნათ თვითმფრი­ნა­ვი, რო­მელ­შიც 237 მგზავ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და, საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლა­ქის თავ­ზე.

1995 წლის 20 მარტს ტო­კი­ოს მეტ­როს 16 სად­გურ­ში სექ­ტა "აუმ სინ­რი­კეს" მიმ­დევ­რებ­მა ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი გა­უშ­ვეს. და­შავ­და 3796 ადა­მი­ა­ნი, და­ი­ღუ­პა - 12.

1995 წლის 25 ივ­ლისს პა­რი­ზის მეტ­რო­ში ვა­გო­ნი აფეთ­ქდა. გარ­და­იც­ვა­ლა 8 ადა­მი­ა­ნი, და­იჭ­რა - 100. ტე­რაქ­ტი "შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ის­ლა­მურ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ" მო­ა­წყო.

1996 წლის 3 დე­კემ­ბერს საფ­რან­გეთ­ში მეტ­როს ვა­გო­ნი აა­ფეთ­ქეს. და­ი­ღუ­პა ოთხი ადა­მი­ა­ნი, და­შავ­და 92.

1999 წლის ოთხი დე­კემ­ბე­რი, რუ­სე­თი. და­ღეს­ტნურ ქა­ლაქ ბუ­ი­ნაკსკში ხუთ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სი აა­ფეთ­ქეს, რო­მელ­შიც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შვი­დი ოფი­ცე­რი ცხოვ­რობ­და. სრუ­ლად და­ინ­გრა ორი სა­დარ­ბა­ზო. 64 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, მათ შო­რის 23 ბავ­შვი. 146-მა ადა­მი­ან­მა მძი­მე ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ი­ღო.

1999 წლის 9 ოქ­ტომ­ბერს მოს­კოვ­ში, გუ­რი­ა­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე 9 სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­ში აფეთ­ქე­ბა მოხ­და. შე­დე­გად 90 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 200 - და­იჭ­რა.

1999 წლის 13 სექ­ტემ­ბერს მოს­კოვ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი აა­ფეთ­ქეს. და­ი­ღუ­პა 120-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 13 - ბავ­შვი.

1999 წლის 16 სექ­ტემ­ბერს როს­ტოვ­ში 9 სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი აფეთ­ქდა. 18 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის ორი ბავ­შვი. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის რი­ცხვმა 310 ადა­მი­ა­ნი შე­ად­გი­ნა.

2001 წლის 11 სექ­ტემ­ბე­რი. ორი სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვი მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის შე­ნო­ბებს და­ე­ჯა­ხა ნიუ იორ­კის ცენ­ტრში. კი­დევ ერთი თვითმფრი­ნა­ვი, რო­მელ­საც ტე­რო­რის­ტე­ბი მარ­თავ­დნენ, ვა­შინგტო­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­სავ­ლეთ კორ­პუსს და­ე­ჯა­ხა. მე­ო­თხე თვითმფრი­ნა­ვი პენ­სილ­ვა­ნი­ის შტატ­ში ჩა­მო­ვარ­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ნიუ იორკში და­ი­ღუ­პა 2749 ადა­მი­ა­ნი, ვა­შინგტონ­ში - 189, პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში - 44.

2002 წლის 12 ოქ­ტომ­ბერს ჰელ­სინკში სა­ბავ­შვო პარკში ოცი წლის სტუ­დენ­ტმა თავი აი­ფეთ­ქა. და­ი­ღუ­პა შვი­დი ადა­მი­ა­ნი, და­იჭ­რა - 80.

2002 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს ბა­ლი­ში (ინ­დო­ნე­ზია) აფეთ­ქე­ბე­ბის სე­რი­ის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა 190 ადა­მი­ა­ნი და 300-ზე მეტი და­შავ­და. ბომ­ბე­ბი ყვე­ლა­ზე მსხვილ ტუ­რის­ტულ ცენ­ტრში აა­ფეთ­ქეს. პა­რა­ლე­ლუ­რად მოქ­მე­დე­ბა­ში მო­იყ­ვა­ნეს ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს­თან და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ბომ­ბე­ბი.

2002 წლის 27 ნო­ემ­ბერს ქა­ლაქ მომ­ბა­სა­ში (კე­ნია) ის­რა­ე­ლი­დან ჩა­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ტე­რაქ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და. ჯიპი სას­ტუმ­როს შე­სას­ვლელ­თან აფეთ­ქდა, რის შე­დე­გა­დაც 17 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. 80-მა ადა­მი­ან­მა სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო.

2003 წლის 12 და 13 მა­ისს სა­უ­დის არა­ბეთ­ში აფეთ­ქე­ბე­ბის სე­რი­ის შე­დე­გად 34 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 194 და­იჭ­რა. ტე­რაქ­ტზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა "ალ ქა­ე­დამ" აიღო.

2003 წლის 5 აგ­ვის­ტოს ჯა­კარ­ტა­ში (ინ­დო­ნე­ზია) სას­ტუმ­რო "მე­რი­ოტ­ში" ტე­რო­რის­ტებ­მა თავი აი­ფეთ­ქეს. ტე­რაქ­ტზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა "ალ ქა­ე­დამ" აიღო. და­ი­ღუ­პა 15 ად­მა­ი­ა­ნი და და­იჭ­რა 150.

2003 წლის 25 აგ­ვის­ტოს მუმ­ბა­ის პორ­ტში მოქ­მე­დე­ბა­ში მო­ვი­და ბომ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ტაქ­სებ­ში იყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. შე­დე­გად 52 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 150 - და­იჭ­რა. ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რაქ­ტი პა­კის­ტან­ში გან­ლა­გე­ბულ­მა მუ­სულ­მა­ნურ­მა ექ­სტრე­მის­ტულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა მო­ა­წყვეს.

2003 წლის 15 ნო­ემ­ბერს სტამ­ბულ­ში ორ სი­ნა­გო­გას­თან თვით­ნა­კე­თი ბომ­ბე­ბი აფეთ­ქდა. შე­დე­გად 24 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 300 - და­იჭ­რა. ტე­რაქ­ტზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა "ალ ქა­ე­დამ" აიღო.

2003 წლის 20 ნო­ემ­ბერს სტამ­ბულ­ში ხუთი აფეთ­ქე­ბა მოხ­და, მათ შო­რის ბრი­ტა­ნე­თის სა­კონ­სუ­ლოს­თან და ბრი­ტა­ნუ­ლი ბან­კე­ბის ფი­ლი­ა­ლებ­თან. შე­დე­გად 28 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 450 და­შავ­და. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ტე­რაქ­ტზე "ალ ქა­ე­დამ" და თურ­ქულ­მა რა­დი­კა­ლურ­მა ის­ლა­მურ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ "და­სავ­ლე­თის ის­ლა­მუ­რი მო­ჯა­ჰე­დე­ბის ფრონტმა" აიღო.

2004 წლის 6 თე­ბერ­ვალს მოს­კო­ვის მეტ­რო­ში თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა თავი აი­ფეთ­ქა. და­ი­ღუ­პა 41 ადა­მი­ა­ნი, და­შავ­და 250.

2004 წლის 11 მარტს მად­რიდ­ში სად­გურ ატოჩ­ზე აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად 191 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 1800 და­იჭ­რა. ტე­რაქ­ტზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა "ალ ქა­ე­დამ" აიღო. ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ეს იყო ტე­რაქ­ტი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე დიდი მსხვერ­პლი გა­მო­იწ­ვია ევ­რო­პა­ში მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ.

2004 წლის 8 ოქ­ტომ­ბერს პა­რიზ­ში ინ­დო­ნე­ზი­ის სა­ელ­ჩოს­თან მოხ­და აფეთ­ქე­ბა. და­იჭ­რა ათი ადა­მი­ა­ნი.

2004 წლის დე­კემ­ბერ­ში ტე­რაქ­ტე­ბის სე­რია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა დაჯ­გუ­ფე­ბა "ეტამ" – 3 დე­კემ­ბერს ეს­პა­ნე­თის ხუთ ქა­ლაქ­ში, 5 დე­კემ­ბერს - შვიდ ქა­ლაქ­ში. შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა. ამ სე­რი­ი­დან ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ტე­რაქ­ტი 2005 წლის 9 თე­ბერ­ვალს მად­რიდ­ში მოხ­და, რომ­ლის შე­დე­გად 40 ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია johnstonsarchive.net-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გასული ოცი წლის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტერაქტები

გასული ოცი წლის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტერაქტები

მსოფლიოში ტერაქტების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების სამწუხარო სტატისტიკა ყოველ წელს იზრდება. AMBEBI.GE გთავაზობთ გასული 20 წლის მანძილზე მომხდარი ყველაზე მასშტაბური ტერაქტების რეტროსპექტივას.

1986 წელს ბერლინურ დისკოტეკაზე "ლა ბელ" ტერაქტი ლიბანურმა სპეცსამსახურებმა მოაწყეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი გარდაიცვალა. დისკოთეკაზე თავდასხმა, რომელსაც ამერიკელი სამხედროები ესწრებოდნენ, მიზნად ისახავდა ლიბანის სპეცსამსახურების ძალის დემონსტრაციას.

1988 წლის 27 დეკემბერი, რომი, ვენა. ერთდროული ტერაქტები ორი ქვეყნის აეროპორტში. პალესტინური ორგანიზაციის "აბუ ნიდალის" ბოევიკებმა მგზავრები დაცხრილეს. დაიღუპა 16 ადამიანი, დაშავდა 120-ზე მეტი.

1994 წლის 24 დეკემბერს ალჟირული ტერორისტული ორგანიზაციის "ისლამური შეიარაღებული დაჯგუფების" ოთხმა წევრმა ალჟირის აეროპორტში ფრანგული თვითმფრინავი შეიპყრო. ამ დროს 2 ადამიანი დაიღუპა. როგორც გაირკვა, დამნაშავეებს ბრძანება ჰქონდათ, აეფეთქებინათ თვითმფრინავი, რომელშიც 237 მგზავრი იმყოფებოდა, საფრანგეთის დედაქალაქის თავზე.

1995 წლის 20 მარტს ტოკიოს მეტროს 16 სადგურში სექტა "აუმ სინრიკეს" მიმდევრებმა ქიმიური ნივთიერებები გაუშვეს. დაშავდა 3796 ადამიანი, დაიღუპა - 12.

1995 წლის 25 ივლისს პარიზის მეტროში ვაგონი აფეთქდა. გარდაიცვალა 8 ადამიანი, დაიჭრა - 100. ტერაქტი "შეიარაღებულმა ისლამურმა დაჯგუფებამ" მოაწყო.

1996 წლის 3 დეკემბერს საფრანგეთში მეტროს ვაგონი ააფეთქეს. დაიღუპა ოთხი ადამიანი, დაშავდა 92.

1999 წლის ოთხი დეკემბერი, რუსეთი. დაღესტნურ ქალაქ ბუინაკსკში ხუთსართულიანი კორპუსი ააფეთქეს, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს შვიდი ოფიცერი ცხოვრობდა. სრულად დაინგრა ორი სადარბაზო. 64 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 23 ბავშვი. 146-მა ადამიანმა მძიმე ჭრილობები მიიღო.

1999 წლის 9 ოქტომბერს მოსკოვში, გურიანოვის ქუჩაზე 9 სართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა. შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა, 200 - დაიჭრა.

1999 წლის 13 სექტემბერს მოსკოვში საცხოვრებელი სახლი ააფეთქეს. დაიღუპა 120-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 13 - ბავშვი.

1999 წლის 16 სექტემბერს როსტოვში 9 სართულიანი სახლი აფეთქდა. 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი. დაზარალებულების რიცხვმა 310 ადამიანი შეადგინა.

2001 წლის 11 სექტემბერი. ორი სამგზავრო თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებს დაეჯახა ნიუ იორკის ცენტრში. კიდევ ერთი თვითმფრინავი, რომელსაც ტერორისტები მართავდნენ, ვაშინგტონის თავდაცვის სამინისტროს დასავლეთ კორპუსს დაეჯახა. მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. ოფიციალური მონაცემებით, ნიუ იორკში დაიღუპა 2749 ადამიანი, ვაშინგტონში - 189, პენსილვანიაში - 44.

2002 წლის 12 ოქტომბერს ჰელსინკში საბავშვო პარკში ოცი წლის სტუდენტმა თავი აიფეთქა. დაიღუპა შვიდი ადამიანი, დაიჭრა - 80.

2002 წლის 13 ოქტომბერს ბალიში (ინდონეზია) აფეთქებების სერიის შედეგად დაიღუპა 190 ადამიანი და 300-ზე მეტი დაშავდა. ბომბები ყველაზე მსხვილ ტურისტულ ცენტრში ააფეთქეს. პარალელურად მოქმედებაში მოიყვანეს ამერიკის საელჩოსთან დამონტაჟებული ბომბები.

2002 წლის 27 ნოემბერს ქალაქ მომბასაში (კენია) ისრაელიდან ჩასული ტურისტების წინააღმდეგ ტერაქტი განხორციელდა. ჯიპი სასტუმროს შესასვლელთან აფეთქდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა. 80-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

2003 წლის 12 და 13 მაისს საუდის არაბეთში აფეთქებების სერიის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა და 194 დაიჭრა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ალ ქაედამ" აიღო.

2003 წლის 5 აგვისტოს ჯაკარტაში (ინდონეზია) სასტუმრო "მერიოტში" ტერორისტებმა თავი აიფეთქეს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ალ ქაედამ" აიღო. დაიღუპა 15 ადმაიანი და დაიჭრა 150.

2003 წლის 25 აგვისტოს მუმბაის პორტში მოქმედებაში მოვიდა ბომბები, რომლებიც ტაქსებში იყო დამონტაჟებული. შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა, 150 - დაიჭრა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ტერაქტი პაკისტანში განლაგებულმა მუსულმანურმა ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა მოაწყვეს.

2003 წლის 15 ნოემბერს სტამბულში ორ სინაგოგასთან თვითნაკეთი ბომბები აფეთქდა. შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, 300 - დაიჭრა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ალ ქაედამ" აიღო.

2003 წლის 20 ნოემბერს სტამბულში ხუთი აფეთქება მოხდა, მათ შორის ბრიტანეთის საკონსულოსთან და ბრიტანული ბანკების ფილიალებთან. შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა, 450 დაშავდა. პასუხისმგებლობა ტერაქტზე "ალ ქაედამ" და თურქულმა რადიკალურმა ისლამურმა დაჯგუფებამ "დასავლეთის ისლამური მოჯაჰედების ფრონტმა" აიღო.

2004 წლის 6 თებერვალს მოსკოვის მეტროში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაიღუპა 41 ადამიანი, დაშავდა 250.

2004 წლის 11 მარტს მადრიდში სადგურ ატოჩზე აფეთქების შედეგად 191 ადამიანი დაიღუპა და 1800 დაიჭრა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ალ ქაედამ" აიღო. ექსპერტების შეფასებით, ეს იყო ტერაქტი, რომელმაც ყველაზე დიდი მსხვერპლი გამოიწვია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

2004 წლის 8 ოქტომბერს პარიზში ინდონეზიის საელჩოსთან მოხდა აფეთქება. დაიჭრა ათი ადამიანი.

2004 წლის დეკემბერში ტერაქტების სერია განახორციელა დაჯგუფება "ეტამ" – 3 დეკემბერს ესპანეთის ხუთ ქალაქში, 5 დეკემბერს - შვიდ ქალაქში. შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაიჭრა. ამ სერიიდან ყველაზე მსხვილი ტერაქტი 2005 წლის 9 თებერვალს მადრიდში მოხდა, რომლის შედეგად 40 ადამიანი დაიჭრა.

მომზადებულია johnstonsarchive.net-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა