კომპანია "ბეკოს" 56-ე მაღაზიის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი და სხვა პირები ესწრებოდნენ. მიწვეული სტუმრებისთვის ჯაზ ბენდმა "თსუ არტმა" მუსიკალური ნომრები შეასრულა.
გახსნის ოფიციალურ ცერემონიას კომპანია "ბეკოს" გენერალური დირექტორი მეჰმეთ მელექი უძღვებოდა.
თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ კომპანია "ბეკო" ერთ-ერთი დიდი დამსაქმებელია. ლექვინაძემ საუბრისას 13-14 ივნისის სტიქიური მოვლენა გაიხსენა და კომპანიის ხელმძღვანელობას დაზარალებულებისთვის გაწეული ფულადი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
თურქეთის ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ კი კმაყოფილებით აღნიშნა, რომ თბილისში "ბეკოს" მაღაზიები თითქმის ყველგან არის გახსნილი და ეს ბრენდი დღეს არა მარტო თურქული, არამედ ქართულიცაა. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც "ბეკოს" კიდევ ერთი ახალი მაღაზიის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას.
ცერემონიაზე შეკრებილებს ჯამლეტ ხუხაშვილმაც მიმართა.
მისივე თქმით, წლების წინ, როდესაც "ბეკოს" მაღაზიები საქართველოში გაიხსნა, მის ტექნიკას მოსახლეობა ეჭვის თვალით უყურებდა. "როდესაც არსებობს "სიმენსი" და სხვა იაპონური ფირმები. თუმცა "ბეკომ" წლების განმავლობაში მომხმარებლის ნდობა დაიმსახურა", _ დასძინა ხუხაშვილმა.
"ისთ ფოინთში" განთავსებულ "ბეკოს" 800კვმ ფართობის მქონე მაღაზიაში ყველა სახის საყოფაცხოვრებო და საოჯახო ტექნიკაა განთავსებული.
კომპანია "ბეკოს" გენერალური დირექტორის მეჰმეთ მელექის განცხადებით, ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით "ბეკო" მომხმარებელს მხოლოდ 14 და 15 ნოემბერს მოცემულ მაღაზიაში არესებულ საოჯახო ტექნიკაზე 40%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. "ასევე, გავრცელდება ექსკლუზიური ფასების და საჩუქრების აქცია კომპიუტერულ ტექნიკაზე და ტელევიზორებზე. ფასდაკლება იმოქმედებს მხოლოდ "ისთ ფოინთის" ფილიალში მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით. მაღაზიაში მოსულ მომხმარებელს სხვა უამრავი სიურპრიზიც ელოდება.
კომპანია მყიდველებს 4 წლიან გარანტიას და სახლში მიტანის სერვისს სთავაზობს.
კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა საუბრისას დასძინა, რომ "ბეკო" საქართველოს ბაზარზე უკვე მე-18 წელია არსებობს. იგი ევროპაში ნომერ პირველი ბრენდია და ასევე ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფადგანვითარებად კომპანიადაც ითვლება. მისივე თქმით, 2014 წლიდან "ბეკო" საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" პრემიუმ პარტნიორი გახდა.
R