პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული წარმოების ჩანთები, რომელსაც გარანტიით ყიდიან
 ქართული წარმოების ჩანთები, რომელსაც გარანტიით ყიდიან

პრო­ექ­ტის - #იყი­დე­ქარ­თუ­ლი ფარ­გლებ­ში, "მე­დია პა­ლიტ­რა" ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას აგ­რძე­ლებს. ამ­ჯე­რად, "პა­ლიტ­რა TV"-სა და AMBEBI.GE-ს გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი ჩან­თე­ბის სა­წარ­მო­სა და მა­ღა­ზი­ას ეწ­ვია. "გე­ფე­რი­ნი" ( GEPHERRINI ) - ასე ჰქვია ჩან­თე­ბი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის ქარ­თულ ბრენ­დს.

"გე­ფე­რი­ნი" ერთი წლის წინ და­არ­სდა. ბრენ­დის სა­ხელ­წო­დე­ბა დამ­ფუძ­ნებ­ლის გვა­რი­დან - გე­ფე­რი­ძი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. ლო­გო­ზე სა­ხელ­თან ერ­თად და­ტა­ნი­ლია გვირ­გვი­ნი და წარ­წე­რა "2009" . აღ­ნიშ­ნუ­ლი წარ­წე­რა დამ­ფუძ­ნებ­ლი­სა და მისი მე­უღ­ლის ქორ­წი­ნე­ბის თა­რიღს უკავ­შირ­დე­ბა.

სა­წარ­მო სო­ფელ დი­ღომ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. ფაბ­რი­კა­ში სამი დი­ზა­ი­ნე­რი და 12 მკე­რა­ვია და­საქ­მე­ბუ­ლი. სა­წარ­მო 22 და­ნად­გა­რით არის აღ­ჭურ­ვი­ლი. ჩან­თე­ბი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის შე­სა­კე­რად ტყა­ვი ან ტყა­ვის შემ­ცვლე­ლი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მა­სა­ლა ძი­რი­თა­დად თურ­ქუ­ლი, ნა­წი­ლობ­რივ ქარ­თუ­ლია. "გე­ფე­რი­ნი" ხელ­ნა­კეთ ჩან­თებ­საც აწარ­მო­ებს.

პრო­დუქ­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 19-დან 250 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. სა­წარ­მო თვე­ში სა­შუ­ა­ლოდ 300-500 ჩან­თას კე­რავს. თი­თო­ე­უ­ლი მო­დე­ლი სამ ფერ­ში, ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით, 7 ერ­თე­უ­ლი იკე­რე­ბა.

"გე­ფე­რი­ნის" პრო­დუქ­ცია რუ­სეთ­ში ექ­სპორტზე გა­დის, ორ კვი­რა­ში მოს­კოვ­ში შოუ რუმი გა­იხ­სე­ნე­ბა. ბრენდმა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თულ ფე­შენ ვიქ­ზე, სა­დაც გერ­მა­ნე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი ბა­ი­ე­რე­ბი და­ა­ინ­ტე­რე­სა.

ილია გე­ფე­რი­ძე, "გე­ფე­რი­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი:

"ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში შეგ­ვექ­მნა ისე­თი პრო­დუქ­ტი,რო­მე­ლიც აქამ­დე არ იწარ­მო­ე­ბო­და. რო­დე­საც მო­ვი­ძი­ეთ, ჩან­თე­ბი იყო ასე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა. ამ სფე­რო­ში ძა­ლი­ან მცი­რე გა­მოც­დი­ლე­ბა გვქონ­და, შე­სა­ბა­მი­სად თა­ვი­დან ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და, მაგ­რამ დიდი შრო­მის სა­ფუძ­ველ­ზე, შევ­ქმე­ნით ისე­თი ჯგუ­ფი, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის ჩან­თის შე­კერ­ვა შე­უძ­ლია. ერთი წლის წინ, რო­დე­საც მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყეთ, და­საქ­მე­ბუ­ლი გვყავ­და სამი ადა­მი­ა­ნი. ნელ-ნელა გა­ვი­ზარ­დეთ და გავ­ფარ­თოვ­დით, სა­წარ­მო­სა და მა­ღა­ზი­ებ­ში დღეს უკვე 24 ადა­მი­ა­ნი გვყავს და­საქ­მე­ბუ­ლი. ასე­ვე გა­ვა­ფარ­თო­ვეთ პრო­დუქ­ცი­ის ასორ­ტი­მენ­ტი. ვა­წარ­მო­ებთ ქა­ლის, მა­მა­კა­ცის, სა­ბავ­შვო ჩან­თებს. და­ვი­წყეთ სა­მა­ჯუ­რე­ბი­სა და ბეჭ­დე­ბის წარ­მო­ე­ბა".

"გე­ფე­რი­ნი" მომ­ხმა­რებ­ლებს სა­გა­რან­ტიო მომ­სა­ხუ­რე­ბა­საც სთა­ვა­ზობს. კერ­ძოდ ექვს თვი­ა­ნი, ან ერთ წლი­ა­ნი სა­გა­რან­ტიო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, კლი­ენტს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს შე­ძე­ნი­ლი ნივ­თი შე­ა­კე­თოს, გა­დაც­ვლოს ან თან­ხა და­იბ­რუ­ნოს. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, ბრენ­დი ფას­დაკ­ლე­ბის ბა­რა­თე­ბის შე­მო­ღე­ბა­საც გეგ­მავს. "გე­ფე­რინს" ად­გილ­ზე მი­ტა­ნის სერ­ვი­სიც აქვს. მომ­სა­ხუ­რე­ბა თბი­ლი­სის მას­შტა­ბით უფა­სოა, რე­გი­ო­ნებ­ში კი პრო­დუქ­ცი­ის ად­გილ­ზე მი­ტა­ნა 10 ლარი ღირს.

"გე­ფე­რი­ნის" მა­ღა­ზი­ე­ბი მდე­ბა­რე­ობს თბი­ლის­ში "გლ­და­ნი მოლ­ში", ასე­ვე მი­სა­მარ­თებ­ზე პე­კი­ნის 22, კავ­სა­ძის 10. ბა­თუმ­ში ლერ­მონ­ტო­ვის 90.

პრო­ექ­ტის "იყი­დე ქარ­თუ­ლი-გა­აძ­ლი­ე­რე ქვე­ყა­ნა" ფარ­გლებ­ში, "გე­ფე­რი­ნის" მა­ღა­ზი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და "მე­დია პა­ლიტ­რის" კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი მა­რი­კა დარ­ჩია:

"გრძელ­დე­ბა ჩვე­ნი პრო­ექ­ტი "იყი­დე ქარ­თუ­ლი - გა­აძ­ლი­ე­რე ქვე­ყა­ნა". კი­დევ ერთი ქარ­თუ­ლი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, ეს არის ქარ­თვე­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა, ეს არის ქარ­თვე­ლე­ბის შრო­მა. ამ შრო­მა­ში ჩა­დე­ბუ­ლი თან­ხა ისევ სა­ქარ­თვე­ლოს უბ­რუნ­დე­ბა. იყი­დეთ ქარ­თუ­ლი, ასე გაძ­ლი­ერ­დე­ბა ქვე­ყა­ნა".

ნა­ტა­ლია და­დი­ა­ნი, AMBEBI.GE

იხი­ლეთ სი­უ­ჟე­ტი

ქართული წარმოების ჩანთები, რომელსაც გარანტიით ყიდიან

 ქართული წარმოების ჩანთები, რომელსაც გარანტიით ყიდიან

პროექტის - #იყიდექართული ფარგლებში, "მედია პალიტრა" ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას აგრძელებს. ამჯერად, "პალიტრა TV"-სა და AMBEBI.GE-ს გადამღები ჯგუფი ჩანთების საწარმოსა და მაღაზიას ეწვია. "გეფერინი" ( GEPHERRINI ) - ასე ჰქვია ჩანთებისა და აქსესუარების ქართულ ბრენდს.

"გეფერინი" ერთი წლის წინ დაარსდა. ბრენდის სახელწოდება დამფუძნებლის გვარიდან - გეფერიძიდან მომდინარეობს. ლოგოზე სახელთან ერთად დატანილია გვირგვინი და წარწერა "2009" . აღნიშნული წარწერა დამფუძნებლისა და მისი მეუღლის ქორწინების თარიღს უკავშირდება.

საწარმო სოფელ დიღომშია განთავსებული. ფაბრიკაში სამი დიზაინერი და 12 მკერავია დასაქმებული. საწარმო 22 დანადგარით არის აღჭურვილი. ჩანთებისა და აქსესუარების შესაკერად ტყავი ან ტყავის შემცვლელი გამოიყენება. მასალა ძირითადად თურქული, ნაწილობრივ ქართულია. "გეფერინი" ხელნაკეთ ჩანთებსაც აწარმოებს.

პროდუქციის ღირებულება 19-დან 250 ლარამდე მერყეობს. საწარმო თვეში საშუალოდ 300-500 ჩანთას კერავს. თითოეული მოდელი სამ ფერში, ლიმიტირებული რაოდენობით, 7 ერთეული იკერება.

"გეფერინის" პროდუქცია რუსეთში ექსპორტზე გადის, ორ კვირაში მოსკოვში შოუ რუმი გაიხსენება. ბრენდმა მონაწილეობა მიიღო საქართველოში გამართულ ფეშენ ვიქზე, სადაც გერმანელი და უკრაინელი ბაიერები დააინტერესა.

ილია გეფერიძე, "გეფერინის" დამფუძნებელი:

"ჩვენი მიზანი იყო საქართველოში შეგვექმნა ისეთი პროდუქტი,რომელიც აქამდე არ იწარმოებოდა. როდესაც მოვიძიეთ, ჩანთები იყო ასეთი მიმართულება. ამ სფეროში ძალიან მცირე გამოცდილება გვქონდა, შესაბამისად თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ დიდი შრომის საფუძველზე, შევქმენით ისეთი ჯგუფი, რომელსაც ნებისმიერი სირთულის ჩანთის შეკერვა შეუძლია. ერთი წლის წინ, როდესაც მუშაობა დავიწყეთ, დასაქმებული გვყავდა სამი ადამიანი. ნელ-ნელა გავიზარდეთ და გავფართოვდით, საწარმოსა და მაღაზიებში დღეს უკვე 24 ადამიანი გვყავს დასაქმებული. ასევე გავაფართოვეთ პროდუქციის ასორტიმენტი. ვაწარმოებთ ქალის, მამაკაცის, საბავშვო ჩანთებს. დავიწყეთ სამაჯურებისა და ბეჭდების წარმოება".

"გეფერინი" მომხმარებლებს საგარანტიო მომსახურებასაც სთავაზობს. კერძოდ ექვს თვიანი, ან ერთ წლიანი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, კლიენტს შესაძლებლობა აქვს შეძენილი ნივთი შეაკეთოს, გადაცვლოს ან თანხა დაიბრუნოს. უახლოეს მომავალში, ბრენდი ფასდაკლების ბარათების შემოღებასაც გეგმავს. "გეფერინს" ადგილზე მიტანის სერვისიც აქვს. მომსახურება თბილისის მასშტაბით უფასოა, რეგიონებში კი პროდუქციის ადგილზე მიტანა 10 ლარი ღირს.

"გეფერინის" მაღაზიები მდებარეობს თბილისში "გლდანი მოლში", ასევე მისამართებზე პეკინის 22, კავსაძის 10. ბათუმში ლერმონტოვის 90.

პროექტის "იყიდე ქართული-გააძლიერე ქვეყანა" ფარგლებში, "გეფერინის" მაღაზიაში იმყოფებოდა "მედია პალიტრის" კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია:

"გრძელდება ჩვენი პროექტი "იყიდე ქართული - გააძლიერე ქვეყანა". კიდევ ერთი ქართული აღმოვაჩინეთ. მართლაც განსაკუთრებულია, ეს არის ქართველების წარმოება, ეს არის ქართველების შრომა. ამ შრომაში ჩადებული თანხა ისევ საქართველოს უბრუნდება. იყიდეთ ქართული, ასე გაძლიერდება ქვეყანა".

ნატალია დადიანი, AMBEBI.GE

იხილეთ სიუჟეტი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია