სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოგება, რომელიც ბანკებმა ლარის გაუფასურებით მიიღეს
მოგება, რომელიც ბანკებმა ლარის გაუფასურებით მიიღეს

ერთ თვე­ში კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის წმინ­და მო­გე­ბა 85,3 მი­ლი­ო­ნი ლა­რით გა­ი­ზარ­და. გარ­და ამი­სა, მკვეთ­რად იმა­ტა პრო­ცენ­ტე­ბი­დან მი­ღე­ბულ­მა შე­მო­სავ­ლებ­მა. სა­ბან­კო სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტთა აზ­რით, ბან­კე­ბის რე­კორ­დუ­ლი მო­გე­ბა პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას.

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, 2015 წლის იან­ვარ-სექ­ტემ­ბერ­ში სა­ბან­კო სექ­ტო­რის წმინ­და მო­გე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 377 მი­ლი­ონ ლარს მი­აღ­წია. მთლი­ა­ნო­ბა­ში ბან­კე­ბის შე­მო­სა­ვა­ლი 2,643 მი­ლი­არდ ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და. მხო­ლოდ ერთ თვე­ში 283-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ზრდა აღი­ნიშ­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს წარ­მა­ტე­ბუ­ლი კვარ­ტა­ლი ჰქონ­დათ. წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, მათი შე­მო­სა­ვა­ლი და მო­გე­ბა გა­ი­ზარ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ბან­კე­ბის შე­მო­სავ­ლის ყვე­ლა­ზე დიდი წილი სეს­ხებ­ზე მო­დის. 9 თვე­ში სეს­ხე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი - 1,452 მი­ლი­ო­ნი ლა­რია, ანუ 276 მი­ლი­ო­ნი ლა­რით მეტი შარ­შან­დე­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზრდა პრო­ცენ­ტულ შე­მო­სავ­ლებ­ში აღი­ნიშ­ნე­ბა, ერთ თვე­ში ბან­კებ­მა პრო­ცენ­ტე­ბი­დან - 190 მი­ლი­ო­ნი ლა­რით მეტი მი­ი­ღეს. აქე­დან ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის სეს­ხე­ბი­დან შე­მო­სა­ვა­ლი 97,3 მი­ლი­ო­ნით გა­ი­ზარ­და, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი­დან - 73 მი­ლი­ო­ნი ლა­რით. გარ­და ამი­სა, 40 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე იმა­ტა სა­კო­მი­სი­ო­ე­ბი­დან მი­ღე­ბულ­მა შე­მო­სა­ვალ­მა.

მთლი­ა­ნო­ბა­ში, კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის საკ­რე­დი­ტო და­ბან­დე­ბის მო­ცუ­ლო­ბამ (არა­რე­ზი­დენ­ტებ­ზე გა­ცე­მუ­ლი სეს­ხე­ბის ჩათ­ვლით) 15.7 მლრდ ლარს მი­აღ­წია. სექ­ტემ­ბერ­ში ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში 90 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე სეს­ხი გა­ი­ცა, თუმ­ცა ლარ­ში დო­მი­ნი­რე­ბუ­ლი სეს­ხე­ბის წილი ისევ მკვეთ­რად და­ბა­ლია და მხო­ლოდ 36%-ს (5,5 მლრდ ლარი) შე­ად­გენს. შე­სა­ბა­მი­სად, სეს­ხე­ბის 64% დო­ლარ­შია გა­ცე­მუ­ლი. სექ­ტემ­ბერ­ში უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტით 238 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის კრე­დი­ტი გა­ი­ცა. ამი­ტო­მაც, ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ქვეყ­ნის მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად სწო­რედ სეს­ხე­ბის დო­ლა­რი­ზა­ცი­ას ასა­ხე­ლე­ბენ. ეკო­ნო­მის­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი დო­ლა­რი­ზა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო და დღეს ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლურ ყო­ფა­ზე ასე მძი­მედ არ აი­სა­ხე­ბო­და. სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის ფაქ­ტი, რომ სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს­თვის სა­ბან­კო სექ­ტო­რის აქ­ტი­ვე­ბი 24,8 მი­ლი­არდ ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და. მთლი­ა­ნო­ბა­ში ბან­კე­ბის სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბი 3.3 მი­ლი­არდ ლარს შე­ად­გენს, რაც მათი მთლი­ა­ნი აქ­ტი­ვე­ბის 13.4%-ია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში 19 კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კი საქ­მი­ა­ნობს, 5 უმ­სხვი­ლე­სი აქ­ტი­ვე­ბის მქო­ნე ბან­კის წილი სა­ბან­კო სქე­ტო­რის მთლი­ან აქ­ტი­ვებ­ში 79%-ია, ხოლო 2 ბან­კის ("სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი", "თი­ბი­სი") წილი კი - 62%.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

მოგება, რომელიც ბანკებმა ლარის გაუფასურებით მიიღეს

მოგება, რომელიც ბანკებმა ლარის გაუფასურებით მიიღეს

ერთ თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 85,3 მილიონი ლარით გაიზარდა. გარდა ამისა, მკვეთრად იმატა პროცენტებიდან მიღებულმა შემოსავლებმა. საბანკო სფეროს სპეციალისტთა აზრით, ბანკების რეკორდული მოგება პირდაპირ უკავშირდება ლარის გაუფასურებას.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში საბანკო სექტორის წმინდა მოგების მაჩვენებელმა 377 მილიონ ლარს მიაღწია. მთლიანობაში ბანკების შემოსავალი 2,643 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. მხოლოდ ერთ თვეში 283-მილიონიანი ზრდა აღინიშნება. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, კომერციულ ბანკებს წარმატებული კვარტალი ჰქონდათ. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მათი შემოსავალი და მოგება გაიზარდა. ბუნებრივია, ბანკების შემოსავლის ყველაზე დიდი წილი სესხებზე მოდის. 9 თვეში სესხებიდან მიღებული შემოსავალი - 1,452 მილიონი ლარია, ანუ 276 მილიონი ლარით მეტი შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. განსაკუთრებული ზრდა პროცენტულ შემოსავლებში აღინიშნება, ერთ თვეში ბანკებმა პროცენტებიდან - 190 მილიონი ლარით მეტი მიიღეს. აქედან ფიზიკური პირების სესხებიდან შემოსავალი 97,3 მილიონით გაიზარდა, ხოლო იურიდიული პირებიდან - 73 მილიონი ლარით. გარდა ამისა, 40 მილიონ ლარამდე იმატა საკომისიოებიდან მიღებულმა შემოსავალმა.

მთლიანობაში, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობამ (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით) 15.7 მლრდ ლარს მიაღწია. სექტემბერში ეროვნულ ვალუტაში 90 მილიონ ლარამდე სესხი გაიცა, თუმცა ლარში დომინირებული სესხების წილი ისევ მკვეთრად დაბალია და მხოლოდ 36%-ს (5,5 მლრდ ლარი) შეადგენს. შესაბამისად, სესხების 64% დოლარშია გაცემული. სექტემბერში უცხოური ვალუტით 238 მილიონი დოლარის კრედიტი გაიცა. ამიტომაც, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ქვეყნის მთავარ გამოწვევად სწორედ სესხების დოლარიზაციას ასახელებენ. ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დოლარიზაციის შემცირება უნდა ყოფილიყო და დღეს ეროვნული ვალუტის გაუფასურება მოსახლეობის სოციალურ ყოფაზე ასე მძიმედ არ აისახებოდა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სექტემბრის ბოლოსთვის საბანკო სექტორის აქტივები 24,8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. მთლიანობაში ბანკების საკუთარი სახსრები 3.3 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მათი მთლიანი აქტივების 13.4%-ია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 19 კომერციული ბანკი საქმიანობს, 5 უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სქეტორის მთლიან აქტივებში 79%-ია, ხოლო 2 ბანკის ("საქართველოს ბანკი", "თიბისი") წილი კი - 62%.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია