საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლარის დევალვაციის გამო საგარეო ვალის მოცულობა გაიზარდა
ლარის დევალვაციის გამო საგარეო ვალის მოცულობა გაიზარდა

სა­გა­რეო ვა­ლის თემა საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ის, რომ ვალი აქვთ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მდი­დარ და გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებს, დამ­შვი­დე­ბის სა­ფუძ­ველს არ გვაძ­ლევს, რად­გან დღეს აღე­ბუ­ლი ვალი ჩვენ­მა მო­მა­ვალ­მა თა­ო­ბებ­მა უნდა იხა­დონ.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლომ" გა­ა­ნა­ლი­ზა 1992-2015 წლებ­ში ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ აღე­ბუ­ლი სა­გა­რეო ვა­ლის ძი­რი­თა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი და ასე­თი დას­კვნა დადო: 1992-2015 წლებ­ში, ქარ­თულ­მა სა­ხელ­მწი­ფომ საკ­რე­დი­ტო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 6.65 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რი ისეს­ხა. სა­ხელ­მწი­ფო ყვე­ლა­ზე ხში­რად ვალს მსოფ­ლიო ბან­კის­გან იღებს, მაგ­რამ ჯა­მუ­რად ყვე­ლა­ზე მეტი ვალი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის­გან აქვს აღე­ბუ­ლი (1.57 მლრდ აშშ დო­ლა­რი). სა­ერ­თოდ კი, სა­ხელ­მწი­ფო სა­გა­რეო ვა­ლის სა­შუ­ა­ლო შე­წო­ნი­ლი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი 1.9%-ია. მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­გა­რეო ვალი, ჯერ­ჯე­რო­ბით მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას სა­შიშ­რო­ე­ბას არ უქ­მნის, მაგ­რამ ეს არის ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი, რო­მე­ლიც ზრდის ქვეყ­ნის გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლე­ბის და ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის ტვირთს.

სა­გა­რეო ვალი კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და ლა­რის დე­ვალ­ვა­ცის შე­დე­გად. კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ან­მა სა­გა­რეო ვალ­მა, 2015 წლის 30 ივ­ნი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, 14.1 მლრდ აშშ დო­ლა­რი ანუ 31.8 მლრდ ლარი შე­ად­გი­ნა. წელს, მე­ო­რე კვარ­ტალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნი სა­გა­რეო ვალი 437.4 მლნ აშშ დო­ლა­რით გა­ი­ზარ­და. სა­ხელ­მწი­ფო სა­გა­რეო ვალ­მა შე­ად­გი­ნა 5.9 მლრდ აშშ დო­ლა­რი, რაც მშპ-ს 38.1 პრო­ცენ­ტია, კერ­ძო სა­გა­რეო ვალი კი - 8.2 მლრდ აშშ დო­ლა­რია. თუ სა­ხელ­მწი­ფო ვა­ლის ზრდის დი­ნა­მი­კას გა­დავ­ხე­დავთ, ასეთ სუ­რათს მი­ვი­ღებთ: 2003 წლი­დან 2007 წლამ­დე მთლი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო ვა­ლის პრო­ცენ­ტუ­ლი წილი ნო­მი­ნა­ლურ მშპ-სთან მი­მარ­თე­ბით იკ­ლებ­და, 2007 წლი­დან 2010-ის ჩათ­ვლით კი, ზრდის ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და. 2010 წლი­დან 2013 წლამ­დე სა­ხელ­მწი­ფო ვალი ისევ კლე­ბას იწყებს და 2013 წელს 32.2%-მდე ჩა­მო­დის. 2014 წელს, სა­ხელ­მწი­ფო ვა­ლის მშპ-სთან შე­ფარ­დე­ბა 35.6%-მდე გა­ი­ზარ­და. მიმ­დი­ნა­რე წელს კი, საპ­როგ­ნო­ზო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 36.3 პრო­ცენ­ტი იყო, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე 38,1 პრო­ცენ­ტია.

bpn.ge ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ეკო­ნო­მი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, პრო­ფე­სორ მი­ხე­ილ თოქ­მა­ჯიშ­ვილს ესა­უბ­რა.

- წელს, მე­ო­რე კვარ­ტალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნი სა­გა­რეო ვალი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და, რა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ლა­რის დე­ვალ­ვა­ცი­ამ ამ პრო­ცეს­ზე?

- პირ­ველ რიგ­ში, გაგ­ვიძ­ვირ­და ვალი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს დო­ლარ­ში აქვს აღე­ბუ­ლი, ხოლო ლარ­ში აღე­ბუ­ლი არ გაძ­ვი­რე­ბუ­ლა. ნა­წი­ლობ­რივ, სწო­რედ ამით უნდა აიხ­სნას სა­გა­რეო ვა­ლის ზრდაც.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ლარის დევალვაციის გამო საგარეო ვალის მოცულობა გაიზარდა

ლარის დევალვაციის გამო საგარეო ვალის მოცულობა გაიზარდა

საგარეო ვალის თემა საკმაოდ მტკივნეულია საქართველოსთვის. ის, რომ ვალი აქვთ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ და განვითარებულ ქვეყნებს, დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან დღეს აღებული ვალი ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა იხადონ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" გაანალიზა 1992-2015 წლებში ჩვენი სახელმწიფოს მიერ აღებული საგარეო ვალის ძირითადი მონაცემები და ასეთი დასკვნა დადო: 1992-2015 წლებში, ქართულმა სახელმწიფომ საკრედიტო ხელშეკრულებებით დაახლოებით 6.65 მილიარდი აშშ დოლარი ისესხა. სახელმწიფო ყველაზე ხშირად ვალს მსოფლიო ბანკისგან იღებს, მაგრამ ჯამურად ყველაზე მეტი ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან აქვს აღებული (1.57 მლრდ აშშ დოლარი). საერთოდ კი, სახელმწიფო საგარეო ვალის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 1.9%-ია. მართალია, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი, ჯერჯერობით მაკროეკონომიკურ სტაბილურობას საშიშროებას არ უქმნის, მაგრამ ეს არის ძვირად ღირებული ფინანსური რესურსი, რომელიც ზრდის ქვეყნის გადასახადის გადამხდელების და ჩვენი მომავალი თაობის ტვირთს.

საგარეო ვალი კიდევ უფრო გაიზარდა ლარის დევალვაცის შედეგად. კერძოდ, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 14.1 მლრდ აშშ დოლარი ანუ 31.8 მლრდ ლარი შეადგინა. წელს, მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 437.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 5.9 მლრდ აშშ დოლარი, რაც მშპ-ს 38.1 პროცენტია, კერძო საგარეო ვალი კი - 8.2 მლრდ აშშ დოლარია. თუ სახელმწიფო ვალის ზრდის დინამიკას გადავხედავთ, ასეთ სურათს მივიღებთ: 2003 წლიდან 2007 წლამდე მთლიანი სახელმწიფო ვალის პროცენტული წილი ნომინალურ მშპ-სთან მიმართებით იკლებდა, 2007 წლიდან 2010-ის ჩათვლით კი, ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა. 2010 წლიდან 2013 წლამდე სახელმწიფო ვალი ისევ კლებას იწყებს და 2013 წელს 32.2%-მდე ჩამოდის. 2014 წელს, სახელმწიფო ვალის მშპ-სთან შეფარდება 35.6%-მდე გაიზარდა. მიმდინარე წელს კი, საპროგნოზო მაჩვენებელი 36.3 პროცენტი იყო, მაგრამ ამ ეტაპზე 38,1 პროცენტია.

bpn.ge ამ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ მიხეილ თოქმაჯიშვილს ესაუბრა.

- წელს, მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რა გავლენა მოახდინა ლარის დევალვაციამ ამ პროცესზე?

- პირველ რიგში, გაგვიძვირდა ვალი, რომელიც სახელმწიფოს დოლარში აქვს აღებული, ხოლო ლარში აღებული არ გაძვირებულა. ნაწილობრივ, სწორედ ამით უნდა აიხსნას საგარეო ვალის ზრდაც.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია