სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება "ფეისბუქში" "რუსთავი 2"-ში კრიზისის გამწვავების შემდეგ
რა ხდება "ფეისბუქში" "რუსთავი 2"-ში კრიზისის გამწვავების შემდეგ

"რუს­თა­ვი 2"-ის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს "ფე­ის­ბუქ­ზე" ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

ირაკ­ლი ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი - შე­უძ­ლე­ბე­ლია, სო­ლი­და­რო­ბა არ გა­მო­ვუ­ცხა­დოთ რ2-ს.

არხს, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა მოგ­ვწონს ან პი­რი­ქით - არ მოგ­ვწონს.

(ამას არ აქვს არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა).

ჩვენ შევ­დი­ვართ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში... მცდე­ლო­ბა არ­ხის და­ხურ­ვი­სა ან მის­თვის პრობ­ლე­მე­ბის შექ­ნი­სა, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში არის შე­ტე­ვა მე­დი­ა­ზე... იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ბ-ნი ხალ­ვა­შის პრე­ტენ­ზი­ე­ბი არის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ან არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი.

აღა­რა­ფერს ვი­ტყვი პრო­ცე­დუ­რა­თა დარ­ღვე­ვა­ზე და ამ­გვარ, ბრჭყა­ლებ­ში ჩა­სას­მელ სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა­ზე.

ვი­მე­ო­რებ - შე­საძ­ლოა, ბევ­რს მი­აჩ­ნდეს, რომ ეს არხი სუ­ლაც არ ეკუთ­ვნით ყა­რა­მა­ნაშ­ვი­ლებს... შე­საძ­ლოა, ბევ­რს მოს­წონ­დეს ხალ­ვა­ში ან დვა­ლი-აქი­მი­ძის დუ­ე­ტი... შე­საძ­ლოა, ვინ­მე სა­ერ­თო­დაც ფიქ­რია ჩიხ­რა­ძის­კენ იხ­რე­ბო­დეს... ეს ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აქ და ახლა!..

არც ისაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რამ­დე­ნად ობი­ექ­ტუ­რია არხი... სხვა­თა შო­რის, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ობი­ექ­ტუ­რო­ბი­სა­გან დაც­ლი­ლია და ყვე­ლა და­სავ­ლუ­რი არ­ხის თუ გა­მო­ცე­მის პო­ზი­ცი­აც სუ­ბი­ექ­ტუ­რია (არ ან ნაკ­ლე­ბად იგუ­ლის­ხმე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლე­ბი).

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კონ­ტექ­სტი, ფორ­მა და დრო და აღ­ქმა.

მაგ­რამ, ამა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­ფა­სე­ბა (არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი სივ­რცი­დან), რომ ესაა ზე­წო­ლა მე­დი­ა­ზე.

მა­რი­ამ სა­ჯა­ია - მო­სა­ლო­ცად გვაქვს საქ­მე... მე­ო­თხე შე­სა­ნიშ­ნა­ვი წე­ლი­წა­დი და­ი­წყო დიქ­ტა­ტუ­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­ცხა­დე­ბის ორი თვალ­სა­ჩი­ნო ფაქ­ტით:

- ევ­რო­პის საბ­ჭომ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ქვე­ყა­ნა­ში არი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი და შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლი;

- ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ და ობი­ექ­ტურ ტე­ლე­ვი­ზი­ას ეზღუ­დე­ბა მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. რუს­თა­ვი2-ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლით კი ქვე­ყა­ნა­ში იზღუ­დე­ბა გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

მო­სა­ლო­ცად გვაქვს საქ­მე...

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი - რუს­თა­ვი 2 პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბას გთხოვთ თქვენ. ჩვენს მა­ყუ­რებ­ლებს.

დაგ­ვი­დე­ქით გვერ­დით.

მხო­ლოდ ასე გა­დარ­ჩე­ბა თქვე­ნი ახრი!

ამ პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს წა­ა­გებთ.

წა­ა­გებთ მა­ყუ­რებ­ლებ­თან და არა ჩვენ­თან. წა­ა­გებთ იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლებ­მაც ხმა მოგ­ცეს, მაგ­რამ არა იმი­ტომ რომ მათი არხი და­გე­ხუ­რათ.

ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე - რუს­თა­ვი 2 უნდა გა­დარ­ჩეს, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, რაც არ უნდა დაგ­ვიჯ­დეს

გოგა ჩა­ნა­დი­რი - ეს არ შე­იძ­ლე­ბა!!!

მე არ მომ­წონს "რუს­თა­ვი 2"-ის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე მძი­მე მოვ­ლე­ნე­ბი. ეს არხი, ნა­წილს მოს­წონს თუ არა, მისი არ­სე­ბო­ბა ჩემ­თვის სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლად მი­ღე­ბას ნიშ­ნავს.

რუს­თა­ვი 2ის და­ხურ­ვით სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა და ამ არ­ხის გა­რე­შე (ისე­ვე, რო­გორ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა წო­ნა­დი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის გა­რე­შე) ვერ და­ვი­ჯე­რებ, რომ 2016 წლის არ­ჩევ­ნე­ბი ან გა­რე­მო სა­მარ­თლი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

არ შე­იძ­ლე­ბა რუს­თა­ვი2ის და­ხურ­ვა.

მხარს ვუ­ჭერ ამ არხს, რაც ჩემ­თვის, რო­გორც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის­თვის, ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლად მი­ღე­ბას ნიშ­ნავს.

არ და­ვუშ­ვათ ჩვე­ნი სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა.

ეს არ შე­იძ­ლე­ბა!!!

არ­ჩილ გამ­ზარ­დია - ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ის" დარ­ბე­ვა, "იმე­დის" დარ­ბე­ვა და მფლო­ბე­ლე­ბის გა­ძე­ვე­ბა, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მზის" მფლო­ბე­ლე­ბის უც­ნა­უ­რი შეც­ვლა და შემ­დეგ მის შე­ნო­ბა­ში ტა­ბუ­ლას გა­დას­ვლა, "რუს­თა­ვი 2"-ის ძვე­ლი მფლო­ბე­ლე­ბის გა­ძე­ვე­ბა... და ა.შ.

ეს ყვე­ლა­ფე­რი არ იყო თა­ვის დრო­ზე სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლა და ახლა ლე­გა­ლუ­რი შე­კი­თხვე­ბის არ­სე­ბო­ბაა სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ლახ­ვა?

ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი, რომ­ლის მოღ­ვა­წე­ო­ბა­საც უკავ­შირ­დე­ბა არა­ერ­თი შე­კი­თხვა რომ სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და­ი­წყებს სა­უ­ბარს, ეს ცი­ნიზ­მია. სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს რუს­თა­ვი 2-ის ამ­ბავს მე­დი­ის თუ სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან.

დღე­ვან­დე­ლი რუს­თა­ვი 2-ის მხარ­და­ჭე­რა ნიშ­ნავს ფული გა­და­უ­რი­ცხო გირ­გვლი­ა­ნის, რო­ბა­ქი­ძის და სხვე­ბის მკვლე­ლე­ბის "გაპ­რა­ვე­ბას", სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კას, მე­დი­ის აბ­სო­ლუ­ტურ პო­ლი­ტი­ზი­რე­ბას, ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და ა.შ.

კარ­გად უნდა დავ­ფიქ­რდეთ, სა­ნამ რუს­თა­ვი 2-ის მხარ­და­ჭე­რა მე­დი­ის მხარ­და­ჭე­რა­ში აგ­ვე­რე­ვა, ეს პარ­ტი­უ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­აა, რო­მელ­საც მე­დი­ის მიზ­ნებ­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს.

დათო გო­გიშ­ვი­ლი - სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია რუს­თა­ვი 2-ის გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რია თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ: არა­სო­დეს ცხოვ­რე­ბა­ში არა­ვი­სი უმუ­შევ­რო­ბა და ცუ­დად ყოფ­ნა არ გამ­ხა­რე­ბია ბედ­ნი­ე­რი არ ვყო­ფილ­ვარ, მი­თუ­მე­ტეს, რომ მა­ვან­ნი შე­საძ­ლოა ღირ­სნიც იყ­ვნენ ამი­სი. მე ერთს გე­ტყვით:

1). "მო­ე­ქე­ცი სხვას ის, რო­გორც გინ­და რომ შენ მო­გექ­ცნენ"

2). "არ არ­სე­ბობს და­ფა­რუ­ლი, რო­მე­ლიც არ გა­ცხად­დე­ბა"

3). არა­ვის არა­ფე­რი, მის­ხა­ლი ბო­რო­ტე­ბაც კი, არ შერ­ჩე­ნია ცხოვ­რე­ბა­ში და არ შერ­ჩე­ბა"

ნიკა ქავ­თა­რა­ძე - ფუ­ლით ვერ და­შა­ლა და ახლა უფუ­ლო­ბით უპი­რებს დაშ­ლას!

ნიკა რუ­რუა - სო­ლი­და­რო­ბა თა­ვი­სუ­ფალ სი­ტყვას სა­ქარ­თვე­ლო­ში და მის მედ­რო­შეს - რუს­თა­ვი 2-ს!

იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც აღა­რაა სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, აღა­რაა არა­ნა­ი­რი სხვა, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა და ასეთ ქვე­ყა­ნა ვე­ღარ იწო­დე­ბა თა­ვი­სუ­ფალ ქვე­ყა­ნად.

თა­ვი­სუფ­ლე­ბის გაქ­რო­ბა ყვე­ლას მწა­რედ შე­ე­ხე­ბა!

მა­მუ­კა გამ­ყრე­ლი­ძე - ზამ­თრამ­დე პო­ლი­ტი­კა­ზე არ ვი­სა­უბ­რებ-თქო, ვინ გა­ცა­ლა?

დღეს, ორი ძა­ლი­ან ცუდი, მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით. ამ­ბა­ვი მოხ­და. ჯერ რუს­თა­ვი 2-ზე შე­ტე­ვის ახა­ლი, სრუ­ლი­ად არა­კა­ნო­ნი­ე­რი ტალ­ღა და მე­ო­რე, ევ­რო­პის სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ზე მი­ღე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბას ეხე­ბო­და.

ერთს ვი­ტყვი მხო­ლოდ, ჩემი შეგ­რძნე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ ნელ ნელა, აუჩ­ქა­რებ­ლად და მე­თო­დუ­რად ჩა­მოგ­ვა­ცი­ლოს ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­როს და ისე გაგ­ვი­ხა­დოს საქ­მე, რომ რუ­სე­თის გარ­და სხვა არა­ვინ დაგ­ვე­ლა­პა­რა­კოს. ჩე­მის აზ­რით ესაა კარ­გად გათ­ვლი­ლი და საკ­მა­ოდ კარ­გად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც უცხო ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­ში და­ი­გეგ­მა. სი­რაქ­ლე­მას პო­ზი­ცია აღარ გვიშ­ვე­ლის. მხო­ლოდ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის რა­დი­კა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბაა სა­ჭი­რო. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში დიქ­ტა­ტუ­რა­ში და ტე­რორ­ში ჩავ­ცურ­დე­ბით!

ოლეგ პან­ფი­ლო­ვი

რე­დაქ­ცია: ნა­ხეთ "რუს­თა­ვი 2"-ს საქ­მის ყვე­ლა დე­ტა­ლი თეგ­ზე #კრი­ზი­სი "რუს­თა­ვი 2"-ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რა ხდება "ფეისბუქში" "რუსთავი 2"-ში კრიზისის გამწვავების შემდეგ

რა ხდება "ფეისბუქში" "რუსთავი 2"-ში კრიზისის გამწვავების შემდეგ

"რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქზე" ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან:

ირაკლი ტაბლიაშვილი - შეუძლებელია, სოლიდარობა არ გამოვუცხადოთ რ2-ს.

არხს, რომელიც, შესაძლოა მოგვწონს ან პირიქით - არ მოგვწონს.

(ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა).

ჩვენ შევდივართ წინასაარჩევნო პერიოდში... მცდელობა არხის დახურვისა ან მისთვის პრობლემების შექნისა, ნებისმიერ შემთხვევაში არის შეტევა მედიაზე... იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბ-ნი ხალვაშის პრეტენზიები არის საფუძვლიანი ან არგუმენტირებული.

აღარაფერს ვიტყვი პროცედურათა დარღვევაზე და ამგვარ, ბრჭყალებში ჩასასმელ სამართალწარმოებაზე.

ვიმეორებ - შესაძლოა, ბევრს მიაჩნდეს, რომ ეს არხი სულაც არ ეკუთვნით ყარამანაშვილებს... შესაძლოა, ბევრს მოსწონდეს ხალვაში ან დვალი-აქიმიძის დუეტი... შესაძლოა, ვინმე საერთოდაც ფიქრია ჩიხრაძისკენ იხრებოდეს... ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია აქ და ახლა!..

არც ისაა მნიშვნელოვანი, რამდენად ობიექტურია არხი... სხვათა შორის, ჟურნალისტიკა ობიექტურობისაგან დაცლილია და ყველა დასავლური არხის თუ გამოცემის პოზიციაც სუბიექტურია (არ ან ნაკლებად იგულისხმება საზოგადოებრივი მაუწყებლები).

მნიშვნელოვანია კონტექსტი, ფორმა და დრო და აღქმა.

მაგრამ, ამაზე მნიშვნელოვანია შეფასება (არა მხოლოდ ქართული სივრციდან), რომ ესაა ზეწოლა მედიაზე.

მარიამ საჯაია - მოსალოცად გვაქვს საქმე... მეოთხე შესანიშნავი წელიწადი დაიწყო დიქტატურის ოფიციალური გაცხადების ორი თვალსაჩინო ფაქტით:

- ევროპის საბჭომ დაადასტურა, რომ ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები და შერჩევითი სამართალი;

- ყველაზე პოპულარულ და ობიექტურ ტელევიზიას ეზღუდება მაუწყებლობის შესაძლებლობა. რუსთავი2-ის წინააღმდეგ ბრძოლით კი ქვეყანაში იზღუდება გამოხატვის თავისუფლება.

მოსალოცად გვაქვს საქმე...

ნანუკა ჟორჟოლიანი - რუსთავი 2 პირველად დახმარებას გთხოვთ თქვენ. ჩვენს მაყურებლებს.

დაგვიდექით გვერდით.

მხოლოდ ასე გადარჩება თქვენი ახრი!

ამ პირველ ოქტომბერს წააგებთ.

წააგებთ მაყურებლებთან და არა ჩვენთან. წააგებთ იმ ადამიანებთან, რომლებმაც ხმა მოგცეს, მაგრამ არა იმიტომ რომ მათი არხი დაგეხურათ.

ზურაბ ჯაფარიძე - რუსთავი 2 უნდა გადარჩეს, ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა დაგვიჯდეს

გოგა ჩანადირი - ეს არ შეიძლება!!!

მე არ მომწონს "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მძიმე მოვლენები. ეს არხი, ნაწილს მოსწონს თუ არა, მისი არსებობა ჩემთვის სიტყვის თავისუფლებას, ალტერნატიული ინფორმაციის თავისუფლად მიღებას ნიშნავს.

რუსთავი 2ის დახურვით სიტყვის თავისუფლება ვერ განვითარდება და ამ არხის გარეშე (ისევე, როგორ ნებისმიერი სხვა წონადი მედიასაშუალების გარეშე) ვერ დავიჯერებ, რომ 2016 წლის არჩევნები ან გარემო სამართლიანი იქნება.

არ შეიძლება რუსთავი2ის დახურვა.

მხარს ვუჭერ ამ არხს, რაც ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ინფორმაციის თავისუფლად მიღებას ნიშნავს.

არ დავუშვათ ჩვენი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა.

ეს არ შეიძლება!!!

არჩილ გამზარდია - ტელეკომპანია "იბერიის" დარბევა, "იმედის" დარბევა და მფლობელების გაძევება, ტელეკომპანია "მზის" მფლობელების უცნაური შეცვლა და შემდეგ მის შენობაში ტაბულას გადასვლა, "რუსთავი 2"-ის ძველი მფლობელების გაძევება... და ა.შ.

ეს ყველაფერი არ იყო თავის დროზე სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ წასვლა და ახლა ლეგალური შეკითხვების არსებობაა სიტყვის თავისუფლების შელახვა?

ყოფილი გენერალური პროკურორი, რომლის მოღვაწეობასაც უკავშირდება არაერთი შეკითხვა რომ სიტყვის თავისუფლებაზე დაიწყებს საუბარს, ეს ცინიზმია. საერთო არაფერი აქვს რუსთავი 2-ის ამბავს მედიის თუ სიტყვის თავისუფლებასთან.

დღევანდელი რუსთავი 2-ის მხარდაჭერა ნიშნავს ფული გადაურიცხო გირგვლიანის, რობაქიძის და სხვების მკვლელების "გაპრავებას", სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო პოლიტიკას, მედიის აბსოლუტურ პოლიტიზირებას, ძველი ხელისუფლების დაბრუნების შესაძლებლობას და ა.შ.

კარგად უნდა დავფიქრდეთ, სანამ რუსთავი 2-ის მხარდაჭერა მედიის მხარდაჭერაში აგვერევა, ეს პარტიული ტელევიზიაა, რომელსაც მედიის მიზნებთან საერთო არაფერი აქვს.

დათო გოგიშვილი - სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გარკვეული კატეგორია თანამშრომლებისა და ხელმძღვანელობის საყურადღებოდ: არასოდეს ცხოვრებაში არავისი უმუშევრობა და ცუდად ყოფნა არ გამხარებია ბედნიერი არ ვყოფილვარ, მითუმეტეს, რომ მავანნი შესაძლოა ღირსნიც იყვნენ ამისი. მე ერთს გეტყვით:

1). ,,მოექეცი სხვას ის, როგორც გინდა რომ შენ მოგექცნენ,,

2). ,,არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გაცხადდება,,

3). არავის არაფერი, მისხალი ბოროტებაც კი, არ შერჩენია ცხოვრებაში და არ შერჩება,,

ნიკა ქავთარაძე - ფულით ვერ დაშალა და ახლა უფულობით უპირებს დაშლას!

ნიკა რურუა - სოლიდარობა თავისუფალ სიტყვას საქართველოში და მის მედროშეს - რუსთავი 2-ს!

იმ ქვეყანაში, სადაც აღარაა სიტყვის თავისუფლება, აღარაა არანაირი სხვა, გარანტირებული უფლება და ასეთ ქვეყანა ვეღარ იწოდება თავისუფალ ქვეყანად.

თავისუფლების გაქრობა ყველას მწარედ შეეხება!

მამუკა გამყრელიძე - ზამთრამდე პოლიტიკაზე არ ვისაუბრებ-თქო, ვინ გაცალა?

დღეს, ორი ძალიან ცუდი, მოსალოდნელი შედეგების მიხედვით. ამბავი მოხდა. ჯერ რუსთავი 2-ზე შეტევის ახალი, სრულიად არაკანონიერი ტალღა და მეორე, ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების წინასწარ პატიმრობას ეხებოდა.

ერთს ვიტყვი მხოლოდ, ჩემი შეგრძნებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ნელ ნელა, აუჩქარებლად და მეთოდურად ჩამოგვაცილოს ცივილიზებულ სამყაროს და ისე გაგვიხადოს საქმე, რომ რუსეთის გარდა სხვა არავინ დაგველაპარაკოს. ჩემის აზრით ესაა კარგად გათვლილი და საკმაოდ კარგად შესრულებული ოპერაცია, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებში დაიგეგმა. სირაქლემას პოზიცია აღარ გვიშველის. მხოლოდ ოპოზიციური პარტიების და საზოგადოების რადიკალური აქტივობაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში დიქტატურაში და ტერორში ჩავცურდებით!

ოლეგ პანფილოვი

რედაქცია: ნახეთ "რუსთავი 2"-ს საქმის ყველა დეტალი თეგზე #კრიზისი "რუსთავი 2"-ში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს