სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის დასახმარებლად მოსახლეობას მიმართავს
ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის დასახმარებლად მოსახლეობას მიმართავს

"რუს­თა­ვი2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის და­სახ­მა­რებ­ლად მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თავს. რო­გორც დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ნიკა გვა­რა­მი­ამ გა­ნა­ცხა­და, "რუს­თა­ვი 2" ბრძო­ლა­ში მარ­ტო ვერ გა­ი­მარ­ჯვებს.

"ეს არ არის ბრძო­ლა "რუს­თა­ვი 2"-ის, ეს არის ბრძო­ლა ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის­თვის, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის­თვის, დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის და მათ შო­რის ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის, სა­ნამ ჯერ კი­დევ გვი­ა­ნი არ არის. ჩვენ მოგ­მარ­თავთ ყვე­ლა ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დესც და­გი­ძა­ხებთ, იდე­ქით ჩვენ გვერ­დით, ია­რეთ ჩვენ­თან ერ­თად სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე, და­ვა­ნა­ხოთ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩვე­ნი ძალა - თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის და უკე­თე­სი მო­მავ­ლის რწმე­ნა იმი­სა, რომ ყვე­ლაფ­რის ყიდ­ვა და და­ყა­და­ღე­ბა არის შე­უძ­ლებ­ლი. მე­რი­დე­ბა ამას რომ ვა­კე­თებ, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ან­გა­რიშს, ერთი ლა­რიც კი იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, და­ეხ­მა­რეთ "რუს­თა­ვი 2"-ს და მისი სა­ხით თა­ვი­სუ­ფალ სი­ტყვას. ჩვენ პი­რო­ბას გაძ­ლევთ, რომ და­ვი­ცავთ თქვენს ინ­ტე­რე­სებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და არას­დროს დაგ­ტო­ვებთ მარ­ტო პი­რის­პირ მა­ტყუ­ა­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის დღეს გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­აქვს", - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

"რუს­თა­ვი2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი მი­მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს.

"მივ­მარ­თავ პრე­ზი­დენტს, პირს, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე იცავს ჩვენს უფ­ლე­ბებს და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ოდ­ში მხო­ლოდ იმედ­გაც­რუ­ე­ბის მი­ზე­ზებს გვაძ­ლევს - სა­ნამ ჯერ კი­დევ გვი­ა­ნი არ არის მო­ე­გეთ გონს და არ თქვათ მერე რომ არ იცო­დით, თქვენ დღეს ხართ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ნი­ა­კა­ლუ­რი ოლი­გარ­ქი­უ­ლი რე­ჟი­მის დამ­ყა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, ემ­სა­ხუ­რე­ბა თქვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მავ­ლის მოს­პო­ბას, ემ­სა­ხუ­რე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის მო­გუდ­ვას. სა­ნამ ჯერ კი­დევ გვი­ა­ნი არ არის, გა­ე­მიჯ­ნეთ ამ ადა­მი­ა­ნებს ხმა­მაღ­ლა და დაგ­მეთ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის საქ­ცი­ე­ლი. მო­უ­წო­დეთ ყვე­ლას, რომ აღად­გი­ნონ სტა­ტუსკვო და "რუს­თა­ვი 2"-ს მის­ცენ სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ა­კე­თეთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც თქვენს ხელთ არის იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტია არ გა­ნად­გურ­დეს და ჯერ კი­დევ აზრი ჰქონ­დეს არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. იმი­ტომ რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ა­გა­რე­მოს გა­რე­შე, არ­ჩევ­ნე­ბი რო­გორც არ უნდა ჩა­ტარ­დეს, არ იქ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი, ეს იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მით­ვი­სე­ბა და ამას ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არას­დროს არ და­უშ­ვებს", - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

რე­დაქ­ცია: ნა­ხეთ "რუს­თა­ვი 2"-ს საქ­მის ყვე­ლა დე­ტა­ლი თეგ­ზე #კრი­ზი­სი "რუს­თა­ვი 2"-ში

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის დასახმარებლად მოსახლეობას მიმართავს

ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის დასახმარებლად მოსახლეობას მიმართავს

"რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის დასახმარებლად მოსახლეობას მიმართავს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკა გვარამიამ განაცხადა, "რუსთავი 2" ბრძოლაში მარტო ვერ გაიმარჯვებს.

"ეს არ არის ბრძოლა "რუსთავი 2"-ის, ეს არის ბრძოლა ქვეყანაში თავისუფალი სიტყვისთვის, განსხვავებული აზრისთვის, დემოკრატიისთვის და მათ შორის ამ ხელისუფლებისთვის სახის შენარჩუნებისთვის, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის. ჩვენ მოგმართავთ ყველა ვითარებაში, როდესც დაგიძახებთ, იდექით ჩვენ გვერდით, იარეთ ჩვენთან ერთად სასამართლო პროცესებზე, დავანახოთ ამ ხელისუფლებას, სასამართლო ხელისუფლებას ჩვენი ძალა - თავისუფალი სიტყვის და უკეთესი მომავლის რწმენა იმისა, რომ ყველაფრის ყიდვა და დაყადაღება არის შეუძლებლი. მერიდება ამას რომ ვაკეთებ, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ ანგარიშს, ერთი ლარიც კი იქნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, დაეხმარეთ "რუსთავი 2"-ს და მისი სახით თავისუფალ სიტყვას. ჩვენ პირობას გაძლევთ, რომ დავიცავთ თქვენს ინტერესებს ხელისუფლებასთან და არასდროს დაგტოვებთ მარტო პირისპირ მატყუარა ხელისუფლებასთან, რომელსაც ქართული დემოკრატიისთვის დღეს განაჩენი გამოაქვს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს.

"მივმართავ პრეზიდენტს, პირს, რომელიც ბოლომდე იცავს ჩვენს უფლებებს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ბოლო პერიოდში მხოლოდ იმედგაცრუების მიზეზებს გვაძლევს - სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის მოეგეთ გონს და არ თქვათ მერე რომ არ იცოდით, თქვენ დღეს ხართ იმ ადამიანების გვერდით, ვინც საქართველოში მანიაკალური ოლიგარქიული რეჟიმის დამყარებას ემსახურება, ემსახურება თქვენი შვილების მომავლის მოსპობას, ემსახურება თავისუფალი მედიის მოგუდვას. სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის, გაემიჯნეთ ამ ადამიანებს ხმამაღლა და დაგმეთ ამ ადამიანების საქციელი. მოუწოდეთ ყველას, რომ აღადგინონ სტატუსკვო და "რუსთავი 2"-ს მისცენ საშუალება, გააკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენს ხელთ არის იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატია არ განადგურდეს და ჯერ კიდევ აზრი ჰქონდეს არჩევნების ჩატარებას. იმიტომ რომ თავისუფალი მედიაგარემოს გარეშე, არჩევნები როგორც არ უნდა ჩატარდეს, არ იქნება არჩევნები, ეს იქნება ხელისუფლების მითვისება და ამას ქართველი ხალხი არასდროს არ დაუშვებს", - განაცხადა გვარამიამ.

რედაქცია: ნახეთ "რუსთავი 2"-ს საქმის ყველა დეტალი თეგზე #კრიზისი "რუსთავი 2"-ში

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია