სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროს ხვალ ჩამოასვენებენ
ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროს ხვალ ჩამოასვენებენ

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ვა­სილ ყულ­ჯა­ნიშ­ვილს ავ­ღა­ნე­თი­დან ხვალ ჩა­მოს­ვე­ნე­ბენ და, ოჯა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რუს­თავ­ში სამ­შა­ბათს დაკ­რძა­ლა­ვენ.

"დაგ­ვი­დას­ტუ­რა ავ­ღა­ნეთ­მა, სარ­დლო­ბამ, ხვალ მოხ­დე­ბა ჩა­მოს­ვე­ნე­ბა თბი­ლის­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რი ამე­რი­კუ­ლი თვითმფრი­ნა­ვით ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ. ოჯა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სამ­შა­ბათს იქ­ნე­ბა დაკ­რძალ­ვა. სა­ბედ­ნი­ე­როდ მო­ვა­ხერ­ხეთ, რომ პრო­ცე­დუ­რა შეგ­ვე­მოკ­ლე­ბი­ნა და მი­ნი­მა­ლურ ვა­დებ­ში დას­რულ­და ექ­სპერ­ტი­ზა, რაც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში",-აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჭ­რი­ლი ქარ­თვე­ლი სერ­ჟან­ტი კი, უკვე გერ­მა­ნი­ა­შია სამ­კურ­ნა­ლოდ გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

"მე თვი­თონ მას კვი­რას მო­ვი­ნა­ხუ­ლებ კლი­ნი­კა­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იქ არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მე­ბი არ იქ­ნე­ბა, ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სწრა­ფად გა­მო­ვა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. რო­გორც ერ­თის, ისე მე­ო­რეს შემ­თხვე­ვა­ში მთლი­ა­ნად ხარ­ჯებს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო იღებს. დაჭ­რი­ლი სერ­ჟან­ტის მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯებს მთლი­ა­ნად ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი იღე­ბენ სა­კუ­თარ თავ­ზე, ეს ამე­რი­კუ­ლი კლი­ნი­კაა გერ­მა­ნი­ა­ში, სა­დაც ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი დაჭ­რის შემ­თხვე­ვა­ში გა­და­ყავთ," - გა­ნა­ცხა­და თი­ნა­თინ ხი­და­შელ­მა.

თინა ხი­და­შე­ლი რუს­თავ­ში, ვა­სილ ყულ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ოჯახ­ში, დღეს პრე­მი­ე­რი-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროს ხვალ ჩამოასვენებენ

ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროს ხვალ ჩამოასვენებენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ვასილ ყულჯანიშვილს ავღანეთიდან ხვალ ჩამოსვენებენ და, ოჯახის გადაწყვეტილებით, რუსთავში სამშაბათს დაკრძალავენ.

"დაგვიდასტურა ავღანეთმა, სარდლობამ, ხვალ მოხდება ჩამოსვენება თბილისში, სპეციალური ამერიკული თვითმფრინავით ჩამოასვენებენ. ოჯახის გადაწყვეტილებით, სამშაბათს იქნება დაკრძალვა. საბედნიეროდ მოვახერხეთ, რომ პროცედურა შეგვემოკლებინა და მინიმალურ ვადებში დასრულდა ექსპერტიზა, რაც სავალდებულოა ასეთ შემთხვევებში",-აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. მისივე ინფორმაციით, დაჭრილი ქართველი სერჟანტი კი, უკვე გერმანიაშია სამკურნალოდ გადაყვანილი.

"მე თვითონ მას კვირას მოვინახულებ კლინიკაში. დარწმუნებული ვარ, იქ არანაირი პრობლემები არ იქნება, ექიმები ამბობენ, რომ სწრაფად გამოვა მდგომარეობიდან. როგორც ერთის, ისე მეორეს შემთხვევაში მთლიანად ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო იღებს. დაჭრილი სერჟანტის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად ჩვენი პარტნიორები იღებენ საკუთარ თავზე, ეს ამერიკული კლინიკაა გერმანიაში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები დაჭრის შემთხვევაში გადაყავთ," - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელი რუსთავში, ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახში, დღეს პრემიერი-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია