სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დააკვირდით, რას ყიდულობთ! ჩინეთში ბრინჯის გაყალბება ისწავლეს
დააკვირდით, რას ყიდულობთ! ჩინეთში ბრინჯის გაყალბება ისწავლეს

ჩი­ნუ­რი პრო­დუქ­ცია ნდო­ბით ნაკ­ლე­ბად სარ­გებ­ლობ­და, მაგ­რამ იქა­უ­რი მწარ­მო­ებ­ლე­ბის ეს ბოლო "მიღ­წე­ვა" ცე­ცხლზე ნავ­თის დას­ხმის ტოლ­ფა­სია - ჩი­ნე­ლებ­მა პლასტმა­სის ბრინ­ჯის გა­მოშ­ვე­ბა და­ი­წყეს. დიახ, მარ­ცვლე­უ­ლის მოყ­ვა­ნა მინ­დორ­ში აღარ მო­უ­წევთ, ბრინ­ჯი ქარ­ხნუ­ლი წე­სი­თაც შე­იძ­ლე­ბა დამ­ზად­დეს.

ეს ტექ­ნი­კუ­რი ბრინ­ჯი მთლად სინ­თე­ტი­კუ­რიც არ არის. მისი ფუძე კარ­ტო­ფი­ლის სა­ხა­მე­ბე­ლია, პლასტმა­სი კი იმის­თვი­საა სა­ჭი­რო, რომ სა­ხა­მე­ბელ­მა ბრინ­ჯის მარ­ცვლე­ბის ფორ­მა მი­ი­ღოს. მზა­რე­უ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ეს ბრინ­ჯი გა­მოს­ცა­დეს, აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ერთი თეფ­ში ამ ბრინ­ჯის შეჭ­მა ერთი ცალი ცე­ლოფ­ნის პარ­კის გა­დაყ­ლაპ­ვის ტოლ­ფა­სია.

გა­რეგ­ნუ­ლად ტექ­ნი­კუ­რი ბრინ­ჯის ნა­ტუ­რა­ლუ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბა არც ისე ად­ვი­ლია. სინ­თე­ტუ­რი მარ­ცვლე­ბი ნამ­დვილს ჰგავს და უკე­თაც გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. მისი ზე­მოქ­მე­დე­ბა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე ჯერ შეს­წავ­ლი­ლი არ არის, თუმა ამას რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მას­ზე უკვე დიდი მო­თხოვ­ნაა - სინ­თე­ტუ­რი ბრინ­ჯი ხომ ძა­ლი­ან იაფი ჯდე­ბა.

ხე­ლოვ­ნურ მარ­ცვლებს ხარ­შვი­სას ამო­იც­ნობთ. უფრო სწო­რად, იც­ნობთ იმით, რომ არა და არ იხარ­შე­ბა, წყლის ზე­და­პირ­ზე კი ცე­ლოფ­ნის მსგავ­სი აპკი წარ­მო­იქ­მნე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით სუ­პერ­მარ­კეტ­ში ასე­თი ბრინ­ჯის ყიდ­ვის სა­შიშ­რო­ე­ბა არ გე­მუქ­რე­ბათ, რად­გან ეს ბრინ­ჯი ასე მა­სი­უ­რად არ გა­უვრცე­ლე­ბი­ათ ქვეყ­ნებ­ში. თუმ­ცა, ჩი­ნე­ლე­ბის სის­წრა­ფეს თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, არც ეს დროა შორს. ამი­ტომ ჯობს ვი­ცო­დეთ წი­ნას­წარ, რას­თან შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს საქ­მე, რომ არ მოვ­ტყუვ­დეთ.

ვი­დე­ო­ში კარ­გად ჩანს, რო­გორ იქ­ცე­ვა სა­ხა­მე­ბე­ლი და­ნად­გა­რის წყა­ლო­ბით პლასტმა­სის ციც­ქნა მარ­ცვლე­ბად.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

დააკვირდით, რას ყიდულობთ! ჩინეთში ბრინჯის გაყალბება ისწავლეს

დააკვირდით, რას ყიდულობთ! ჩინეთში ბრინჯის გაყალბება ისწავლეს

ჩინური პროდუქცია ნდობით ნაკლებად სარგებლობდა, მაგრამ იქაური მწარმოებლების ეს ბოლო "მიღწევა" ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია - ჩინელებმა პლასტმასის ბრინჯის გამოშვება დაიწყეს. დიახ, მარცვლეულის მოყვანა მინდორში აღარ მოუწევთ, ბრინჯი ქარხნული წესითაც შეიძლება დამზადდეს.

ეს ტექნიკური ბრინჯი მთლად სინთეტიკურიც არ არის. მისი ფუძე კარტოფილის სახამებელია, პლასტმასი კი იმისთვისაა საჭირო, რომ სახამებელმა ბრინჯის მარცვლების ფორმა მიიღოს. მზარეულები, რომლებმაც ეს ბრინჯი გამოსცადეს, აღნიშნავენ, რომ ერთი თეფში ამ ბრინჯის შეჭმა ერთი ცალი ცელოფნის პარკის გადაყლაპვის ტოლფასია.

გარეგნულად ტექნიკური ბრინჯის ნატურალურისგან განსხვავება არც ისე ადვილია. სინთეტური მარცვლები ნამდვილს ჰგავს და უკეთაც გამოიყურება. მისი ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე ჯერ შესწავლილი არ არის, თუმა ამას რა მნიშვნელობა აქვს. მასზე უკვე დიდი მოთხოვნაა - სინთეტური ბრინჯი ხომ ძალიან იაფი ჯდება.

ხელოვნურ მარცვლებს ხარშვისას ამოიცნობთ. უფრო სწორად, იცნობთ იმით, რომ არა და არ იხარშება, წყლის ზედაპირზე კი ცელოფნის მსგავსი აპკი წარმოიქმნება. ჯერჯერობით სუპერმარკეტში ასეთი ბრინჯის ყიდვის საშიშროება არ გემუქრებათ, რადგან ეს ბრინჯი ასე მასიურად არ გაუვრცელებიათ ქვეყნებში. თუმცა, ჩინელების სისწრაფეს თუ გავითვალისწინებთ, არც ეს დროა შორს. ამიტომ ჯობს ვიცოდეთ წინასწარ, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, რომ არ მოვტყუვდეთ.

ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ იქცევა სახამებელი დანადგარის წყალობით პლასტმასის ციცქნა მარცვლებად.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს