სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბოსაიზოლაციო ფილები - ქართველი ენერგეტიკოსის გამოგონება
თბოსაიზოლაციო ფილები - ქართველი ენერგეტიკოსის გამოგონება

"ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მშე­ნებ­ლო­ბე­ბი ყო­ველ­გვა­რი ნორ­მის დაც­ვის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბა და­ცუ­ლი არ არის. პრაქ­ტი­კუ­ლად, კედ­ლე­ბის შე­მო­ზღუდ­ვა ხდე­ბა. ამ­დე­ნად, ენერ­გი­ის მხო­ლოდ 30% -ს ვი­ყე­ნებთ, და­ნარ­ჩენ 70%-ს კი ჰა­ერ­ში ვიხ­დით. ეს ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბაა", - ამ­ბობს bpn.ge-თან სა­უ­ბარ­ში ენერ­გო­ა­უ­დი­ტო­რი, თბო­ე­ნერ­გე­ტი­კო­სი, ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ნანა მე­ფა­რიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ენერ­გი­ის და­ზოგ­ვის მიზ­ნით, თბო­სა­ი­ზო­ლა­ციო ფილა გა­მო­ი­გო­ნა.

- ჩემი გა­მო­გო­ნე­ბა სა­კუ­თარ ბი­ნა­ში გა­მოვ­ცა­დე და მო­ლო­დი­ნი სავ­სე­ბით გა­მარ­თლდა. გარ­და იმი­სა, რომ ზა­ფხულ­ში ბინა გრი­ლია და კონ­დინ­ცი­ო­ნე­რის გა­მო­ყე­ნე­ბა არ გვჭირ­დე­ბა, ზამ­თარ­ში კედ­ლე­ბი სით­ბოს ინარ­ჩუ­ნებს და გათ­ბო­ბა­ში მი­ნი­მა­ლურ თან­ხას ვიხ­დი.

- რის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა?

- თბო­სა­ი­ზო­ლა­ციო ფი­ლე­ბი ბუ­ნებ­რი­ვი მი­ნე­რა­ლე­ბის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ზუსტ მა­სა­ლას ვერ და­გი­სა­ხე­ლებთ, რად­გან ჯერ და­პა­ტენ­ტე­ბუ­ლი არ მაქვს. ეს კი­დევ ცალ­კე პრობ­ლე­მაა. ეს ფი­ლე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოა.

- ძვი­რი ჯდე­ბა მისი დამ­ზა­დე­ბა? სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ებს შეს­თა­ვა­ზეთ?

- არა, ძვი­რი არ ჯდე­ბა. რა­საც გა­ჯით გა­ლეს­ვა­ში ხარ­ჯა­ვენ, იმა­ზე ერთი დო­ლა­რით მეტი შე­იძ­ლე­ბა დაჯ­დეს. რამ­დე­ნი­მე მშე­ნე­ბელს შევ­თა­ვა­ზე. ავუხ­სე­ნი, რომ მცი­რე და­ნა­ხარ­ჯის გარ­და, სე­რი­ო­ზულ ეკო­ნო­მი­ას იძ­ლე­ვა, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უსაფრ­თხოა-მეთ­ქი, მაგ­რამ პა­სუ­ხად მი­ვი­ღე, გა­ჯით გა­ლეს­ვა უფრო იაფი მიჯ­დე­ბა და სხვა ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებ­სო. სამ­წუ­ხა­როდ, გაჯ­სა და თბო­სა­ი­ზო­ლა­ციო ფი­ლებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა ვერ იპო­ვეს. ცნო­ბის­თვის, ამ ფი­ლის გაკ­ვრა გა­უ­ლე­სავ კედ­ლებ­ზეც შე­იძ­ლე­ბა. ფი­ლას კედ­ლის მაქ­სი­მუმ 50 სან­ტი­მეტ­რი მი­აქვს. ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში, როცა ენერ­გი­ას გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი რა­ო­დე­ნო­ბით ვი­ყე­ნებთ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბა. ამ მხრივ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­ოდ მძი­მე ვი­თა­რე­ბაა, რად­გან მშე­ნებ­ლო­ბე­ბის დროს ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბა და­ცუ­ლი არ არის.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

თბოსაიზოლაციო ფილები - ქართველი ენერგეტიკოსის გამოგონება

თბოსაიზოლაციო ფილები - ქართველი ენერგეტიკოსის გამოგონება

"ჩვენს ქვეყანაში მშენებლობები ყოველგვარი ნორმის დაცვის გარეშე მიმდინარეობს. ენერგოეფექტურობა დაცული არ არის. პრაქტიკულად, კედლების შემოზღუდვა ხდება. ამდენად, ენერგიის მხოლოდ 30% -ს ვიყენებთ, დანარჩენ 70%-ს კი ჰაერში ვიხდით. ეს ჩვენი რეალობაა", - ამბობს bpn.ge-თან საუბარში ენერგოაუდიტორი, თბოენერგეტიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ნანა მეფარიშვილი, რომელმაც ენერგიის დაზოგვის მიზნით, თბოსაიზოლაციო ფილა გამოიგონა.

- ჩემი გამოგონება საკუთარ ბინაში გამოვცადე და მოლოდინი სავსებით გამართლდა. გარდა იმისა, რომ ზაფხულში ბინა გრილია და კონდინციონერის გამოყენება არ გვჭირდება, ზამთარში კედლები სითბოს ინარჩუნებს და გათბობაში მინიმალურ თანხას ვიხდი.

- რისგან არის დამზადებული და ჯანმრთელობისთვის რამდენად უსაფრთხოა?

- თბოსაიზოლაციო ფილები ბუნებრივი მინერალებისგან არის დამზადებული. ზუსტ მასალას ვერ დაგისახელებთ, რადგან ჯერ დაპატენტებული არ მაქვს. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. ეს ფილები ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა.

- ძვირი ჯდება მისი დამზადება? სამშენებლო კომპანიებს შესთავაზეთ?

- არა, ძვირი არ ჯდება. რასაც გაჯით გალესვაში ხარჯავენ, იმაზე ერთი დოლარით მეტი შეიძლება დაჯდეს. რამდენიმე მშენებელს შევთავაზე. ავუხსენი, რომ მცირე დანახარჯის გარდა, სერიოზულ ეკონომიას იძლევა, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა-მეთქი, მაგრამ პასუხად მივიღე, გაჯით გალესვა უფრო იაფი მიჯდება და სხვა ნაკლებად მაინტერესებსო. სამწუხაროდ, გაჯსა და თბოსაიზოლაციო ფილებს შორის განსხვავება ვერ იპოვეს. ცნობისთვის, ამ ფილის გაკვრა გაულესავ კედლებზეც შეიძლება. ფილას კედლის მაქსიმუმ 50 სანტიმეტრი მიაქვს. ჩვენს რეალობაში, როცა ენერგიას განუსაზღვრელი რაოდენობით ვიყენებთ, ძალიან მნიშვნელოვანია ენერგოეფექტურობა. ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ვითარებაა, რადგან მშენებლობების დროს ენერგოეფექტურობა დაცული არ არის.

იხილეთ გაგრძელება

იხილეთ გაგრძელება

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ