სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხვამლის მთის გულში ხელუხლებელი მიწისქვეშა ქალაქია?
ხვამლის მთის გულში ხელუხლებელი მიწისქვეშა ქალაქია?

ხვამ­ლის მთა­ვარ ციხე-ქვა­ბულ­ში, მი­წის პი­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 50 მ-ზე, 1939 წელს ცნო­ბი­ლი მთამ­სვლე­ლი ალი­ო­შა ჯა­ფა­რი­ძე ავი­და. მერე გა­ნა­ცხა­და, - იქ არა­ფე­რი­აო... მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, მთლად ასე რო­დია - ხვამ­ლის ფან­ტას­ტი­კურ კარს მიღ­მა ნამ­დვი­ლად არის რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც ჯერ არ ვი­ცით. 2007 წელს ხვამ­ლი არ­ქე­ო­ლოგ­მა გუ­რამ გა­ბი­ძაშ­ვილ­მა დაზ­ვე­რა და ხვამ­ლის მთა­ვა­რი ციხე-გა­მოქ­ვა­ბუ­ლის კედ­ლებ­ზე და­ხა­ტუ­ლი ციურ მნა­თობ­თა სქე­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა: ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი ძვე­ლეგ­ვიპ­ტუ­რი ისი­და და ოსი­რი­სი (ნა­ყო­ფი­ე­რე­ბი­სა და წყლის ღმერ­თე­ბი). შემ­დეგ ხვამ­ლის შე­სა­ხებ რე­ჟი­სორ­მა და­ვით გო­გუ­ა­ძემ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გა­და­ი­ღო, სა­დაც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს სქე­მა 5604 ვარ­სკვლა­ვის გან­ლა­გე­ბას ასა­ხავს, - სწო­რედ ეს წე­ლი­წა­დი მი­იჩ­ნე­ვა ქარ­თვე­ლე­ბის წელ­თაღ­რი­ცხვის და­სა­წყი­სად, ვიდ­რე ქრის­ტემ­დე.

და კი­დევ ამ ექ­სპე­დი­ცი­ის ერთი სა­ო­ცა­რი ნი­უ­ან­სიც: რო­გორც ბერ­ძნუ­ლი მი­თე­ბი ჰყვე­ბი­ან, ხვამ­ლის მთა­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლი პრო­მე­თეს გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად გმი­რი ჰე­რაკ­ლე გა­იგ­ზავ­ნა. მას ებ­რძა­ნა, რომ პრო­მე­თეს სა­პოვ­ნე­ლად მდი­ნა­რე ფა­სისს (რი­ონს) აჰ­ყო­ლო­და, იქ გა­მოქ­ვა­ბუ­ლი­დან გად­მომ­დი­ნა­რე ჩანჩქე­რი უნდა გა­და­ეგ­დო, გა­მოქ­ვა­ბულ­ში შე­სუ­ლი­ყო და პრო­მე­თე გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა - ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა მარ­თლაც მი­ას­წავ­ლეს ექ­სპე­დი­ცი­ას გა­მოქ­ვა­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც წყა­ლი წე­ლი­წა­დის სხვა­დას­ხვა დროს ხან ცხე­ნის­წყლის ხე­ო­ბის­კენ გა­და­ვარ­დე­ბა, ხა­ნაც რი­ო­ნი­სა­კენ. ამ ექ­სპე­დი­ცი­ამ ზღვის დო­ნი­დან 1888 მ-ზე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ნიშ­ნუ­ლი გა­ა­კე­თა, - იქ უც­ნა­უ­რი რა­ღაც იყო. მი­წის ზე­და­პირ­ზე ოდ­ნავ გა­მოკ­ვე­თი­ლი ნა­ხევ­რად წრი­უ­ლი ქვის ყო­რის მსგავ­სი, რო­მელ­საც ზე­მოთ სამი მხრი­დან პი­ტა­ლო ეხე­ბი (კლდის მა­სი­ვე­ბი) გად­მოჰ­ფა­რე­ბო­და. თუმ­ცა იქა­უ­რო­ბას და­ახ­ლო­ე­ბით ერთი მეტ­რი სი­მაღ­ლის ბა­ლა­ხი ფა­რავ­და (ხალ­ხი ამ­ბობს, რომ ეს ბა­ლა­ხი იმ ად­გი­ლას ამო­დის, სა­დაც ამი­რა­ნის (პრო­მე­თეს) სის­ხლი წვე­თავ­და). სულ ახ­ლა­ხან კი ხვამ­ლზე მო­რიგ­მა არ­ქე­ო­ლო­გი­ურ­მა ექ­სპე­დი­ცი­ამ გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი გა­ა­კე­თა. გთა­ვა­ზობთ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს ხვამ­ლის ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­თან, არ­ქე­ო­ლოგ და­ვით სულ­ხა­ნიშ­ვილ­თან:

- ჩვენს გაკ­ვირ­ვე­ბას სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და, როცა თით­ქოს არაფ­რისმთქმე­ლი მი­წის­ზე­და წრი­უ­ლი რე­ლი­ე­ფის გა­თხრი­სას მთელ კომ­პლექსს წა­ვა­წყდით. ის ორი წრი­უ­ლი და ერთი ნა­ხევ­რად წრი­უ­ლი მშრა­ლად ნა­გე­ბი ქვის გა­ლავ­ნი­სა­გან შედ­გე­ბო­და. მსგავს წრი­ულ, ძვ.წ.-ით პირ­ვე­ლი ათას­წლე­უ­ლის ნა­გე­ბო­ბებს აფხა­ზეთ­შიც ვხვდე­ბით, მაგ­რამ არა ისეთ დას­რუ­ლე­ბულ კომ­პლექ­სებს, რო­გო­რიც ხვამ­ლის მთა­ზეა. რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა ეს კომ­პლექ­სი ებ­ჯი­ნე­ბა მღვი­მე-გა­მოქ­ვა­ბულს, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად ამო­ქო­ლი­ლია.

ზღვის დო­ნი­დან 2000 მ სი­მაღ­ლე­ზე 11 კომ­პლექ­სი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ და ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი და­ახ­ლო­ე­ბით სიგ­რძით 1,5 მ, სი­გა­ნით 70 სმ და სის­ქით 40 სმ ლო­დით არის ამო­ქო­ლი­ლი. შემ­დგომ­ში კი, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­სას­ვლე­ლე­ბი მი­წამ, ბა­ლახ­მა და ეკ­ლი­ან­მა ბუჩ­ქებ­მა და­ფა­რა - ამ ად­გილს შემ­თხვე­ვით კი არ ეწო­დე­ბა მაყ­ვლოვ­ნის გორა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ხვამლის მთის გულში ხელუხლებელი მიწისქვეშა ქალაქია?

ხვამლის მთის გულში ხელუხლებელი მიწისქვეშა ქალაქია?

ხვამლის მთავარ ციხე-ქვაბულში, მიწის პირიდან დაახლოებით 50 მ-ზე, 1939 წელს ცნობილი მთამსვლელი ალიოშა ჯაფარიძე ავიდა. მერე განაცხადა, - იქ არაფერიაო... მაგრამ, როგორც ჩანს, მთლად ასე როდია - ხვამლის ფანტასტიკურ კარს მიღმა ნამდვილად არის რაღაც მნიშვნელოვანი, რაც ჯერ არ ვიცით. 2007 წელს ხვამლი არქეოლოგმა გურამ გაბიძაშვილმა დაზვერა და ხვამლის მთავარი ციხე-გამოქვაბულის კედლებზე დახატული ციურ მნათობთა სქემა აღმოაჩინა: ცხენზე ამხედრებული ძველეგვიპტური ისიდა და ოსირისი (ნაყოფიერებისა და წყლის ღმერთები). შემდეგ ხვამლის შესახებ რეჟისორმა დავით გოგუაძემ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სადაც სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს სქემა 5604 ვარსკვლავის განლაგებას ასახავს, - სწორედ ეს წელიწადი მიიჩნევა ქართველების წელთაღრიცხვის დასაწყისად, ვიდრე ქრისტემდე.

და კიდევ ამ ექსპედიციის ერთი საოცარი ნიუანსიც: როგორც ბერძნული მითები ჰყვებიან, ხვამლის მთაზე მიჯაჭვული პრომეთეს გასათავისუფლებლად გმირი ჰერაკლე გაიგზავნა. მას ებრძანა, რომ პრომეთეს საპოვნელად მდინარე ფასისს (რიონს) აჰყოლოდა, იქ გამოქვაბულიდან გადმომდინარე ჩანჩქერი უნდა გადაეგდო, გამოქვაბულში შესულიყო და პრომეთე გაეთავისუფლებინა - ადგილობრივებმა მართლაც მიასწავლეს ექსპედიციას გამოქვაბული, საიდანაც წყალი წელიწადის სხვადასხვა დროს ხან ცხენისწყლის ხეობისკენ გადავარდება, ხანაც რიონისაკენ. ამ ექსპედიციამ ზღვის დონიდან 1888 მ-ზე არქეოლოგიური ნიშნული გააკეთა, - იქ უცნაური რაღაც იყო. მიწის ზედაპირზე ოდნავ გამოკვეთილი ნახევრად წრიული ქვის ყორის მსგავსი, რომელსაც ზემოთ სამი მხრიდან პიტალო ეხები (კლდის მასივები) გადმოჰფარებოდა. თუმცა იქაურობას დაახლოებით ერთი მეტრი სიმაღლის ბალახი ფარავდა (ხალხი ამბობს, რომ ეს ბალახი იმ ადგილას ამოდის, სადაც ამირანის (პრომეთეს) სისხლი წვეთავდა). სულ ახლახან კი ხვამლზე მორიგმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გამაოგნებელი აღმოჩენები გააკეთა. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ხვამლის ექსპედიციის ხელმძღვანელთან, არქეოლოგ დავით სულხანიშვილთან:

- ჩვენს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა თითქოს არაფრისმთქმელი მიწისზედა წრიული რელიეფის გათხრისას მთელ კომპლექსს წავაწყდით. ის ორი წრიული და ერთი ნახევრად წრიული მშრალად ნაგები ქვის გალავნისაგან შედგებოდა. მსგავს წრიულ, ძვ.წ.-ით პირველი ათასწლეულის ნაგებობებს აფხაზეთშიც ვხვდებით, მაგრამ არა ისეთ დასრულებულ კომპლექსებს, როგორიც ხვამლის მთაზეა. რაც მთავარია, ყველა ეს კომპლექსი ებჯინება მღვიმე-გამოქვაბულს, რომლებიც ამჟამად ამოქოლილია.

ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე 11 კომპლექსი აღმოვაჩინეთ და ყოველი მათგანი დაახლოებით სიგრძით 1,5 მ, სიგანით 70 სმ და სისქით 40 სმ ლოდით არის ამოქოლილი. შემდგომში კი, საუკუნეების განმავლობაში, შესასვლელები მიწამ, ბალახმა და ეკლიანმა ბუჩქებმა დაფარა - ამ ადგილს შემთხვევით კი არ ეწოდება მაყვლოვნის გორა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს