სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან გვაზავას ადვოკატის კომენტარი პროკურატურის ვერსიაზე
ლევან გვაზავას ადვოკატის კომენტარი  პროკურატურის ვერსიაზე

ლე­ვან გვა­ზა­ვას ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის და­რე­ჯან გი­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მათ არ აქვთ იმის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ გა­მო­ძი­ე­ბას არ ენ­დონ. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა გი­ლაშ­ვილ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ დღეს გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ა­კე­თა.

მი­სი­ვე თქმით, გუ­შინ მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მათ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი ვერ­სი­ის არც უარ­ყო­ფა და არც და­დას­ტუ­რე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ.

"ჩვენ არ ვიც­ნობთ საქ­მის მა­სა­ლებს, არ ვი­ცით საქ­მის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რა მოხ­და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე. ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­სი­ის არც უარ­ყო­ფა და არც და­დას­ტუ­რე­ბა. თუმ­ცა, რად­გა­ნაც პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ავ­რცე­ლა ეს ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორც ჩანს, მათ ამ ვერ­სი­ის გავ­რცე­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ჰქონ­დათ. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ არ გვაქვს იმის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ არ ვენ­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას. ჩვენ და­ვე­ლო­დე­ბით სხვა­დას­ხვა სა­ხის ექ­სპერ­ტი­ზე­ბის სა­ბო­ლოო დას­კვნებს. სა­ბო­ლოო პა­სუხს ყვე­ლა კი­თხვა­ზე ექ­სპერ­ტი­ზე­ბის პა­სუ­ხე­ბი გას­ცე­მენ. ვე­ლო­დე­ბით კი­დევ ლე­ვან გვა­ზა­ვას გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას, რად­გან მან იცის რე­ა­ლუ­რად რაც მოხ­და", _ გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ლე­ვან გვა­ზა­ვას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ისევ კრი­ტი­კუ­ლია. იგი კვლავ მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შს მი­ნის­ტრის ყო­ფილ მო­ად­გი­ლე ლე­ვან გვა­ზა­ვა­სა და მის დე­ი­დაშ­ვილ რე­ვაზ კა­ლომ­ლე­წავ­ზე თავ­დას­ხმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ვერ­სია გა­მო­ი­რი­ცხა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბა მო­რიგ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"2015 წლის 28 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს ქ.თბი­ლი­სის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით და 236-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით და შემ­დგო­მი გა­მო­ძი­ე­ბის მიზ­ნით გა­და­ე­ცა ქ.თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილს.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლია, რომ 2015 წლის 28 აგ­ვის­ტოს, და­ახ­ლო­ე­ბით 22:00 სა­ათ­ზე ილია ქერ­ტყო­ე­ვი, ლე­ვან გვა­ზა­ვა, რე­ვაზ კა­ლომ­ლე­წა­ვი და გუ­რამ თა­თე­ლა­ძე, ილია ქერ­ტყო­ე­ვის მარ­თვის ქვეშ მყო­ფი Mერ­ცე­დეს მლ-ის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით სო­ფელ პან­ტი­ა­ნი­დან, სა­დაც ლე­ვან გვა­ზა­ვას ნა­თე­სავ­თან აღ­ნიშ­ნეს მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი, ბრუნ­დე­ბოდ­ნენ ქ.თბი­ლის­ში. ავ­ტო­მან­ქა­ნის წინა სა­ვარ­ძლებ­ზე ის­ხდნენ ილია ქერ­ტყო­ე­ვი და რე­ვაზ კა­ლომ­ლე­წა­ვი, ხოლო უკან - ლე­ვან გვა­ზა­ვა და გუ­რამ თა­თე­ლა­ძე. გზა­ში ლე­ვან გვა­ზა­ვამ უმი­ზე­ზოდ ამო­ი­ღო სა­ვა­რა­უ­დოდ შე­ნახ­ვი­სა და ტა­რე­ბის უფ­ლე­ბით რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი "გლო­კის" სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, თუმ­ცა გუ­რამ თა­თე­ლა­ძის მო­თხოვ­ნით შე­ი­ნა­ხა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, რო­დე­საც ავ­ტო­მან­ქა­ნა იმ­ყო­ფე­ბო­და თბი­ლი­სი -კო­ჯო­რ­ის გზატ­კე­ცი­ლის 2/156-ე კი­ლო­მეტრზე, ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ლონ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ ლე­ვან გვა­ზა­ვას კუთ­ვნი­ლი ია­რა­ღი­დან მოხ­და გას­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო ლე­ვან გვა­ზა­ვას დე­ი­დაშ­ვილ­მა რე­ვაზ კა­ლომ­ლე­წავ­მა და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ ლე­ვან გვა­ზა­ვამ სა­ვა­რა­უ­დოდ მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ი­ყე­ნა თვით­და­ზი­ა­ნე­ბა თა­ვის არე­ში, რის შემ­დგო­მაც იგი გა­დაყ­ვა­ნილ იქნა შპს "მა­ღა­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრი - სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა"-ში.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი და მათ შო­რის მან­ქა­ნა­ში მომ­ხდა­რი ორი გას­რო­ლის ფაქ­ტი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია რო­გორც შემ­თხვე­ვის უშუ­ა­ლო თვითმხილ­ვე­ლი, ასე­ვე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მოკ­ლე დრო­ში­ვე მი­სუ­ლი მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბით, ასე­ვე შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქ­მით, რის შე­დე­გა­დაც ნა­ნა­ხი და ამო­ღე­ბუ­ლია სა­ვა­რა­უ­დოდ "გლო­კი"-ს სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი მხო­ლოდ ორი მას­რა, ტყვი­ის ერთი გულა და ლე­ვან გვა­ზა­ვას კუთ­ვნი­ლი "გლო­კის" სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი.

ამ­დე­ნად, გა­მო­ძი­ე­ბის მო­ცე­მულ ეტაპ­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბით გა­მო­ი­რი­ცხა ლე­ვან გვა­ზა­ვა­ზე და რე­ვაზ კა­ლომ­ლე­წავ­ზე თავ­დას­ხმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ვერ­სია.

ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა­დას­ხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, და­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო, დაქ­ტი­ლოს­კო­პი­უ­რი, ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ბა­ლის­ტი­კუ­რი, ტრა­სო­ლო­გი­უ­რი და ქი­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, რო­მელ­თა შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ზუს­ტდე­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცია და მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რის თა­ო­ბა­ზეც ეც­ნო­ბე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ლევან გვაზავას ადვოკატის კომენტარი პროკურატურის ვერსიაზე

ლევან გვაზავას ადვოკატის კომენტარი  პროკურატურის ვერსიაზე

ლევან გვაზავას ოჯახის ადვოკატის დარეჯან გილაშვილის განცხადებით, მათ არ აქვთ იმის საფუძველი, რომ გამოძიებას არ ენდონ. აღნიშნული განცხადება გილაშვილმა პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მათ პროკურატურის მიერ წარდგენილი ვერსიის არც უარყოფა და არც დადასტურება არ შეუძლიათ.

"ჩვენ არ ვიცნობთ საქმის მასალებს, არ ვიცით საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რა მოხდა შემთხვევის ადგილზე. ჩვენ არ შეგვიძლია პროკურატურის ვერსიის არც უარყოფა და არც დადასტურება. თუმცა, რადგანაც პროკურატურამ გაავრცელა ეს ინფორმაცია, როგორც ჩანს, მათ ამ ვერსიის გავრცელების საფუძველი ჰქონდათ. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს იმის საფუძველი, რომ არ ვენდოთ გამოძიებას. ჩვენ დაველოდებით სხვადასხვა სახის ექსპერტიზების საბოლოო დასკვნებს. საბოლოო პასუხს ყველა კითხვაზე ექსპერტიზების პასუხები გასცემენ. ველოდებით კიდევ ლევან გვაზავას გამოჯანმრთელებას, რადგან მან იცის რეალურად რაც მოხდა", _ განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ლევან გვაზავას ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია. იგი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, შს მინისტრის ყოფილ მოადგილე ლევან გვაზავასა და მის დეიდაშვილ რევაზ კალომლეწავზე თავდასხმის განხორციელების ვერსია გამოირიცხა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება მორიგ განცხადებას ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი" მთავარი პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"2015 წლის 28 აგვისტოს საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით და შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2015 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე ილია ქერტყოევი, ლევან გვაზავა, რევაზ კალომლეწავი და გურამ თათელაძე, ილია ქერტყოევის მართვის ქვეშ მყოფი Mერცედეს მლ-ის მარკის ავტომანქანით სოფელ პანტიანიდან, სადაც ლევან გვაზავას ნათესავთან აღნიშნეს მარიამობის დღესასწაული, ბრუნდებოდნენ ქ.თბილისში. ავტომანქანის წინა სავარძლებზე ისხდნენ ილია ქერტყოევი და რევაზ კალომლეწავი, ხოლო უკან - ლევან გვაზავა და გურამ თათელაძე. გზაში ლევან გვაზავამ უმიზეზოდ ამოიღო სავარაუდოდ შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული ,,გლოკის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა გურამ თათელაძის მოთხოვნით შეინახა.

აღნიშნულიდან რამდენიმე წუთში, როდესაც ავტომანქანა იმყოფებოდა თბილისი -კოჯორის გზატკეცილის 2/156-ე კილომეტრზე, ავტომანქანის სალონში სავარაუდოდ ლევან გვაზავას კუთვნილი იარაღიდან მოხდა გასროლა, რის შედეგადაც სასიკვდილო დაზიანება მიიღო ლევან გვაზავას დეიდაშვილმა რევაზ კალომლეწავმა და შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ ლევან გვაზავამ სავარაუდოდ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით მიიყენა თვითდაზიანება თავის არეში, რის შემდგომაც იგი გადაყვანილ იქნა შპს ,,მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი - საუნივერსიტეტო კლინიკა"-ში.

ზემოაღნიშნული გარემოებები და მათ შორის მანქანაში მომხდარი ორი გასროლის ფაქტი დადასტურებულია როგორც შემთხვევის უშუალო თვითმხილველი, ასევე შემთხვევის ადგილზე მოკლე დროშივე მისული მოწმეების ჩვენებებით, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რის შედეგადაც ნანახი და ამოღებულია სავარაუდოდ ,,გლოკი"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი მხოლოდ ორი მასრა, ტყვიის ერთი გულა და ლევან გვაზავას კუთვნილი "გლოკის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი.

ამდენად, გამოძიების მოცემულ ეტაპზე მოპოვებული მასალებით გამოირიცხა ლევან გვაზავაზე და რევაზ კალომლეწავზე თავდასხმის განხორციელების ვერსია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები, რომელთა შედეგების მიხედვით საჭიროების შემთხვევაში დაზუსტდება კვალიფიკაცია და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, რის თაობაზეც ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ