მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია
ევროპის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია

27 აგ­ვის­ტოს მო­ნა­კოს "გრი­მალ­დი ფო­რუმ­ში" და­სა­ხელ­და უე­ფას ვერ­სი­ით ევ­რო­პის სე­ზო­ნის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი.

კან­დი­და­ტი სამი იყო ლუის სუ­ა­რე­სი (ბარ­სე­ლო­ნა), კრიშ­ტი­ა­ნო რო­ნალ­დო (რე­ა­ლი) და ლი­ო­ნელ მესი (ბარ­სე­ლო­ნა).

უე­ფას პრე­ზი­დენ­ტმა მი­შელ პლა­ტი­ნიმ სე­ზო­ნის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად მესი გა­მო­ა­ცხა­და.

თა­ნა­მედ­რო­ვე ფეხ­ბურ­თის ეპო­ქა­ში ლეო მე­სიმ და კრიშ­ტი­ა­ნო რო­ნალ­დომ მსოფ­ლი­ოს სხა­დას­ხვა თა­ო­ბის ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შტრი­ხე­ბი შექ­მნეს და ძნე­ლია და­არ­წმუ­ნო ამ ორი კლუ­ბის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი რო­მე­ლი უფრო უკე­თე­სია.

რო­ნალ­დოს ფა­ნე­ბი მე­სის დას­ცი­ნოდ­ნენ იმის­თვის, რომ ის ჩიფ­სე­ბი­სა და პეპ­სის რეკ­ლა­მე­ბის "ფა­სია". სა­მა­გი­ე­როდ მოს­წონ­დათ რო­ნალ­დო - შამ­პუ­ნე­ბის, კე­დე­ბის რეკ­ლა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და მატ­ჩი­დან მატ­ჩამ­დე შეც­ვლი­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბის გამო.

თუმ­ცა ბოლო მატ­ჩებ­მა ცხად­ჰყო, რომ კრიშ­ტი­ა­ნო ვარ­ცხნი­ლო­ბე­ბის შეც­ვლას უფრო ოს­ტა­ტუ­რად ახერ­ხებ­და, ვიდ­რე მე­ტო­ქის მო­ტყუ­ე­ბას.

მესი არის ერ­თა­დერ­თი ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მე­ლიც ქა­ლებს მოს­წონთ, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე და არა რო­გორც სიმ­პთი­უ­რი ახალ­გაზ­რდა. ის მოს­წონთ მისი თა­მა­შის ჯა­დოქ­რო­ბით...

"მესი გე­ნი­ო­სია" ; "მშვე­ნი­ე­რია მის გვერ­დით ხუთი წუთი ყოფ­ნა" ; "მესი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნია"; "მესი სა­უ­კე­თე­სოა"; "მესი სა­ო­ცა­რია" ...

"მე­სის­თვის ერთი კა­ცის მო­ტყუ­ე­ბა ისე­ვე იო­ლია, რო­გორც მზე­სუმ­ზი­რის კნა­ტუ­ნი.

იგი გა­ცი­ლე­ბით უკეთ გრძნობს თავს, როცა რამ­დე­ნი­მე მე­ტო­ქე ეხ­ვე­ვა, თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია 4-5 მო­წი­ნა­აღ­მდე­გის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა და კა­რის და­ლაშ­ქვრა. მე­სი­სებ­რი ნი­ჭის ფეხ­ბურ­თე­ლი დე­და­მი­წა­ზე, შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რი და­ბა­დე­ბუ­ლა, მაგ­რამ ხუთი კა­ცის მო­ტყუ­ე­ბის შემ­დეგ თუნ­დაც ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნა­ლამ­დე ვერ მი­სუ­ლა." ("პა­ლიტ­რაL" -ის ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი "მესი")

მესი რომ ფეხ­ბურთს თა­მა­შობს ბე­ბი­ა­მი­სის დამ­სა­ხუ­რე­ბა ყო­ფი­ლა. ( დე­დის მხრი­დან).

ბე­ბი­ას ერთხელ ფეხ­ბურ­თის სა­ყუ­რებ­ლად წა­უყ­ვა­ნია, პა­ტა­რა ლეო იჯდა და ელო­და რო­დის და­ი­წყე­ბო­და მატ­ჩი. თუმ­ცა თა­მა­ში იმის გამო არ და­ი­წყო, რომ ერ­თერ­თმა ფეხ­ბურ­თელ­მა ვერ გა­იღ­ვი­ძა.

პა­ტა­რა მე­სიმ ბე­ბი­ას უთხრა რომ მას უნ­დო­და ეთა­მა­შა. ბე­ბი­ა­მაც მწვრთნელს და­უ­ძა­ხა და ყვე­ლა­ფე­რი ასე და­ი­წყო...

6 წლის ასაკ­ში ის ბე­ბი­ის ვაჟ­კა­ცო­ბით და მწვრთნე­ლის კე­თილ­გან­წყო­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ვი­და სა­თა­მა­შოდ.

იმ თა­მაშ­ში პა­ტა­რა ლეომ პირ­ვე­ლი გო­ლიც გა­ი­ტა­ნა და დღემ­დე ისე­თი ემო­ცია აქვს რო­გო­რიც მა­შინ. ( სწრა­ფად ბრუნ­დე­ბა უკან, თავ­დახ­რი­ლი ერთხელ იხე­დე­ბა და­ლაშ­ქრუ­ლი მე­ტე­ქოს კა­რის­კენ და ოდ­ნავ ღი­მი­ლი­ა­ნი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი აგ­რძე­ლებს თა­მაშს. დღემ­დე ყვე­ლამ იცის, რომ თუ გუნ­დის წა­გე­ბის დიდი რის­კია, ბურ­თი აუ­ცი­ლებ­ლად ლეოს უნდა მის­ცენ და პრობ­ლე­მა გვარ­დე­ბა.

რო­გორც გა­ვი­გე მა­თე­მა­ტი­კა არ უყ­ვარ­და... ალ­ბათ ამი­ტო­მა­ცაა, რომ დღეს მისი მა­მის და სა­გა­და­სა­ხა­დო აგენ­ტე­ბის წყა­ლო­ბით სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხურ­თან ყო­ველ­თვის პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

კა­რი­ე­რის სტა­ტის­ტი­კა

მე­სის კა­რი­ე­რა 2003–2004 წლის სე­ზონ­ში, "ბარ­სე­ლო­ნა C"–ს შე­მად­გებ­ლო­ბა­ში და­ი­წყო. იმა­ვე სე­ზონ­ში იგი ერთი სა­ფე­ხუ­რით და­ა­წი­ნა­უ­რეს და უკვე B გუნ­დის რი­გებ­ში და­ი­წყო გა­მოს­ვლა. ამ ორ კლუბ­ში, არ­გენ­ტელ­მა სულ 32 შეხ­ვედ­რა ჩა­ა­ტა­რა და 11 გო­ლის გა­ტა­ნა შეძ­ლო. მეტი არ დას­ცალ­და, მას წინ გა­ცი­ლე­ბით დიდი გა­მოწ­ვე­ვა ელო­და – ლეო "ბარ­სე­ლო­ნას" პირ­ვე­ლი გუნ­დის წევ­რი გახ­და 2004–2005 წლის სე­ზონ­ში.

აი აქ და­ი­წყო ის სა­ო­ცა­რი კა­რი­ე­რა, რო­მე­ლიც დღემ­დე გრძელ­დე­ბა და ფეხ­ბურ­თელს თა­ნა­მედ­რო­ვე­ებ­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით მაღ­ლა ამ­ყო­ფებს. "ბლა­უგ­რა­ნას" მა­ი­სუ­რით მე­სიმ 452 შეხ­ვედ­რა ჩა­ა­ტა­რა ყვე­ლა ტურ­ნირ­ზე და 384 გო­ლის გა­ტა­ნა შეძ­ლო.

ტი­ტუ­ლე­ბი

შთამ­ბეჭ­და­ვია ოქ­როს მედ­ლე­ბის სია, რაც მე­სის აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი სა­კუ­თარ კლუბ­თან ერ­თად.

1) ეს­პა­ნე­თის ლა ლიგა –6.

2) კოპა დელ რეი – პირ­ვე­ლი ად­გი­ლი –2, მე­ო­რე ად­გი­ლი – 2.

3) ეს­პა­ნე­თის სუ­პერ­თა­სი –6, მე­ო­რე ად­გი­ლი –1.

4) უე­ფას ჩემ­პი­ონ­თა ლიგა –3.

5) უე­ფას სუ­პერ­თა­სი –2, მე­ო­რე ად­გი­ლი –1.

6) ფი­ფას მსოფ­ლიო საკ­ლუ­ბო ჩემ­პი­ო­ნა­ტი –2.

7) ოლიმ­პი­ა­დის ოქრო –1.

8) ფი­ფას 20–წლამ­დელ­თა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი –1.

9) მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­რე ად­გი­ლი –1.

10) კოპა ამე­რი­კას მე­ო­რე ად­გი­ლი –1.

რო­გორც ხე­დავთ, მე­სის 23 ოქ­როს მე­და­ლი აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ტურ­ნი­რებ­ზე და მათ­გან ძა­ლი­ან ცოტა თუა მარ­ტი­ვი გა­თა­მა­შე­ბა. ახლა კი ყვე­ლა­ზე მთა­ვარს შევ­ხე­დოთ, მე­სის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრი­ზე­ბის სიას, რო­მე­ლიც, ცოტა არ იყოს, გრძე­ლი გა­მო­ვი­და.

1) ფი­ფას ოქ­როს ბურ­თი (3)

2) ოქ­როს ბურ­თი (1)

2010 წლამ­დე ფიფა და­მო­უ­კი­დებ­ლად ავ­ლენ­და წლის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შეს, 2010 წლი­დან იგი გა­მო­ცე­მა ფრანს ფუტ­ბო­ლის ჯილ­დოს­თან, ოქ­როს ბურთთან გა­ერ­თინ­და. დღე­ვან­დე­ლი სტა­ტის­ტი­კით მე­სის 4 ოქ­როს ბურ­თი აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

3) წლის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე ფი­ფას ვერ­სი­ით (1)

4) ევ­რო­პის ოქ­როს ბუცი (3)

5) სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე ევ­რო­პა­ში – უე­ფას ვერ­სი­ით (1)

6) სა­უ­კე­თე­სო საკ­ლუ­ბო მო­თა­მა­შე ევ­რო­პა­ში – უე­ფას ვერ­სი­ით (1)

7) ფი­ფას მსოფ­ლიო საკ­ლუ­ბო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ოქ­როს ბურ­თი (2)

8) უე­ფას ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ბომ­ბარ­დი­რი (4)

9) ფი­ფას 20–წლამ­დელ­თა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რი (1)

10) ფი­ფას 20–წლამ­დელ­თა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე (1)

11) ეს­პა­ნე­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე (5)

12) ეს­პა­ნე­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­უ­კე­თე­სო უცხო­ე­ლი მო­თა­მა­შე (3)

13) ეს­პა­ნე­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­უ­კე­თე­სო ფორ­ვარ­დი (5)

14) უე­ფას ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის სა­უ­კე­თე­სო ფორ­ვარ­დი (1)

15) ეს­პა­ნე­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­უ­კე­თე­სო სამ­ხრეთ–ამე­რი­კე­ლი მო­თა­მა­შე (5)

16) წლის სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა მო­თა­მა­შე ფი­ფას პროფ­კავ­ში­რე­ბის ვერ­სი­ით (3)

17) ალფ­რე­დო დი სტე­ფა­ნოს თასი (3)

18) IFFHS -ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ი­სა და სტა­ტის­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცია – მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რი (2)

19) IFFHS – ტოპ–დი­ვი­ზი­ო­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რი (1)

20) ფი­ფა­სა და ფი­ფას პროფ­კავ­ში­რე­ბის სიმ­ბო­ლუ­რი ნაკ­რე­ბი (8)

21) უე­ფას წლის გუნ­დი (6)

22) კოპა ამე­რი­კას სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა მო­თა­მა­შე (1)

23) კოპა ამე­რი­კას სა­უ­კე­თე­სო მე­პა­სე (1)

24) ეს­პა­ნე­თის თა­სის ბომ­ბარ­დი­რი (2)

25) არ­გენ­ტი­ნის წლის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნი (1)

26) არ­გენ­ტი­ნის წლის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი (8)

27) ფი­ფას მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე (1)

28) მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის სიმ­ბო­ლუ­რი გუნ­დი (1)

ეს არ არის ყვე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი და მიღ­წე­ვა, რაც მე­სის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. კი­დევ რა­მო­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ჯილ­დო მან ევ­რო­პუ­ლი ჟურ­ნა­ლე­ბის­გან მი­ი­ღო, უბ­რა­ლოდ, მათი ჩა­მოთ­ვლა ძა­ლი­ან შორს წაგ­ვიყ­ვანს. მესი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლია.

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­ტუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მო­პო­ვე­ბუ­ლია ვი­კი­პე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით.

ნანა ჩხა­ი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ევროპის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია

ევროპის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია

27 აგვისტოს მონაკოს "გრიმალდი ფორუმში" დასახელდა უეფას ვერსიით ევროპის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი.

კანდიდატი სამი იყო ლუის სუარესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი) და ლიონელ მესი (ბარსელონა).

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მესი გამოაცხადა.

თანამედროვე ფეხბურთის ეპოქაში ლეო მესიმ და კრიშტიანო რონალდომ მსოფლიოს სხადასხვა თაობის ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული შტრიხები შექმნეს და ძნელია დაარწმუნო ამ ორი კლუბის გულშემატკივრები რომელი უფრო უკეთესია.

რონალდოს ფანები მესის დასცინოდნენ იმისთვის, რომ ის ჩიფსებისა და პეპსის რეკლამების "ფასია". სამაგიეროდ მოსწონდათ რონალდო - შამპუნების, კედების რეკლამაში მონაწილეობისა და მატჩიდან მატჩამდე შეცვლილი ვარცხნილობის გამო.

თუმცა ბოლო მატჩებმა ცხადჰყო, რომ კრიშტიანო ვარცხნილობების შეცვლას უფრო ოსტატურად ახერხებდა, ვიდრე მეტოქის მოტყუებას.

მესი არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ქალებს მოსწონთ, როგორც საუკეთესო მოთამაშე და არა როგორც სიმპთიური ახალგაზრდა. ის მოსწონთ მისი თამაშის ჯადოქრობით...

”მესი გენიოსია” ; ”მშვენიერია მის გვერდით ხუთი წუთი ყოფნა” ; ”მესი მსოფლიო ჩემპიონია”; ”მესი საუკეთესოა”; ”მესი საოცარია” ...

”მესისთვის ერთი კაცის მოტყუება ისევე იოლია, როგორც მზესუმზირის კნატუნი.

იგი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს, როცა რამდენიმე მეტოქე ეხვევა, თავისუფლად შეუძლია 4-5 მოწინააღმდეგისგან თავის დაღწევა და კარის დალაშქვრა. მესისებრი ნიჭის ფეხბურთელი დედამიწაზე, შეიძლება, ბევრი დაბადებულა, მაგრამ ხუთი კაცის მოტყუების შემდეგ თუნდაც ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ვერ მისულა.” (“პალიტრაL” -ის ბიოგრაფიული წიგნი ”მესი”)

მესი რომ ფეხბურთს თამაშობს ბებიამისის დამსახურება ყოფილა. ( დედის მხრიდან).

ბებიას ერთხელ ფეხბურთის საყურებლად წაუყვანია, პატარა ლეო იჯდა და ელოდა როდის დაიწყებოდა მატჩი. თუმცა თამაში იმის გამო არ დაიწყო, რომ ერთერთმა ფეხბურთელმა ვერ გაიღვიძა.

პატარა მესიმ ბებიას უთხრა რომ მას უნდოდა ეთამაშა. ბებიამაც მწვრთნელს დაუძახა და ყველაფერი ასე დაიწყო...

6 წლის ასაკში ის ბებიის ვაჟკაცობით და მწვრთნელის კეთილგანწყობით ოფიციალურად გავიდა სათამაშოდ.

იმ თამაშში პატარა ლეომ პირველი გოლიც გაიტანა და დღემდე ისეთი ემოცია აქვს როგორიც მაშინ. ( სწრაფად ბრუნდება უკან, თავდახრილი ერთხელ იხედება დალაშქრული მეტექოს კარისკენ და ოდნავ ღიმილიანი, თავდაჯერებული აგრძელებს თამაშს. დღემდე ყველამ იცის, რომ თუ გუნდის წაგების დიდი რისკია, ბურთი აუცილებლად ლეოს უნდა მისცენ და პრობლემა გვარდება.

როგორც გავიგე მათემატიკა არ უყვარდა... ალბათ ამიტომაცაა, რომ დღეს მისი მამის და საგადასახადო აგენტების წყალობით საგადასახადო სამსახურთან ყოველთვის პრობლემები აქვს.

კარიერის სტატისტიკა

მესის კარიერა 2003–2004 წლის სეზონში, „ბარსელონა C”–ს შემადგებლობაში დაიწყო. იმავე სეზონში იგი ერთი საფეხურით დააწინაურეს და უკვე B გუნდის რიგებში დაიწყო გამოსვლა. ამ ორ კლუბში, არგენტელმა სულ 32 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლის გატანა შეძლო. მეტი არ დასცალდა, მას წინ გაცილებით დიდი გამოწვევა ელოდა – ლეო „ბარსელონას“ პირველი გუნდის წევრი გახდა 2004–2005 წლის სეზონში.

აი აქ დაიწყო ის საოცარი კარიერა, რომელიც დღემდე გრძელდება და ფეხბურთელს თანამედროვეებთან შედარებით გაცილებით მაღლა ამყოფებს. „ბლაუგრანას“ მაისურით მესიმ 452 შეხვედრა ჩაატარა ყველა ტურნირზე და 384 გოლის გატანა შეძლო.

ტიტულები

შთამბეჭდავია ოქროს მედლების სია, რაც მესის აქვს მოპოვებული საკუთარ კლუბთან ერთად.

1) ესპანეთის ლა ლიგა –6.

2) კოპა დელ რეი – პირველი ადგილი –2, მეორე ადგილი – 2.

3) ესპანეთის სუპერთასი –6, მეორე ადგილი –1.

4) უეფას ჩემპიონთა ლიგა –3.

5) უეფას სუპერთასი –2, მეორე ადგილი –1.

6) ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი –2.

7) ოლიმპიადის ოქრო –1.

8) ფიფას 20–წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი –1.

9) მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ადგილი –1.

10) კოპა ამერიკას მეორე ადგილი –1.

როგორც ხედავთ, მესის 23 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული სხვადასხვა ტურნირებზე და მათგან ძალიან ცოტა თუა მარტივი გათამაშება. ახლა კი ყველაზე მთავარს შევხედოთ, მესის ინდივიდუალური პრიზების სიას, რომელიც, ცოტა არ იყოს, გრძელი გამოვიდა.

1) ფიფას ოქროს ბურთი (3)

2) ოქროს ბურთი (1)

2010 წლამდე ფიფა დამოუკიდებლად ავლენდა წლის საუკეთესო მოთამაშეს, 2010 წლიდან იგი გამოცემა ფრანს ფუტბოლის ჯილდოსთან, ოქროს ბურთთან გაერთინდა. დღევანდელი სტატისტიკით მესის 4 ოქროს ბურთი აქვს მიღებული.

3) წლის საუკეთესო მოთამაშე ფიფას ვერსიით (1)

4) ევროპის ოქროს ბუცი (3)

5) საუკეთესო მოთამაშე ევროპაში – უეფას ვერსიით (1)

6) საუკეთესო საკლუბო მოთამაშე ევროპაში – უეფას ვერსიით (1)

7) ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ოქროს ბურთი (2)

8) უეფას ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი (4)

9) ფიფას 20–წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (1)

10) ფიფას 20–წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე (1)

11) ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე (5)

12) ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელი მოთამაშე (3)

13) ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფორვარდი (5)

14) უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფორვარდი (1)

15) ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო სამხრეთ–ამერიკელი მოთამაშე (5)

16) წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე ფიფას პროფკავშირების ვერსიით (3)

17) ალფრედო დი სტეფანოს თასი (3)

18) IFFHS -ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია – მსოფლიოს საუკეთესო ბომბარდირი (2)

19) IFFHS – ტოპ–დივიზიონების საუკეთესო ბომბარდირი (1)

20) ფიფასა და ფიფას პროფკავშირების სიმბოლური ნაკრები (8)

21) უეფას წლის გუნდი (6)

22) კოპა ამერიკას საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე (1)

23) კოპა ამერიკას საუკეთესო მეპასე (1)

24) ესპანეთის თასის ბომბარდირი (2)

25) არგენტინის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1)

26) არგენტინის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (8)

27) ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე (1)

28) მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი (1)

ეს არ არის ყველა ოფიციალური პრიზი და მიღწევა, რაც მესის სახელს უკავშირდება. კიდევ რამოდენიმე ათეული ჯილდო მან ევროპული ჟურნალებისგან მიიღო, უბრალოდ, მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. მესი თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელია.

სტატიაში აღნიშნული ტიტულების შესახებ ინფორმაცია მოპოვებულია ვიკიპედიაზე დაყრდნობით.

ნანა ჩხაიძე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს