მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟურნალისტის ექსპერიმენტი - იარსებებ თვეში 161,9 ლარად?
ჟურნალისტის ექსპერიმენტი - იარსებებ თვეში 161,9 ლარად?

ზა­ფხუ­ლია - დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი. ჰოდა, ჩემი ოჯა­ხი, 3 ადა­მი­ა­ნის შე­მად­გენ­ლო­ბით (ჩემი გა­მოკ­ლებთ, რა თქმა უნდა) მთე­ლი თვით და­სას­ვე­ნებ­ლად წა­ვი­და.

ვი­ნა­ი­დან ოჯა­ხის წევ­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას (მით უმე­ტეს- არას­რულ­წლოვ­ნე­ბის) საფრ­თხის ქვეშ ვერ და­ვა­ყე­ნებ­დი, მარ­ტოდ დარ­ჩე­ნილ­მა გა­დავ­წყვი­ტე, რომ ხელ­საყ­რე­ლი დრო დად­გა და დიდი ხნის წინ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მეძ­ლე­ვა.

მცი­რე შე­სა­ვა­ლი, ექ­სპე­რი­მენ­ტის და­წყე­ბის წინ:

სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ხალ­ხის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ხარ­ბი­ე­ლო არაა, ეს არც თქვენ­თვი­საა უცხო. ირ­გვლივ ყვე­ლა გა­ჭირ­ვე­ბა­სა და უსახ­სრო­ბა­ზე წუ­წუ­ნებს.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი კი და­ვი­ღა­ლეთ იმა­ზე ლა­პა­რა­კით, რომ სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას. მით უმე­ტეს- ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბი­სა და გაძ­ვი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის პი­რო­ბებ­ში. თუმ­ცა, სა­სურ­სა­თო კა­ლა­თის გა­და­ხედ­ვას არა­ვინ აპი­რებს და 2015 წლის სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მად (შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი ასა­კის მა­მა­კა­ცის­თვის) ა.წ. მა­ი­სის მო­ნა­ცე­მით, 161 ლარი და 90 თეთ­რია დად­გე­ნი­ლი.

ჩემი ექ­სპე­რი­მენ­ტის არსი ის გახ­ლავთ, რომ მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ცხოვ­რებ სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მის შე­სა­ბა­მი­სი (იგი­ვე გახ­დე­ბა პენ­სი­აც, სექ­ტემ­ბრი­დან) თან­ხით ანუ 160 ლა­რით. მო­გაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რო­გორ გა­ვა­ნა­წი­ლებ ამ თან­ხას, რაზე ვი­ტყვი უარს, შევ­ძლებ თუ არა, რომ ვიმ­ყო­ფი­ნო სა­ხელ­მწი­ფოს მიერ დად­გე­ნი­ლი "მი­ნი­მუ­მი" და ამა­ვე დროს, ვიკ­ვე­ბო ნორ­მა­ლუ­რად (დღის რა­ცი­ო­ნის შე­სა­ბა­მი­სი ნორ­მე­ბის ცხრილს ქვე­მოთ წარ­მო­გიდ­გენთ), გა­და­ვი­ხა­დო კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი და ერთი სი­ტყვით, თავი გა­ვი­ტა­ნო 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს ერ­თგვა­რი დღი­უ­რი გა­მო­ვა და ვფიქ­რობ, ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სოც.

ახლა კი ჯერ იმის შე­სა­ხებ, რო­გორ ით­ვლე­ბა სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი და შემ­დეგ მო­გახ­სე­ნებთ პირ­ველ შე­დე­გებს.

სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი დგინ­დე­ბა მი­ნი­მა­ლუ­რი სა­სურ­სა­თო კა­ლა­თის სა­ფუძ­ველ­ზე. ეს გახ­ლავთ კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის გან­სა­ზღვრუ­ლი ნორ­მა­ტი­უ­ლი კა­ლა­თა, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი ასა­კის მა­მა­კა­ცის­თვის ნორ­მა­ლუ­რი სი­ცო­ცხლი­სა და შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის­თვის, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად აუ­ცი­ლე­ბე­ლი საკ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, მისი შე­მად­გე­ნე­ლი ელე­მენ­ტე­ბის (ცი­ლე­ბის, ცხი­მე­ბის და ნახ­შირ­წყლე­ბის) და კა­ლო­რი­უ­ლო­ბის მი­ნი­მა­ლურ ოდე­ნო­ბას. სა­სურ­სა­თო კა­ლა­თის თვი­უ­რი შუ­ა­ლე­დუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს მას­ში შე­მა­ვა­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა ჯამს. სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ში სა­სურ­სა­თო ხარ­ჯე­ბის წილი 70%-ია, შე­სა­ბა­მი­სად, არა­სა­სურ­სა­თო ხარ­ჯე­ბის (კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ტრან­სპორ­ტი და სხვ.) წილი- 30%. ეს გახ­ლავთ "საქსტა­ტის" მო­ნა­ცე­მე­ბი.

უფრო "ადა­მი­ა­ნუ­რი" ენით რომ ვთქვათ, და­ან­გა­რიშ­დე­ბა იმ პრო­დუქ­ტის სა­ერ­თო ფასი, რაც ადა­მი­ანს (შრო­მი­სუ­ნა­რი­ან მა­მა­კაცს) თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სჭირ­დე­ბა სა­არ­სე­ბოდ, ამას მი­ე­მა­ტე­ბა არა­სა­სურ­სა­თო ხარ­ჯი და ეს გახ­ლავთ სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი.

დილა და­ვი­წყე იმით, რომ მარ­ტი­ვი არით­მე­ტი­კუ­ლი გა­მოთ­ვლით გა­ვი­გე, რა თან­ხა უნდა დავ­ხარ­ჯო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

160:30=5,3, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უფ­ლე­ბა მაქვს, დავ­ხარ­ჯო 5 ლარი და 30 თეთ­რი.

სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, ცოტა შე­მე­შინ­და, რად­გან თან­ხა ძა­ლი­ან მე­ცო­ტა­ვა, მაგ­რამ ექ­სპე­რი­მენტს ვაგ­რძე­ლებ, რა­მე­თუ, მი­ზა­ნი და­სა­ხუ­ლია...

მაშ, ასე... ხარ­ჯე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დეა და­საყ­ვა­ნი, ამა­ვე დროს, უნდა ვიკ­ვე­ბო ნორ­მა­ლუ­რად...

პირ­ველ რიგ­ში, უარს ვამ­ბობ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ზე, რად­გან საწ­ვა­ვის ხარ­ჯი საკ­მა­ოდ დიდი იქ­ნე­ბა...

ასე­ვე უარი უნდა ვთქვა სი­გა­რეტ­ზეც (ჯან­მრთე­ლო­ბის­თვი­საც კარ­გი იქ­ნე­ბა)...

უნდა ვჭა­მო ხში­რად და ცოტა... მი­ვი­ღო ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ცი­ლე­ბი, ცხი­მე­ბი და ნახ­შირ­წყლე­ბი...

სა­უზ­მედ უმ­ჯო­ბე­სია, მძი­მე ნახ­შირ­წყლე­ბის, კვერ­ცხის მი­ღე­ბა.

კა­ლო­რი­უ­ლი საკ­ვე­ბი- დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში. სა­დილ­ზე- ხორ­ცი ან თევ­ზი, ბოსტნე­ულ­თან ერ­თად. ვახ­შმად- უცხი­მო საკ­ვე­ბი. შე­ვეც­დე­ბი, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მივ­ყვე ამ პრინ­ციპს.

ბუ­ნებ­რი­ვია, ბოსტნე­უ­ლის წვნი­ა­ნე­ბი უფრო ნოყი­ე­რია და ია­ფიც. ძეხ­ვე­ულ­სა და ყველს

ჩემი ჯიბე ვერ გას­წვდე­ბა. თა­ნაც, ახლა ზა­ფხუ­ლია და ბოსტნე­უ­ლი შე­და­რე­ბით ია­ფია.

სახ­ლის გა­რეთ (კა­ფე­ში, რეს­ტო­რან­ში) ჭამა გა­მო­რი­ცხუ­ლია, ამი­ტომ მზა კერ­ძე­ბის სამ­სა­ხურ­ში ტა­რე­ბა მო­მი­წევს.

I დღე

ცხოვ­რე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად ნუ­ლი­დან და­ვი­წყე და 3 ლა­რი­თა და 70 თეთ­რით მა­ღა­ზი­ას ვეწ­ვიე.

კა­რა­ქი- 1 ლარი

წი­წი­ბუ­რა- 1 ლარი

მა­რი­ლი- 60 თეთ­რი

კარ­ტო­ფი­ლი (9 ცალი)- 1 ლარი

დამ­რჩა 10 თეთ­რი... შემ­დე­გი დღის ხარ­ჯი­დან 50 თეთ­რი "ვი­სეს­ხე" და პუ­რიც შე­ვი­ძი­ნე, რო­მე­ლიც, რო­გორც მივ­ხვდი, 3 დღე უნდა ვიმ­ყო­ფი­ნო (მა­ცი­ვარ­ში შე­ვი­ნა­ხავ, რომ არ გა­ფუჭ­დეს).

შე­ძე­ნი­ლი წი­წი­ბუ­რას ნა­ხე­ვა­რი მოვ­ხარ­შე, ცოტა კა­რა­ქი და მა­რი­ლი და­ვუ­მა­ტე და მი­ვირ­თვი.

3 კარ­ტო­ფი­ლი მოვ­ხარ­შე, 1 ნა­ჭერ პურ­თან ერ­თად ცე­ლო­ფან­ში გა­ვახ­ვიე, ჩან­თა­ში ჩავ­დე და და­ვი­ძა­რი.

სამ­სა­ხურ­ში მეტ­რო­თი წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე. მეტ­რომ­დე კი საკ­მაო მან­ძი­ლი ფე­ხით გა­ვი­ა­რე... კარ­გად ცხე­ლო­და... თა­ნაც, ჩან­თა­ში ჩა­დე­ბუ­ლი ცხე­ლი კარ­ტო­ფი­ლი მი­ათ­მა­გებ­და სი­ცხის შეგ­რძნე­ბას- და­მეწ­ვა გვერ­დი (ამის შემ­დეგ ცოტა ადრე მოვ­ხარ­შავ და გა­ცი­ვე­ბას მო­ას­წრებს).

მეტ­რო - 50 თეთ­რი... უარს არ ვი­ტყო­დი, გზად რა­ი­მე გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლი მე­ყი­და, მაგ­რამ ჩემი ბი­უ­ჯე­ტი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევს. სა­ხე­ზე მომ­სკდარ ოფლს ხე­ლით ვიწ­მენდ, რად­გან ერთჯე­რად ცხვირ­სა­ხო­ცებ­ზე ფული დავ­ზო­გე.

დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უსი­გა­რე­ტო­ბის გამო შექ­მნილ დის­კომ­ფორ­ტს გმი­რუ­ლად გა­ვუმკლავ­დი, ვი­სა­დი­ლე ჩემი 3 ცალი კარ­ტო­ფი­ლით და მინ­და გი­თხრათ, რომ გემ­რი­ე­ლიც კი მო­მეჩ­ვე­ნა. ამარ­თლებს ან­და­ზა- "როცა გშია, ზა­ქა­რია, ცივი მჭა­დიც შა­ქა­რია".

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ჟურნალისტის ექსპერიმენტი - იარსებებ თვეში 161,9 ლარად?

ჟურნალისტის ექსპერიმენტი - იარსებებ თვეში 161,9 ლარად?

ზაფხულია - დასვენების სეზონი. ჰოდა, ჩემი ოჯახი, 3 ადამიანის შემადგენლობით (ჩემი გამოკლებთ, რა თქმა უნდა) მთელი თვით დასასვენებლად წავიდა.

ვინაიდან ოჯახის წევრების ჯანმრთელობას (მით უმეტეს- არასრულწლოვნების) საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებდი, მარტოდ დარჩენილმა გადავწყვიტე, რომ ხელსაყრელი დრო დადგა და დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული ექსპერიმენტის ჩატარების შესაძლებლობა მეძლევა.

მცირე შესავალი, ექსპერიმენტის დაწყების წინ:

საქართველოში რომ ხალხის მატერიალური მდგომარეობა სახარბიელო არაა, ეს არც თქვენთვისაა უცხო. ირგვლივ ყველა გაჭირვებასა და უსახსრობაზე წუწუნებს.

ჟურნალისტები კი დავიღალეთ იმაზე ლაპარაკით, რომ საარსებო მინიმუმი არ შეესაბამება არსებულ რეალობას. მით უმეტეს- ლარის გაუფასურებისა და გაძვირებული პროდუქტის პირობებში. თუმცა, სასურსათო კალათის გადახედვას არავინ აპირებს და 2015 წლის საარსებო მინიმუმად (შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის) ა.წ. მაისის მონაცემით, 161 ლარი და 90 თეთრია დადგენილი.

ჩემი ექსპერიმენტის არსი ის გახლავთ, რომ მთელი თვის განმავლობაში ვიცხოვრებ საარსებო მინიმუმის შესაბამისი (იგივე გახდება პენსიაც, სექტემბრიდან) თანხით ანუ 160 ლარით. მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, როგორ გავანაწილებ ამ თანხას, რაზე ვიტყვი უარს, შევძლებ თუ არა, რომ ვიმყოფინო სახელმწიფოს მიერ დადგენილი "მინიმუმი" და ამავე დროს, ვიკვებო ნორმალურად (დღის რაციონის შესაბამისი ნორმების ცხრილს ქვემოთ წარმოგიდგენთ), გადავიხადო კომუნალური გადასახადები და ერთი სიტყვით, თავი გავიტანო 1 თვის განმავლობაში. ეს ერთგვარი დღიური გამოვა და ვფიქრობ, ძალზე საინტერესოც.

ახლა კი ჯერ იმის შესახებ, როგორ ითვლება საარსებო მინიმუმი და შემდეგ მოგახსენებთ პირველ შედეგებს.

საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. ეს გახლავთ კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის, ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას. სასურსათო კალათის თვიური შუალედური ღირებულება წარმოადგენს მასში შემავალი პროდუქტების ღირებულებათა ჯამს. საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ია, შესაბამისად, არასასურსათო ხარჯების (კომუნალური გადასახადები, მედიკამენტები, ტრანსპორტი და სხვ.) წილი- 30%. ეს გახლავთ "საქსტატის" მონაცემები.

უფრო "ადამიანური" ენით რომ ვთქვათ, დაანგარიშდება იმ პროდუქტის საერთო ფასი, რაც ადამიანს (შრომისუნარიან მამაკაცს) თვის განმავლობაში სჭირდება საარსებოდ, ამას მიემატება არასასურსათო ხარჯი და ეს გახლავთ საარსებო მინიმუმი.

დილა დავიწყე იმით, რომ მარტივი არითმეტიკული გამოთვლით გავიგე, რა თანხა უნდა დავხარჯო დღის განმავლობაში.

160:30=5,3, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში უფლება მაქვს, დავხარჯო 5 ლარი და 30 თეთრი.

სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა შემეშინდა, რადგან თანხა ძალიან მეცოტავა, მაგრამ ექსპერიმენტს ვაგრძელებ, რამეთუ, მიზანი დასახულია...

მაშ, ასე... ხარჯები მინიმუმამდეა დასაყვანი, ამავე დროს, უნდა ვიკვებო ნორმალურად...

პირველ რიგში, უარს ვამბობ ავტომანქანაზე, რადგან საწვავის ხარჯი საკმაოდ დიდი იქნება...

ასევე უარი უნდა ვთქვა სიგარეტზეც (ჯანმრთელობისთვისაც კარგი იქნება)...

უნდა ვჭამო ხშირად და ცოტა... მივიღო ორგანიზმისთვის აუცილებელი ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები...

საუზმედ უმჯობესია, მძიმე ნახშირწყლების, კვერცხის მიღება.

კალორიული საკვები- დღის პირველ ნახევარში. სადილზე- ხორცი ან თევზი, ბოსტნეულთან ერთად. ვახშმად- უცხიმო საკვები. შევეცდები, შეძლებისდაგვარად მივყვე ამ პრინციპს.

ბუნებრივია, ბოსტნეულის წვნიანები უფრო ნოყიერია და იაფიც. ძეხვეულსა და ყველს

ჩემი ჯიბე ვერ გასწვდება. თანაც, ახლა ზაფხულია და ბოსტნეული შედარებით იაფია.

სახლის გარეთ (კაფეში, რესტორანში) ჭამა გამორიცხულია, ამიტომ მზა კერძების სამსახურში ტარება მომიწევს.

I დღე

ცხოვრება ფაქტობრივად ნულიდან დავიწყე და 3 ლარითა და 70 თეთრით მაღაზიას ვეწვიე.

კარაქი- 1 ლარი

წიწიბურა- 1 ლარი

მარილი- 60 თეთრი

კარტოფილი (9 ცალი)- 1 ლარი

დამრჩა 10 თეთრი... შემდეგი დღის ხარჯიდან 50 თეთრი "ვისესხე" და პურიც შევიძინე, რომელიც, როგორც მივხვდი, 3 დღე უნდა ვიმყოფინო (მაცივარში შევინახავ, რომ არ გაფუჭდეს).

შეძენილი წიწიბურას ნახევარი მოვხარშე, ცოტა კარაქი და მარილი დავუმატე და მივირთვი.

3 კარტოფილი მოვხარშე, 1 ნაჭერ პურთან ერთად ცელოფანში გავახვიე, ჩანთაში ჩავდე და დავიძარი.

სამსახურში მეტროთი წასვლა გადავწყვიტე. მეტრომდე კი საკმაო მანძილი ფეხით გავიარე... კარგად ცხელოდა... თანაც, ჩანთაში ჩადებული ცხელი კარტოფილი მიათმაგებდა სიცხის შეგრძნებას- დამეწვა გვერდი (ამის შემდეგ ცოტა ადრე მოვხარშავ და გაცივებას მოასწრებს).

მეტრო - 50 თეთრი... უარს არ ვიტყოდი, გზად რაიმე გამაგრილებელი სასმელი მეყიდა, მაგრამ ჩემი ბიუჯეტი ამის საშუალებას არ მაძლევს. სახეზე მომსკდარ ოფლს ხელით ვიწმენდ, რადგან ერთჯერად ცხვირსახოცებზე ფული დავზოგე.

დღის განმავლობაში უსიგარეტობის გამო შექმნილ დისკომფორტს გმირულად გავუმკლავდი, ვისადილე ჩემი 3 ცალი კარტოფილით და მინდა გითხრათ, რომ გემრიელიც კი მომეჩვენა. ამართლებს ანდაზა- "როცა გშია, ზაქარია, ცივი მჭადიც შაქარია".

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია