სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მეცო სოპრანოს სპექტაკლს ესპანეთის მეფე დაესწრო
ქართველი მეცო სოპრანოს სპექტაკლს ესპანეთის მეფე დაესწრო

მსოფ­ლი­ო­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მეცო სოპ­რა­ნო ქე­თე­ვან ქე­მოკ­ლი­ძე გუ­შინ ეს­პა­ნე­თის მე­ფეს ფი­ლი­პე VI-ს შეხ­ვდა, რო­მე­ლიც და­ეს­წრო ვერ­დის "დონ კარ­ლოს" ელ ეს­კო­რი­ალ­ში ქე­თე­ვა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ამ ოპე­რა­ში შედ­გა ქე­თე­ვა­ნის დე­ბი­უ­ტი ეს­პა­ნე­ლი პრინ­ცე­სა ებო­ლის როლ­ში. ია­პო­ნი­ის პრინცთან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ეს უკვე მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა, როცა ქე­თე­ვა­ნის სპექ­ტაკლს ეს­წრე­ბა სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

სპექ­ტაკ­ლის დი­რი­ჟო­რია ცნო­ბი­ლი ეს­პა­ნე­ლი დრა­მა­ტუ­ლი რე­ჟი­სო­რი და ტე­ატ­რო დელ კა­ნა­ლის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ალ­ბერტ ბო­ა­დელ­ლა. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა ვერ­დის "დონ კარ­ლო" და­იდ­გა ელ ეს­კო­რი­ალ­ში, სა­დაც ხდე­ბა თვით ოპე­რის მოქ­მე­დე­ბა. ელ ეს­კო­რი­ალ­ში გა­ნის­ვე­ნე­ბენ ეს­პა­ნე­თის მე­ფე­ე­ბი. ქა­ლაქ მად­რი­დის გუნდს და ორ­კესტრს დი­რი­ჟო­რობს ჩი­ლე­ლი დი­რი­ჟო­რი მაქ­სი­მი­ლი­ან ვალ­დე­სი. დონ კარ­ლოს როლს შე­ას­რუ­ლებს ცნო­ბი­ლი ეს­პა­ნე­ლი ტე­ნო­რი ხოსე ბრო­სი, რო­მელ­საც პარტნი­ო­რო­ბას გა­უ­წე­ვენ ცნო­ბი­ლი არ­გენ­ტი­ნე­ლი სოპ­რა­ნო ვირ­ჯი­ნია ტოლა, ეს­პა­ნე­ლი ბა­რი­ტო­ნი და ბანი ან­ხელ ოდე­ნა და სი­მონ ორ­ფი­ლა, ამე­რი­კე­ლი ბა­ნე­ბი - ჯონ რე­ლეი და ლუის ოტა­ვიო ფლა­ვია.

თამარი
0

მაგარი გოგო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ქართველი მეცო სოპრანოს სპექტაკლს ესპანეთის მეფე დაესწრო

ქართველი მეცო სოპრანოს სპექტაკლს ესპანეთის მეფე დაესწრო

მსოფლიოში მოღვაწე ქართველი მეცო სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე გუშინ ესპანეთის მეფეს ფილიპე VI-ს შეხვდა, რომელიც დაესწრო ვერდის "დონ კარლოს" ელ ესკორიალში ქეთევანის მონაწილეობით. ამ ოპერაში შედგა ქეთევანის დებიუტი ესპანელი პრინცესა ებოლის როლში. იაპონიის პრინცთან შეხვედრის შემდეგ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ქეთევანის სპექტაკლს ესწრება სამეფო ოჯახის წარმომადგენლები.

სპექტაკლის დირიჟორია ცნობილი ესპანელი დრამატული რეჟისორი და ტეატრო დელ კანალის სამხატვრო ხელმძღვანელი ალბერტ ბოადელლა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვერდის "დონ კარლო" დაიდგა ელ ესკორიალში, სადაც ხდება თვით ოპერის მოქმედება. ელ ესკორიალში განისვენებენ ესპანეთის მეფეები. ქალაქ მადრიდის გუნდს და ორკესტრს დირიჟორობს ჩილელი დირიჟორი მაქსიმილიან ვალდესი. დონ კარლოს როლს შეასრულებს ცნობილი ესპანელი ტენორი ხოსე ბროსი, რომელსაც პარტნიორობას გაუწევენ ცნობილი არგენტინელი სოპრანო ვირჯინია ტოლა, ესპანელი ბარიტონი და ბანი ანხელ ოდენა და სიმონ ორფილა, ამერიკელი ბანები - ჯონ რელეი და ლუის ოტავიო ფლავია.