თბილისის რაიონებში ხვალ ელექტრომომარაგება შეიზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სააქციო საზოგადოება "თელასიდან" აცნობეს, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილში 9 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კერძოდ, გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში გეგმიური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, მუხიანის IV მიკრორაიონის, სოფელ გლდანის, თემქა-ავშნიანის დასახლების, მუხიანის ნაკვეთების, გლდანის მასივის I, II, III, IV მიკრორაიონების, ავშნის, ნუშის, ავალიშვილის, უცნობის, ხევძმარის, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცისარტყელას, ტრაქტორის, ქუთათელაძის, ჭიჭინაძის, ბენდელიანის და ჭყონდიდელის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის V მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების VII, VIII, IX, X, XI, XII, XIII, XIV ქუჩების, ჯავახეთის, ხომლელის, თრიალეთის, კალოუბნის, ლაღიძის და წულუკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, დიღმის მასივის I კვარტლის, სოფელ დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, დიდგორის, გოძიაშვილის, სარაჯიშვილის და იასამნის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), 26 მაისის მოედნის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ძოწენიძის, ქავთარაძის და დავით თავხელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, ტოლენჯის, ხარაბაძის, წალენჯიხის, კაკაბეთის, ყვარლის, ტვიშის, მთისძირის, მესხეთის, აფანასიევის, არველაძის, შერვაშიძის, აწყურის, დოესის, ბაბისხევის, ნიაბის, რუისპირის, საინგილოს, ურიცკის, ბზიფის, კაიშაურის, წურწუმიას, მარტყოფის, მახათის, გურჯაანის, სართიჭალის, ობსერვატორიის, წინანდლის, ხახანაშვილის, გუთნის, თელავის და ახმეტის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის, ლერწმის, ბოგდან ხმელნიცკის, სახალხოს, ხევის, ჩარხის, უშაკოვის, წულაძის, დოლიძის, დიდგორის, გუდარეხის და ციხისძირის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ქუთათელაძის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, კვალის და გერცენის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აჭარის, სარკინეთის, მარუაშვილის, ზაზიშვილის, აფხაზეთის, აგარის და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის და ბერძენიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. "თელასის" ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.