სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარა 2015 წლის სეზონს მრავალი საინტერესო სიახლით ხვდება
აჭარა 2015 წლის სეზონს მრავალი საინტერესო სიახლით ხვდება

აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აჭა­რა 2015 წლის სე­ზონს მრა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლით ხვდე­ბა.

კერ­ძოდ, ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნამ­დე უკვე გა­იხ­სნა და ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს რო­გორც მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ზო­მის ახა­ლი გან­თავ­სე­ბის ობი­ექ­ტე­ბი, ისე მა­ღა­ლი კლა­სის სას­ტუმ­რო­ე­ბი. მიმ­დი­ნა­რე წელს აჭა­რის გან­თავ­სე­ბის ობი­ექ­ტებს 819 სას­ტუმ­რო ნო­მე­რი შე­ე­მა­ტე­ბა, რაც და­მა­ტე­ბით 1700-მდე გან­თავ­სე­ბის ად­გილს მო­ი­ცავს.

რო­გორც ტუ­რიზ­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, სა­ჰა­ე­რო ფრე­ნე­ბის გაზ­რდი­ლი რა­ო­დე­ნო­ბით ხვდე­ბა სე­ზონს ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი. სე­ზონ­ზე და­მა­ტე­ბი­თი ჩარ­ტე­რუ­ლი და რე­გუ­ლა­რუ­ლი ფრე­ნე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა პო­ლო­ნე­თი­დან, ის­რა­ე­ლი­დან და უკ­რა­ი­ნი­დან.

აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ პო­ლო­ნე­თი­დან მო­ზი­დუ­ლი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ტურ-ოპე­რა­ტო­რი "Rainbow Tours" წელს ჩარ­ტე­რულ ფრე­ნებ­ზე მგზავ­რთა რა­ო­დე­ნო­ბის 30%-ით გაზ­რდას ვა­რა­უ­დობს.

InterPressNews.Ge სე­ზო­ნურ ფრე­ნებს ის­რა­ე­ლი­დან კვლავ გა­აგ­რძე­ლებს ებ­რა­უ­ლი კომ­პა­ნია "Eshet Tours", ხოლო და­მა­ტე­ბით ჩარ­ტე­რულ ფრე­ნებს ის­რა­ე­ლი­დან წელს პირ­ვე­ლად ავი­ა­კომ­პა­ნია "AKRIA" შე­ას­რუ­ლებს. ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩარ­ტე­რუ­ლი და და­მა­ტე­ბი­თი ფრე­ნე­ბის გაზ­რდით რამ­დე­ნი­მე უკ­რა­ი­ნუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­აა (http://yanair.ua/, http://www.flyuia.com/eng/us.html, http://dniproavia.com/en/) და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. მა­ი­სი­დან ოქ­ტომ­ბრამ­დე თი­თო­ე­ულ ავი­ა­კომ­პა­ნია კვი­რა­ში ორი ფრე­ნას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, ხოლო ცხელ სე­ზონ­ზე და­მა­ტე­ბი­თი ფრე­ნე­ბით მარ­ტო უკ­რა­ი­ნი­დან კვი­რა­ში 10-მდე ავი­აფ­რე­ნა იგეგ­მე­ბა.

სი­ახ­ლე­ე­ბით იქ­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი 2015 წლის სე­ზონ­ზე ტუ­რიზ­მის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრე­ბი. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრებ­ში ტუ­რის­ტებს შე­ეძ­ლე­ბათ ფას­დაკ­ლე­ბე­ბის ბა­რა­თის შე­ძე­ნა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის 10 ბი­ლეთს, ტე­ლე­ფო­ნის სიმ-ბა­რათს, 20%-იან ფას­დაკ­ლე­ბას "ბა­თუმ­ვე­ლო­ზე", 10%-იდან 25%-მდე ფას­დაკ­ლე­ბებს რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტულ ობი­ე­ტებ­ში. წელს პირ­ვე­ლად, ბულ­ვა­რის შე­სას­ვლელ­ში მდე­ბა­რე სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი ტუ­რის­ტებს ბარ­გის შე­ნახ­ვი­სა და ბა­თუ­მის ღია ბა­რა­თე­ბის გაგ­ზავ­ნის სერ­ვისს შეს­თა­ვა­ზებს. სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი სა­ბა­გი­რო გზას­თან 24 სა­ა­თი­ა­ნი სერ­ვი­სით მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა ქა­ლა­ქის სტუმ­რებს.

2015 წლის სე­ზო­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა ახა­ლი რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რი "ბა­თუ­მი ცენ­ტრა­ლი", რო­მე­ლიც ქა­ლაქთან ახ­ლოს, თა­მარ მე­ფის გზატ­კე­ცილ­ზე მდე­ბა­რე­ობს. კომ­პლექსში რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რი, ავ­ტო­სად­გუ­რი, გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრე­ბი, კა­ფე­ე­ბი და სხვა მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ობი­ექ­ტე­ბი იქ­ნე­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლი.

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით ხვდე­ბა სე­ზონს რე­გი­ო­ნის ყვე­ლა­ზე ვი­ზი­ტი­რე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბი: ბა­თუ­მის ბულ­ვა­რი, ბა­თუ­მის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი, ბა­თუ­მის დელ­ფი­ნა­რი­უ­მი.

ქა­ლა­ქი უმას­პინ­ძლებს ყვე­ლა იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო ღო­ნის­ძი­ე­ბას, რო­მე­ლიც ბა­თუმ­თან ასო­ცირ­დე­ბა: შავი ზღვის ჯაზ-ფეს­ტი­ვა­ლი, სა­ავ­ტო­რო კი­ნოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი BIAFF, ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი "თო­ფუ­ზი", კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი, ბა­თუ­მის ეზოს ის­ტო­რი­ე­ბი, გრა­ფი­ტის ფეს­ტი­ვა­ლი. სე­ზონ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ივ­ნი­სის თვი­დან სექ­ტემ­ბრამ­დე და­გეგ­მი­ლია უფა­სო კონ­ცერ­ტე­ბი რო­გორც ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბის, ისე ად­გი­ლობ­რი­ვი და უცხო­ე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

აჭარა 2015 წლის სეზონს მრავალი საინტერესო სიახლით ხვდება

აჭარა 2015 წლის სეზონს მრავალი საინტერესო სიახლით ხვდება

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარა 2015 წლის სეზონს მრავალი საინტერესო სიახლით ხვდება.

კერძოდ, ზაფხულის სეზონამდე უკვე გაიხსნა და ფუნქციონირებს როგორც მცირე და საშუალო ზომის ახალი განთავსების ობიექტები, ისე მაღალი კლასის სასტუმროები. მიმდინარე წელს აჭარის განთავსების ობიექტებს 819 სასტუმრო ნომერი შეემატება, რაც დამატებით 1700-მდე განთავსების ადგილს მოიცავს.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, საჰაერო ფრენების გაზრდილი რაოდენობით ხვდება სეზონს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი. სეზონზე დამატებითი ჩარტერული და რეგულარული ფრენები განხორციელდება პოლონეთიდან, ისრაელიდან და უკრაინიდან.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ პოლონეთიდან მოზიდული ყველაზე მსხვილი ტურ-ოპერატორი "Rainbow Tours" წელს ჩარტერულ ფრენებზე მგზავრთა რაოდენობის 30%-ით გაზრდას ვარაუდობს.

InterPressNews.Ge სეზონურ ფრენებს ისრაელიდან კვლავ გააგრძელებს ებრაული კომპანია „Eshet Tours“, ხოლო დამატებით ჩარტერულ ფრენებს ისრაელიდან წელს პირველად ავიაკომპანია „AKRIA” შეასრულებს. ბათუმის მიმართულებით ჩარტერული და დამატებითი ფრენების გაზრდით რამდენიმე უკრაინული ავიაკომპანიაა (http://yanair.ua/, http://www.flyuia.com/eng/us.html, http://dniproavia.com/en/) დაინტერესებული. მაისიდან ოქტომბრამდე თითოეულ ავიაკომპანია კვირაში ორი ფრენას განახორციელებს, ხოლო ცხელ სეზონზე დამატებითი ფრენებით მარტო უკრაინიდან კვირაში 10-მდე ავიაფრენა იგეგმება.

სიახლეებით იქნება გამორჩეული 2015 წლის სეზონზე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები. განახლებული დიზაინის საინფორმაციო ცენტრებში ტურისტებს შეეძლებათ ფასდაკლებების ბარათის შეძენა, რომელიც მოიცავს მუნიციპალური ტრანსპორტის 10 ბილეთს, ტელეფონის სიმ-ბარათს, 20%-იან ფასდაკლებას "ბათუმველოზე", 10%-იდან 25%-მდე ფასდაკლებებს რეგიონის ტურისტულ ობიეტებში. წელს პირველად, ბულვარის შესასვლელში მდებარე საინფორმაციო ცენტრი ტურისტებს ბარგის შენახვისა და ბათუმის ღია ბარათების გაგზავნის სერვისს შესთავაზებს. საინფორმაციო ცენტრი საბაგირო გზასთან 24 საათიანი სერვისით მოემსახურება ქალაქის სტუმრებს.

2015 წლის სეზონის მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ახალი რკინიგზის სადგური "ბათუმი ცენტრალი", რომელიც ქალაქთან ახლოს, თამარ მეფის გზატკეცილზე მდებარეობს. კომპლექსში რკინიგზის სადგური, ავტოსადგური, გასართობი ცენტრები, კაფეები და სხვა მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტები იქნება განთავსებული.

განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება სეზონს რეგიონის ყველაზე ვიზიტირებული ტურისტული ადგილები: ბათუმის ბულვარი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის დელფინარიუმი.

ქალაქი უმასპინძლებს ყველა იმ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც ბათუმთან ასოცირდება: შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი, საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF, ანიმაციური ფილმების ფესტივალი ,,თოფუზი", კლასიკური მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი, ბათუმის ეზოს ისტორიები, გრაფიტის ფესტივალი. სეზონთან დაკავშირებით, ივნისის თვიდან სექტემბრამდე დაგეგმილია უფასო კონცერტები როგორც ფოლკლორული ანსამბლების, ისე ადგილობრივი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი