სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაკულიტერატურის" აქციას ამჟამად ხაშური მასპინძლობს
"მაკულიტერატურის" აქციას ამჟამად ხაშური მასპინძლობს

"აქ­ციე მა­კუ­ლა­ტუ­რა წიგ­ნად", - ამ მო­წო­დე­ბით პრო­ექ­ტმა "მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა" უპ­რე­ცენ­დენ­ტო აქ­ცია დე­და­ქა­ლა­ქის შემ­დეგ რე­გი­ო­ნებ­ში გა­აგ­რძე­ლა. პირ­ვე­ლად აქ­ცი­ას ქუ­თა­ის­მა უმას­პინ­ძლა, შემ­დეგ კი ბა­თუმ­მა და სე­ნაკ­მა. 4 და 5 მა­ისს "მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რას" ხა­შუ­რი მას­პინ­ძლობს, სა­დაც წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ 1 კგ მა­კუ­ლა­ტუ­რა 1 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ახალ წიგნ­ში გა­დაც­ვა­ლონ. 8 და 9 მა­ისს აქ­ცია ყვა­რელ­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

უკვე ორი წე­ლია პრო­ექტ "მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის" ფარ­გლებ­ში, მომ­ხმა­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს უსარ­გებ­ლო მე­ო­რე­უ­ლი ქა­ღალ­დე­ბის, ჟურ­ნა­ლე­ბის, წიგ­ნე­ბის, ფლა­ე­რე­ბი­სა თუ სხვა ქა­ღალ­დის ნა­წარ­მის სა­ნაც­ვლოდ ახა­ლი წიგ­ნე­ბი მი­ი­ღოს. თბი­ლის­ში ერ­თკვი­რი­ან აქ­ცი­ა­ში წიგ­ნის მოყ­ვა­რულ­თა უპ­რე­ცენ­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბამ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ცი­ის ხან­გრძლი­ვო­ბა მხო­ლოდ ერთი კვი­რით გა­ნი­სა­ზღვრა, მას­ში მო­ნა­წი­ლე­თა რი­ცხვი იმ­დე­ნად მა­ღა­ლი იყო, რომ პრო­ექტ "მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის" ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა აქ­ცია ერთი დღით გა­ა­ხან­გრძლი­ვეს.

პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, რვა­დღი­ა­ნი აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში 150-160 ტო­ნა­ზე მეტი მა­კუ­ლა­ტუ­რა ჩა­ბარ­და, სა­ნაც­ვლოდ კი, 150 ათა­სი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის წიგ­ნი გა­ი­ცა. გარ­და იმი­სა, რომ პრო­ექ­ტი წიგ­ნის მკი­თხვე­ლებს მა­კუ­ლა­ტუ­რის ახალ წიგ­ნებ­ში გა­დაც­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, პრო­ექ­ტი ბუ­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნის თვალ­საზ­რი­სი­თაც საკ­მა­ოდ მნიშ­ვენ­ლო­ვა­ნი წა­მო­წყე­ბაა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ბოლო 40 წლის მან­ძილ­ზე, მსოფ­ლი­ო­ში ქა­ღალ­დზე მო­თხოვ­ნა 400 %-ით გა­ი­ზარ­და - დღეს­დღე­ო­ბით, მსოფ­ლიო წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 300 მი­ლი­ონ ტონა ქა­ღალდს მო­იხ­მარს. ქა­ღალ­დის მოხ­მა­რე­ბის მო­თხოვ­ნის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად კი, ხე­ე­ბის ჩეხ­ვის სტა­ტის­ტი­კუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც კა­ტას­ტრო­ფუ­ლად მა­ტუ­ლობს. სხვა­თა შო­რის, ამ პრო­ცე­სის ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში დაკ­ვირ­ვე­ბა, ცოტა ხნის წინ, "გუ­გლის" ახა­ლი პრო­ექ­ტის Global Forest Watch-ის წყა­ლო­ბით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, რე­ა­ლურ დრო­ში და­აკ­ვირ­დეს მსოფ­ლი­ო­ში ხე­ე­ბის ჩეხ­ვის მას­შტა­ბებ­სა და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას. ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია "ნა­სას" თა­ნამ­გზავ­რე­ბის მიერ ბოლო 13 წლის მან­ძილ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბიც. უფრო მე­ტიც, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, დე­ტა­ლუ­რად გა­მო­ვით­ვა­ლოთ ყო­ველ ტე­რი­ტო­რი­ა­სა და ქვე­ყა­ნა­ში წლე­ბის მან­ძილ­ზე გა­ჩე­ხი­ლი და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ტყის მა­სი­ვე­ბის მო­ცუ­ლო­ბაც.

"სამ­წუ­ხა­როდ, აღ­ნიშ­ნუ­ლი რუქა სა­ქარ­თვე­ლოს ტყის სა­ფარ­ზეც სა­გან­გა­შო მო­ნა­ცე­მებს აქ­ვეყ­ნებს. არა­და, სუ­ლაც არაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ახა­ლი ფურ­ცლის წარ­მო­ე­ბას მწვა­ნე სა­ფა­რი შე­ე­წი­როს, რად­გან სა­ა­მი­სოდ მე­ო­რე­უ­ლი ქა­ღალ­დის გა­და­მუ­შა­ვე­ბა და ამ გზით ქა­ღალ­დის ბა­ზარ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. მწვა­ნე სა­ფა­რის გა­დარ­ჩე­ნა მე­დი­ა­სახლ "პა­ლიტ­რის" ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტად გა­მო­ცხად­და და პრო­ექტ "მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც სწო­რედ ამ მიზ­ნით და­ი­წყო. ამ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "პა­ლიტ­რამ" გა­ნად­გუ­რე­ბას ასე­უ­ლო­ბით ხე გა­და­არ­ჩი­ნა.

ვინც მა­კუ­ლა­ტუ­რის შეგ­რო­ვე­ბა­სა და ახალ წიგ­ნებ­ში გა­დაც­ვლას აპი­რებთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, მუ­ყა­ოს, ცე­ლოფ­ნის ფა­ი­ლი­სა და ბა­ინ­დე­რის გარ­და, ნე­ბის­მი­ე­რი ქა­ღალ­დის ნა­წარ­მის, წიგ­ნის, რვე­უ­ლე­ბი­სა თუ ბუკ­ლე­ტე­ბის ჩა­ბა­რე­ბა შე­გიძ­ლი­ათ. ბუ­ნებ­რი­ვია, "მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის" და­წყე­ბის­თა­ნა­ვე იმის საფრ­თხეც გაჩ­ნდა, რომ მა­კუ­ლა­ტუ­რას ღი­რე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რაც გაყ­ვე­ბო­და. "პა­ლიტ­რამ" ეს რის­კიც თა­ვი­დან­ვე გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბა ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­სა და მის თა­ნამ­შრომ­ლებს სთხო­ვა. მათ მა­კუ­ლა­ტუ­რა­ში გაბ­ნე­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წიგ­ნე­ბის მო­ძი­ე­ბა და­ი­წყეს - ასი ტონა მა­კუ­ლა­ტუ­რი­დან 1 500 წიგნ­ზე მეტი გა­დარ­ჩა!

გახ­სოვ­დეთ, ერთი ტონა მა­კუ­ლა­ტუ­რის გა­და­მუ­შა­ვე­ბა 17 ხეს გა­და­არ­ჩენს, რის შე­დე­გა­დაც 26 კუბ/მეტ­რი წყა­ლი და 2,3 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი მი­წის მო­ცუ­ლო­ბა და­ი­ზო­გე­ბა", - აცხა­დე­ბენ "მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის" ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"მაკულიტერატურის" აქციას ამჟამად ხაშური მასპინძლობს

"მაკულიტერატურის" აქციას ამჟამად ხაშური მასპინძლობს

"აქციე მაკულატურა წიგნად", - ამ მოწოდებით პროექტმა "მაკულიტერატურა" უპრეცენდენტო აქცია დედაქალაქის შემდეგ რეგიონებში გააგრძელა. პირველად აქციას ქუთაისმა უმასპინძლა, შემდეგ კი ბათუმმა და სენაკმა. 4 და 5 მაისს "მაკულიტერატურას" ხაშური მასპინძლობს, სადაც წიგნის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ 1 კგ მაკულატურა 1 ლარის ღირებულების ახალ წიგნში გადაცვალონ. 8 და 9 მაისს აქცია ყვარელში ჩატარდება.

უკვე ორი წელია პროექტ "მაკულიტერატურის" ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს უსარგებლო მეორეული ქაღალდების, ჟურნალების, წიგნების, ფლაერებისა თუ სხვა ქაღალდის ნაწარმის სანაცვლოდ ახალი წიგნები მიიღოს. თბილისში ერთკვირიან აქციაში წიგნის მოყვარულთა უპრეცენდენტო რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული აქციის ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი კვირით განისაზღვრა, მასში მონაწილეთა რიცხვი იმდენად მაღალი იყო, რომ პროექტ "მაკულიტერატურის" ორგანიზატორებმა აქცია ერთი დღით გაახანგრძლივეს.

პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, რვადღიანი აქციის ფარგლებში 150-160 ტონაზე მეტი მაკულატურა ჩაბარდა, სანაცვლოდ კი, 150 ათასი ლარის ღირებულების წიგნი გაიცა. გარდა იმისა, რომ პროექტი წიგნის მკითხველებს მაკულატურის ახალ წიგნებში გადაცვლის შესაძლებლობას აძლევს, პროექტი ბუნების გადარჩენის თვალსაზრისითაც საკმაოდ მნიშვენლოვანი წამოწყებაა.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 40 წლის მანძილზე, მსოფლიოში ქაღალდზე მოთხოვნა 400 %-ით გაიზარდა - დღესდღეობით, მსოფლიო წელიწადში დაახლოებით 300 მილიონ ტონა ქაღალდს მოიხმარს. ქაღალდის მოხმარების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი, ხეების ჩეხვის სტატისტიკური მაჩვენებელიც კატასტროფულად მატულობს. სხვათა შორის, ამ პროცესის ონლაინ რეჟიმში დაკვირვება, ცოტა ხნის წინ, "გუგლის" ახალი პროექტის Global Forest Watch-ის წყალობით გახდა შესაძლებელი. აღნიშნული პროექტი ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში დააკვირდეს მსოფლიოში ხეების ჩეხვის მასშტაბებსა და მიმდინარეობას. ვებგვერდზე გამოქვეყნებულია "ნასას" თანამგზავრების მიერ ბოლო 13 წლის მანძილზე გადაღებული ფოტოებიც. უფრო მეტიც, გამოსახულება საშუალებას გვაძლევს, დეტალურად გამოვითვალოთ ყოველ ტერიტორიასა და ქვეყანაში წლების მანძილზე გაჩეხილი და განახლებული ტყის მასივების მოცულობაც.

"სამწუხაროდ, აღნიშნული რუქა საქართველოს ტყის საფარზეც საგანგაშო მონაცემებს აქვეყნებს. არადა, სულაც არაა აუცილებელი ახალი ფურცლის წარმოებას მწვანე საფარი შეეწიროს, რადგან საამისოდ მეორეული ქაღალდის გადამუშავება და ამ გზით ქაღალდის ბაზარზე დაბრუნება შესაძლებელია. მწვანე საფარის გადარჩენა მედიასახლ "პალიტრის" ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადდა და პროექტ "მაკულიტერატურის" განხორციელებაც სწორედ ამ მიზნით დაიწყო. ამ ორი წლის განმავლობაში "პალიტრამ" განადგურებას ასეულობით ხე გადაარჩინა.

ვინც მაკულატურის შეგროვებასა და ახალ წიგნებში გადაცვლას აპირებთ, გაითვალისწინეთ, მუყაოს, ცელოფნის ფაილისა და ბაინდერის გარდა, ნებისმიერი ქაღალდის ნაწარმის, წიგნის, რვეულებისა თუ ბუკლეტების ჩაბარება შეგიძლიათ. ბუნებრივია, "მაკულიტერატურის" დაწყებისთანავე იმის საფრთხეც გაჩნდა, რომ მაკულატურას ღირებული ლიტერატურაც გაყვებოდა. "პალიტრამ" ეს რისკიც თავიდანვე გაითვალისწინა და შესაბამისი დახმარება ეროვნულ ბიბლიოთეკასა და მის თანამშრომლებს სთხოვა. მათ მაკულატურაში გაბნეული მნიშვნელოვანი წიგნების მოძიება დაიწყეს - ასი ტონა მაკულატურიდან 1 500 წიგნზე მეტი გადარჩა!

გახსოვდეთ, ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხეს გადაარჩენს, რის შედეგადაც 26 კუბ/მეტრი წყალი და 2,3 კვადრატული მეტრი მიწის მოცულობა დაიზოგება", - აცხადებენ "მაკულიტერატურის" ორგანიზატორები.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია