პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ხვდება
გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ხვდება

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ბე­ლა­რუს კო­ლე­გას ხვდე­ბა. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მას­პინ­ძლობს. სა­ხელ­მწი­ფო ვი­ზი­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, პი­რის­პი­რი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მხა­რე­ე­ბი შეხ­ვედ­რას გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით გა­მარ­თა­ვენ, უკვე მისი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, 12:00 სა­ათ­ზე კი, ორი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტე­ბი მე­დი­ის­თვის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თე­ბენ. ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი­სა და დე­ლე­გა­ცი­ის და­სახ­ვედ­რად ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა.

ცე­რე­მო­ნი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი. შეს­რულ­და სა­ქარ­თვე­ლოს და ბე­ლო­რუ­სის სა­ხელ­მწი­ფო ჰიმ­ნე­ბი. ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ი­დან ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო გმირ­თა მო­ე­დან­ზე გა­და­ი­ნაც­ვლებს, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბის­თვის და­ღუ­პულ გმირ­თა მე­მო­რი­ალს გვირ­გვი­ნით შე­ამ­კობს. ამის შემ­დეგ კი, ვი­ზი­ტის პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, და­გეგ­მი­ლია შეხ­ვედ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან.

სა­ღა­მოს პრე­ზი­დენ­ტის პა­ტივ­სა­ცე­მად გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­ხე­ლით სა­დი­ლი გა­ი­მარ­თე­ბა, რი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს ვი­ზი­ტის პირ­ვე­ლი დღე დას­რულ­დე­ბა. უკვე ხვალ დე­ლე­გა­ცია აჭა­რა­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა. ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო ვი­ზტით გუ­შინ ჩა­მო­ვი­და. დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არი­ან: ვიცე-პრე­მი­ე­რი, სა­გა­რეო საქ­მე­თა, ში­ნა­გან საქ­მე­თა, მრეწ­ვე­ლო­ბის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრე­ბი.

ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქს, უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რესს ილია მე­ო­რეს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­სა და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რეს არ­ჩილ ხა­ბა­ძეს შეხ­ვდე­ბა. 24 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლო­სა და ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტე­ბი ბა­თუმს ეწ­ვე­ვი­ან. ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს 24 აპ­რილს და­ტო­ვებს. ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­სულ წელს მო­იწ­ვია; სა­ხელ­მწი­ფო ვი­ზიტ­ზე მუ­შა­ო­ბა ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ხვდება

გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი ბელარუს კოლეგას ხვდება. გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ავლაბრის რეზიდენციაში მასპინძლობს. სახელმწიფო ვიზიტის ოფიციალური პროგრამის მიხედვით, პირისპირი შეხვედრის შემდეგ მხარეები შეხვედრას გაფართოებული შემადგენლობით გამართავენ, უკვე მისი დასრულების შემდეგ, 12:00 საათზე კი, ორი ქვეყნის პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ბელარუსის პრეზიდენტისა და დელეგაციის დასახვედრად ავლაბრის რეზიდენციაში ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მთავრობის წევრები. შესრულდა საქართველოს და ბელორუსის სახელმწიფო ჰიმნები. ავლაბრის რეზიდენციიდან ალექსანდრე ლუკაშენკო გმირთა მოედანზე გადაინაცვლებს, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ამის შემდეგ კი, ვიზიტის პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

საღამოს პრეზიდენტის პატივსაცემად გიორგი მარგველაშვილის სახელით სადილი გაიმართება, რითაც საქართველოში ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის პირველი დღე დასრულდება. უკვე ხვალ დელეგაცია აჭარაში გაემგზავრება. ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში სახელმწიფო ვიზტით გუშინ ჩამოვიდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, მრეწველობის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები.

ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდება. 24 აპრილს საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტები ბათუმს ეწვევიან. ალექსანდრე ლუკაშენკო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 24 აპრილს დატოვებს. ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოში გიორგი მარგველაშვილმა გასულ წელს მოიწვია; სახელმწიფო ვიზიტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."