სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი ID ბარათები ორი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
ახალი ID ბარათები ორი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა

ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ახა­ლი ID ბა­რა­თე­ბი უფა­სოდ გა­ი­ცე­მა. აღ­ნიშ­ნულ აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დღეს სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რემ, შიო ხე­ცუ­რი­ან­მა და იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, გი­ორ­გი ტა­ბი­ძემ ერ­თობ­ლი­ვი ბრი­ფინ­გი გა­მარ­თეს.

რო­გორც ბრი­ფინგზე ით­ქვა, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვით, 20 აპ­რი­ლი­დან 20 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით ახა­ლი ტი­პის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა უფა­სოდ გა­ი­ცე­მა მათ­თვის, ვინც არის 16 წლის ან მე­ტის და არა­სო­დეს აუ­ღია ეს დო­კუ­მენ­ტი. ხე­ცუ­რი­ან­მა და ტა­ბი­ძემ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნეს, რომ "მო­ქა­ლა­ქე­თა გა­ბა­რა­თი­ა­ნე­ბა ხელს უწყობს მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის დახ­ვე­წას და სა­არ­ჩევ­ნო სი­ე­ბის სრულ­ყო­ფას".

ამას­თან, რო­გორც იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში აცხა­დე­ბენ, პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის ასა­ღე­ბად მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა იუს­ტი­ცი­ის სახ­ლე­ბის ფი­ლი­ა­ლებს, სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ტე­რი­ტო­რი­ულ სამ­სა­ხუ­რებს ან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცენ­ტრებს უნდა მი­მარ­თონ. აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, მო­ქა­ლა­ქე გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის, ფო­ტო­სუ­რა­თის გა­და­ღე­ბი­სა და ბან­კის მო­საკ­რებ­ლის სა­ფა­სუ­რის­გან.

და­კარ­გუ­ლი ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მოწ­მო­ბის ნაც­ვლად ახა­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა უფა­სოდ არ გა­ი­ცე­მა. ასე­ვე, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღემ­დე ახა­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა 1 500 000 მო­ქა­ლა­ქეს აქვს აღე­ბუ­ლი. რო­გორც იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში აცხა­დე­ბენ, ასე­თი აქ­ცი­ე­ბით ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე სარ­გებ­ლობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ახალი ID ბარათები ორი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა

ახალი ID ბარათები ორი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა

ორი თვის განმავლობაში ახალი ID ბარათები უფასოდ გაიცემა. აღნიშნულ აქციასთან დაკავშირებით, დღეს სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, შიო ხეცურიანმა და იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ტაბიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

როგორც ბრიფინგზე ითქვა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 20 აპრილიდან 20 ივნისის ჩათვლით ახალი ტიპის პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა მათთვის, ვინც არის 16 წლის ან მეტის და არასოდეს აუღია ეს დოკუმენტი. ხეცურიანმა და ტაბიძემ საუბრისას აღნიშნეს, რომ "მოქალაქეთა გაბარათიანება ხელს უწყობს მონაცემთა ბაზის დახვეწას და საარჩევნო სიების სრულყოფას".

ამასთან, როგორც იუსტიციის სახლში აცხადებენ, პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლების ფილიალებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ. აქციის ფარგლებში, მოქალაქე გათავისუფლდება პირადობის მოწმობის, ფოტოსურათის გადაღებისა და ბანკის მოსაკრებლის საფასურისგან.

დაკარგული ან დაზიანებული მოწმობის ნაცვლად ახალი პირადობის მოწმობა უფასოდ არ გაიცემა. ასევე, იუსტიციის სახლის ინფორმაციით, დღემდე ახალი პირადობის მოწმობა 1 500 000 მოქალაქეს აქვს აღებული. როგორც იუსტიციის სახლში აცხადებენ, ასეთი აქციებით ათასობით მოქალაქე სარგებლობს.

"ინტერპრესნიუსი"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ